Archive

Posts Tagged ‘ნარკოტიკი’

წმინდა ლუსიას მადლი

აპრილი 14, 2011 1 comment
წმინდა ლუსიას (St. Lucia) კუნძული კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. სულ პირველად ფრანგული კოლონია იყო, შემდეგ ბრიტანეთის ხელში გადავიდა. რამდენჯერმე ისევ ფრანგებმა ჩაიგდეს ხელში, შემდეგ – ბრიტანელებმა და ასე “საომარი იყო როგორც ლელო” – ზუსტად ისე, როგორც საქართველო. იქ სულ 173 ათასი კაცი ცხოვრობს, ამჟამად ერთა თანამეგობრობაში შედის და ბრიტანეთის დედოფლის სამფლობელოა. თბილისიდან დედაქალაქ კასტირესში ჩასვლა ერთი დიდი წამებაა. ყველაზე იაფიანი ბილეთი, თბილისი – ჰითროუ (ლონდონი) – ნიუ არკი (ნიუ ჯერსი) – კენედის აეროპორტი (ნიუ-იორკი) – ვირგი (კასტირესი, სანტა ლუსია) 1400 დოლარი ჯდება. ფრენა, თავისი რეისებს შორის ლოდინით, 36 საათი გრძელდება. 

კასტირესის აეროპორტში ჩემი ძველი მეგობარი აიზეკი მელოდა. მე და აიზეკმა ერთმანეთი ნიუ-იორკში გავიცანით, ერთ კოლეჯში ვსწავლობდით “criminal justice-ს.” ის სამსახურიდან გამოუშვეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პოლიციელი იყო სამშობლოში. მე ქართველი ემიგრანტი ვიყავი, რომელსაც F-1 ტიპის ვიზა  ჰქონდა და ქვეყანაში ლეგალურად გასაჩერებლად სადმე სწავლა ესაჭიროებოდა. ჰოდა, მეც ყველაზე იაფიან კოლეჯს მივაკვლიე და ფაკულტების მწირ ჩამოათვალში კრიმინალური სამართალი ავირჩიე.   მალევე წამოვედი, ფული გამომელია და ამერიკაში არალეგალად დარჩენას, ისევ საქართველო ვარჩიე. აიზეკმა ბოლომდე მიიყვანა სწავლა და უკან დაბრუნებული რაიონის პრეფექტად დანიშნეს.

საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ აეროპორტის ჰოლში გავედი. თვალებიდან ძლივს ვიყურებოდი დაღლილობისგან, ვერც სახეებს ვარჩევდი, გადავწყვიტე მებოდიალა აქეთ-იქით და ან აიზეკი შემამჩნევდა ან მე შევამჩნევდი მას ბოლოს და ბოლოს. ორი ნაბიჯი გადავდგი თუ არა ყურში ნაცნობი ხმა ჩამესმა:
– ჰეი! ლეონ! ძმაო!
– ღმერთო ჩემო, ძლივს! – ამის თქმა იყო და გაღიმებულ აიზეკს გადავეხვიე. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა დიდი ხნის მეგობარს ჩავეხუტე. კოლეჯში სწავლისას ერთ უცნაურ სცენას შევესწარი. ერთი აფრო-ამერიკელი ბიჭი, მეორისკენ გაიწია გადასახვევად, იმან კი ხელი ჰკრა და უხეშად მიახალა: “what the fuck man?” იმანაც თავი გაიმართლა, რა იყო დიდი ხანია არ მინახავხარო. ეს სცენა აიზეკს მოვუყევი ლანჩზე, ძაან გამიკვრიდა, მეგობრები ერთმანეთს არ ჩაეხუტნენ-მეთქი. “ჰო, კაცთან ჩახუტება და პიდარასტის იარლიყი ზედ გაქვსო,” მიპასუხა, მერე კი დაამატა –  “შენ როცა გინდა მაშინ ჩამეხუტე, მე ყლეზე მკიდია ამათი ნიგერული კომპლექსები, ჰო იცი?”
მისალმება-მოკითხვის მერე აიზეკმა ჩემს ბარგს ხელი დაავლო და მანქანისკენ გამიძღვა.
– მოკლედ, რამდენიმე დღე, ნუ… რამდენიმე დღე კი არა, რამდენი ხანიც დაგჭირდება იმდენ ხანს იცხოვრებ ჩემთან. ჩემს ძმას ავაჯმევინე დღეს დილას, თავის მეგობართან ეგდება, სანამ შენ იქნები ჩვენთან.
– სასტუმროში გავჩერდებოდი, შენ კიდევ, უხერხულია.
– ეს კარიბიაა ძმაო, აქ უხერხულობა არ არსებობს, დაიკიდე და გააკეთე რასაც გეუბნებიან. ჰოდა, იმას გეუბნებოდი, რომ ჩემთან იცხოვრებ და მერე ბინასაც გაშოვნინებ შენს გემოზე რო მოეწყო. ფული რამდენი გაქვს?
– სადღაც 10-მდე მოვუყარე თავი.
– არა, ცოტაა… არ გეყოფა. მარა არა უშავს, ერთ მაგდენს გასესხებ და საკაიფო სახლს დაგათრევინებ სადმე ჩემს უბანში.
– მერე რითი გადაგიხადო ეგ ვალი?
– ეს კარიბიაა ძმაო! დაიკიდე! როცა გექნება, მერე მომცემ.
– კარგი! მაგრად მევასებით ეს კარიბელები.
– შენც კარიბელი გახდები მალე, აი ნახავ!
– ახლა თუ არ დავიძინე, კარიბელი კი არა მკვდარი ყლე ვიქნები. 36 საათია არ მიძინია, ვერ ვიძინებ ამ თვითმფრინავებსა და აეროპორტის მინი სასტუმროებში, იმისთანა ფასები ჰქონდათ კინაღამ უკან გავრუნდი.
– 5 წუთში მივალთ. კარგი ოთახია, ხედით ზღვაზე, საკაიფოდ დაიძინებ.
წაიკითხე მეტი…

Advertisements
%d bloggers like this: