Archive

Posts Tagged ‘ფარისევლობა’

გრძნობათა იმპერია – იაპონური სექსები

იანვარი 28, 2009 5 comments

მე მინდა ვიდგე კვარცხლბეკზე და იქიდან გიყურებდეთ. მე მინდა ვიყო გამარჯვებული თქვენთან ბრძოლაში.

მე მინდა ვიყო შემოქმედი რომელის შემოქმედებას თქვენ ვერ გაიგებთ, მაგრამ თავს მოიკატუნებთ ერთმანეთის მოსატყუებლად, დაწერთ რეცენზიებს, მისცემთ ინტერვიუებს და წაიკითხავთ ლექცეიებს ჩემი შემოქმედების შესახებ, გამოიყენებთ ყველა სიტყვას რაც იცით ან არ იცით, გაიღიმებთ ნიშნის მოგებით “ მივხვდი.“

მე მინდა მოგცეთ საბაბი თქვენი ინტელექტის გამომჟღავნებისა, მე მინდა ვიყო ცრუ წინასწარმეტყველი რომელიც თქვენ მოგცემთ თაფლს და თქვენ ბუზებივით დაეხვევით მას! თქვენ ჩემი მოცემული თაფლი უფრო ტკბილი მოგეჩვენებათ, ვიდრე ის რაც ჩემამდე მოგცათ ღმერთმა! მე მინდა იყოთ მადლიერი ჩემს მიმართ – რადგან კიდევ ერთხელ დავინახო თუ რა უმადურები ხართ. მე მინდა რომ თქვენ განმიხილოთ და საქებარი სიტყვები არ დაიშუროთ ჩემს მიმართ – რადგან უბრალოდ დავდგე ჩრდილში და დაგცინოთ.

და ბოლოს როდესაც ერთად შეიკრიბებით, მეც მომიწვევთ რადგან პასუხებს ვერ იპოვით, თქვენ დასმულ შეკითხვას ერთი აბსურდული ფრაზით გავცემ პასუხს: „ნუ შემეცით თქვენი ინტელექტით“ – და უბრალოდ გამოვტრიალდები და წამოვალ.

მე მინდა რომ ამ ფრაზის გაგონების შემდეგაც განაგრძოთ ბჭობა და ამ სიტყვებში ფილოსოფია ეძებოთ – მაჩუქეთ კიდევ ერთი მხიარული საღამო

Advertisements
%d bloggers like this: