Archive

Posts Tagged ‘ლექსი’

ქართველი ნონკონფორმისტების საგა

აგვისტო 15, 2011 11 comments

ზუსტად რა დღე და რიცხვი იყო არ მახსოვს, საერთოდ, ქართველი ნონკონფორმისტის პირველი წესია თარიღი არ უნდა გახსოვდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტექსტზე მუშაობ. აქ ფანტაზია უნდა მოიშველიო და თარიღი მოარგო ამბავს და არა პირიქით. შენ მოირგო თარიღი და არა პირიქით. მოკლედ, ზაფხულია, ასე ორი-სამი კვირის წინ, ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოვების მერე, იმედგაცრუებული გამოვდივარ მარჯანიშვილზე. ჩემს ძმაკაცს, პაატა შამუგიას, “საბა” არ გადასცეს, გივის მისცეს ალხაზიშვილს. არ ვიცი ახლა გივი რამდენად იმსახურებდა მაგას, ის კრებული არ მაქვს წაკითხული, მარა რამდენიმე ლექსი, რაც ვიცი დიდად არ დამევასა. კაროჩე, მოვდივარ და ვურეკავ სანდრიკას, ნავერიანს, ეგეც ნონკონფორმისტია, წიგნი გამოსცა ცოტა ხნის წინ და მწერლის სტატუსიც გაირტყა. მე, ნაფტა და ზომბი ვართ ბროსეში და მოდიო.
ბროსეს ბაღი რაღაც აღთქმული ქვეყანასავითაა მგონი, მე პირველად ვარ იქ. მთელი ცხოვრებაა ამ ქალაქში ვცხვრობ და მხოლოდ მარშუტკიდან მაქვს ამ ბაღის ვიზუალი შეცნობილი, იქაური ბოჰემური და ხორციელი ცხოვრება ჩემთვის უცხოა. პირველი ნაბიჯი ბროსეში და იქ დანახული და გაგონილი უკვე მაძლევს იმის საშუალებას, რომ საკრალურობა დავინახო. გვერდი-გვერდ მდგარ სკამზე სვამენ “რელიგიის დასაცავად” გამოსული სასტავი და ქართული ნონკონფორმიზმის სამი იმედი: ნაფტა, ზომბი და ნავარა. ერთმანეთს არ ეხებიან, თავისთვის ატრაკებს ყველა. ჰაერში საკმეველის და თანამედროვე ქართული ბოჰემის – აცეტონის არყის სუნის ნარევი ტრალებს და სალბუნად ედება მომავლის და დალაგებული საზოგადოების პირობებში ცხვორების იმედებს. ჩემს დანახვაზე ისინი სხვა სკამისკენ ინაცვლებენ, ალბათ სივრცე არ გვეყოფა. ამ სამს თან ახლავთ ვიღაც გოგო, ჩემთვის უცნობი, რომელიც როგორც აღმოჩნდა აბიტურიენტია და გამოცდების მერე განტვირთვის მიზნით დაეხეტება პარკებსა და ბაღებში, პერსპექტიული ახალგაზრდების გაცნობის იმედად. ზომბი ჩალიჩობს ეს აბიტურიენტი ნაშა ნაფტას დააჯახოს, ნაფტა ძალიან ზარმაცი და წუწუნაა. ყველაფერი ეზარება ტიპს, სექსიც და სიყვარულიც. იმდენად ეზარება, რომ შეყვარებული სადღაც გალაპაგოსის კუნძულებზე თუ ეგეთ ეგზოტიკურ ადგილას გაიჩინა, ვიღაც ქართველი გოგო გააძრო და ტელეფონით ჩხუბობენ ხოლმე, მერე ერთმანეთს ურიგდებიან და ორივე ბედნიერად ცხოვრობს. გოგოს ეფსია, ზომბი ნაფტას ავალებს ესკორტს და ჩვენ ორივე ვბალელშიკობთ, მაგრამ ისედაც ცხადია, რომ იმ გოგოს მხოლოდ ტვინს მოტყნავს და სხვას არაფერს გაეკარება.
– მე მოვედი შენთან, ყვავილებით ხელში და ვივიწყებ წაგებულ ომს. – წაუმღერა ზომბიმ უკან დაბრუნებულ ნაფტას. რა საინტერესოა, არასოდეს მიფიქრია ამ სიმღერაზე ამ კუთხით. ანუ ირაკლის ერთ დღეს არ აუდგა და ქეთათოს ეს ლექსი დაუწერა. კიდევ ერთხელ მოვყავარ აღფრთოვანებაში მის გენიოსობას და ქიმიური ნარევით – მირინდა+აცეტონის არაყი, ვიჭყიპები. სანამ ჩვენ ნაფტას ვატერლოოზე ვსაუბრობთ, პაატა შამუგია მოგვადგა და საგზლად წამოღებული შუტკა მოიტანა, რომელიც იორიკის გონებამ შვა: “არა უშავს პაატ, ჩვენც დავბერდებით.” და აქვე საზეიმოდ, ყველაზე თესლი და ყველაზე ავთენტური საბა გადაეცემა პაატა შამუგიას. საზეიმოდ დავდე ფიცი, რომ ცხოვრების ბოლომდე მისი ვარ. შეიძლება 2011 წლის არ ვარ, არც ბრინჯაოსი ვარ და არც რატი ამაღლობელი მომფერებია, მაგრამ 1984 წლის მოსავლის საუკეთესო ნაჟური ვარ. ზუსტად ისეთი იდუმალი და ღვთაებრივი, ისეთი წვნიანი და ტკბილი, ისეთივე ბრძენი და დამდგარი, როგორც ათასრვაას რომელიღაც წელს ჩამოსხმული წითელი ღვინო. ჩავეხუტე და ვუთხარი, “მე შენი ვარ! მიმიღე! მაინც ყველანი პიდარასტები ვართ!” ვიცინით, ხუმრობა “უდაჩნად” დაჯდა.
ნელ-ნელა ალკოჰოლი გვიტევს, ახალ-ახალი პოეტები და მწერლები მოდიან, გაქაფულები ვართ. ვსაუბრობთ, კულტურული რევოლუციის ნამდვილი კოცონი გვაქვს დანთებული და ივლისის იშვიათი სიო წინაპარი “პიდარასტების” შვების ამოსუნთქვად გვეჩვენება. ჩვენი ღრეობა 90-იანი წლების თაობის ოცნებების სასაფლაოზე გამართულ სატანისტთა ზეიმს გავს, სადაცაა ნაფტას დავკლავთ და მსხვერპლად შევწირავთ უდროოდ დაღვრილ ქართულ მუზას.
ნაფტა წუწუნებს.
გონების სიღრმიდან წამოსული რევოლუციური სიო მის გამყინავ პროტესტში ჰოპვებს გამოძახილს.
დავცინით დეფის, დავცინით რა – ვფიქრობთ რომ მაგარი ყლეა. კიდე ვიღაც ახალგაზრდა პოეტებს, სიყვარულის ხონჩებზე, ტრფიალის ალმურებზე, ალანძულ კდემაზე, ჯოკონდასებრ ღიმილზე და ყანწებზე რომ წერენ. ნიკოფსია რომ ენატრებათ და დარუბანდი ტკივათ, ტაო რომ გულს უჩქროლებთ და საინგილო თვალებს უცრემლებთ. თბილისური გაზაფხული რომ უყვართ და მყინვარის გოროზი რომ ამშვიდებთ. მაგათი დედა მოვტყანთ სულ ყველასი! ჩვენ ქართველმა ნონკონფორმისტებმა. და აქვე ვდებ ძალიან სერიოზულ ფილოსოფიურ აზრს, ჩემი დინჯი, მაგრამ მაინც გულმხურვალე აზრით, ტერენტი გრანელობა და გალაკტიონობა ისეთივე ყლეობაა ჩვენს ეპოქაში, როგორიც ბითლსის და პინკ ფლოიდის სტილში სიმღერა რადიოჰედის და დაფტ პანკის დროში. ვთანხმდებით. რაღაც ისეთია, კულტურული რევოლუციის მანიფესტში რომ უნდა ჩაიწეროს. ახალგაზრდა, წვიმის, შემოდგომის, სიღრმის, კავკასიონის, ბერმუხის, ტოროლის და სხვა ასეთი დედამოტყნულობების პოეტებს ხელები უნდა დავაჭრათ, მათი ფანი გოგოშკები სამუდამოდ გადავხვეწოთ უკაცრიელ კუნძულებზე და აქ დაწყევლილი და უარყოფილი, არნაკურთხი და არალეგალიზებული არყიანი ყლეები სანატრელი გავუხადოთ მთელი თავიანთი ცხოვრება.
დეფიზე ამბობენ, სამუშაო მაგიდაზე, აი იქ სადაც ლექსებს წერს, მიკარება არ შეიძლებაო. სხვა არავინ უნდა შეეხოსო. მუზა თუ მისი მადლი მიდის, არ ვიცი. მოკლედ საკრალური მაგიდა აქვს.
რა დიდი სიამოვნებით მოვუჯვამდი მაგ მაგიდაზე, ნეტა იცოდეს!
მერე ვასკვნით, რომ მაგარ ყლე საზოგადოებაში ვცხოვრობთ, კი არადა ქვეყანაში – ან ორივეში. მოკლედ, გინდა არ გინდა, ადამიანი შეიძლება ხელისუფლების მხარეს აღმოჩნდე. და მე კიდევ ერთ ფილოსოფიურ აზრს ვაგდებ გონებრივი საშოდან, “ამ ყლეებმა იმდენი ქნეს, ალტერნატივა მეინსტრიმად აქციეს.” რო ვუფიქრდები, ცოტა ყლეობაა, მარა იდეა გასაგებია. მოგვწონს! განვიხილავთ, ვსაუბრობთ, ბოჰემა ხარობს.
უკვე დავთვერით. და მე მეხსნება მუზა, მახსენდება, რომ ოდესღაც ფოქს მალდერობა მინდოდა, მერე ინდიანა ჯონსობა და ახლა პედრო ალმადოვარი მინდა ვიყო. არა, დაჟე უფრო თესლი როჟა. და ვდებ ჩემს სცენარს, რომელიც ასე გამოიყურება:

წაიკითხე მეტი…

Advertisements

რამდენიმე ლექსი

არტ-იდეაზე წავეპოტინე პოეზიას – ნუ თუ ამას პოეზია ჰქვია საერთოდ.

ჰოდა გადმომაქვს აქეთ და  შემიფასეთ :)

***

მეშინია ახლოს მოსული მთვარის,

ალბათ შეგვეჯახება ოდესმე და ყველას მოგვკლავს.

მე უარი ვთქვი ღმერთზე და სამუდამოდ გავწირე თავი.

გამოვიკეტე სამოთხის კარი და ზურგი გაქციეთ ყველას.

მე ჩემს თავს ვუყურებ როგორც უჯრეთა გროვას, თქვენ კი სული წმინდის ტაძრები გქვიათ.

მე ნეშომპალად ვიქცევი მალე, რადგან მიყვარს დედამიწა და მიჭირს მასთან განშორება,

თქვენ ამაღლდებით სასუფეველში და  იცხოვრებთ მარად.

მე შევერევი მიწას და ტალახს, ვიქცევი მტვრად;

ასე ძვირია თავისუფლება,

თქვენ კი ვერ იხდით ამ საფასურს – მას განვადებით არ იძლევიან.

***
მას მერე როცა, შემხვდი და ვისეირნეთ მოსკოვის ქუჩებში,
როცა, დავლიეთ ჩაი ჩემ მიერ გურიიდან ჩამოტანილი,
როცა, ვჭამეთ ხაჭაპური და ვსვით ღვინო,
როცა, ვუსმინეთ სულიკოს და მერე სოსოს,
როცა, ვილაპარაკეთ კულტურაზე და ჩვენ ძმობაზე,
როცა, ვილოცეთ ერთად და დავანთეთ სანთელი ხატთან,
როცა, ფილმებს ვუყურეთ და ვიცინეთ მოგონებებზე,
შენმა ძმისშვილმა, მომიკლა მამა! ცხინვალში,
გორში, სოხუმში, გალში, ახალგორში, ხაშურში,
თბილისში, ონში, ფოთში, კოდორში,
ტანკით გაჭყლიტა, დაბობმა და ტყვიით დაცხრილა.
ჩვენ კი კვლავ ვსხედვართ და მე მჯერა რომ ძმები ვართ!
***
ჩემს ჯამაიკელ ძმაკაცს მიქაელს :)

შენ გიკვირს როცა გეუბნები, რომ იტალიელებთან უფრო გემრიელი პატი ვჭამე
გიყურებ და არ გიმხელ, რომ ვაგზლის ჩიბურეკი ორივეს სჯობს!
შენ მაინც მადიანად ილუკმები და სულ გკიდია ჩემი გემოვნება.
მე მიხარია რომ ჩვენ ძმები ვართ და ნიუ-იორკულად ვამბობთ სალამს,
მუშტების მირტყმით.

ფეისბუქზე რომ დაგიმატე, შენი ალბომიც ვნახე,
სადღაც ხიდზე ხარ, კინგსტონის გეტოში და ფეხშვიველი დატანტალებ,
ვერ დავინახე შენში ბობ მარლის სული, რადგან შენ მარლიც ყლეზე გკიდია.
ჩვენს დანახვაზე შანიკვა ტირის და ფიქრობს რომ მეგობრობა უძლეველია.

ჩვენ გამოვრბოდით სახლებიდან და სამუდამოდ ვტოვებდით კერას,
მაგრამ შენც გინდა მარქსიზმის თესვა, როგორც მე ლიბერალიზმის.
შენ გიყვარს როცა რუსებს ვაგინებ დედას.
”საყვარლობაა” ხვნეშის ტანიკვა, როცა ხედავს რომ ჩიზბურგერი ორად გავჭერით.

ჩვენს ძმაკაცობას ბევრი ვერ იგებს, მაგრამ ჩვენ ესეც ყლეზე გვკიდია!
შენ მპირდები რომ კინგსტონში არ გამძარცვავენ, მე კი გიამბობ როგორ ცალყბად გაგიღიმებს ბებიაჩემი.
მე მიხარია რომ ჩვენ ძმები ვართ და ნიუ-იორკულად ვამბობთ სალამს,
მუშტების მირტყმით.

კატეგორიები:ვცდილობ, Front ტეგები:
%d bloggers like this: