Archive

Posts Tagged ‘გოგო’

How we roll (დეპრესიის V ნაწილი)

ივნისი 12, 2011 4 comments

ყველას გქონიათ ალბათ ისეთი მომენტი ცხოვრებაში, რომელიც არასოდეს გავიწყდებათ და გახსენებისას ყოველთვის იგივენაირად გრცხვენიათ, როგორც მაშინ. მე ასეთი მომენტები ბევრი მაქვს. ახლა გადავეჩვიე და ასეთი მომენტების უმრავლესობა გადამავიწყდა, მაგრამ ხანდახან თავს მახსენებს ხოლმე. სწორედ ასეთი სიტუაციის გამო დავუწყე ერთ გოგოს ჩალიჩი. არა, მთლად ესეც არ იყო გადამწყვეტი მომენტი, მომწონდასავით, მაგრამ ნაბიჯი – რომელიც ბევრი ზედმეტობებით იყო სავსე, სწორედ სიტუაციამ გადამადგმევინა.

ზღვაზე ვიყავით რაღაც ჯგუფი, ასე ვთქვათ საერთო ინტერესების მქონე ხალხი. მთელი დღე რაღაც კონფერენციები და ვორკშოპები იყო, საღამოობით ვერთობოდით ხოლმე – ძირითადად ვსვამდით. ამ გოგოს კარგა ხანია ვიცნობ, ვიცი რომ ადრე, ასე 3-4 წლის წინ, ვევასებოდი, მაგრამ ცხადია მე ამას ვერ ვამჩნევდი მაშინ. მეც მევასებოდა, რაღაც “ზაიობები” რო არ ქონდეს, თანაც ძალიან ბევრი, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რაც არის ეგ არის. მორიგი დალევის შემდეგ გვიან ღამით დავიშალეთ, ჩასხმა ძირითადად ჩემი და ჩემი მეგობრის ნომერში ხდებოდა, იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში ვიპარავიდთ მაცივრიდან ლუდს და სხვა დასალევს და ბევრი გვქონდა. სადღაც 3 საათი იყო სასტავი რო დაიშალა და მე გარეთ გავყევი გასაცილებლად, ლიფტამდე. როცა ლიფტში შევიდნენ, ზემოთ ხსენებულმა გოგომ, ეგონა რა რომ მეც ქვემოთ მივდიოდი, მკითხა: “ჩამოხვალ ქვემოთ?” და ამ დროს კარი დაიკეტა. მე ცოტა ნასვამი ვიყავი და ეს ფრაზა საჩემოდ გადავთარგმნე, თანაც როცა ნასვამი ვარ ამ დროს განსაკუთრებით ადვილია ჩემი აღგზნება. კიბეებს დავუყევი ქვემოთ და მის ნომერს მივადექი. დავუკაკუნე, სექსუალური პოზა მივიღე და კარის გაღებას დაველოდე. რამდენიმე წამში კარი გაიღო და ხელში გაკვირვებულსახიანი ზემოთხსენებული გოგო შემრჩა. ნუ, იქ მან ამიხსნა რომ მას არ ჩამოვუპატიჟებივარ თავის ნომერში, უბრალოდ ეგონა რომ მეც ქვევით მივდიოდი და კუდამოძუებული გამომიშვა უკან. ნომერში რო ავბრუნდი მივხვდი, რომ ეს სწორედ ის embarassing მომენტი იყო, რომელიც მთელი ცხოვრება დამტანჯავდა. რეალურად რომ შევხედოთ დიდი კატასტროფა არ მომხდარა, მაგრამ მე სენსიტიური პიროვნება ვარ და შანს არ ვუშვებდი ხელიდან საკუთარი თავის გასაბანძებლად, პირველ რიგში საკუთარი თავისვე წინაშე. ამიტომ გადავწყვიტე ეს პრობლმა რამენაირად მომეგვარებინა. რა თქმა უნდა ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება იქნებოდა უბრალოდ დამეკიდებინა ყველაფერი, მაგრამ სამაგიეროდ ყველაზე ყლეობა გავაკეთე რაც შეიძლებოდა გამეკეთებინა.

წაიკითხე მეტი…

Advertisements
კატეგორიები:დეპრესია ტეგები:, , ,

დეპრესია როგორც ნარკოტიკი (ნაწ. IV)

ივნისი 11, 2011 10 comments

ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ. არ შემიძლია ვიყო სპონტანური და წავიდე სისულელეზე – იმიტომ რომ იმიჯი, რომელიც არ მაქვს, შეიძლება 0-დან მინუსებში წავიდეს. თუმცა, თუ ჩემს მეგობარს დავუჯერებ, ჯობია ქალები უარყოფიდათ გიცნობდნენ ვიდრე საერთოდ არ სმენოდეთ შენ შენსახებ. ამ შემთხვევაში უფრო მეტი შანსი გაქვსო, მიმტკიცებს ის. ალბათ მართალია… ნუ, უჩინარი ადამიანების შემჩნევა, ლოგიკურად შეუძლებელია.

რამდენიმენ თვის წინ ერთი გოგო მომეწონა, ძალიან მომეწონა… ვიპოვე Facebook-ზე და ფრენდ რიქუესტიც გავუგზავნე – დამიიგნორა. 2 თვე მოვანდომე მეორე რიქუესთის გაგზავნას, თანაც მინი ახსნაც დავუწერე – დამამატა. 6 თვე მოვანდომე მესიჯის მიწერას, 6 თვის განმავლობაში ვფიქრობდი რა მიმეწერა.

წაიკითხე მეტი…

%d bloggers like this: