Archive

Posts Tagged ‘შეყვარებული’

Self- destruction (დეპრ. ნაწილი VI)

ივნისი 17, 2011 2 comments

ჩემი ერთი-მეგობარი პედოფილს მეძახის ხუმრობით… იმედია ხუმრობით. თუმცა, მე ვერ ვხვდები რატომ არის პედოფილია, როცა მოგწონს 17-18 წლის გოგო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ კანონითაც დაშვებულია ამ ასაკობრივ კატეგორიასთან ურთიერთობა. ჰოდა, მე მომწონს ჩემზე პატარა გოგოები. არ ვიცი ეს რისი ბრალია, ქვეცნობიერში დალექილი სტერეოტიპი: “ბიჭი ყოველთვის დიდი უნდა იყოს გოგოზე” თუ რამე სხვა. მგონი უბრალოდ გემოვნების ამბავია. თუმცა, ასაკი მაინც მაკომპლექსებს – ჩემი ასაკი. ბებერი არ ვარ რა თქმა უნდა, ძალიან ახალგაზრდა ვარ, მაგრამ 17-18 წლის გოგოებთან სხვაობა მაინც დიდად ჟღერს. ჰოდა, მოკლედ, ყველაფერთან ერთად ასაკიც მაკომპლექსებს. მერე ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ჩემი ასაკის ბიჭები ყველას მოსწონს, 17, 18, 19, 24, 26, 29 და ა.შ. იმიტომ რომ უფრო პატარები ძალიან ბავშვები არიან და მათთან ურთიერთობა დამღლელია, შესაბამისად ჩამოყალიბებული მამაკაცები ყველას ევასება. კარგი, ასაკის კომპლექსი მოვიხსენი – ნუ, ნაწილობრივ მაინც.

ჩემი ყოფილი შეყვარებული ჩემზე 4 წლის უმცროსი იყო როცა ერთმანეთს შევხვდით. მასთან ასაკის კომპლექსი თავიდანვე არ მქონია, არაინფანტილური ტიპი იყო და შესაბამისად მასთან ურთიერთობაში ნორმალურად ვგრძნობდი თავს.
ერთმანეთი მეგობრის სახლში გავიცანით. ის თავის მეგობართან ერთად იყო, რომელიც თავისმხრივ ჩემი მეგობრის “მოშეყვარებულო” ელემენტი იყო. დეტალები როგორც ასეთი არ მახსოვს, ერთი კვირა ვურთიერთობდით, ერთმანეთს ვეცნობოდით. ძირითადად ის მეცნობოდა, იმიტომ რომ მე საერთოდ არ ვლაპარაკობდი, ამაზე ერთი-ორჯერ შენიშვნა მომცა, ბუზღუნით თანაც. “მე ვიცი რომ არაფერი გამოგვივა” მითხრა მან ერთ-ერთი ასეთი მონოლოგის დროს, “ვცადოთ მაინც”-მეთქი, ჰოდა, ვცადეთ.

წაიკითხე მეტი…

Advertisements

დეპრესია როგორც ნარკოტიკი (ნაწ. II)

ივნისი 10, 2011 7 comments

უკვე დიდი ხანია რაც დავასკვენი, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები მამაკაცები ვართ და არა მდედრები. სიძლიერე სულიერებით უნდა იზომებოდეს და არა ფიზიკურად. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ძლიერი ეგო, შეუძლია იმოქმედოს გონებით და გაუძლოს დაბრკოლებებს, რომელსაც ცხოვრება სთავაზობს, შეუძლია დაამარცხოს ნებისმიერი ფიზიკური ძალის პატრონი. ასეთი, ძლიერი და მტკიცე სული ძირითადად მდედრებს აქვთ. ჩვენ, მამკაცები, ყველაზე წუწუნა არსებები ვართ სამყაროში. ჩვენ გვინდა ჩვენი ესმოდეთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ ვალდებულები გვესმოდეს მათი. ჩვენ გვინდა ჩვენზე ზრუნავდნენ. სწორედ ამიტომაც არის, რომ ყველა მამაკცი, ავადმყოფობას ან თუნდაც მცირე ნაკაწრს ხელზე, ჭრილობის იოდით დამუშავებას და ა.შ. უფრო მტკივნეულად განიცდის, ვიდრე მდედრები.

როცა მამაკაცებს ოიდიპოსის სინდრომს უხსენებ, შეიძლება გაგინონ და თავზე დაგამხონ ყველაფერი. მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ან ზოგმა არ იცის, რომ სინამდვილეში ჩვენ მთელი ცხოვრება ისეთ პარტნიორებს ვეძებთ, რომლებიც დედობას გაგვიწევენ. დაგვირეცხავენ, საჭმელს მოგვიტანენ ტელევიზროთან წამოგორებულებს, ავად ყოფინასას მოგვეფერებიან და ყოველ სამ წუთში ერთხელ შემოგვაკითხავენ ოთახში, გააღებენ ფანჯრებს, ცხელ ჩაის დაგვალევინებენ და ა.შ. მზრუნევლობა ნიშნავს სიყვარულს.
ჩემს წარმოდგენაშიც ეჯაჭვება ერთმანეთს სიყვარული და მზრუნველობა. მაგალითად, ყოველთვის ვფიქობ იმაზე, რომ როცა მარტო ვიცხოვრებ და ავად გავხდები, მოვლენ ჩემი მეგობრები და მომიტანენ ცხელ ბულიონს? ან გამინიავებენ ოთახს? ან წამალს დამალევინებენ? ეს მოთხვონილება ცალმხრივი არაა. მეც მინდა ავუტანო ჩემს მეგობარს ცხელი ბულიონი როცა მას გრიპი ექნება. მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის ამ ეტაპზე ცხელი ბულიონის როლს მათგან წამოსული მხარდაჭერა და ყურადღება ასრულებს. რა სჯობია იწვე ლოგინში და ადამიანები თავს გევლებოდნენ? მაგრამ ბოლოს და ბოლოს გბეზრდება ერთ ადგილზე ტრიალი და მოდის ადგომის დროც. აქ შეიძლება პესიმისტურადაც ჩავაწვეთოთ გარკვეული მოსაზრებები, მაგალითად: ისე უნდა ადგე, რომ არ დაეცე, სიფრთხილე გამოიჩინო და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი bullshit-ია. დეპრესიის გადაგდება ზუსტად ისევე უნდა მოხდეს, როგორც სიგარეტის. ნელ-ნელა არა, უცებ! ერთ დღეს უნდა ადგე და თქვა, მე აღარ ვეწევი და შემდეგ უბრალოდ დაიკიდო სიგარეტი. მე ეს გამიკეთებია. მართალია, ახლა ისევ ვეწევი, მაგრამ როცა მოვინდომე დავანებე თავი, 6 თვე არ მომიწევია. მერე რაღაც სტრესის დროს კლიშეს ავყევი და გავაბოლე. თუმცა, ვიცი ადამიანები, რომლებიც 20-30 წელია არამწეველები არიან და აღარც აპირებენ დაწყებას. ყოფილი ნარკომანები არ არსებობენო ამბობენ, მაგრამ ვიცნობ ასეთებს – 20 წელიწადია რომ არ გაუჩხერიათ.

წაიკითხე მეტი…

%d bloggers like this: