Archive

Posts Tagged ‘ბოზები’

დეპრესია როგორც ნარკოტიკი (ნაწ. III )

ივნისი 10, 2011 11 comments

ის ვინც ამობობს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს, ან ფარისეველია ან ხელმოცარული – ისეთივე როგორც მე. თუმცა, მე უნიკალური პიროვნება ვარ და შესაბამისად ჩემი loser-ობაც უნიკალურია. მაგალითად, მე ვიცი რამდენიმე გოგო რომელსაც ძალიან მოვწონვარ, მაგრამ მე ისინი არ მომწონს – არც გარეგნობით, არც პიროვნულად და არც სხვა რაიმე ფაქტორის გამო. ჰოდა, იმის გამო რომ ვინმეს, როგორც იქნა, მოვეწონე, მათთან საქმეს არ დავიჭერ. მე მევასება ლამაზი გოგონები, ან cute-ს რომ იტყვიან ისეთები, ჭკვიანები, ადეკვატურები და მოკლედ, “რაც კარგია იმას ვუსმენ.”
ძალიან მიკვირს როცა სიმპატიურ ბიჭებს შეუხედავ გოგონებთან ვხედავ. ჩემნაირ ტიპებს ხშირად ჰყავთ შეუხედავი ნაშები, იშვიათად მაგრამ არსებობენ ისეთები, რომლებსაც ძალიან მაგარ ნაშები ჰყავთ დათრეულები. მეც მინდა რომ ამ იშვიათ ტიპებს მივეკუთვნებოდე. საერთოდ, ვფიქრობ რომ ეს “იშვიათობა” იმის გამოა, რომ ჩემნაირი ტიპები უბრალოდ ნებდებიან. 40 წლის მე, რომელსაც ოჯახი არ ჰყავს და არც არავინ მეგობრების გარდა, უფრო კარგი ტიპია, ვიდრე რომელიმე მახინჯის შედარებით სიმპატიური ქმარი. ან ყველაფერი, ან არაფერი – აი ძირითადი პრინციპი. სულაც არ არის ისეთი პარადოქსალური როგორ სჩანს, უბრალოდ ჯერ “არაფერის” სტადიაში ვარ.
ჩემი კომპლექსების ძირითადი ნაწილი გამოწვეულია იმით, რომ სექსში ძალიან გამოუცდელი ვარ. ამიტომ მაგარ ნაშებზე ჩალიჩის მეშინია. არის ერთი-ორი მაგარი ნაშა, რომლის შებმაც შეიძლება, თან ვიცი რომ ვევასები. მაგრამ მეშინია იმის, რომ სექსით უკმაყოფილოები დარჩებიან და ვერ შევინარჩუნებ. რა უნდა ვქნა საამისოდ? ან უნდა დავტყნა ისინი ვინც მეძლევიან, მაგრამ მე მკიდიან – შესაბამისად მკიდია რას იფიქრებენ ჩემზე და ისინი მხოლოდ ხორცებად გამოვიყენო ან ვიარო ბოზებში.
აქ რამდენიმე პრობლემაა:
1. მე კაი ტიპი ვარ – მართალია, ჩემი ყოფლი შეყვარებული და მისი მეგობრები ფიქრობენ რომ ყლე ვარ, მაგრამ სინამდვილეში კაი ტიპი ვარ. შესაბამისად, არ მინდა ის გოგონები რაღაც ტრენაჟორებად გამოვიყენო, გულში იმედი ჩავუდო და ბოლოს, კარგად დაკაჩავებული ოლიპმიადაზე გავიდე.
2. არ მივეკუთნები იმ მამაკაცების რიცხვს, რომელსაც ნებისმიერ სულიერზე უდგება. ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება მივეალერსო ქალს, რომელიც არ მევასება და არ აღმაგზნებს. აიყენე და შეყავი კიდე არ მევასება მე. ბარემ დავანძრევ – რასაც ვაკეთებ კიდეც.
3. ბოზები – ნუ ეს ყველაზე კარგი გამოსავალია, მაგრამ აქ ზედა, მეორე ფაქტორი მოქმედებს. თუმცა, მაგარი ნაშების გამო მსხვერპლზე წასვლა ნამდვილად ღირს.

წაიკითხე მეტი…

Advertisements

კაცი, რომელსაც ასექსუალური ხალხი ძლიერ არ უყვარდა (ვარიაცია გურამ დოჩანაშვილის ნოველაზე)

მე და ჩემი შეყვარებული ფოტო სტუდიაში შევედით. ჩემმა სატრფომ ამოიჩემა, ”ჩვენი შეყვარებულობის 3 წლისთავიაო და სურათები გადავიღოთო.” მის ერთ-ერთ დაქალს გაუდუღია ამ სტუდიაში სურათები, ამას მოეწონა და ჩვენც წამოვედით. სხვა რა გზა მქონდა, დავყევი ჩემი მომავალი მეუღლის ნებას. კომპრომისი კომპრომისის წილ – აბა ის რომ ბოზებში მიშვებდა ხოლმე?! – აი სწორედ ასე წამომაძახა როცა წუწუნი მოვრთე მის ახალ აკვიატებაზე.

სტუდიის შესასვლელთან ვიღაც ლიბერალური გარეგნობის ბიჭი იდგა. ლიბერალური გარეგნობა დაახლოებით ასეთია – ოდნავ გრძელი თმები, 3-4 დღის გაუპარსავი წვერი, კისერზე კაშნი – ტექსასელი შარახვეტიასავით შემოხვეული, სიგარეტი პირში და ინტელექტუალური გამოხედვა.
– აქეთ მობრძანდით, თქვენ სურათის გადაღება გინდათ? რისთვის? მოდელი ხართ, პორტფოლიო გინდათ თუ შეყვარებულს გინდათ მისცეთ? – ბოლო სიტყვაზე ჩემი სატრფო ოდნავ შეკრთა.
– არა, ჩვენ უბრალოდ გვინდა კარგი სურათების გადაღება, საოჯახო ალბომისთვის.
– ახალდაქორინებულები ხართ?
– არა, მაგრამ ვაპირებთ, ჯერ მხოლოდ შეყვარებულები გვქვია.
– ძალიან კარგი, ბატონი უოლეს კემბრიჯი მალე გათავისულდება.
– ინგლისელია?
– არა, ქართველია. უბრალოდ ”მამაცი გული” უყვარს ძალიან და მთელი ცხოვრება კემბრიჯში სწავლაზე ოცნებობდა, ჰოდა, ფსევდონიმად ამ ორის კომბინაცია აიღო. ხომ იცით в наши дни без псевдонима некуда, განსაკუთრებით ფოტოგრაფიაში. მოკლედ, მობრძანდით აქეთ და დაელოდეთ. ყავა მიირთვით.

***

რამდენიმე წუთში ბატონი უოლესი გათავისუფლდა.
– აი ეს ჩემი მეილის მისამართია, ამაზე გამომიგზავნე ცარიელი წერილი, რომ შენი მეილი დაფიქსირდეს და 3-4 დღეში გადმოგიზავნი ამ სურათებს უკან. ამოარჩიე და მერე დავბეჭდოთ. კარგი აბა. ნახვამდის. კლინტ! ჰეი კლინტ სად ხარ? – ალბათ თავის ლიბერალ ასისტენტს დაუძახა. კლინტიც მალევე გამოეხმაურა მის ძახილს და მიუახლოვდა.
– აბა რა ხდება ჩემო ბიჭო, არის კიდე ვინმე?
– კი, აგერ გველოდება წყვილი. მოვალი მეუღლეები არიან და მომავალი საოჯახო ალბომისთვის უნდათ სურათის გადაღება.
– ძალიან კარგი, დაუძახე.

***

– მობრძანდით. თქვენ როგორ გნებავთ? თემატური ფოტოები – ვთქვათ კინოფილმების, ლიტერატურული და ა.შ. გმირების როლში, თუ ჩვეულებრივი ან იქნება ცოტა ეროტიულიც? – ცბიერად ჩაიღიმა კემბრიჯმა. – ვგიჟდები წყვილების გადაღებაზე! ისინი ისეთი ფანტასტიური მასალები არიან. ისეთი თამამები. თქვენც თამამები ხართ ალბათ არა? კამერის ხომ არ გეშინიათ?
– არა იცით ჩვენ კლასიკური პორტრეტები გვინდა, მე და ჩემს შეყვარებულს ერტოიული და რაღაც არაქართული სურათები არ გვინდა. კარგი იქნება თუ ქართული ფილმებიდან ავიღებთ.
– და ეროტიული რატომ არ გინდათ? რა არის ამაში ცუდი. თუკი ორ ადამიანს ერთმანეთ უყვარს. არა?
– ჯერ მაგის დრო არ მოსულა იცით… – დაიმორცხვა ჩემმა შეყვარებულმა.
– ანუ თქვენ ქალიშვილი ხართ?
– დიახ!
– მომილოცავს! – გულწრფელი ღიმილით მიიჭრა კემბრიჯი ჩემს საცოლესთან და ხელზე ნაზად ეამბორა.
– რას მილოცავთ?
– თქვენ წინ პირველი სექსის სიამოვნება გელით! დამერწმუნეთ ამას არაფერი სჯობს. აი, თქვენ ახალგაზრდავ? – მე მომიბრუნდა – თქვენთან როგორ არის საქმე?
– რა ვიცი, ხანდახან მიშვებს ხოლმე ბოზებში. – ჩუმად ჩავილაპარაკე!
– თქვენთვისაც მომილოცავს! – მარდად და ძლიერად ჩამომართვა ხელი.
– რას მილოცავთ?
– თქვენ წინ გელით ქალთან სექსის სიამოვნება, აბა ბოზთან სექსი ისეთივეა როგორიც ვთქვათ დაკლული ძროხის ბეჭთან ან ბარკალთან. აჰა, მოკლედ ქართული ფილმები თუ გვინდა, გოგია კენკიშვილის და ეთერის როლი უნდა გამოვრიცხოთ, არც ბეჩუნი პერტია და დათა თუთაშხია გამოგვადგებიან. ”ჭრიჭინაზე” რას იტყვით? ხომ კარგია? ”თოჯინები იცინიანზე?” ოღონდ ამ შემთხვევაში თქვენ ქალიშვილო, ცოტა ულვაშის მიწეპება დაგჭირდებათ. დანარჩენს მერე მოვიფიქრებთ აბა დავიწყეთ.  თამამად! თამამად! აი თქვენ ახალგაზრდავ დაჯექით მაგ მართკუთხედზე, თქვენ გოგონა ჩაუჯექით მას კალთაში. წარმოიდგინეთ, რომ ალექსანდროვის ბაღში სხედხართ და საზასაოდ ემზადებით, უკან გადავარდით… არა! არა! აზრობრივად! ბანალურია! უფრო ცეცხლოვანი გვინდა. აი, მარჯვენა ხელი მკერდზე დაადეთ თქვენს სატრფოს.
– რას კადრულობთ ბატონო უოლეს?
– რაშია საქმე? ნუთუ თქვენ ძუძუზეც არ მოგიკიდათ ხელი მისთვის – ბრაზით შემომხედა.
– არა! იცით არ მაკიდინებს!
– დალახვროს ეშმაკმა! რა არის ეს? გოგონა! მე გულწრფელად გილოცავთ! თქვენ წინ ძუძუზე ხელის პირველად დადების სიამოვნება გელით! მერედა როგორ აგიჩქროლდებათ გული, კერტები აგეწეწებათ! სხეულში სითბო ჩაგეღვრებათ. კარგით, კარგით გავაგრძელოთ! აი თქვენ, მაშინ კაბის ქვეშ შეუცურეთ ხელი და თეძოებზე მოეფერეთ. როგორ?! არც ეს გაგიკეთებიათ ოდესმე? გადასარევია პირდაპირ! ასეთ ხალხს თუკი შევხვდებოდი აღარც მეგონა. კლინტ, ბევრია ასეთი ხალხი.
– სავსეა ბატონო კემბრიჯ.
– რა საოცარია! კარგით! მაშინ რა ვქნათ… ქორწილის მერე რომ მოხვიდეთ? თუმცა ეგ როდის იქნება თქვენც არ იცით. კარგი… მაშინ პლატონური სურათები რომ გადავიღოთ? აი სკაიპში ისაუბრეთ და სკრინშოტებს გადავიღებ, მერე დავამუშავებ – არა? ცალ-ცალკე რომ გადავიღოთ და მერე ფოტოშოპში შეგაერთოთ – ცხადია უმწიკვლოდ?  არა! ეს საოცრებაა კლინტ!
– ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს საოცრება კი არა ეს გარყვნილებაა! თქვენი ვნებები და ფანტაზიები თქვენთვის შეინახეთ ბატონო კემბრიჯ. ეს ამაზრზენია! – გაცხარდა ჩემი საცოლე.
– კლინტ ეს რა მისალოცი ყოფილა კაცო, გადავირიე პირდაპირ. აი, ჩემი ნება რომ იყოს ყველა თქვენნაირ წყვილს მოვათავსებდი სექს-კარცერებში. დავავლებდი ხელს სხვადასხვა ბაღებსა და სკვერებში მოსაზავე წყვილებს და შევყრიდი სულ ყველას იქ. კარცერში იდგებოდა დიდი და ლამაზი ტახტი, დიდი პლაზმური ტელევიზორი, თაროებზე პორნოგრაფიული ფილმების დისკები. თუ თვითონ არ ჩართავდნენ, ძალით ჩავურთავდით იმ ტელევიზორს დისტანციური მართვით და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით სხვადასხვა პონრო ფილმებს გავუშვებდით. ჭერზე კამასუტრას პოზები იქნებოდა მიხატული. სანამ ალერსს და ნორმალურ სექსს არ ისწავლიდნენ მანამდე არ გამოვუშვებდი! დიახ!
– რა ალერსი, რის ალერსი! სქესობრივი აქტი მხოლოდ გამრავლებისთვისაა საჭირო! სხვა დანარჩენი უკვე გარყვნილებაა. – განრისხებულმა მიუგო ჩემმა მომავალმა მეუღლემ.
– ეს რა თქვა ღმერთო! ეს რა საშინელება თქვა! თქვენ ცხოველი ხართ! დიახ! თქვენ იმის ღირსი ხართ ვეგეტატიურად გამრავლდეთ როგორც საზამთრო ან სოკო! ან დამტვერვით – როგორც ყვავილები! წადით! ძალინ გთხოვთ დატოვეთ აქაურობა, აღარ მინდა თქვენი ცქერა! კლინტ, დღევანდელი ფოტო სესიები გააუქმე, შოკირებული ვარ და ვერაფერს გადავიღებ ჩემი ამბავი რომ ვიცი! ჰო და იქნება იზრუნო, რომ ჩვენს სტუდიაში ამიერიდან ”აპკ-კონტროლი” დაწესდეს – არავითარი ქალიშვილები ჩემი კამერის ობიექტივში, გაითვალიწინე იცოდე! დღეიდან ასე იქნება!

ბანალური რეალობა

2 წლის წინ ნინისთვის რომ გეკითხათ, შენი შეყვარებული სხვა ქალთან რომ დაწვეს რა რექაცია გექნებაო, გიპასუხებდათ: ”ქორწინებამდე სექსი ჩემთვის მიუღებელია და აბა რა ქნას ნიკუშამ? რასაც მე ვერ მივცემ ქორწილამდე, სხვისგან აიღოს.” 2 წლის და ასე 50 ბოზის მერე იქორწინეს როგორც იქნა. ნინი როგორ ელოდა პირველ ღამეს, ამის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. დასთან ერთად ბაზრობაზეც წავიდა ერთი თვით ადრე და ძალიან სექსუალური პენუარიც იყიდა. მთელი ერთი თვე თითებით იწვალა კლიტორი, თან ოცნებობდა როგორ შემოაგლეჯდა ნიკუშა ამ პერანგს.
ქორწილის საღამოს სიძე ძლიერ დათვრა. იმ ღამეს ნინის პენუარში ეძინა.

2 წლის მერე ნინის პენუარი ყუთში აღმოჩნდა ნაფტალინთან ერთად.
ჩვეულებრივი წყვილი იყო, დაახლოებით ისეთი დღემდე რომ ვერ გაურკვევიათ გემანიის დედაქალაქი ბონია თუ ბერლინი. ნიკა მუშაობდა, ოჯახს არჩენდა. ნინი დიასახლისი იყო, ნიკას შემოტანილს განაგებდა და ასე ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ. ასეთივე ჩვეულებრივი სექსი ჰქონდათ. დადებდა ლოგინზე ნიკა – ნინის, დაედებოდა ზემოდან და 2 წუთში ამთავდებდა ყველაფერს. ასეთ კაცებს ეძახდნენ ჩვენში გამოცდილებს. 12 წლისას ბიძამ წაიყვანა საუნაში (ისევე როგორც ყველა სხვა, გამონაკლისის შემთხვევაში მამებს მიჰყავდათ ხოლმე, უფრო დიდი გამონაკლისის დროს უფროს ძმას, იმაზე უფრო დიდი გამონაკლისას ძმაკაცებთან ერთად მიდიოდნენ და ერთეულები წვებოდნენ მხოლოდ საყვარელ ან მოწონებულ ქალთან უფულოდ, წყანარად და უბიძ-მამა-ძმაკაცოდ). ჭუჭყიან კაფელზე გატანტლდა და სამიზნე ხვრელს მიუახლოვდა. არადა ჯერ 12 წლის იყო, გვარიანად დანძრევაც ვერ მოესწრო ცხოვრებაში. მივიდა, შეყო, იბანავა – გამარჯვების ახალი ფორმულა. ვალმოხდილმა ბიძამ სახლში დატოვა. მთელი ამ ექსპანსიების პერიოდში მხოლოდ სამი პოზა ქონდა ნასწავლი, თვითონ ზემოდათ, ”რაკამ” და თვითონ ქვემოდან. ცოლთან ყველაზე ხშირად პირველს იყენებდა, მეორეს ვერ აკადრებდა და მესამეს – მხოლოდ დაბადების დღეზე.

დღეს რომ ნინისთვის გეკითხათ: ”რას ფიქრობ იმაზე, რომ შენი ქმარი ქალებში დადისო?” გიპასუხებდათ: ”კაცია და გაივლისო.” ნიკა კაცია – ცოლს არ ტყნავს… ხშირად.

კატეგორიები:მარაზმები, Front ტეგები:, ,
%d bloggers like this: