Archive

Posts Tagged ‘სტენსილი’

პირველი სტენსილი

თებერვალი 17, 2013 1 comment

რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე მეცადა სტენსილის დახატვა, არ დავაყოვნე და პირდაპირ საქმეზე გადავედი. დავბადე იდეა, დავპრინტე და დავჭერი :)

საბოლოო ჯამში გამოვიდა თითქმის ყლეობა :დ

DSC_4123

ნუ, ცხადია, რომ პირველი თემა პალანიკის, ჩემი და რელიგიის სიყვარულის კომპილაცია უნდა ყოფილიყო :დ

8 Rules of Religion – მებრძოლთა კლუბის წესების ალუზია.

1. you don’t talk about religion.
2. you don’t talk about religion.
3. srsly, man,you don’t talk about it.
4. you don’t fuckin’ talk about religion.
5. you fuckin’ don’t fuckin’ talk about religion.
6. shut the fuck up.
7. last warning.
8. fuck you!

ბოლოში ბოლნური ჯვარი, ტაილერ დერდენის დამზადებულ საპნზე – approved by divine soap inc.

ძაან საკაიფო პროცესი იყო, ბევრი გამოცდილება მივიღეთ, მე და ჩემმა 2მა თანაავტორმა. ჩვენთვის ყველასთვის პირველი ნამუშევარი იყო და ვფიქრობ ამ პონტში კარგი გამოგვივიდა, არც სატესტო ვერსია გაგვიკეთებია, პირდაპირ კედელს მივეცით! :დ ენივეი, თუ ვინმე დააპირებთ სტენსილის გაკეთებას, რამდენიმე რჩევას მოგცემთ:

1. ყლეზე დაიკიდეთ ტექსტი, განსაკუთრებით კი წვრილად დაწერილი, დიდ ასოებს აიტანს ხატვისას, პლუს უფრო ადვილი ამოსაჭრელი იქნება. სახეები ამოვჭერით 15 წუთში, ტექსტს მოვუნდით 3 საათია. ფრთხილად და ფაქიზად ვაკეთებდით, რომ რომელიმე ასო არ გაფუჭებულიყო. მაინც გაიდღაბნა ზოგიერთ ადგილში. მოკლედ ტვინის ტყვნაა.

2. წინასწარ აარჩიეთ ადგილი, რომ ჩვენნაირად არ იბოდიალოთ აქეთ იქით და უცებ დაგარტყათ თავში, მაინც და მაინც არც თუ ისე მაგარმა იდეამ.

3. “რეზაკით” ჭრა არის ყლეობა. :დ

და ბოლოს, ნახატი შეგიძლიათ ნახოთ:

1. პატარა სამებასთან, საჯაროს კედელზე.
2. საჯაროს კედელზე ნუცი ბოზიას გვერდით.
3. თაბუკაშვილზე, 9 აპრილის ბაღის კიბეებთან.

კატეგორიები:ვცდილობ ტეგები:,
%d bloggers like this: