Archive

Posts Tagged ‘საქართველოს ქრისტიანული რესპუბლიკის ქრონიკები’

საქართველო ქრისტიანული რესპუბლიკის ქრონიკები (ნაწ VI)

ნაწ. VI
თავი V

ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე წლის (რევოლუციის შემდეგ წელთაღრიცხვა ახლიდა დაიწყო საქართველოში) შემოდგომა იყო. ცხოვრება მდორედ მიედინებოდა. არანარი სიხალე არ იყო ჩვენც ქვეყანაში. ინკვიზიციები დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედოდ იყვნენ, რადგან ყველა განწმინდეს ვინც კი ამას იმსახურებდა და ვინც არა ის შემოირიგეს. ბოლო 1 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი სკანდალი მოხდა, როცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაბედა და ინკვიზიციის უფუნქციობაზე დაწერა. მისი თქმით ქვეყანას ამ სტრუქტურის არსებობა აღარ ესაჭიროებოდა და შესაბამისად მისი თანამშრომლები სულ ტყუილად იღებდნენ ხელფასს. ყველაზე დიდი ჯამაგირი წმინდა ინკვიზიციის თავმჯდომარე აფთონ უნგიაძეს ჰქონდა, 5000 მანანა. რევოლუციის შემდეგ ეკონომიკური რეფორმაც გატარდა და ქართულ ფულის ერთეულად ”მანანა” დაწესდა.  გამოიცა 9 ნომინალის მქონე ბანკნოტი, 1 მანანიანი – რომელზეც რევულუცის ამსახველი გრავიურა იყო გამოსახული, 3 მანანიანი – სამების პატივსაცემად, შესაბამისად მასზე სამების ხატი დაიტანეს, 5 მანანიანი – აფთონ უნგიაძის პორტრეტით, 7 მანანიანი – შობის საპატივცემულოდ და შესაბამისად ზედ მაცხოვრის შობის სცენა დაეხატათ, 12 მანანიანი – თორმეტი მოციქულით, 20 მანანიანი – რეგენტის გამოსახულებით, 33 მანანინი – ქრისტეს ასაკის აღსანიშნავად, 50 მანანიანი – საქართველოს წმინდანების პორტრეტებით და სიმბოლური 100 000 მანანიანი კუპურა რომელზეც 100 000 მოწამის ხატი იყო დახატული. 1 დოლარი 2 მანანას უდრიდა, ასე რომ უნგიაძეს საკმაოდ დიდი ხელფასი ერიცხებოდა წმინდა ხაზინიდან. სტატიას მინი სკანდალი მოჰყვა, ჟურნალისტს ერთბაშად დაუწუნეს წერის სტილი, აზროვნება და ქრისტესმიერი პატრიოტიზმი, თუმცა მან შეძლო თავის დაცვა და სავალალო შედეგებს გადაურჩა. თუმცა ამის შემდეგ ამ ჟურნალისტს მსგავსი სტატიები აღარ დაუწერია, როგორც ნაცნობებისგან გავიგე მას 150 მანანით მოუმატეს ხელფასი; ამას წახალისება დაარქვეს და რეგენტმა ბრძანა, რომ ძალიან კარგია ინიციატივების გამოჩენა და ჩვენ უნდა ვისწავლოთ სხვების აზრების პატივისცემა… ეს ყველაფერი სისხლიანი რევოლუციიდან 1.5 წლის შემდეგ ხდებოდა, ხოლო ეგზეკუციებიდან სულ რაღაც 6 თვე იყო გასული.

ვითარება იმდენად მშვიდი და წყნარი იყო, რომ ხალხს ნელ-ნელა უბრუნდებოდა ბედნიერად გრძნობის შეგრძნება. ბევრი მათგანი მიჩვეული იყო ასეთ სახელმწიფოში ცხოვრებას. საბჭოური თაობა ჯერ კიდე უმრავლესობაში იყო ჩვენს ქვეყანაში. ეს ხალხი ადვილად ეგუებოდა ასეტ ყოფას, მართალია ბევრს ჰქონდა გარკვეული შინაგანი პროტესტი, მაგრამ სად კომუნიზმი – რომელიც თავზე მოგახვიეს და რომელსაც ვალდებულების გამო იზიარებ და სად ქრისტიანობა – რომელიც შენი ეროვნული თვითინდიფიკატორია და რომელიც გენეტიკურ კოდში გიდევს როგორც ქართველს. შესაბამისად საკუთარ სისხლთან და წარსულთან ბრძოლა არავის უნდოდა. ყველაზე საუკეთესო იყო გამოღვიძების ზარის შემოკვრისათვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ჩვენი საქციელი დიდ პროგრესს არ მოგვიტადა – პირიქით ვითარებას გარკვეულწილად დაამძიმებდა, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმა უკვე საჭირო იყო. თუ რეაქციული ძალების გააქტიურებას წლებით გადავდებდით, მიზნის მიღწევა უფრო რთული იქნებოდა. როგორ უკვე გითხარით, ხალხი უკვე ეგუებოდა სიტუაციას, რაც უფრო მეტი დრო გავიდოდა მით უფრო გაჯდებოდათ ეს ყველაფერი სისხლში და საბოლოოდ კვლავ მრავაწლიან მონობას მივიღებდით.

შეთქმულთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ფრთზილად და მალულად შევიკრიბეთ ლოგინოზ მცხეთელის ქუჩის კუთხეში. ეს ქუჩა თბილისის ცენტრში მდებარეობდა და რეგენტის რეზიდენციასთან გადიოდა. სულ 4 კაცი ვიყავით, საჭირო ნივთები გვქონდა წამოღებული და ახლა ძალებს ვიკრებდით. ძალიან მნიშვნელოვანი და თავხედური ნაბიჯის გადასადგმელად ვემზადებოდით. ჩვენს ამ ქმედებას აუცილებლად მოჰყვებოდა საღვთო კოდექსით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი – კუპრში მოხარშვა. შეიძლება ითქვას ეს ერთგვარი პატივიც იქნებოდა, ჩვენ ვიქნებოდით პირველები ვინც ამ სასჯელით დაისჯებოდნენ – ჰეროსტრატეს კომპლექსი იყო თითქოს, თუმცა ამ შემთხვევაში პოზიტიური ასპეკტები უფრო სჭარბობდა. გეგმა ასეთი იყო: გვქონდა სამი ცალი შავი პულივიზატორი, ერთი კაცი უნდა დამდგარიყო სადარაჯოზე, დანარჩენები უცებ მივვარდებოდით კედელის იმ ნაწილთან, რომელიც ყველაზე კარგად ჩანდა ქუჩის ყველა კუთხიდან და სათითაოდ დაგვეწერა ასოები – ერთი ყ-ს, მეორე ლ-ს მესამე ე-ს.

ღრმად ჩავისუნთქე და მეგობრებს ვანიშე ოპერაციის დაწყება. ჯგუფ ერთ-ერთი გამოეყო და ფრთხილად გაიარა რეზიდენციის წინ. ჩვენმა ყარაულმა შედარებით ყველაზე ბნელი ადგილი ამოირჩია და იქ შეიმალა. რამდენიმე წუთში ხელით გვანიშნა, რომ პერიმეტრი თავისუფალი იყო და გამოსვლა შეგვეძლო. გეგმა ზუსტად შევასრულეთ. გალავანთან მივვარდით, სწრაფად – თუმცა გამოყვანილად და მკვეთრად დავწერეთ ის ასოები რომელის დაწერაც გვევალებოდა და უმალ დავიშალეთ სხვადასხვა მიმართულებით. გეგმის მეორე ეტაპი, რომელიც გაქცევას ეხებოდა, შემდეგსი მგომარეობდა – ოპერაციის ძირითადი ნაწილის შესრულების მერე ოთხივე სხვადასხვა მიმართულებით მივრბოდით და მას შემდეგ რაც დავრწმუნდებოდით, რომ არავინ მოგვსდევდა წინასწარ დათქმულ ადგილას უნდა მივსულიყავით – ჩვენი კაფის უკანა შესასვლელთან.

დაახლოებით ნახევარ საათში მე ადგილზე ვიყავი, გაბრიელი და მიხეილიც უკვე იქ იყვნენ მისულები. იქვე ჩუმად დავდექით ჩვენი მეოთხე მეგობრის, ნიკოლოზის მოსაცდელად.
ნიკოლოზი საეჭვოდ იგვიანებდა, ჩემი მოსვლიდან დაახლოებით 25 წუთი იყო გასული, ის კი არ ჩანდა. ყველანი დავიზაფრეთ. ”ალბათ დააკავეს” – ამოილუღლუღა გაბრიელმა. თუ კი ის დააკავეს მაშინ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მთავარი ის იყო თუ სად დაიჭირეს ნიკოლოზი. თუ ის რეზიდენციის ახლოს აიყვანეს, ვთქვათ რამდენიმე კვარტალის ან ქუჩის იქით, მაშინ მომხდარში მას დაადანაშაულებდნენ და ყველანაირი საშუალებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული; ხოლო თუ მოშორებით დააკავეს მაშინ, ჩვენი ხრიკი იმუავებდა. თითოეულ ჩვენგან ჯიბეში მათარით ედო კონიაკი, რომელიც მაშინვე დავლიეთ როცა რეზიდენციის ტერიტორიიდან გამოვიქეცით. დაკავების შემთხვევაში ვიტყოდით, რომ მთვრალები დავბანცალებდით აქეთ-იქით. სიმთვრალე გაცილებით მსუბუქ დანაშაულად ითვლებოდა, ხშირად მის გამო არც სჯიდნენ, რადგან მემთვრალეობა და ქართული სუფრა რევოლუციის მიუხედავად ისევ ერთ ცნებად რჩებოდა. უარეს შემთხვევაში 3 დღით განგვაწესებდნენ ქუჩების დასაწმენდათ და ჩვენს პორტრეტებს სადმე გამოსაჩენ ადგილა გამოაკრავდნენ. ისევე როგორც კომუნისტების დროს, ახლაც იყო დაფები სხვადასხვა ”დამნაშავეთა” სურათებით – თუ ადრე იყო ”ვინ გვარცხვენს, ახლა დაფებს ”ვინ სცოდავს!” ეწერა.

ნიკოლოზს დილამდე ველოდეთ ჩვენი კაფის სარდაფში, ის არ გამოჩენილა. ამ დროს მასთან სახლში მისვლა ან დარეკვა არ გვინდოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ცოტაც მოგვეცადა და დილის წირვაზე იმ ეკლესიაში წავსულიყავით სადაც ის და მისი ოჯახი დადიოდნენ.

წირვაზე არც ნიკა და არც მისი ოჯახი გამოჩენილა. ის დააკავეს. პანიკაში ჩავვარდით, მაგრამ არც ოპტიმიზმი დაგვვიწყებია – სადღაც გულის სიღრმესი გვჯეროდა რომ ის მემთვრალეობისთვის დააკავეს; მაგრამ სამივე ვგრზნობდით, რომ ეს ასე არ იყო და რომ განსაცდელი ძალიან ახლოს იყო.

Advertisements

საქართველოს ქრისტიანული რესპუბლიკის ქრონიკები (ნაწ. V)

თავი IV.

ფიცი

დერეფანი მინგრეულ-მონგრეული იყო. აქა-იქ ნათურა ანათებდა. მთელი დერეფანი ერთი დიდი კლიშე იყო. კედლებზე წარწერები გაეკეთებინათ: ”უფალო შეგვიწყალენ.” მცველებმა დერეფნის ბოლოში განთავსებულ ოთხათან მიმიყვანეს და კედელთან დამაყენეს. ერთ-ერთი ოთახში შევიდა. ხელბორკილები არ მოუხსნიათ, რადგან საერთოდ არ მეკეთა. ისინი თვლიდნენ, რომ დამატებითი უსაფრთხოების საშუალებების გამოყენება საჭირო არ იყო, გაქცევას მაინც აზრი არ ექნებოდა – მთელ ქვეყანა ისედაც მათი იყო. მცველი ოთახიდან მალევე გამოვიდა და მანიშნა შედიო.
ოთხში ერთი ადამიანი დამხვდა, მაგიდასთან იჯდა; როცა შევედი მანიშნა დაჯექიო.
– თქვენ ალბათ იცით რაში გედებათ ბრალი – დაიწყო მან – დანაშაულის შეგნება და საკუთარი თავის წინაშე მისი აღიარება, პირველი ნაბიჯია სინანულისაკენ, ხოლო სინანული არის გზა გადარჩენისა.
– პირდაპირ საქმეზე გადადით თუ შეიძლება – გაღიზიანებულმა გავაწყვეტინე.
– კარგი… ჩვენ გთავაზობთ გარიგებას. იმდენად რამდენადაც თქვენი დანაშაული ძალიან მძიმე არაა და მოწამეობრივ განწმენდას არ ითვალისწინებს, თქვენი გაშვება და ახალ საქართველოში დამკვიდრება ძალიან ადვილი იქნება. ჩვენ უბრალოდ გვინდა თქვენთან თანამშრომლობა. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გაქვთ საკმაოდ კარგი კონტაქტები საზღვარ გარეთ. ჩვენ გვინდა ამ კონტაქტებზე გაგვიყვანოთ, დაგვეხმაროთ მათ ქრისტესმიერ გადმობირებაში და ღვთიური რევულუციის…
– ბზების რევულიციის?
– ღვთიური!.. ღვთიური რევულუციის ექსპორტირებას გარყვნილების სხვადასხვა ბუდეებში.
– ეს შეუძლებელი იქნება. ჯერ ერთი იმიტომ რომ ხალხს რომელთანაც მე მაქვს კონტაქტი ჩემნაირი იდეოლოგია აქვთ. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ორი ადამიანი მეგობრობა თუ ისინი ერთმანეთს არაფერში ეთანხმებიან? მეორეც სულ რომ მგზნებარე ალაბამელ ფუნდამენტალიტებთან, ან კანტენბერის ანგლინაკური ეკელსიის წამებულთა ბრიგადასთან მქონდეს კონტაქტები, მსგავსი რევოლუციის ევროპაში მოხდენა ძალიან გაგიჭირდებათ. ჯერ ერთი იქ თვითონ მთავრობა არ მოგცემთ ამის საშუალება, ბოდიში და ჩვენნაირი საქათმე არ არის იქ. პრინციპული ხალხია და ისინი ფიქრობენ, რომ კეთილდღეობას მიაღწიეს, შესაბამისად ამ კეთილდღეობას ბოლომდე დაიცავენ. მე გირჩევთ შეეშვათ რევოლუციის ექსპორტზე ფიქრს და კონცენტრირება აქაურობაზე მოახდინოთ. – ”კონსტრუქციულად” ვესაუბრებოდი, თვით გადარჩენის ინსტინქტი მაინც თავისას შვებოდა. – და თანაც, მე ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი ვიყავი, ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამით. ჩემი მეგობრებიც ზუსტად ასეთი ადამიანები არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან. რაში უნდა გამოგადგეთ თქვენ ჩვეულბრივი სტუდენტები. თანაც მჭიდრო ურთიერთობები მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან მაკავშირებს. მოკლედ მე თქვენ ვერანაირად ვერ გამოგადგებით. არც შეაბამისი ადამიანური რესურსი მაქვს და არც – იდეოლოგიური.
– ვიცით. მაგრამ… თქვენ ხომ მარტო არ ხართ? თქვენნაირი კიდევ ბევრია, შესაბამისად ეს თითო ოროლა ნაცნობ-მეგობრებ მეგობრები საბოლოო ჯამში დიდ რესურსს ქმნიან.
– ჰო მაგრამ, როგორ აპირებთ მათ, როგორც თქვენ თქვით, ქრისტესმიერ გადმობირებას? მართლმადიდებლები მათ შორის ძალიან ცოტანი იქნებიან. ძირითადად ალბათ კათოლიკეები და პროტესტანტები შეგრჩებათ ხელში.
– ეს ”პრობლემაც” გადაწყვეტილია. გამოყოფილია გარკვეული თანხები, რომლის მეშვეობითაც შეიქმნება ”მართლმადიდებლური ფონდი” – სახელი ჯერ არ მოგვიფიქრებია. დავუკავშირდებით სტუდენტებს, შევთავაზებთ მათ დაფინანსებას, ჩვენთან თანამშრომლობას, საქართველოში უფასოდ დასვენებას და მოგზაურობას, შევასწავლით ქართულ ენას. გარკვეული ეტაპების შემდეგ ისინი მოინათლებიან ქართველ მართლმადიდებლებად, შემდეგ კი ვეცდებით მათი მეშვეობით მსოფლიოს განწმენდას. მათთან კი თქვენ უნდა დაგვამეგობროთ. თქვენს გარდა ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ მოაწერა ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს. მე მესმის თქვენი ახალგაზრდული ვნებების და პროტესტის, მაგრამ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. ჯერ ერთი თქვენ უბრალოდ მსხვერპლი ხართ იმ სატანური სამყაროსი რომელიც გარს გვახვევია, ეს კარგად უნდა გააანალიზოთ.
– ჩვენი რევოლუციაც ასეთი სქემით მოხდა?
– გრკვეულ წილად. ჩვენ უნდა შევქმნათ მართლმადიდებლური იმპერია – ამ სიტყვის ყველაზე კარგი და აღმატებული მნიშვნელობით და დავამყაროთ დედამიწაზე ქრისტეს ჰეგემონია!
– შესანიშნავი გეგმაა! – ამის გაგონებაზე ჩემმა თანამოსაუბრემ ეჭვის თვალით გადმომხედა, სახეზე ცოტა გაკვირვებაც აღბეჭდოდა.
– ანუ მზად ხართ ჩვენთან თანამშრომლობისათვის?
– ცხადია.
მის სახეზე ეჭვთან ერთად იმედგაცრუებაც ამოვიკითხე, თითქოს ეწყინა რომ ასე ადვილად მოახერხა ჩემი ქრისტესმიერი გადმობირება და საკუთარი ღვთისმეტყველური ნიჭის გამომჟღავნება არ დასცალდა. დიდი ჭოჭმანის მერე დაჰმორჩილდა ბედს და ხელშეკრულება მომაწოდა.
– აი აქ მოაწერეთ ხელი. – მელანში ჩასაწობი კალამი და ჯვრის ფორმის ლანცეტივით ხელსაწყო მომაწოდა – სისხლით. ძალინ კარგი. რამდენიმე დღეში გაგანთავისუფლებთ და დაგიკავშირდებით. ჯერ საქმეში უნდა გამოგცადოთ, თუ თანამშრომლობაზე მართლაც წამოხვალთ შემდეგ ახალ საქართველოში თქვენი ადგილის დამკვიდრებას შევუწობთ ხელს. დამერწმუნეთ, თქვენ ბედნიერი იქნებით.

საქართველოს ქრისტიანული რესპუბლიკის ქონიკები (ნაწ. IV)

თავი III

დილეგი

საქართველოს პარლამენტის შენობა ციხედ იყო გადაკეთებული. იქ სადაც ადრე სხდომათა დარბაზი იყო, ახლა სასამართლო დარბაზად გადაექციათ. წმინდა ინკვიციზია სწორედ აქ ასამართლებდა რევოლუციის მიერ დაპატიმრებულ მოქალაქეებს; კითხავდნენ მოწმეებს, სწავლობდნენ დამამტკიცებელ საბუთებს, მსჯელობდნენ – ყველაფერი ნამდვილ სასამართლოს გავდა, ერთი განსხვავებით – ბრალდებულს არ ჰყავდა დამცველი, არ ჰქონდა სიტყვის უფლება. მსჯვარდებულს მხოლოდ განაჩენის გამოტანის შემდეგ აძლევდნენ მონანიების და პატიებს თხოვნის საშუალებას, ისიც იმ შემთხვევაში თუ დანაშაული მძიმე არ იყო. ყოველდღიურად ასობით სასამართლო იმართებოდა. პროცესებს წმინდა ინკვიზიციის თავმჯდომარე, აფთონ უნგიაძე, ხელმძღვანელობდა. სიკვდილმისჯილებს ჯერ ორი კვირით აგზავნიდნენ სპეციალურ დეპარტამენტში, სადაც წმენდნენ ცოდვებისგან – აწამებდნენ. განწმენდის შემდეგ სახალხოდ წვავდნენ ცეცხლზე და უფალთან შესახვედრად უშვებდნენ. ინკვიზიციის მიერ დამნაშავედ ცნობილი ადამიანები შენდობას და პატიებას ითხოვნდნე, ღმრთის სახელით ემუდარებოდნენ ინკვიზიტორებს მათთვის კიდევ ერთი შანსი მიეცათ და არ დაეწვათ, მაგრამ წმინდა ინკვიზიცია თავის გადაწყვეტილებებს არ ცვლიდა და ამ გადაწყვეტილებებს ღმრთისავე სახელით ამართლებდა.

კამერაში, რომელშიც მე შემიყვანეს, სულ ახალგაზრდები ჰყავდათ დამწყვდეულები. ბევრ მათგანს ვიცნობდი, ზოგს ახლოს, ზოგსაც შორიდან. ჩვენს კამერას ”ლიფსიტების კამერას” ეძახდნენ მცველები. როგორც მერე გავარკვიე კამერათა მთელი კლასიფიკაცია არსებობდა, ”გველის წიწილების კამერა,” ”გველების კამერა” და ბოლოს ”ეშმაკის მაშხალების კამერა.” ეს კლასიფიკაცია, ქართული რელიგიურ-პროლეტარული იუმორის გამოხატულება იყო. ყველა კამერის წინ, უმანკო სახის, ახალგაზრდა მუხლმოდრეკილი იდგა და ლოცვებს კითხულობდა დაკავებულთა მოსაბრუნებლად. ყველა პატიმარი მძიმე მარხვაზე ჰყავდათ – მხოლოდ წყალი და პური. ვინც კარგად მოიქცეოდა და დილას საღამოს ლოცვებს წაიკითხავდა თევზით უხსნილებდნენ. ცალკე გაყავდათ და ისე აჭმევდნენ, რომ სხვებისთვის არ გაეყო. საკნებში საწოლები არ იდგა, არც ნარები იყო – ძირს ქვიშა ეყარა და იმაზე ვიწექით. კარგად ვინც იქცეოდა იმას ცოტა თივას აძლევდნენ, ბალიშად რომ გამოეყენებინა. კამერებიდან ხშირად გაჰყავდათ ხალხი, დასმენას არ თხოვნდნენ, ”ეჭვები გამოთქვიო” ეუბნებოდნენ, ”დანარჩენს ჩვენ მივხედავთო.” სამაგიეროდ სასჯელის შემსუბუქებას პირდებოდნენ. ვინც არაფერი იცოდა, მომავალში თანამშრომლობის მემორანდუმზე აწერინებდნენ ხელს – სისხლით. ბევრი გატყდა! კონფორმიზმი ზეიმობდა ჩვენს რიგებში. აქამდეც ასე იყო, სწორედ ამიტომ მოახერხეს ფუნდამენტალისტებმა რევოლუციის მოწყობა. მთელი ჩვენი ”პროგრესული” საზოგადოება გულგრილად უყურებდა ამ ყველაფერს. ზოგი ადრევე გაიქცა ქვეყნიდან, აქ არაფერი გამომდისო. წავიდნენ უცხოეთში და თეფშების რეცხვა დაიწყეს პიცერიებში. ზოგი კი ვიწრო-შინაურულ საღამოებზე კითხულობდა თავის ლექსებს. მასაში გასვლა არავის შეეძლო. მთელი ჩემი ლიბერალური ცხოვრება ვოცნებობდი ანგაჟირებული მასებისთვის თავზე დამეფსა პარლამენტის შენობიდან, მაგრამ არ მქონდა ამის შნო. ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი ხოლმე, ”წარმოიდგინე, ამ ქვეყანაში რომ ჯიმ მორისონი, ჯონ ლენონი და სხვა ასეთი ბუმბერაზები ცხოვრობდნენ საზოგადოებას რა დედას მოუტყნავდნენ მეთქი.” ჩვენ? ჩვენ იდეების ქარში მოფრიალე ალმები ვიყავით, ჰოდა რევოლუციამ ტარიც გაგვიკეთა. იდეის გულისთვის არავის უნდოდა თავის გაწირვა. დასავლური ცივილიზაციის განვითარებულობა ხელს გვიშლიდა. ვხედავდით იქ რა ბედნიერი იყო ხალხი, რომელიც ნიღბების გარეშე ცხოვრობდა, რომელთაც თავისი ელემენტარული სურვილების ასრულება სულ ადვილად შეეძლოთ. ჩვენც გვინდოდა ეს, მაგრამ თავგანწირვას ვერ ვახერხებდით. გულის სიღრმეში ყველა ჩვენგანი ფიქრობდა, ”მე რომ მოვკვდე ამ იდეისთვის, როცა ქვეყანა აშენდება მიწაში ვიდები და რა აზრი აქვსო.” შედეგიც მივიღეთ. ჩვენ! ლიბერალები, თავისუფალი ხალხი, ნაწილი კაპიტალიზმის მონები გავხდით და მონებად დავდექით უცხოეთში, ნაწილმა კი ციხეში ამოვყავით თავი. ასე იყო თუ ისე მაინც დაგვენძრა.

საკნის შემოსასვლელთან რიყის ქვები ეყარა, რომლებსაც მკვეთრად ეტყობოდა შავი ლაქები. მივაშტერდი, ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო, მაინტეესებდა რა უნდოდა საკანში ქვებს და რატომ იყო ეს ქვები დალაქული. ხელში რამდენჯერმე დავატრიალე, სითხე ჯერ კიდევ ბლანტი იყო, ბოლომდე არ გამხმარიყო. დავსუნე.
– სისხლია!
– ვისი?
– ერთი მეამბოხის.
– თავი მოიკლა?
– ჩაქოლეს.
– რატომ?
– რო შემოიყვანეს, მიაძახა ”ვინც უცოდველი ხართ პირველებმა იმათმა მესროლეთ ქვაო.”
– მოკვდა?
– არ ვიცი. გაიყვანეს.
– თქვენ რა ქენით?
– არაფერი. რა უნდა გვექნა? ვისხედით და ვუყურებდით.
– შენ რაზე ზიხარ?
– პოეტი ვარ.
– რაზე წერ?
– რევოლუციაზე და ანარქიაზე.
– შენი დედას შევეცი!

ჩვენი საკნიდან იშვიათად გაჰყავდათ ხალხი. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვინმე ეჭვს გამოთქვამდა მათ შესახებ. ჯერ დიდ თევზებს ფატრავნდნენ. ჩვენთვის ალბათ ბოლოსკენ მოიცლიდნენ, როგორც ყველაზე უმნიშვნელო ნაწილაკებისთვის. ჩემს თანასაკნელებსაც ამის იმედი ჰქონდათ, გადარჩენის მეტი შანსები გვაქვსო ამბობდნენ – აუტკივარი თავი რად ავიტკიოთო, იდეების გამო ისედაც ბევრ გადავიტანეთ და წავაგეთო. კონფორმიზმი კონფორმიზმს შობს – ამათ გულისთვის უნდა მოკვდეს კაცი? ამათ უნდა დარჩეთ იდეა თავგანწირვის მერე? ამ ყლეებს?

საკნის კარი გაიღო. ორნი შემოვიდნენ. თვალი გადაგვავლეს და დავთარში რაღაც აღნიშნეს.
– ეი შენ!
– მე?
– ჰო შენ. წამოდი.
ეტყობა ჩემზეც გამოთქვეს ეჭვი. დაკითხვაზე გამიყვანეს.

საქართველოს ქრისტიანული რესპუბლიკის ქრონიკები (ნაწ. III)

თებერვალი 12, 2010 1 comment

თავი II

რევოლუციური ზიგოტა

1. თავდაპირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იყო რევოლუციასთან და რევოლუცია იყო სიტყვა.
2. ის იყო დასაბამიდან რევოლუციასთან.
3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნება და არაფერი იქნება უმისოდ.

რევოლუციამდე რამდენიმე თვით ადრე, 23 ნოემბერს, თბილისის ერთ-ერთი ტაძრის საიდუმლო ოთახში, რომელიც გუმბათში განეთავსებინათ და ხარაჩოებით შეენიღბათ, ფუნდამენტალისტი ქრისტიანების რამდენიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელები შეიკრიბნენ. განმკითხველნი, ამპარტავანნი, მკვლელნი და ქრისტეს ჯვარზე გამკვრელნი, მოძალადენი, ღმერთისათვის სამსახურის ამხევნნი, უფლის სახელით ცოდვის ჩამდენნი, სულით ბნელნი, ეგოისტნი, ნერვიულნი, სექსუალურად დაუკმაყოფილენნი, მეტნალურად ონანისტნი, შურიანნი, ხიბლში ჩავარდნილნი, ბოროტნი, თავის საქმენით ძე კაცისას მგმობნი, ფარისეველნი და ბარაბას გზის მიმდევარნი – ისხდნენ და ჩვენს ბედზე ბჭობდნენ. არ მოსწონდათ ჩვენი ცხოვრების სტილი, ჩვენი აზროვნება, ჩვენი არჩევანი – რომელიც სხვათაშორის თვით ღმერთმა მოგვცა, ნუ მერე რა რომ მისი არ გვწამს – ესეც ხო მისგან მოცემული უფლებაა?

***
კინო-ფილმი ”დოგმა” ხომ გახსოვთ? ვისაც არ გახსოვთ ან არ გინახავთ ერთ პერსონაჟს აგიღწერთ. ორი ანგელოზი, რომელიც ღმერთმა სამოთხიდან დედამიწაზე გამოაგდო უკან დაბრუნებას ცდილობს. გაუდგებიან გზას და სჩადაიან საგმირო საქმეებს. ერთხელაც მიადგებიან რაღაც კორპორაციას და მთელი ბორდის წევრებს ამოხოცავენ ცოდვების გამო. ანგელოზების როლში ბენ აბფლეკი და მეთ დეიმონი არიან – ბენ აბფლეკი უფრო სასტიკია სწორედ ის ხოცავს ცოდვილთ. ჰოდა წამრმოიდგინეთ, რომ ბენ აბფლეკის სახის მქონე ანგელოსი შემოვიდეს ამ კრებაზე. ჯერ გულითადად მიესალმება დამსწრე საზოგადოებას. მიულოცავს ზნეობის ზეიმის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს. მერე Magnum-ის რევლოვერ დააძრობს და განკითვის ჟამიც დადგება.

აქვე წარმოგიდგენთ მინი პიესას: ”ერთი დღე ბენ აბფლეკის სახის მქონე ანგელოსის ცხოვრებიდამ:”

(ფარდა. ტაში)
(ტაძრის გუმბათში განთავსებულ ფარისეველთა ბუდეში შედის ანგელოსი)
ბენ აბფლეკი: გამარჯვება მითქვამს ამ ქვეყნის ზნეობირვი ელიტისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ.
წმინდა ინკვიზიციის მომავალი თავმჯდომარე (შემდეგში წიმთ): გამარჯვება მოგცეს ღმერთმა, ვინ ხარ და აქ საიდან მოთრეულხარ?
ბენ აბფლეკი: ღვთის გამოგზავნილი ვარ! მისი ნების აღმსრულებელი (ცბიერად იღიმის)
წიმთ: ღმერთს ნუ სცოდავ მტარვალო! განეთრიე ჩვენი სამყოფელიდან და როცა ღმერთის სახელს ახსენებ პირი გამოირეცხე (გმინავს)
ბენ აბფლეკი (ცინიკურად იცინის და მაგნუმს აძრობს ფრთიდან, მაგრამ ამ ფრთას წიმთი ვერ ხედავს): აი აქ დაგენძრა! მაშასადამე, ჩვენ ჩავატარებთ მინი სასამართლოს. თქვენი ცოდვების გასამართლდებით და მერე ტვინებს გაგასხმევინებთ, აპელაცია საიქიოში შეიტანეთ (იცინის. დარბაზში მხურვალე ტაში). პირველი იქნები შენ. (გამჭოლი მზერით მის გონებაში იქექება) აჰა! ახალგაზდების დარბევის, ღვთის სახელის ამაოდ და სრულიად უაზროდ და მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოყენების, შენი შვილის ბოზებში წაყვანისა და ძალადობრივი გზით მენტალიტეტის შეცვლის მცდელობის გამო მოგესჯება სიკვდილი. (უტრიალდება დარბაზს) პატივცემულო დამსწრე საზოგადოება, დანარჩენი ცოდვების ჩამოთვლა უბრალოდ მეზარება, გამადლობთ. (ჩახმახს ჩამოჰკრავს, ისვრის და იცინის)
(წიმთის უსულო სხეული ძირს ეცემა).
წიმთ: ხროტ! ხროტ!
ბენ აბფლეკი: შემდეგი ვინ არის? ჰო! აი შენ ახალგაზრდავ! მგალობელთა გუნდში რომ მღერი და ყოველ კვირას ბოზებში რომ დადიხარ, ამავე დროს კიდე ცოლთან არ წვები ცოდვააო რომ გაჰკივი. (ისმის გასროლის ხმა).
ბენ აბლეკი (ყოვლისმომცველი მზერით აკვირდება დამსწრე საზოგადოებას): შენ! კათოლიკეების პედოფილია რომ გაკერია პირზე 24 საათი! შენი მრევლის ბავშვებს რომ აცდენ და ეთომარები, ეგრე სადაა. (ისმის გასროლის ხმა).
მართლმადიდებლური პოლიციის კოორდინატორი რწმენის საკითხებში: (ხვნეშის).
ბენ აბფლეკი: ის როგორ იყო, ინდონეზიაში 280 ათასი კაცი რომ დაიხრჩო ღირსები იყვნენო? იმიტომ რომ გარყვნილების ბუდე იყოო? ღვთის წყალობისა და მისი სამართლიანობის დაგმობის გამო განიგმირები 9 მილიმეტრიანით! (ისმის სროლის ხმა).
ბენ აფლეკი:(ბოლო რევოლუციონერს უტრიალდება) შენ ის არ ხარ ყოველ კვირას რომ ქადაგებ ”როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემის ყუთში ისე ვერ შევა მდიდარი ღვთის სასუფეველშიო?” წირვის მერე ჯიპში რომ ჯდები, 3000 ლარიანი მობილურით რომ ბაზრობ და გუდვილში რომ ყიდულობ რძეს? ჰოდა მოკვდი! (ისმის სროლის ხმა).
(ფარდა)
(მხურვალე ტაში. ოვაციები)
(შემდეგ სპეკტაკლებზე ანშლაგი)
(კრიტიკოსების მოწონება).

***
ქართული და ზოგადად ადამიანური ზნეობის 4 ეტალონი, ახალ გაგაჯულ გუმბათში ისხდა და თაფლის სანთლის შუქზე საქართველოს გადარჩენის გზებზე მსჯელობდა.

1. და შექმნა რევოლციამ რევოლუციური სინათლის კომიტეტი.
2. და თქუა რევულუციურმა კომიტეტმა სია – განაყო ბნელნი და ნათელნი ერთურთისგან.
3. და უწოდა სახელი რევოლუციამ ნათელთა მართლმადიდებელნი და ბნელთა ლიბერალნი.
4. და შექმნა რევოლუციურმა კომიტეტმა ადამიანი – ხატად თავისა, მამად თავისა, წინამძღოლად თავისა და შეუთქვა მას მორჩილება.
5. და ჰქონდა სახელი აფთონი კაცსა ამასა. ულვაშიანსა და ჭაღარა თმიანსა, მშობელსა და თან მართლმადიდებელსა. პატივოსანსა და შარავნდმოსილსა.
7. და შექმნა აფთონმა გეგმა იგი რევოლუციისა.
8. ბჭენი პარლამენტისაი აღიღოს მამა გიზოს მრევლმა, ვინაიდან არა არს წინაღობა იგი დეპუტატთა შორის, ვინაიდან არიან ისინი მონანი ღმრთისა და კაცისა მისსა აფთონისა.
9. ბჭენი კანცელარიისა აღიღოს მამა ამბროსიმ, ვინაიდან არა არს წინაღობა იგი შენობასა ამასა და მკვიდრნი მისნი არიან მონანი ღმრთისა და მხევალნნი კაცისა ამისა აფთონისა.
10. ქუჩანი და სახლნი, მოედანნი და სკვერნი, მაღაზიანი და სუპერმარკეტნი, ესტაკადანი და ავტობანნი, დაბლოკოს და აღიღოს თავის ხელში მამა ჯუმბერის მრევლმა და დაჰმორჩილდეს მრევლსა ამასა და მწყემსსა მისსა სხვა მონანი დედა ეკლესიისა.
11. დანარჩენი მერეო!
12. და დაისვენა რევოლუციურმა კომიტეტმა 7 იანვრამდე.

***
ფუნდამენტალისტემა კარგად იცდონენ, რომ ხელისუფლებისგან არანაირი წინაღმდეგობა არ იქნებოდა. მთავრობა და მისი ოპოზიცია ხშირად მოქმედებდა ეკლესიასთან ერთად. კარგად მართავდნენ ხალხის მასებს. მმართველი გუნდი ხელისუფლებას ინარჩუნებდა, ოპოზიცია და ეკლესია ბიუჯეტიდან კუთვნილ ფულს იღებდნენ და სხვა არაფერი ადარდებდათ. ითესებოდა ფსევდო ლიბერალურ დემოკრატიული ფასეულობები ლიბერალთა გამოსაკვებად, ფსევდო რელიგიური სწავლებანი მორმუწნეთა გასაძღომად, ფსევდო ოპოზიციური მუხტი კი მთელი საზოგადოების გასართობად. ყველაფერი ასე ჩვეულ რიტმში გაგრძელდებოდა, მაგრამ ახალგაზრდული მოთხოვნილებები უკვე იზრდებოდა. იმ ეპოქაში აღარ არსებობდა საზღვრები, ყველას შეეძლო მიეღო ინფორმაცია და დაეკმაყოფილებინა ცნობისმოყვარეობა. ბოლოს და ბოლოს ახალგაზრდა თაობასაც გაუჩნდა შეკითხვა: ”რატომ ვართ ასეთ მძღნერში?” ახალი თაობა ნელ-ნელა იკვლევდა პასუხს ამ კითხვაზე გასაცემად და როდესაც მოახლოვდა დრო ახსნისა, სწორედ მაშინ შეიქმნა რევ.კომი. სანამ ძირითადი ბირთვი სამოქმედო გეგმას ამუშავებდა, მათი ქვეშევრდომები ლიბერალურ და ზოგადად ახალგაზრდულ წრეებში დაძვრებოდნენ და შუღლს და ღვარძლს თესავდნენ. ბოლოს ისე დაასუსტეს ახალი თაობის წარმომადგენლები, რომ მათში საერთოდ გაქრა სიყვარული და მათი გულები სიძულვილით აღივსო. ვერ იტანდნენ ერთმანეთს, ზოგიერთმა პოზიორობა დაიწყო – მე რადიკალ ლიბერალებს არ ვემყრობიო, თქვენ ამათზე უარესები ხართო და ა.შ. მოკლედ როგორც იტყვიან აირია მონასტერი. ამასობაშ რევოლუციური მოძრაობა გაიზარდა, გააბა და განამტკიცა კავშირები სახელისუფლებო წრეებთან, პოლიტიკოსებთან, პოლიციასთან, ჯართან. პოლიცია თუ ვინმეს დაიჭერდა დაკითხვაზე პირველი კითხვას უსვამდენენ – იყო თუ არა დაკავებული მართლმადიდებელი, დადიოდა თუ არა წირვაზე, იცავდა თუ არა მარხვას და ა.შ. თუ ამ ყველაფერზე დადებით ხმას მიიღებდნენ მაშინ ციხის მაგივრად ერთ-ერთ მონასტერში აგზავნიდნენ სადაც რევოლუციურ ჯარისკაცებად ამზადებდნენ. ამ პერიოდის მანძილზე არ წყდებოდა ლიბერალთა თავყირლობები, ტარდებოდა კონცერტები, პოეზიის საღამოები, მათ ეგონათ რომ ტაატით მიდიოდა ჩვენი ქვეყანა პროგრესისკენ და კულტურული რევოლუციაც ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს საზოგადოებაში, რაც საბოლოოდ ბალასტის ჩამოშორებას და ქვეყნის გადარჩენა-გალიბერალება-გატოლერანტებას გამოიწვევდა. ორი წლის წინ, 6 იანვარს, ჩატარდა ბოლო როკ კონცერტი საქართველოში. მეორე დღეს კი აფთონის თესლზე აღმოცენებულმა რევოლუციამ თავი გამოყო აფთონისვე საშოდან.

საქართველოს ქრისტიანული რესპუბლიკის ქრონიკები (ნაწ II.)

თებერვალი 11, 2010 12 comments

პირველი ნაწილი (შესავალი)

თავი I.

რევოლუციის გენეზისი

ორი წლის წლინ, 7 იანვრის გამთენისას, უჩვეულო ხმაურმა გამაღვიძა. მთელს ქალაქში ეკლესიის ზარების გამაყრუებელი რეკვა ისმოდა. პირველად ეჭვი არაფერზე ამიღია, შობის ღამე იყო და ვიფიქრე ამასთან დაკავშირებით რაღაც რიტუალი ტარდებოდა. ძილი გამოტყდა, თან ზარების რეკვაც არ ჩედრებოდა და ლოგინიდან წამოვდექი. მისაღებ ოთხაში გავედი, ფანჯარის რაფაზე სანთელი ენთო, რომელიც თითქმის ბოლომდე იყო ჩამწვარი. მამაჩემი ყოველ შობა ღამეს ანთებდა ხოლმე სანთელს, ეს ტრადიცია დიდი ხნის წინ დამკვირდა საქართველოში. მამაჩემი დიდი მორწმუნე ვინმე იყო, იმდენი ქნა სახლში ხატებს მირონიც წამოადენინა. უბანში რომ ათეიზმზე მეკამათებოდნენ, პირველ არგუმენტად ეს მოჰყავდათ: ”ბიჭო, სახლში მირონმდინარე ხატები გიდევს და რა ურწმუნობა და ლიბერალიზმი აგიტყდაო.” საერთოდ რელიგიაზე კამათი არასოდეს მიტაცებდა, აი ხალხის რელიგიის მიმართ დამოკიდებულებაზე და მათ ფარისევლობაზე კი ცხარე საუბრები მქონდა ხოლმე ყოველთვის. რელიგიურ კამათებში უნებურად ვერთვებოდი ხოლმე, ვიღაც უბნელი მართლმადიდებლები დამისვამდნენ ხოლმე და რაღაც საკითხებზე მეკამათებდონენ. მირონის დენაზე ჩემი თეორიაც წამოვაყენე მაშინ. ვუთხარი ”ალბათ ეს რაღაც მეტაფიზიკური, ან თუნდაც ფიზიკური მოვლენაა-მეთი. ადამიანის ტვინის შესაძლებლობები დღემდე არაა გამოკვლეული, კაცმა არ იცის რა ხდება-მეთქი. იქნებ პოზიტიური ენერგიის გამოყოფის შემდეგ ეს კონკრეტული ობიექტი ამ ენერგიით იმუხტდება და საპასუხო რეაქციას გვაძლევს-თქო? ბოლოს და ბოლოს ძველ ბერძნებს მეხი ზევსი ეგონათ და მზე ჰელიოსის ეტლი-მეთი.” ეს რელიგიური საუბრები მას მერე გავწყვიტე რაც ერთ-ერთმა მართლმადიდებელმა ბირჟავიკმა გაკვირვებით მკითხა ”ურწმუნო თომა ვინ არისო” – რა თემაზე ველაპარაკებოდი არ მახსოვს, თომაც რა კონტექსტში მოვიშველიე არც – ის, მაგრამ საპასუხო რეპლიკა ალბათ არასოდეს დამავიწყდება.

ფარდა ფრთხილად გადავწიე, ცეცხლი არ მოედოს – თორე მერე მთელი უბანი იმას ილაპარაკებს აგერ ჩვენი ძმობილი ათეისტი ღვთიური სანთელით გაჩენილ ხანძარში ჩაიფერფლაო. ქუჩაში რაღაც უცნაური ატმოსფერო იყო, სიწყნარე იყო, არავნ ჩანდა მაგრამ გულმა მაინც რეჩხი მიწყო. სწორედ მაშინ ახლიდან შემოკრეს ზარებს და რაკარუკის ახალი ციკლიც დაიწყო. შორიდან, რამდენიმე სხვადასხვა ადგილიდან კვამლიც გამოჩნდა. 1832 წლის შეთქმულების გეგმა გამახსენდა და იასე ფალავანდიშვილს რომ არ გავეყიდეთ ალბათ ასეთი რაღაც მოხდებოდა მაშინაც-მეთქი. ფანჯარა მიხვურე, იქიდან მაინც არაფერი ჩანდა და ტელევიზორში მაინც ვნახავ წირვიდან პირდაპირ ეთერს, იქნება რამე ახალი რიტუალია რომელიც მე არ ვიცი-მეთქი. ჩემდა გასაკვირად ყველა არხი გათიშული იყო, საერთოდ იმ ხანად სავალდებულო იყო საშობა და სხვა სადღესასწაულო წირვების პირდაპირ ეთერში გადმოცემა და გამიკვირდა. მართლმაიდებლურ არხზე გადავრთე, წირვის ნაცვლად სტუდიაში მჯდარი მამაკაცის (ეს მამაკაცი მკითხველისთვის უკვე ნაცნობია – პოსტრევოლუციურ საქართველოში ის უმაღლეს ინკვიზიტორ უნგიაძედ მოგვევლინა). ”აღსრულდა ნება ღვთისა! საქართველო განთავისუფლებულია! ჩვენი მრევლი მყარად არის გამაგრებული ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურების შენობებში. პრეზიდენტი, პოლიცია, ჯარი და სხვა თანამდებობის პირები დამორჩილდნენ წმინდა ქრისტიანული რევოლუციას.” რამდენიმე დღის მერე პრეზიდენტი და მისი გარემოცვა მონასტრებში გაამწესეს ცოდვების გამოსასყიდად, ისინი ბედს დამორჩილდნენ ქვეყნის მოქალაქეებს გადარჩენა და ღვთის ნების აღსრულება მიულოცეს. იმავე დღეებში მასიური დაპატიმრებებიც დაიწყო.

– გარეთ  ნუ გახვალ სანამ არ დაწყნარდება ყველაფერი, მერე იქნებ მამა გერასიმესთან გავაწყო რამე და შეგინდონ ყველაფერი. – მამაჩემს ძალიან ეშინოდა რომ მეც დამიჭერდნენ იმის გამო რომ ათეისტი ვიყავი და თან ქრისტიანულ წრეებში მეტად არაპოპულარულ პიროვნებებთან ვმეგობრობდი. მამას ხშირად ვეკამათებოდი ხოლმე. მისი აფიშირებული რწმენა ნერვებს მიშლიდა. ძალიან უყვარდა ხოლმე ხატების წინ დგომა და ხმამაღლა ლოცვა, ბოლოს კი მხრის ამოგდებამდე მიახლოებული მოძრაობით იწერდა პირჯვარს – თავიდან ამაზე ვიცინოდი, მაგრამ თანდათან მომბეზრდა და მაღიზიანებდა. ცხადია ამის შესახებ არაფერს ვეუბნებოდი, მხოლოდ ერთხელ ვესროლე სახარებიდან ერთი პერიფრაზი ”ისე ილოცეთ რომ სხვებმა ვერ დაგინახონ, არ გაგიგია?” ერთხელ დედაჩემს, რომელიც ყველაზე ახლოს იდგა ჩემს იდეოლოგიასთან, ისიც ვუთხარი ”დედა ძალიან გთხოვ მამაჩემს უთხარი, რომ ძალინ მწყინს როცა ვხედავ რომ მასაც ისეთივე მენტალიტეტი და ფასეულობები აქვს, როგორიც იმ ადამიანებს ვისაც მე იდიოტებს ვუწოდებ-მეთქი.” დედაჩემმა გაიღიმა და არაფერი მიპასუხა. საერთოდ მე ყოველთვის მწამდა იმის, რომ დედაჩემი გულის სიღრმეში მაინც ამაყობდა ჩემით და მიუხედავად იმისა რომ რელიგიაზე და კრლერიკალიზმზე მისთვის მიუღებელი აზრი მქონდა მაინც უხაროდა ჩემი განსხვავებულობა, დამოუკიდებლად აზროვნება და ზოგადად ის რომ ჩემი აზრი გამაჩდნა რაღაცის შესახებ, თუნდაც ეს მცდარი ყოფილიყო – მისი აზრით.
– რა ხდება საერთოდ? რას აპირებთ – მრავლობითობის ნიშანი განსაკუთრებით მკვეთრად გამოვთქვი, იმის იმის გამოსახატად, რომ მამაჩემსაც რევოლუციონერად და ქრისტიანული რეჟიმის მხარდამჭერად მოვიაზრდებდი. დედაჩემმა როგორც ყოველთვის სიტუაცია კარგად გაიაზრა და ვიდრე ჩემსა და მამაჩემს შორის ვერბალური ბრძოლა გაიმართებოდა ერთგვარი მანდილი ჩააგდო:
-მერე იქნებ უცხოეთში გაგიყვანოთ, ან სოფელში წახვალ – იქ ხო იცი მაინც სხვა ხალხია და სხვანაირად აზროვნებენ.
ჩემს სოფელში კლერიკალიზმი და ზოგადად ორგანიზებული რელიგია სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ, საეროთ ფეხებზეც ეკიდათ – ცხადია ძირითად მასას ვგულისხმობ. პანაშვიდებზე მოსულ მღვდლებს ჭირისუფლებიც კი ეკაიფებოდნენ, ”ე მანდ, სახრჩოლავში ანაშა ხო არ გიყრიაო” მოაძახებდნენ ხოლმე. მღვდელი და ეკლესია იქ უბრალოდ წარსული გადმონაშთი, ერთი უსარგებლო ტრადიცია იყო, დახლოებით ისეთივე როგორიც მეკვლის ინსიტიტუტია. ბავშვობაში, ასე 14 წლის რომ ვიყავი ძლიერ მორწმუნე ვიყავი, ყოველშემთხვევაში ასეთად ვთვლიდი თავს. ჩვენი უბნის ტაძარში დავდიოდი, სადაც იქაური დიაკონი ხუცურად წერა-კითხვას მასწავლიდა. მრევლის ბავშვებში ყველაზე დამჯერი და ჭკვიანი ვიყავი და მედავითნეობასაც მიწინასწარმეტყველებდნენ. ზაფხულში სოფელში ჩავდიოდი და იქაურებს რელიგიაზე ვეკამათებოდი, მიყვარდა ხოლმე ეს საუბრები. წინააღმდეგობის კომპლექსი მაქვს და ალბათ ამის ბრალია რომ ჩემი დისკუსიაში ჩათრევა დღემდე ძალიან ადვილია. ხშირად ვჩხუბობდი ხოლმე  (სიტყვიერად), მღვდლებზე როცა ხუმრობდნენ, მკითხავებთან დადიოდნენ, ტრადიციებს არ იცავდნენ და ა.შ. წლების მერე კი მივხვდი, რომ ხალხი რომელსაც ჩვენი ელიტური საზოგადოება ჩამორჩენილს ეძახის, მენტალურად გაცილებით წინ იყო ვიდრე ნებისმიერი ე.წ. ქალაქელი. წარმომიდგენია იმ ხალხისთვის საფუძვლიანი ფილოსოფიური და თეოლოგიური განათლება რომ მიეცა ვინმეს რას იზამდნენ…

უცხეოთში გაძრომის იდეა თავიდანვე არ მომეწონა, არ მიყვარდა გაქცევა. მითუმეტეს ეს ქვეყანა არავიზე ნაკლებად მიყვარდა და თუ სხვისთვის პატრიოტიზმი გულზე მჯიღის ცემა და ნაირ-ნაირი სადღეგრძელოების რახუნი იყო, მე ეს ჯანსაღი და ლიბერალური საზოგადოების მშენებლობაში ერთი აგურის დადებად წარმომედგინა. გადავწყვიტე იმ ეტაპზე ბედს დავმორჩილებოდი და სოფელში გადავმალულიყავი ცოტა ხნით, მითუმეტეს რეაქციული მორაობა იმ ხანად საერთოდ არ არსებობდა. ყველა ჩემი თანამოაზრე და მეგობარი დაპატიმრებული იყო და წმინდა ინკვიზიციის ნებას ელოდა.

რევულიციიდან ორი კვირის თავზე სატელევიზიო მაუწყებლობა განახლდა. მანამდე მხოლოდ მართლმადიდებლურ არხზე გადიოდა ქადაგებები და ლოცვები. ყველა არხზე დაიწყო მამხილებელი გადაცემები. დაპატიმრებული ადამიანების დოსიეებს წმინდა ინკვიზიციის ხელმძღვანელი უნგიაძე გვაცნობდა, შემდეგ მათი დანაშაულის და ამ დანაშაულის სიმძიმის შესახებ გვიამბობდა. დაპატირემბულთა შორის არ იყო არც ერთი ყოფილი ხელისუფალი, არც ერთი პოლიტიკოსი და არ ერთი ე.წ. ინტელიგენტი. დამნაშავეთა ძირითადი კონტიგენტს ახალგაზრდები წარმოადგენდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, ჟურნალისტები, მწერლები, პოეტები, მუსიკოსები და მათი მეგობრები. წმინდა ინკვიზიტორმა უნგიაძემ პირველი გადაცემაში გვამცნო, რომ რამდენიმე ტელეწამყვანი, ორი არასამთავრობოელი (განსაკუთრებით ოდოიზური ფიგურები) და ერთი პოეტი სულ მალე განსაწმნდელი ცეცხლის ალში გაეხვეოდნენ და ცოდვა გამოსყიდულები ჩაბარდებოდნენ უფალს.
– ამათ ვინღა განწმენდ ძალიან მაინტერესებს. – სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ კარებზე კაკუნი გაისმა. მამაჩემი მორჩილად შემოუძღვა მართლმადიდებლური პოლიციის წარმომადგენლებს და იქვე კუთხეში თავდახრილი დადგა. როცა კიბეებზე ჩავყავდი, უნგიაძის სიტყვები წამომეწია: ”წმინდა ინკვიზიცია მესიის მახვილია! იოანე ნათლისმცემლის მისია გვაკისრია! ჩვენ შევამზადებთ და განვწმენდთ საქართველოს მეორედ მოსვლამდე.”

მე დამაპატიმრეს.

საქართველოს ქრისიტანული რესპუბლიკის ქრონიკები (ნაწ. I)

თებერვალი 10, 2010 6 comments

პროლოგი

– ახალგაზრდა! გაიღვიძეთ! სულ მალე ეკლესიას მივუახლოვდებით!
თვალი გავახილე და შუა ხნის მამაკაცს მადლობის ნიშნად თავი დავუკარი.
– აი გამოჩნდა – მანიშნა უცნობმა და წამოდგა. მასთან ერთად ავტობუსში მყოფი ყველა მგზავრი წამოვდექით, ვისაც ქუდი გვეხურა – მოვიხადეთ და თავის დაკვრითა და პირჯვრის წერით პატივი მივაგეთ ტაძარს. ავტობუსში რომ ამოვედი სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, რომელსაც ნიშნები ეგდა წარწერით ”არ გამაღვიძოთ! კურთხევა მაქვს ძილში პირჯვრის წერაზე,” დაკავებული იყო; ამიტომ ჩვეულებრივ ადგილზე დავჯექი, ჩათვალეს რომ კურთხევა არ მქონდა და გამაღვიძეს. საკმევლის კვამლის ფერი დღე იყო… უკვე მეორე წელი გავიდა მას მერე რაც ნორმალური ზედსართავი სახელების გამოყენება აგვიკრძალეს. ისე შევეჩვიეთ ფიქრისასაც გვავიწყდებოდა, რომ წითელი წითელი იყო და არა საკურთხევლის ღვინის ფერი… ”წითელი ყვავილები” დისიდენტურად გავიფიქრე და ეჭვით მიმოვათვალიერე ავტობუსი, ხმამაღლა ხომ არ წამომცდა-მეთქი. იმ დღეს ჩვეულებრივზე ადრე მოვდიოდი სამსახურიდან, პარასკევი იყო – მარხვის დღე. გამოგვიშვეს, და საერთოდ სულ ასე გვიშვებდნენ მარხვის დღეებში – ოჯახის წევრებთან ერთად იტრაპეზეთო.

ჩემი სახლიდან ორი გაჩერებით ადრე ჩამოვედი. მარხვას მხოლოდ სხვების დასანახად ვიცავდი, ოჯახის წევრები კი არ მყიდდნენ, დასმენაც ხო ცოდვაა ბოლოს და ბოლოს. აუჩქარებლად გავუყევი გზას, არ მინდოდა ვინმეს ეჭვი აეღო – ეჭვის გამოთქმა უფრო მსუბუქი ცოდვაა ვიდრე დასმენა, ამიტომ ხალხი ხშირად ჩადიოდა. ეჭვიანთა რიგები იდგა მართლმადიდებლური პოლიციის შენობასთან. ”არა რა! მაინც სისხლიში გვაქვს” კვლავ დისიდენტურმა აზრმა გამიელვა თავში, მაგრამ ამჯერად სამშვიდობოზე ვიყავი გასული და შემეძლო ხმამაღლაც მეთქვა ეს ყველაფერი.

ჩვენს ადგილს უკნიდან, ყრუ ქუჩის მხირდან მივუდექი და უკანა კარიდან შევედი. სამზარეულოში კორკოტს ამზადებდნენ და სეფისკვერებს აცხობდნენ. ეს საეკლესიო რესტორანი დაახლოებით ერთი წლის წინ გავხსენით მე და ჩემმა მეგობარმა, მას შემდეგ რაც მოვინანიეთ და დედა ეკლესიამ ჩვენი ლიბერალური წარსული გვაპატია. მერე ჩემი უბნელი მამაოს დახმარებით კურთხევაც ავიღეთ და ეს სატრაპეზო გავხსენით. ჩვენი საქმე თავიდანვე წარმატებით დაიწყო. ახალი სამსახურიდან ორიოდ გროში მქონდა მოგროვებული და ფართის საფასური იმით გადავიხადეთ. ჩვენს გაზეთს, რომლსაც რუის-ურბნისის ეპისკოპოსის კურთხევა ჰქონდა, ბევრი მკითხველი ჰყავდა – ამიტომ ხელფასები შედარებით მაღალი გვქონდა. კულუარებში ღვთისგან რჩეულ ჟურნალისტებსაც გვეძახდნენ.

სამზარეულოდან სარდაფში ჩავედი, მთავარ მზარეულს ვუთხარი აღწერა უნდა ჩავატარო, იქნება რამე გვაკლია-თქო. კიბეებზე ჩასვლისას მზარეულმა მომაძახა ”დღეს ღვინო არ მოუტანიათ, ეტყობა ვერ მოახერხეს.” საკურთხევლის წითელი ღვინო იმ უბანში მდებარე ტაძრის სტიქაროსნებს მოჰქონდათ. რიტუალების ჩატარების შემდეგ ბევრი რჩებოდა, ამათ კურთხევა ჰქონდათ ღვინის გაჭირვებულ ოჯახთათვის დარიგებაზე, მაგრამ ქვემოქმედების ნაცვლად ჩვენთან მოჰქონდათ და ჰყიდნენ. ცოდვის ნაწილობრივ გამოსასყიდად ფულის ნაწილს გაჭირვებულებს ურიგებდნენ, მცირე ნაწილით სამ სანთელს ყიდულობდნენ და ხატების წინ ანთებდნენ, დანარჩენს კი თვითონ იხმარდნენ.

სარდაფის აღმოსავლეთ კედელთან მდგარი ხატების მაგიდა გამოვწიე, კედელზე აფარებული ფანერა ფრთხილად და უხმაუროდ გამოვწიე და კარი შევაღე. რამდენიმე მეტრიან კორიდორს აუჩქარებლად გავუყევი და რკინის კარს მივადექი. დაკაკუნებიდან ნახევარი წუთის შემდეგ კარის სარკმელი გაიღო და იქიდან ჩემი მეგობრის ხმა გაისმა:
”პაროლი.”
”ეს სად ვცხოვრობთ ბოზისშვილი ვიყო.”

– რა ქენი?
– რა უნდა მექნა? ჩავწერე რესპონდენტი და ნახევარი გავშიფრე.
– რაო?
– და რას მეტყოდა ახალს? იგივე ბაზარი, ლოცვა, თვით გვემა, და სხვა ათასი ყლეობა. სუჟეტი კრიალოსნების დამზადების ხერხები – მეტი არაფერი.
ჩვენს იატაკქვეშა დარბაზში უფრო თამამად ვსაუბრობდით. ეს დარბაზი შემთხვევით აღმოვაჩინეთ სატრაპეზოს სარდაფის რემონტისას. გადავწყვიტეთ საიდუმლოდ შეგვენახა და ერთვგვარი ”ანდერგრაუნდ” კლუბი გაგვეხსნა, სადაც ჩვენნაირი სულით და გულით ისევ ლიბერალები შევიკრიბებოდით და ვეცდებოდით ფუნდამენტალისტური ქრისტიანული რევოლუციის წინააღმდეგ რეაქციული მოძრაობა დაგვეწყო. საქმე არ იძვროდა. ჩვენს რიგებში კონფორმიზმი მძლავრად იყო გამჯდარი. ზოგს წყნარად ცხოვრება და უცხოეთში გაძრომის შანსისთვის ლოდინი ერჩივნა, ზოგს მართლმადიდებლური ინკვიზიციის ეშინოდა, ზოგსაც უბრალოდ ძალა აღარ ჰქონდა. მთელი ერთი წელი მე და ჩემი მეგობრები, რომლებსაც ჩვენი იდეალები არ გვასვენებდნენ, ვცდილობდით პროპაგანდისტული, კონფორმიზმის განმდევნი და ლიბერალური სული აღმაზევებელი ლექციები ჩაგვეტარებინა. ერთი ძველი კომპიუტერიც ავაწყეთ. ამის გამო თვეების განმავლობაში ვიქექეთ ნაგავ საყრელზე და ნაწილ-ნაწილ, მავთულ-მავთულ ავაწყეთ რაღაც მანქანა, რომელსაც ფილმების გასაშვებად ვიყენებდით. ჩავაბდნელებდით ოთახს, 50 კაცამდე მოვგროვდებოდით და ვუყურებდით ევროპული და ამერიკული კინოფილმების შედევრებს. ვინჩესტერი, რომელიც ამ მაქნას ჩავუდგით ალბათ ვიღაც ძალიან მაგარ კინომოყვარულს ეკუთვნოდა, ზეინტელექტუალური ფილმების მთელი ნაკრები იყო შიგ. მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვტრაბახობდით, რომ ეს ვინჩესტერი თვით იმ – წარსულში სახელგანთქმულ ტელეწამყვანს ეკუთვნოდა, რომლის სახელის ხსენებაც დღეს საერთოდ აკრძალული იყო ჩვენს ქალაქში. იმან რევოლუციას პირველივე დღეებში გაასწრო და საზღვარგარეთ გავიდა. ერთ-ერთი ინკვიზიტორი გვარად უნგიაძე იმასაც ამბობდა, ”მაგან სვეტიცხოველს 365-ჯერ რომ შემოუაროს მუხლის ჩოქებზე, მაინც არ შემოვირიგებთო” – ეს სიტყვები ერთი, მათი თქმით ”როსკიპი დიაცის” ცეცხლზე შეხრუკვისას წარმოთქვეს. ეს სადამსჯელო რიტუალი ჩვენ შორიდან გვაყურებინეს, ყოფილი პარლამენტის შენობის ფანჯრებიდან – ციხედ ჰქონდათ გადაკეთებული. ჩვენი ჯერი რომ დადგა, როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს შანსი მოგვცეს, ”თუ მოინანიებთ, ხალხს დაუჩოქებთ და პატიებას სთხოვთ, მერე სამი დღე და ღამე მეტანიების კეთებაში გაატარებთ შეგინდობთო.” ჩვენც დავთანხმდით. ლიბერალური შურისძიებით აღვსილებმა ყველაფერს გავუძელით, ჩვენს იდეოლოგიურ წინაპრებს შევპირდით, რომ ჩვენს შვილებს როგორც მინიმუმ რევოლუციამდელ მსგავს საქართველოში მაინც ვაცხოვრებდით. მართალია, შეგვეძლო თავი გაგვეწირა, მაგრამ ვინღა დარჩებოდა? ჩვენი იდეალებისთვის თავი დავიმცირეთ, იმ იმედით, რომ ჩვენს შვილებს ნორმალური ცხოვრების შანსს გავუზრდიდით. სამი დღის მერე ჩვენი ხალხის ლიდერი, აწ უკვე რეგენტად წოდებული, ტახტრევანიდან ჩამოვიდა. სანამ მოგვიახლოვდებოდა მედავითნეებს ტაშტების მოტანა უბრძანა. მოვიდა და როგორც ქრისტემ – თავის მოწაფეებს, ისე დაგვბანა ფეხები. ეს პატიების ნიშანი იყო – რეგენტმა ჩვენს წინაშე თავი დაიმდაბლა; შესაბამისად, ჩვენს ინტეგრაციას ქრისტიანულ საზოგადოებაში რეზოლუცია დაადო. ფიცარნაგიდან ჩამოსვლისას მშობლები შეგვეგებნენ და ჩვენი დაბრუნება, როგორც უძღები შვილებისა, იზეიმეს.

დარბაზში მარტო მე და ჩემი მეგობარი ვიყავით. აქაურობა როგორც წესი შებინდებისას ივსებოდა. ოთხშაბათობით და პარასკევობით ვიკრიბებოდით, რადგან ამ დღეებში მართლმადიდებლური პატრულის თანამშრომლების უმეტესობასაც უშვებენ სახლში და ქუჩაში მალულად მოძრაობა უფრო ადვილდებოდა. ჩვენი დიდი შრომის შედეგად დარბაზში პატარა მაგნიტოფონიც გვედგა, რომლითაც აკრძალულ მუსიკას ვუსმენდით ხოლმე. ამჯერად Led Zeppelin-ის We Gonna Groove მქონდა ჩართული და გიჟურად ვაქნევდი თავს – მიყვარდა მოგონებების მეშვეობით რევოლუციამდელ საქართველოში მოგზაურობა. ეს ყველაზე ლიბერალური პერიოდი იყო ჩვენს ქვეყანაში, მანამდეც ტირანია იყო – მომავალს კი ვერ მოვესწარით. მუსიკის საქმეც ცუდად არის. რაღაც ”მართლმადიდებლური ჟღერის კომისია” კურირებს ამ სფეროს. სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ Radiohead-ის Creep დაუშვეს ოფიციალურად, როგორც თვითდამდაბლებისა და ამპარტავნების წინააღმდეგ მიმართული სიმღერა. მოცარტითაც გაგვანებივრეს, ”ეგ მწვალებლური ეკლესიის წინააღმდეგ იბრძოდაო, მისი მუსიკა თვით ღვთის გალობააო” – ეტყობა რომელიღაც დეგენერტმა ცენზორმა ფორმანის ”ამადეუსს” უყურა, რადგან იმავე საღამოს ეგ ფილმიც გაათეთრეს და აკურთხეს.

ჩვენი დარბაზი მიწის ქვეშ მდებარეობდა, ძველი თბილისური გვირაბის შემადგენელი ნაწილი იყო. ეს კუნჭულები არ გამოკვლიეს, შიგ სატანა იმალებაო ერთ-ერთმა კურთხეულმა თეთრმა მაგმა განაცხადა. სწორედ ამიტომ ჩვენი მუსიკის, კინოსეანსებისა და ღრიალის ხმა გარეთ არ გადიოდა. სატრაპეზოს 24 საათის განმავლობაში ვამუშავებდით, მარხვის დღეების დროს მუშაობაზე კურთხევა გვქონდა აღებული. დახლთან სულ იდგა ერთი ჩვენიანი. თუ ვინმე შემოვიდოდა და ”ფერეიდნულ თაფლს” იკითხავდა ე.ი. ჩვენიანი იყო, მას სარდაფამდე მოაცილებდნენ და მერე უკვე თვითონაც აგენებდნენ. ჩემი თავი ალკაპონეს მაგონებდა, ჩვენი სატრაპეზო კი 20-იან წლების ამერიკელი ბუტლეგერების ბუდეს – ოღონდ ვისკის ნაცვლად აქ თავისუფლებას ვშთანთქავდით.

დახლთან ჩვენი ლიბერალური საძმოს ერთ-ერთი წევრი იდგა. თუ ვინმე საეჭვო პიროვნება, მართლმადიდებელი პოლიციელი ან სასულიერო პირი შემოვიდოდა, ის საიდუმლო ღილაკს აჭერდა ხელს, რომლის მეშვეობითაც დარბაზში წითელი ნათურები ინთებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მიწისქვეშეტიდან ჩვენი ჯოჯოხეთური აქტივიზმის ხმები არ ამოდიოდა, მაინც ვჩერდებოდით ხოლმე – მაინც ძალიან დიდი რისკი იყო. ერთია როცა გახრწნილ და ევროპაზე ორიენტირებულ საქართველოში ლიბერალობ და მეორე როცა ფუნდამენტალისტებთან შერიგებული დისიდენტობ. ამის გამო სიკვდილით დაგვსჯიდნენ. სიკვდილით დასჯის შესახებ საქართველოს ქრისტიანულ მთავრობას თავისი ახსნა ჰქონდა, მათი თქმით ცოდვილები ცეცხლში იწმინდებოდნენ თავისი ცოდვებისგან და საიქიოში ნაკლებად დამძიმებულები ხვდებოდნენ უფალს – შესაბამისად, ცის სასუფეველში მოხვედრის უფრო მეტი შანსი ჰქონდათ. წინასაინკვიზიციო რიტუალებისას ხშირად ყვებოდნენ იმ ქვეყნად გადასული ცოდვილების ისტორიებს, თუმრე ისინი წმინდა ინკვიზიციის წევრებს ხილვებში ეცხადებოდნენ და მადლობებს უხდიდნენ. ”ერთი ჩემი მეზობელი, რომელიც ასე განვწმინდეთ დღემდე მადლობას მიხდის. მართალია, ის ცის სასუფეველში არ არის, მაგრამ არც გეენაში გაუმწესებია შემოქმედს. ის დღეს თავის დარჩენილ ცოდვებს ისყიდის და სალხინებელში მუშაობს. დაკარგულ და დათრგუნულ სულებს გზას უკვალავს,” სიამაყით ყვებოდა მისი ყოვლადუმწმენდელესობა ინკვიზიტორი უნგიაძე.

იმ დღეს დიდი დღე იყო! ბოლოს და ბოლოს უნდა გადაგვეწყვიტა როგორ გვემოქმედა. საჭირო იყო პირველი ნაბიჯი. იმის დაფიქსირება, რომ ჩვენ ვარსებობდთ – სადღაც ჯურღმულში, მიწის ქვეშ, მაგრამ ვარსებობთ და ჩვენი უნდა ეშინოდეთ, ან იმედი ჰქონდეთ. კრებაზე რამდენიმე იდეა ჩამოიყარა, ძირითადად ბავშვური თამაშები. ყველაზე ექსტრემისტული (ყოველშემთხვევაში იმ ეპოქაში) და გაბედული ჩემმა მეგობარმა წამოაყენა, რომელიც მე მაშინვე მოვიწონე. იდეის მიხედვით, რამდენიმე მოხალისეს (თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს მოხალისეები ისევ მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ვიქნებოდით, სხვებს როგორც უკვე გითხარით კონფორმიზმი და შიში ღრღნიდათ) რეგენტის რეზიდენციის გალავანზე, დიდი შავი ასოებით, უნდა წაეწერა სიტყვა ”ყლე.” ჩვენ ვიცოდით, რომ ეს აქტი სერიოზულ ძვრებს მოახდენდა. რა თქმა უნდა საჯარო არ გახდებოდა და ხალხში ჭორის დონეზე გავრცელდებოდა, მაგრამ ფუნდამენტალისტურ ხელისუფლებას გვარიანად შეაშინებდა. ცხადია ამის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გაიზრდებოდა და მართლმადიდებელი პოლიციელები ღვთიური ძაღლებივით ირბენდნე ენა გადმოგდებულები. შესაძლოა აგენტური ქსელებიც გაებათ და ბოლოს ყველანი დავეპატიმრებინეთ. რისკები ყველამ კარგად ვიცოდით, მაგრამ დრო აღარ ითმენდა.

%d bloggers like this: