Archive

Posts Tagged ‘სიყვარული’

დრაკონები და მძინარე მზეთუნახავები

ივლისი 6, 2011 2 comments

ეს გოგო არასოდეს მევასებოდა, არც იმას ვიტყვი, რომ არ მევასებოდა – უბრალოდ ინდეფერენტული დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ. თუმცა… რიგ შემთხვევებში ნეგატიური შეფასებები მქონდა ხოლმე.

დღეს იყო “ჩვენთან” ამოსული. მასთან ერთად, საერთო ჯამში, რამდენიმე საათი მაქვს გატარებული – დროის ეს მონაკვეთი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მის მიმართ უნდობლობა გამჩენოდა. ყოველთვის ვთვლიდი, რომ აგრესიული და intimidating პერსონა იყო. რომელსაც დაუმსახურებლად შეეძლო ადამიანისთვის რაღაც ძალიან მწარე ფრაზის სროლა, რომელიც გულს ძალიან ცუდად ხვდება.  ამას ყოველთვის იმას ვაწერდი, რომ დაბალი თვითშეფასება და კომპლექსები ჰქონდა. ამაში უცნაური არაფერია, ნებისმიერ ჩვენგანი ირგებს რაღაც ნიღაბს, რომელიც მისთვის კომფორტულია და რომელიც თავდაცვის მექანიზმად არის ქცეული.

ჩვენი პირველი შეხებაც სწორედ ასე მოხდა. ერთად ვმუშაობდით. ახალი დაწყებული გვოქნდა სამსახური – ყველა თანამშრომელს, და ყველა ერთმანეთის გაცნობაზე ვიყავით ორიენტირებული. რო დავინახე ეგრევე დამევასა, გარეგნობით სწორედ ისეთი გოგო იყო, როგორებიც მე მომწონს, cute. ჰოდა, გადავწყვიტე მასთან კონტაქტის შანსი არ გამემაზა და ყოველთვის როცა მოსაწევად ან ლანჩის ოთახში გადიოდა მეც მივბოდიალდებოდი ხოლმე და ერთ-ორ სიტყვას ვაგდებდი. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას ლანჩრუმში ღვინოს ვწუპავდით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა ღვინო დააქცია და “სამზარეულოში შემოსაშვები არ ვარო” მხიარულად თქვა. რამდენიმე წამის შემდეგ მეც იგივე “ინციდენტი” შემემთხვა და მეც იგივე ვთქვი. ამანც არ დააყოვნა და ეგრევე მომაძახა: “შენ სამზარეულოში კი არა ლოგინში შემოსაშვები არ ხარო.” ე.ი. შეუძლებელია სიტყვებით გადმოცემა იმ “დარტყმისა” რაც მე მაშინ მომხვდა. ცხადია, ზრდილობიანად ჩავიღიმე, არ შევიმჩნიე, მაგრამ იმ მომენტში ჩემი ოდნავ წამოწეული თვითშეფასება მომენტალურად გადავიდა მინუსებში.

დღეს ვსაუბრობდით ძალიან მეგობრულად, დაძაბულობის გარეშე და გადავწყვიტე “ტკიბილი მოგონებების” პონტში შემეხსენებინა, როგორ მომარტყა მაშინ სუსტ წერტილში, მარა ბოლოს გადავიფიქრე, პრინციპში კი არ გადავიფიქრე მომენტი გაიქცა და ამ თემაზე საუბარი აღარ იყო აქტუალური. მე დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ არ ეხსომება. ვინ იცის რამდენი ბიჭი გაუმწარებია ასე. მე კიდე ხშირად ვერ ვხვდები, რას მერჩიან ადამიანები, რომლესაც ზოგადად არაფერს ვუშავებ. აი, მესმის რომ ვიღაც გაბღენძილ ტიპს შეიძლება ასე შეუტიო და მიაჩმორო, მაგრამ ჩემნაირებს? რომლებიც არავის არაფერს უშავებენ?

იმ საღამოს სამსახურიდან რომ მოვედი Facebook-ზე დავასტატუსე, საშინელ ხასიათზე ვარ, საშინელი რაღაც მითხრეს დღეს და განადგურებული ვარ-მეთქი. ჩემი უახლოესი მდედრი მეგობარი შემოვიდა სკაიპში და მომიყევიო. მოვუყევი და ძალიან გაეცინა. ყოველთვის მინდოდა რომ მეც ეგეთი ენამოსწრებული ვიყოფილიყავიო. მერე დამამშვიდა, დებილი ხარო, მაგარი ანკესი გადმოუგდია და შენ კიდე მიჩმორდიო.

მერე ვფიქრობდი, რატომ არის “შეტევა” ანკესი და რატომ ითვლება ეს ბიჭის “შებმის” ხერხად. ჰოდა, დღეს ქალურ საუბრებს რომ დავესწარი თითქოს მივხვდი.

მათ უნდათ, რომ ჩვენ ძლიერები ვიყოთ. გავუძლოთ მათ შემოტევებს და მათი დემონები და დრაკონები დავამარცხოთ, შევიჭრათ კოშკებში და მიძინებული მზეთუნახავები გამოვაღვიძოთ.

მათ უნდათ, რომ ჩვენ მამაცები ვიყოთ და ბოლოს და ბოლოს დავრწმუნდეთ საკუთარ თავში, რომ ჩვენ მათ ღირსები ვართ და ის რომ მათ ჩვენ აგვირჩიეს ამისი არ უნდა გვეშინოდეს. არ უყვართ ისეთი მამაკაცები, რომლებსაც მათი დაკარგვის ეშინიათ – მათ ის მამაკაცები უყვართ, რომლებსაც ბოლომდე ეყოლებათ გვერდით და იამაყებენ მათი სილამაზით, სიძლიერით, განსაკუთრებულობით, ნიჭიერებით, ჭკუით და ყველა იმ სიკეთით რაც მათ აქვთ.

არ უყვართ პრინცესებს ბაყაყად ქცეული პრინცები, რომლებსაც გასათავისუფლებლად დაყვავება, მოფერება და კოცნა სჭირდებათ.

ისინი სწორედ ასეთ პრინცებს ელოდებიან და არა ვიღაც ოქროსფერთმიან ყლეებს, რომლებმაც ცხენზე ჯდომა მამიკოს ტრაკით ისწავლეს.

Advertisements

Lonelyness (დეპრ. VIII)

ივნისი 22, 2011 2 comments

ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ არ არსებობს cute, nice, not complicated, cheesy და ა.შ. ურთიერთობები. ანუ ისეთი, როგორიც მე მინდა. მეც ვიცი ეს. ყველა ურთიერთობაში ჩნდება რაღაც ბზარი ადრე თუ გვიან და ის რაც ადრე პეპლებს გიჩენდა მუცელში, მერე ნერვებს გიშლის. მაგრამ მაინც კარგია, ის განვლილი პოზიტივი მაინც ძალიან ძვირფასია და მიუხედავად ყველაფრისა მაინც კარგად გახსენდება. ძალიან ძნელია მარტოობა. არის ხოლმე მომენტები როცა ეს არ გახსენდება და სხვა დანარჩენით ბედნიერი ხარ – საინტერესო სამსახური, მეგობრებთან ურთიერთობა, კარგი სერიალი ან ფილმი და ა.შ. მაგრამ როცა გახსენდება და ეს გრძნობა აგიტანს, მერე ძალიან რთულია.

მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები ძალიან გიყვარს და მათ გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია და საერთოდ წარმოუდგენლად მიგაჩნია, მაინც ვერ შეგიცვლიან იმას.  3 უახლოესი მეგობარი მყავს, ერთი მამრი, რომელსაც ნებისმიერ თემაზე შემიძლია ვესაუბრო – მდედრებს ამაზე ვერ ესაუბრები, მაინც გიტყდება რაღაც პონტში. ამასთან კიდე დილი 5 საათამდე შეგიძლია აბსოლუტურ ყლეობაზე ისაუბრო. მასაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეძინება და ბოლო 1 წელია უკვე ტვინი მოეტყნა ერთი და იგივე თემაზე საუბრით, შეუძლია იჯდეს და გისმინოს, გიპასუხოს, რჩევა მოგცეს, დაგამშვიდოს, დაგაწყნაროს. ხანდახან ძალიან მაგრად მოგასხას, დაგცინოს, თავი ცუდად გაგრძნობინოს – ე.წ. შოკური თერაპია ჩაგიტაროს. შენც, პრინციპში, იცი რა უნდა გითხრა, პასუხებიც იცი ყველა კითხვაზე, მაგრამ როცა წყლის დასალევად ან ტუალეტში გადის და 10 წუთით გიგვიანებს პასუხს, ნერვებზე ითხრები! იმანაც უნდა გითხრას, რეზოლუცია დაადოს, ასე ვთქვათ.

მდედრებს შეუძლიათ ისხდნენ და გაუთავევლად  გისმინონ, მოგცენ რჩევები – ბოლოს და ბოლოს ქალთან ურთიერთობას ქალზე უკეთ ვინ გასწავლის. ხანდახან ხელს ჩაიქნევენ ხოლმე, იმიტომ რომ ყველაზე უმნიშვნელო დეტალს ვეკიდები. ერთს შეუძლია მუმდივად მეფეროს და მზრუნველობა გამოიჩინოს ჩემდამი – ხანდახან ძალიან მაგრად მეჩხუბოს, ძირითადად ჩემი დებილიზმების გამო. მეორეს – პირიქით, სულ მეჩხუბება და ხანდახან ხდება მზრუნველი.

მოკლედ, ყველას ძალიან კარგად აქვს საკუთარი ნიშა ათვისებული. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ბევრი პრობლემა აქვთ და რაც მთავარია მათ პრობლემებთან, ჩემი პრობლემები არაფრად ღირს.

მაგრამ მაინც, რაღაც კონკეტული ნაწილი ცარიელია და ეს სიცარიელე ძალიან მტკივნეულია. ზუსტად ამ სიცარიელეში იკარგება ყველა ის კარგი თვისება, რომელიც შეიძლება ადამიანს ქონდეს. დანარჩენი ნაწილებიდან ნელ-ნელა ჟონავს, ცხადია ვერ ივსება – იმიტომ რომ იმ ნაწილში არაა ამ ყველაფრის ადგილი, დანარჩენებიც ნაკლული ხდება და ბოლოს მოდის რაღაც მარაზმი – დეპრესიას რომ ეტყვიან. ნარკოტიკივით რომ არის…

საერთოდ სიყვარული დეპრესიაზე უფრო ძლიერი ნარკოტიკია. ფასიც შესაბამისი აქვს – ძნელად “იღება,” საშინელი “ლომკა” აქვს, “გადაგდება” საერთოდ უსაშინლესი პროცესია.

აი, მაგალითად ჩემი ბოლო relationship-ი… ძალიან ცუდად დამთავრდა, ტრადიციას არ დავარღვევ და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ჩემ გამო… მაგრამ მაინც ძალიან კარგი იყო. ის პოზიტიური მომენტები ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. ჩახუტება, კოცნა, ღამის თევები… მოკლედ კარგია.

და ვაბშე, ვინც წუწუნებს მეტის ღირსია, აი ეგრე!

ადე ტრაკი გაანძრიე რა ყლეო შენ.

(ამომასხა :D)

Crush (დეპრ. VII)

თუ დეპრესია მარტოობით არის გამოწვეული, ხოლო მარტოობა თავის მხრივ დაბალი თვითშეფასებით, ამ შემთხვევაში, სხვა ყველაფერთან ერთად, ერთი პატარა პრობლემა ჩნდება. ყოველ კვირას, თვეს, დღეს და ა.შ. ვიღაც ახალი გიყვარდება, ან “ქრაშავ” ანუ სადღაც მოწონებასა და სიყვარულს შორის რომ ხარ გაჭედილი. ქრაშები ბევრი მქონია, პირველი რომელიც განსაკუთრებით მახსოვს, სადღაც 6 წლის წინ მოხდა. ერთი ჩემი მეგობარი “დავქრაშე.” როგორ გავბედე არ ვიცი, დღემდე მიკვირს… მაგრამ პირდაპირ მივახალე მიყვარხარ-მეთქი. ჰო… ყველაზე მაგარი, სიყვარული MSN მესენჯერში ავუხსენი. (გახსოვს? :D (იმას ვეკითხები, ვიცი რომ კითხულობს :D) ). ნუ არ ვიცი, ძალიან მიყვარდა, მაგრამ ერთი კვირა, მერე სხვა შემიყვარდა, მერე კიდევ სხვა, მერე კიდევ უფრო სხვა და ა.შ. მოკლედ არც ერთი გოგო არ დავტოვე სიყვარულის გარეშე, ვისაც ოდესმე ჩემთვის გაუღიმია. მერე გამიარა ამან.

ბოლო 6-7 თვის მანძილზეც მქონდა ეგეთი რაღაცები, მაგრამ უმნიშვნელო. აი, ერთი იყო ცოტა ისეთი… შემაშფოთებელი.

ჩემს უახლოეს მდედრ მეგობარს და მის მეუღლეს პრობლემები სადღაც შემოდგომის ბოლოსკენ დაეწყოთ, ჯერ ნელ-ნელა ვითარდებოდა ყველაფერი, მერე კულმინაციასაც მიაღწია და საბოლოოდ ძალიან არეული სიტუაცია გაიჩითა. დეტალებს არ ჩავუღრმავდები, It’s not my life to tell about, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩემზეც იმოქმედა. ძალიან ვიგრუზებოდი შექმნილი სიტუაციის გამო. ძნელია უყურო შენი მეგობრის უბედურებას. მოკლედ, არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი დრამატული მომენტის გამო ძალიან დავმწუხრდი. ჩემი ეს დამოკიდებულება ძალიან ემოციურად გამოვხატე, შეიძლება ზედმეტად ემოციურადაც. ჩემს რეაქციას სხვებისგან სიცილი მოჰყვა და დამიწყეს ტვინის ტყვნა, “ნამდვილად გიყვარს შენ ესო.” შეძახილმა ხე გაახმოო და მეც “დავქრაშე.” მერე რაღაც ძალიან weird სიტუაციები გაიჩითა. ამ ქრაშის ლეგენდას ისე მივყევი რო ბოლოს კინაღამ გავჭედე. თვითონ, იასნია, ყველაფერს ხვდებოდა კარგად, მაგრამ არ იმჩნევდა და არც მე მამჩნევინებდა, რომ თვითონ ამჩნევდა. მარა აქ ჩემში იყო პრობლემა, ისევე როგორც ყოველთვის. რაღაც მოჩვენებები დამეწყო, რომ თითქოს როცა მარტოები ვიყავით უერხული სიტუაციები იქმნებოდა და სხვა ასეთი მარაზმი.

ერთ საღამოს კიდევ დაიდო რაღაც დრამა, ძალიან სერიოზული თან. წამოვიშალეთ და კარებისკენ წავედით, მარტო უნდა დაგვეტოვებინა ცხადია. მართალია შტორმი უკვე ჩავლილი იყო, მაგრამ მაინც. კარებთან რომ მივედი გამახსენდა რომ მაგიდაზე სიგარეტი დამრჩა და მივბრუნდი. ფანჯარასთან იდგა, ზურგით ჩემსკენ, მობუზული, მგონი ტიროდა კიდეც. როგორ მინდოდა მაშინ, უბრალოდ მივსულიყავი და ძალიან მაგრად ჩავხუტებოდი, ისე როგორც მეგობარი და მისთვის მხარდაჭერა მეგრძნობინებინა. მარა “ქრაშის” იარლიყმა დამბლოკა. მე ვიცოდი, რომ მან იცოდა და ისიც ვიცოდი, რომ მან იცოდა რომ მე ვიცოდი რომ მან იცოდა. ჰოდა, ვიფიქრე რამე სხვა მესიჯად არ გადაითარგმნოს ეს ყველაფერი მეთქი და გამოვბრუნდი. კი ვიცოდი, რომ ეს ასე არ იქნებოდა და ის ჩვეულებრივად აღიქვამდა ამას, მაგრამ მე ხომ მჩვევია წინასწარი ინტერპრეტაციები სხვების გადმოსახდიდან.

ან ბოლოს და ბოლოსს რა არის სასირცხვილო იმაში, რომ ვინმე გიყვარს?

დეპრესია როგორც ნარკოტიკი (ნაწ. II)

ივნისი 10, 2011 7 comments

უკვე დიდი ხანია რაც დავასკვენი, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები მამაკაცები ვართ და არა მდედრები. სიძლიერე სულიერებით უნდა იზომებოდეს და არა ფიზიკურად. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ძლიერი ეგო, შეუძლია იმოქმედოს გონებით და გაუძლოს დაბრკოლებებს, რომელსაც ცხოვრება სთავაზობს, შეუძლია დაამარცხოს ნებისმიერი ფიზიკური ძალის პატრონი. ასეთი, ძლიერი და მტკიცე სული ძირითადად მდედრებს აქვთ. ჩვენ, მამკაცები, ყველაზე წუწუნა არსებები ვართ სამყაროში. ჩვენ გვინდა ჩვენი ესმოდეთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ ვალდებულები გვესმოდეს მათი. ჩვენ გვინდა ჩვენზე ზრუნავდნენ. სწორედ ამიტომაც არის, რომ ყველა მამაკცი, ავადმყოფობას ან თუნდაც მცირე ნაკაწრს ხელზე, ჭრილობის იოდით დამუშავებას და ა.შ. უფრო მტკივნეულად განიცდის, ვიდრე მდედრები.

როცა მამაკაცებს ოიდიპოსის სინდრომს უხსენებ, შეიძლება გაგინონ და თავზე დაგამხონ ყველაფერი. მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ან ზოგმა არ იცის, რომ სინამდვილეში ჩვენ მთელი ცხოვრება ისეთ პარტნიორებს ვეძებთ, რომლებიც დედობას გაგვიწევენ. დაგვირეცხავენ, საჭმელს მოგვიტანენ ტელევიზროთან წამოგორებულებს, ავად ყოფინასას მოგვეფერებიან და ყოველ სამ წუთში ერთხელ შემოგვაკითხავენ ოთახში, გააღებენ ფანჯრებს, ცხელ ჩაის დაგვალევინებენ და ა.შ. მზრუნევლობა ნიშნავს სიყვარულს.
ჩემს წარმოდგენაშიც ეჯაჭვება ერთმანეთს სიყვარული და მზრუნველობა. მაგალითად, ყოველთვის ვფიქობ იმაზე, რომ როცა მარტო ვიცხოვრებ და ავად გავხდები, მოვლენ ჩემი მეგობრები და მომიტანენ ცხელ ბულიონს? ან გამინიავებენ ოთახს? ან წამალს დამალევინებენ? ეს მოთხვონილება ცალმხრივი არაა. მეც მინდა ავუტანო ჩემს მეგობარს ცხელი ბულიონი როცა მას გრიპი ექნება. მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის ამ ეტაპზე ცხელი ბულიონის როლს მათგან წამოსული მხარდაჭერა და ყურადღება ასრულებს. რა სჯობია იწვე ლოგინში და ადამიანები თავს გევლებოდნენ? მაგრამ ბოლოს და ბოლოს გბეზრდება ერთ ადგილზე ტრიალი და მოდის ადგომის დროც. აქ შეიძლება პესიმისტურადაც ჩავაწვეთოთ გარკვეული მოსაზრებები, მაგალითად: ისე უნდა ადგე, რომ არ დაეცე, სიფრთხილე გამოიჩინო და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი bullshit-ია. დეპრესიის გადაგდება ზუსტად ისევე უნდა მოხდეს, როგორც სიგარეტის. ნელ-ნელა არა, უცებ! ერთ დღეს უნდა ადგე და თქვა, მე აღარ ვეწევი და შემდეგ უბრალოდ დაიკიდო სიგარეტი. მე ეს გამიკეთებია. მართალია, ახლა ისევ ვეწევი, მაგრამ როცა მოვინდომე დავანებე თავი, 6 თვე არ მომიწევია. მერე რაღაც სტრესის დროს კლიშეს ავყევი და გავაბოლე. თუმცა, ვიცი ადამიანები, რომლებიც 20-30 წელია არამწეველები არიან და აღარც აპირებენ დაწყებას. ყოფილი ნარკომანები არ არსებობენო ამბობენ, მაგრამ ვიცნობ ასეთებს – 20 წელიწადია რომ არ გაუჩხერიათ.

წაიკითხე მეტი…

%d bloggers like this: