Archive

Posts Tagged ‘სამარხვო ნამცხვარი’

საუბრები რელიგიაზე – ნაწილი I – აკაკი

“ჩონგური საქართველოა
სიმები ჩვენ ვართ ყველაო” 

აკაკი.

– სამარხვო გაქვთ რამე? – ფაციმ ქურთუკი იქვე მიადგო და სუფრას გადახედა.
– კი, აგერაა სოკოს ღვეზელი, კარტოფილის, შემწვარი კარტოფილი და წნილი.
– რას სვამთ?
– ღვინოს, დაჯე ხეთქე.
მეორე ოთახიდან აკაკი გამოვიდა:
– რომელი ხართ მარხვაზე? – და ცინიკურად გაიღიმა.
– აჰა, მოვიდა მთავარი იაღოველი!
– გადი აქედან შე სატანისტო.
ბიჭების რეპლიკაზე ზრდილობის გულისთვის, ყალბად, გაიცინა და კითხვა გაიმეორა:
– არა, მართლა! რომელი?
– აი, ეს მტარვალი – და ფაციფუცაზე მიანიშნეს.
– ფაციფუც! მართლა?
– ჰო, რა იყო – ნაწყენმა უპასუხა, უკვე იცოდა წინ რაც ელოდა.
მის პასუხზე აკაკის სიცილი აუტყდა.
– ე! რა როჟა ხარ შენ ტო! რა გინდა?
– არაფერი, არაფერი – აკაკიმ სული მოითქვა და ფანჯრის რაფას მიეყრდნო. – ბიჭო, სამარხვო ტორტებს ჭამ?
– რა სამარხო ტორტებს, გიჟი ხო არ ხარ? რაებს იგონებ.
– არის კი. – ჩაერთო ფაციფუცა. – ჰო, ვჭამ, მერე?
– კიდე რას ჭამ?
– რავი…
– სამარხვო კატლეტი, შაურმა, ქაბაბი, კარაქი, მწვადი, ხინკალი, ჰა?
– ნუ, ჰო რა.
– და რა აზრი აქვს მასეთ მარხვას?
– აუ! რა გინდა ბიჭო შენ? ხო მიდიოდი სადღაც, წადი რა?! ბიჭო, უთხარი რა რამე რა, ვინაა ეს ტო შემეშვას.
– რატო? რა გინდა? მაინტერესებს შენი რწმენა და რატო ხარ მაგ ამბავში.
– დაიწყო რა…
– ჰოდა, რას გეკითხებოდი, აი რა აზრი აქვს მასეთ მარხვას? იცი ვაბშე მარხვის აზრი რა არის?  რა მნიშვნელობა აქვს რითი ამოიყორავ მუცელს, ამიხსენი ერთი.
– აბა რა ვქნა?
– ვაიმე… მოძღვარი გყავს?
– კი
– ვინ?
– მამა გიორგი.
– ჩვენი მამა გიორგი?
– ჰო.
– აი! ლოლ! – აკაკიმ ხელი ჩაიქნია და თავის ოთახში შებრუნდა
– რა ლოლ?
– რა ლოლ და დაგცინა შეჩემა.
– ბიჭო – ოთახიდან დაიძახა – სახარება წაკითხული გაქვს?
– არა.
– რატო მერე?
– მოძღვარი არ მაძლევს კურთხევას.
– მოკლედ, ერთს გეტყვით და წავედი მე – ქურთუკი მოიცვა და გასავლელად მოემზადა – თქვენი პრობლემა რაშია იცი? ფიქრი გეზარებათ, ან ვერ ქაჩავთ. მიხვალთ რაღაცა კითხვებამდე და მერე იწყებთ, ეგ ისეთი რამეა ვერ ახსნი და ადამიანი ამას ვერ ჩაწვდება და გაგაქვთ ვაი და ვიში. ყველაფერს კარგად ჩაწვდები თუ იფიქრებ და თუ წაიკითხავ, ინფორმაციას მიიღებ.
– და რა წავიკითხო? შენ რო რაღაც იაღოვლობებს კითხულობ ის?
– ფაცი, ერთი მითხარი რა განსხვავებაა იაღოველსა და მართლმადიდებელს შორის?
– არ ვიცი.
– იაღოველსა და ათეისტს შორის?
– არ ვიცი.
– ათეისტსა და მართლმადიდებელს შორის?
– არ ვიცი.
– ჰოდა, მოკლედ წაიკითხე შვილო, ნუ გეზარება.
– ნაგავს ვერ წავიკითხავ მე.
– აი, მე შემიძლია კაკ მინიმუმ ოთხი ავტორი დაგისახელო, რომელთა ნაშრომიც არ არის ნაგავი. ლუკა, მათე, მარკოზი და იოანე.
– გადააშენე ოთხივე
– წავედი მე!.. წავედი.

Advertisements
%d bloggers like this: