Archive

Posts Tagged ‘palitratv’

99 ნაშა – კონკურენტები

ნებისმიერი ბრენდისა და პროდუქტისთვის მნიშვნელოვანია კონკურენტების პოზიცია ბაზარზე. ბაზრის ანალიზის ეს ნაწილი უჩვენებს პერსპექტივებს, თუ სად შეიძლება ბრენდმა თავი დაიმკვიდროს, საერთოდ ღირს თუ არა კონკრეტულ სეგმენტზე მუშაობა და სხვა.
მას შემდეგ რაც, გონებაში ასე თუ ისე ჩამოვყარე კონკურენტების სია, გადავწყვიტე, რომ სულაც ყლეზე დამეკიდებინა პოსტების ეს სერია და საერთოდ ბაზარზე გამოსვლა და გავსულიყავი გაზზე დადგმული ჩახოხბილის მისახედად, მარა მკითხველის ხათრით მაინც დავწერ, ჯანდაბას თქვენი თავი.

იმდენად რამდენადაც იმ კონკრეტული გოგოს თვალსაწიერში არსებულ კონკურენტებზე წარმოედგენა არ მაქვს, ამიტომ საერთო სიას გავაკეთებ და ზოგადად მიმოვიხილავ ასპარზზე გამოსულ ბრენდებს. ამისთვის კი გადავწყვიტე, რომ საიტების ანალოგიები გამოვიყენო.

მაშ ასე:

youtube – ეს არის ყველაზე დიდი, ფულიანი, კრეატიული, კარგად შეფუთული, იდეალური მამაკაცი, რომელიც ყველა სეგმენტზე მუშაობს. ნაკლი ის აქვს, რომ ექსკლუზიურობა მაინც და მაინც არ ევასება. მაგრამ ყველა მის მომხმარებელს თანაბრად კარგად ექცევა. თუმცა შეიძლება არ ევასებოდეს სოფლელები და გამოაგდოს მესიჯი: “This is not available in your region” – რაც ადვილად გადასალახია, მას შემდეგ თუ მომხმარებელი, რომელიც მის დათრევას მოინდომებს აღიჭურვება პროქსითი – ანუ განაშდება და იპოვის მასთან მისასვლელ გზას.
ბრენდის ეს ტიპი არასოდეს მოგატყუებს, რომ შენგან იმაზე მეტი უნდა ვიდრე ვიდეო სტრიმინგია. არ დაგპირდება რომ ცოლად მოგიყვანს ან არ ეცდება ბაზარზე შემოიჭრას ისეთი ტაქტიკით, როგორიცაა – თვითშეფასების დაგდება, რათა მომხმარებელი უფრო მოწყვლადი გახდეს და შესაბამისად ამ ყველაფრით ბოროტად ისარგებლოს.

myvideo.ge – ძაან საინტერესო ფენომენი. აბსოლუტურად უფანტაზიო და ძირითადად სხივისი კონტენტით გაჯერებული ბრენდი, რომლის ორიგინალური სელინგ ფოინთი არის როგორც ღია ასევე ფარული ბაბულიზმი. ადვილად ხელმისაწვდომი, ყველანაირად უპრეტენზიო და მუშა ბრენდი. რომელიც ძირითადად მომხმარებლის ღირებულებით სისტემასთან კონფლიქტიში მოდის, მაგრამ არსებობენ მომხმარებლები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ მოიხმარენ მას, რომ ამ ბრენდის ნაქადაგებ მიზოგინიაზე ვარდებიან და ცდილობენ, რომ საკუთარ თავს და მათ შორის ამ ბრენდს დაუმტკიცონ, რომ მამენტ არც ისე ყლექალები არიან. ხოლო მომხმარებლის ყლექალებად გამოცხადების კამპანია ცხადია ბრენდის ერთ-ერთი ტაქტიკაა, რომელიც როგორც ხედავთ ამართლებს. ბრენდის ამ ტიპისთვის სამომხმარებლო ბაზარზე შეჭრის ეს ფანდი მისი მახასიათებლების მხოლოდ პირველი ნაწილია და სამართლიანობა მოითხოვს აღნიშნოს, რომ მოპოვებული მომხმარებლები იმდენად კმაყოფილი რჩებიან აღნიშნული პროდუქტით, რომ შეიძლება შემდეფ მის მუდმივ საბსქრაიბერობაზეც კი დაიწყონ ფიქრი და ფარულად ჩალიჩი, რაც ბოლოს წარუმატებლად მთავრდება. ამ ბრენდის ტიპს მიეკუთვნებიან სამხრეთ ამერიკული სერიალებიც – რომლებსაც მაღალი გემოვნების მქონე ადამიანმა შეიძლება გასაჭირის ჟამს შეხედოს და შემდეგ ისე მოეწონოს, რომ 250-ივე სერიას უყუროს, ოღონდ ამას არასოდეს ხმამაღლა არ აღიარებს.

vimeo.com – ჰიფსტერული და ჰაი-კლას პროდუქტი, რომელსაც ძალიან მაყარად უჭირავს თავისი ბაზარი. მისი მომხმარებელი ძირითადად ის სეგმენტია, რომელმაც ძალიან კარგად იცის თავისი ფასი, უყვარს განსხვავებული და ოდნავ განსაკუთრებული ბრენდები. ზემო ორი ბრენდისგან განსხვავებით მომხმარებელი ცოტა ჰყავს, სამაგიეროდ ხარისხიანი. თავადაც აფასებს თავის მომხმარებელს და ხშირად თვალს ხუჭავს მათ ნაკლოვანებებზე. ის მზადაა ნებმისმიერი მათგანი მიიღოს ზუსტად ისეთი, როგორიცაა. არის სერიოზული, დაღვინებული და სტაბილური. მასთან ყველა უსაფრთხოდ გრძნობს თავს და ხშირად მისი მუდმივი მომხმარებელიც ხდება, რაც თვითონ ბრენდისთვისაც მისაღებია და ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი, კარგი, სტაბილური და ხარისხიანი მომხმარებლის მოსაპოვლად იბრძვის ბაზარზე.

palitratv.ge – ყოვლად ამაზრზენი, მაივიდეოსგან განსხვავებით რამე ყლეური ტაქტიკაც არ აქვს. თავისი კონტენტი რაც აქვს არის საშინლად უხარისხო. ხოლო მომხმარებელს იზიდავს სულ პლაგიატით, ძირითადად ლოუ-კლასის კატეგორიას, მაგრამ ხანდახან ისეთს გაარტყამს, რომ ყლევდები და გიჩნდება კითხვა: “ამას აქ რა უნდა?”

სად ვარ ამ დროს მე? მე წავედი ფეხბურთს ვუყურო და ვჭამო.

Advertisements
კატეგორიები:99 ნაშა ტეგები:, , ,
%d bloggers like this: