Archive

Posts Tagged ‘ნონკონფორმიზმი’

ქართველი ნონკონფორმისტების საგა

აგვისტო 15, 2011 11 comments

ზუსტად რა დღე და რიცხვი იყო არ მახსოვს, საერთოდ, ქართველი ნონკონფორმისტის პირველი წესია თარიღი არ უნდა გახსოვდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტექსტზე მუშაობ. აქ ფანტაზია უნდა მოიშველიო და თარიღი მოარგო ამბავს და არა პირიქით. შენ მოირგო თარიღი და არა პირიქით. მოკლედ, ზაფხულია, ასე ორი-სამი კვირის წინ, ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოვების მერე, იმედგაცრუებული გამოვდივარ მარჯანიშვილზე. ჩემს ძმაკაცს, პაატა შამუგიას, “საბა” არ გადასცეს, გივის მისცეს ალხაზიშვილს. არ ვიცი ახლა გივი რამდენად იმსახურებდა მაგას, ის კრებული არ მაქვს წაკითხული, მარა რამდენიმე ლექსი, რაც ვიცი დიდად არ დამევასა. კაროჩე, მოვდივარ და ვურეკავ სანდრიკას, ნავერიანს, ეგეც ნონკონფორმისტია, წიგნი გამოსცა ცოტა ხნის წინ და მწერლის სტატუსიც გაირტყა. მე, ნაფტა და ზომბი ვართ ბროსეში და მოდიო.
ბროსეს ბაღი რაღაც აღთქმული ქვეყანასავითაა მგონი, მე პირველად ვარ იქ. მთელი ცხოვრებაა ამ ქალაქში ვცხვრობ და მხოლოდ მარშუტკიდან მაქვს ამ ბაღის ვიზუალი შეცნობილი, იქაური ბოჰემური და ხორციელი ცხოვრება ჩემთვის უცხოა. პირველი ნაბიჯი ბროსეში და იქ დანახული და გაგონილი უკვე მაძლევს იმის საშუალებას, რომ საკრალურობა დავინახო. გვერდი-გვერდ მდგარ სკამზე სვამენ “რელიგიის დასაცავად” გამოსული სასტავი და ქართული ნონკონფორმიზმის სამი იმედი: ნაფტა, ზომბი და ნავარა. ერთმანეთს არ ეხებიან, თავისთვის ატრაკებს ყველა. ჰაერში საკმეველის და თანამედროვე ქართული ბოჰემის – აცეტონის არყის სუნის ნარევი ტრალებს და სალბუნად ედება მომავლის და დალაგებული საზოგადოების პირობებში ცხვორების იმედებს. ჩემს დანახვაზე ისინი სხვა სკამისკენ ინაცვლებენ, ალბათ სივრცე არ გვეყოფა. ამ სამს თან ახლავთ ვიღაც გოგო, ჩემთვის უცნობი, რომელიც როგორც აღმოჩნდა აბიტურიენტია და გამოცდების მერე განტვირთვის მიზნით დაეხეტება პარკებსა და ბაღებში, პერსპექტიული ახალგაზრდების გაცნობის იმედად. ზომბი ჩალიჩობს ეს აბიტურიენტი ნაშა ნაფტას დააჯახოს, ნაფტა ძალიან ზარმაცი და წუწუნაა. ყველაფერი ეზარება ტიპს, სექსიც და სიყვარულიც. იმდენად ეზარება, რომ შეყვარებული სადღაც გალაპაგოსის კუნძულებზე თუ ეგეთ ეგზოტიკურ ადგილას გაიჩინა, ვიღაც ქართველი გოგო გააძრო და ტელეფონით ჩხუბობენ ხოლმე, მერე ერთმანეთს ურიგდებიან და ორივე ბედნიერად ცხოვრობს. გოგოს ეფსია, ზომბი ნაფტას ავალებს ესკორტს და ჩვენ ორივე ვბალელშიკობთ, მაგრამ ისედაც ცხადია, რომ იმ გოგოს მხოლოდ ტვინს მოტყნავს და სხვას არაფერს გაეკარება.
– მე მოვედი შენთან, ყვავილებით ხელში და ვივიწყებ წაგებულ ომს. – წაუმღერა ზომბიმ უკან დაბრუნებულ ნაფტას. რა საინტერესოა, არასოდეს მიფიქრია ამ სიმღერაზე ამ კუთხით. ანუ ირაკლის ერთ დღეს არ აუდგა და ქეთათოს ეს ლექსი დაუწერა. კიდევ ერთხელ მოვყავარ აღფრთოვანებაში მის გენიოსობას და ქიმიური ნარევით – მირინდა+აცეტონის არაყი, ვიჭყიპები. სანამ ჩვენ ნაფტას ვატერლოოზე ვსაუბრობთ, პაატა შამუგია მოგვადგა და საგზლად წამოღებული შუტკა მოიტანა, რომელიც იორიკის გონებამ შვა: “არა უშავს პაატ, ჩვენც დავბერდებით.” და აქვე საზეიმოდ, ყველაზე თესლი და ყველაზე ავთენტური საბა გადაეცემა პაატა შამუგიას. საზეიმოდ დავდე ფიცი, რომ ცხოვრების ბოლომდე მისი ვარ. შეიძლება 2011 წლის არ ვარ, არც ბრინჯაოსი ვარ და არც რატი ამაღლობელი მომფერებია, მაგრამ 1984 წლის მოსავლის საუკეთესო ნაჟური ვარ. ზუსტად ისეთი იდუმალი და ღვთაებრივი, ისეთი წვნიანი და ტკბილი, ისეთივე ბრძენი და დამდგარი, როგორც ათასრვაას რომელიღაც წელს ჩამოსხმული წითელი ღვინო. ჩავეხუტე და ვუთხარი, “მე შენი ვარ! მიმიღე! მაინც ყველანი პიდარასტები ვართ!” ვიცინით, ხუმრობა “უდაჩნად” დაჯდა.
ნელ-ნელა ალკოჰოლი გვიტევს, ახალ-ახალი პოეტები და მწერლები მოდიან, გაქაფულები ვართ. ვსაუბრობთ, კულტურული რევოლუციის ნამდვილი კოცონი გვაქვს დანთებული და ივლისის იშვიათი სიო წინაპარი “პიდარასტების” შვების ამოსუნთქვად გვეჩვენება. ჩვენი ღრეობა 90-იანი წლების თაობის ოცნებების სასაფლაოზე გამართულ სატანისტთა ზეიმს გავს, სადაცაა ნაფტას დავკლავთ და მსხვერპლად შევწირავთ უდროოდ დაღვრილ ქართულ მუზას.
ნაფტა წუწუნებს.
გონების სიღრმიდან წამოსული რევოლუციური სიო მის გამყინავ პროტესტში ჰოპვებს გამოძახილს.
დავცინით დეფის, დავცინით რა – ვფიქრობთ რომ მაგარი ყლეა. კიდე ვიღაც ახალგაზრდა პოეტებს, სიყვარულის ხონჩებზე, ტრფიალის ალმურებზე, ალანძულ კდემაზე, ჯოკონდასებრ ღიმილზე და ყანწებზე რომ წერენ. ნიკოფსია რომ ენატრებათ და დარუბანდი ტკივათ, ტაო რომ გულს უჩქროლებთ და საინგილო თვალებს უცრემლებთ. თბილისური გაზაფხული რომ უყვართ და მყინვარის გოროზი რომ ამშვიდებთ. მაგათი დედა მოვტყანთ სულ ყველასი! ჩვენ ქართველმა ნონკონფორმისტებმა. და აქვე ვდებ ძალიან სერიოზულ ფილოსოფიურ აზრს, ჩემი დინჯი, მაგრამ მაინც გულმხურვალე აზრით, ტერენტი გრანელობა და გალაკტიონობა ისეთივე ყლეობაა ჩვენს ეპოქაში, როგორიც ბითლსის და პინკ ფლოიდის სტილში სიმღერა რადიოჰედის და დაფტ პანკის დროში. ვთანხმდებით. რაღაც ისეთია, კულტურული რევოლუციის მანიფესტში რომ უნდა ჩაიწეროს. ახალგაზრდა, წვიმის, შემოდგომის, სიღრმის, კავკასიონის, ბერმუხის, ტოროლის და სხვა ასეთი დედამოტყნულობების პოეტებს ხელები უნდა დავაჭრათ, მათი ფანი გოგოშკები სამუდამოდ გადავხვეწოთ უკაცრიელ კუნძულებზე და აქ დაწყევლილი და უარყოფილი, არნაკურთხი და არალეგალიზებული არყიანი ყლეები სანატრელი გავუხადოთ მთელი თავიანთი ცხოვრება.
დეფიზე ამბობენ, სამუშაო მაგიდაზე, აი იქ სადაც ლექსებს წერს, მიკარება არ შეიძლებაო. სხვა არავინ უნდა შეეხოსო. მუზა თუ მისი მადლი მიდის, არ ვიცი. მოკლედ საკრალური მაგიდა აქვს.
რა დიდი სიამოვნებით მოვუჯვამდი მაგ მაგიდაზე, ნეტა იცოდეს!
მერე ვასკვნით, რომ მაგარ ყლე საზოგადოებაში ვცხოვრობთ, კი არადა ქვეყანაში – ან ორივეში. მოკლედ, გინდა არ გინდა, ადამიანი შეიძლება ხელისუფლების მხარეს აღმოჩნდე. და მე კიდევ ერთ ფილოსოფიურ აზრს ვაგდებ გონებრივი საშოდან, “ამ ყლეებმა იმდენი ქნეს, ალტერნატივა მეინსტრიმად აქციეს.” რო ვუფიქრდები, ცოტა ყლეობაა, მარა იდეა გასაგებია. მოგვწონს! განვიხილავთ, ვსაუბრობთ, ბოჰემა ხარობს.
უკვე დავთვერით. და მე მეხსნება მუზა, მახსენდება, რომ ოდესღაც ფოქს მალდერობა მინდოდა, მერე ინდიანა ჯონსობა და ახლა პედრო ალმადოვარი მინდა ვიყო. არა, დაჟე უფრო თესლი როჟა. და ვდებ ჩემს სცენარს, რომელიც ასე გამოიყურება:

წაიკითხე მეტი…

Advertisements

cure

იანვარი 1, 2011 1 comment

სიკვდილის მეშინია – უკვალოდ გაქრობის. 25 წლის ასაკში პანკრეასის კიბო დამიდგინეს. რა უნდა მექნა? ყლეზე დავიკიდე. სადღაც 6 თვე ვცდილობდი მომეფიქრებინა ისეთი გზა, რომლითაც ვინმეს დავამახსოვრდებოდი ჩემი ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც მაქსიმუმ 40 დღე იგლოვებენ, მერე ჩემს გადიდებულ სურათს ჩამოკიდებენ მისაღებ ოთახში და ჰა-ჰა, რომელიმე ძმა თავის შვილს დაარქმევს ჩემს სახელს – თანაც შიშით, ჩემს სახელს რომ ჩემი ბედი არ გაყვეს. რიდი და მოწიწება აჯობებს შიშს, ან სულაც მისი მოძღვარი დაარიგებს, რომ სულაც არ არის საჭირო ჩემი ხსოვნის ასეთი პატივისცემა და მხოლოდ პანაშვიდის გადახდა იქნება საკმარისი. მერე რა რომ არ ვიყავი მორწმუნე, ცოცხლად დარჩენილებმა ჩვენი სულებისთვის უნდა იზრუნონ, ჭიქა წაგვიქციონ, პური გატეხონ, საკურხთი აკურთხონ.

***
– შენი ძმების დედაც მოვტყან და შენი მშობლებისაც! – მას ყელის კიბო სჭირს. ბედმა გადაკვეთა ჩვენი გზა. მისი აზრით კოჭის გორება არ არის საჭირო.
– ჰეროსტრატეს დედასაც შევეცი კიდე ზემოდან! – მისი აზრით მიზანი ამართლებს საშუალებას.

გაცნობის პირველივე საღამოს მივიდვართ მასთან სახლში, ვსვამთ, ვეწევით, მორფს ვყლაპავთ, ბოლოს ის იხრება და პირში იღებს. უყვარს ავთვისებიან უჯრედებთან თამაში, ამიტომ ბოლომდე ითხრის. მე ვზივარ და ვფიქრობ, რომ უკვე შევედი ისტორიაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მოტყნა კიბოს უჯრედები.
– პატარა გაქვს, სქელია, მაგრამ ბოლომდე ვერ ვაწვდენ. – ერთი კვირის მერე ვიღაც მოათრია, ყლის კიბოიანი. ზუსტად ის არის რაც მას უნდა. ის მარწმუნებს, რომ საჭიროა ბოლომდე ავუშვა აღვირი. ვუჯერებ. ვიკუზები და კიბო უკვე ტრაკიდანაც მტყნავს.

***
– აი, ამ ყლეს! – და მანიშნებს ვიღაც ახალზე, რომელსაც თავის ტვინის კიბო აქვს – თავისმა მოძღვარმა უთხრა, რომ ეს არის ღმერთისგან მოვლენილი განსაცდელი და ის თუ ამ ყველაფერს გაუძლებს სამოთხეში მოხვდება.
თავისი საოცარი მჭერმეტყველური უნარით, ის არწმუნებს თავის ტვინის კიბოიანს, რომ საჭიროა აღვირის ახსნა. ჯერ თვითონ უწოვს, მერე მე და ყლის კიბოიანი ვტყნავთ – მე პირში, ის ტრაკში.

***
– ქართველ ნონკონფორმისტებს ვგავართ – იწყებს ხროტინს. – მარტო ტყნაური შეგვიძლია.
მისი აზრით დროა საქმეზე გადავიდეთ.
გუშინ კომაში ჩავარდა რამდენიმე საათით, მეტასტაზები ტვინში გადაუსვრია – ცოტა დრო რჩება და ამიტომ ჩქარობს.
– ამ ყლის – და მანიშნებს თავის ტვინის კიბოიანზე – მოძღვარით დავიწყოთ.

***
უკმაყოფილოა.
– ქართველ ნონკონფორმისტებს ვგავართ – შეიყო ამ ფრაზით! – უნდა მოგვეკლა…
რამდენიმე დღის მერე ასკვნის რომ მოკლვა “პაპსა” იქნებოდა.
– სანამ ქართველ ფუნდამენტალისტებად ვიქცევით, სჯობს რომელიმე ნონკონფორმისტი მოვკლათ. – საოცარი ლოგიკა აქვს.
– ნუ ნერვიულობ – მამშვიდებს – ნონკონფორმისტებსაც ვაჯობებთ.

***
ფეისბუქზე, რომელიღაც პოეტის საღამოზე მპატიჟებს.
– not attending მიეცი, ალიბი გვჭირდება. – არაპროფესიონალი ტერორისტია.
როგორც ჩანს სულაც არ კიდია ცხოვრება.

***
საღმოდან რამდენიმე დღის მერე სამივეს კარგ ამბავს გვეუბნებიან – კიბომ რეგრესირება დაიწყო.
– ჰო გეუბნებოდი – შედარებით ნაკლებად ხროტინებს – მარტო საქმე შველის ამ ყლეობას.
– ჯერ ის ყლე – თავის ტვინის კიბოიანს გულისხმობს – უნდა დავაგდოთ.
მისი აზრით, თუ თავში გაქვს პრობლემა, ამას არაფერი ეშველება.

***
ჩვენს სასამართლო პროცესს არც ერთი ტელევიზია და მედია საშულება არ აშუქებს.
მთავრობას ეშინია.
ხალხმა არ უნდა იცოდეს, რომ კიბოს მხოლოდ საქმე შველის.
– ნუ გეშინია – მიღიმის ჯანმრთელად – ამ ციხესაც დავანგრევთ.

კატეგორიები:ვცდილობ, Front ტეგები:,
%d bloggers like this: