Archive

Posts Tagged ‘მთაწმინდიდან არ დანახება’

მე თქვენ არ მოგტყნავთ!

ნოემბერი 11, 2010 12 comments

გამარჯობა, სულ რაღაც 5 თვის წინ ჩემმა ერთ-ერთმა პროექტმა წარმატებას მიაღწია. იდეა რომელიც დამებადა და ჩემს პარტნიორებთან ერთად აღვასრულე რამდენიმე მილიონად გავყიდე – თანაც რამდენჯერმე. ჩემი წარმატების და გამდიდრების შესახებ ყველამ იცის – ამიტომ აღარ ჩავუღრმავდები. ამ წერილში უბრალოდ მინდა მივმართო ყველა იმ ბოზს, რომელიც მე არ მაძლევდა თავის დროზე – ანუ 5 თვის წინ.

რამდენიმე დღის წინ, მაია ასათიანს ვყავდი მიწვეული თავის გადაცემაში. “საქართველოში ყველაზე სასურველი სასიძო” – ასე წარმადგინა. ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ ძალიან ჭკვიანი ვარ, ან ძალიან ნიჭიერი, ან სულაც სიპმატიური – ასეთი მანამდეც ვიყავი, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ 300 მილიონი ვიშოვე რამდენიმე თვეში. ბოლოს და ბოლოს რამდენი 26 წლის ქართველი ბიჭი გინახავთ, რომელსაც თავისით აქვს ამხელა ფული ნაშოვნი? ცეხავიკების, მინისტრობისას ფულნაშოვნი და მერე ამის “გასაპრავებლად” სადღაც წასული პოლიტკოსების, 90-იან წლებში კუპონებად ნაყიდი მილიონიანი ქონების პატრონების და სხვა მსგავსი ტიპების გარდა აქ ფულს ვერავინ შოულობს.

ასათიანის გადაცემის შემდეგ (და პრინციპში მანამდეც) ჩემი ტელეფონი არ ჩერდება, ფეისბუქზე 18 ათასი ფრენდ რიქუესტი მაქვს, 3 ფან პეიჯია გახსნილი და სახლთანაც უამრავი ხალხი “მისატკავებს” ყოველდღე – და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ 300 მილიონი ვიშოვე რამდენიმე თვეში.

მაშ ასე, გოგონებო, რომლებიც მანამდე არ მაძლევდით – მე უკვე ცოლი მყავს. თქვენს ჯინაზე მოვიყვანე ყველაზე მახინჯი ქალი მთელს საქართველოში! დასხედით და იტირეთ, გაათენეთ ღამეები ფიქრებში: “მე რატომ არა? მე რითი მჯობს ის ბოზი?”  – არც არაფრით, ისიც კი თქვენნაირად არ მაძლევდა… მაგრამ თქვენზე შურის საძიებლად გამოდგება.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ტყუილად თავს ნუ შეიწუხებთ – მე თქვენ არ მოგტყნავთ!

დაიბეჭდა გაზეთ “ასავალ-დასავალში” (რომელიც მე მეკუთვნის)

Advertisements
%d bloggers like this: