Archive

Posts Tagged ‘ბიზნესი’

ორიოდ სიტყვა მამაზე

აგვისტო 18, 2011 6 comments

რაც თავი მახსოვს, მამაჩემს სულ მოვალეები ჰყავს. ყველა ვალი რომ ერთად აიღოს ალბათ მილიონერები ვიქნებით. ბოლოს და ბოლოს მასაც აუსრულდება ოცნება და დაიწყებს რამე კორპორატიულ ბიზნესს. აგერ უკვე 51 წლისაა და დღემდე ოცნებაში ატარებს დროს. ნუ ოცნებაში რა, პირდაპირ მილიონის შოვნა უნდა. ჩალიჩობს შაქარს ბრაზილიიდან, ცემენტს ესპანეთიდან, გააქვს სპირტი, შემოაქვს ფქვილი, მორგან ჩეიზის აქტივების დათრევაზე ფიქრობს და მერე 250 მილიონიანი მორგიჯების და საბანკო კრედიტების ამოღებაზე იწყებს ოცნებას. ერთი ჩვევა აქვს, დაჯდება სამხზარეულოში, მოუკიდებს სიგარეტს, ფეხს ფეხზე გადაიდებს და თვალებს ჭერისა და კედლის შეერთების კუთხეს მიაბჯენს – ძირითადად თვალების დახრილობის კუთხრ 70 გრადუსია ხოლმე. ხშირად ვეუბნებით, რომ არ არის ბიზნესი მისი საქმე. ზედმეტად ალალია ამ საქმისთვის.
– აი შენ გაწეწავ ვინმეს?
– არა. რატომ უნდა გავწეწო?
– აი, მე ვწეწავ. პროდუქტის გაკეთება 400 ლარი მიჯდება და შემკვეთს 30 000-ს ვახდევინებ. შენ გააკეთებ მაგას?
– ვერა.
ჰოდა, რა გინდა ბიზნესში? შენ ვერც ვალს ამოიღებ. არ სჯერა.
არადა პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ ეგრეა.
გაწეწავს კი არა იქით ატანდა ფულს.
მე რომ ასე 3-4 წლის ვიყავი, თავისი ძმაკაცი დასდგომია, თავანი მაქვს 80 000 მანეთი და რამე მიშველეო. მამაჩემიც კაცურად მოიქცა და “ბენზინკალონკაზე” თავისი წილი გაყიდა 80 000 მანეთად, ჩანთით მოუტანა ფული ძმაკაცს და ჩააბარა.
3-4 თვის მერე სადღაც სუფრაზე გაჩითულან, მამაჩემის გათავნული ძმაკაცის ძმაკაცი წამომდგარა ფეხზე და ასეთი სადღეგრძელო უთქვამს: “მე ყველაზე მაგარი ძმაკაცი მყავსო. კაცი რომელმაც 80 000 ჩამიბარა თავანიო.”
კი წაუხდა მამაჩემს ნირი და ფერი, მარა გვიანღა იყო.
მეორე ძმაკაცითვის 25 მანეთიანების “პაჩკები” უჩუქნია ქორწილში.
ის მოსულა და ასე უთქვამს, ერთ-ერთ პაჩკას 2 ცალი 25 მანეთიანი აკლიაო.
ამოიღო და დაუმატა.
რა ქნას? ალალია, სხვანაირად არ შეუძლია.
90-იანებში ერთ პარტიაში იყო. დედაქალაქის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს.
მის უფროსს, ანუ თავმჯდომარეს, დიდი მაყუთი ქონდა. მის შვილს მობილური ეჭირა და ზედ ბეთჰოვენის Fur Elise-ს აწყობდა ხოლმე ღილაკების წკაპუნით.
მეც მომინდა. ჰოდა, მამაჩემს მოვთხოვე გახდი კორუმპირებული და შენც მოტეხე ფულები “ივენთების” ბიუჯეტიდან-მეთქი. რა ქნა იცით? მეორე დღეს სამსახურიდან წამოვიდა, “ბავშვი მიფუჭდებაო.”
რა ქნას? ალალია და სხვანაირად არ შეუძლია.
პირველი მოგონება, რომელიც მოვალესთან ურთიერთობაზე მომდის, მუხიანში ვითარდება. უკან ვზივარ მანქანაში, მამაჩემი და მისი ძმაკაცი წინ სხედან. მოვალესთან იყვნენ, იმან იწუწუნა, იტირა, ახალი დაპირებებით გამოუშვა და “ფულზე ჩალიჩს შეუდგა.” ჯემალი ერქვა მემგონი იმ კაცს.
ერთ დღეს ბიძაჩემი მოიწვია, ის ცოტა ისეთი ტიპია, დაუნდობელი.
კარის ჭუჭრუტანადან ვუყურებ პროცესს.
მოვალე ზის ჩვენს ბუხართან, სკამზე. წინ მამაჩემი და ბიძაჩემი უსხედან. საუბრობენ.
ბიძაჩემი დგება, სკამს ძლიერად ურტყავს ფეხს და მოვალე ძირს ეცემა. სახეში წიხლსაც აყოლებს. რაღაც მილიონიან საქმეზეა მამაჩემი გადაგდებული. ლაშა ერქვა იმ კაცს. მას შემდეგ არ მინახავს, ალბათ არც მამაჩემს.
მოკლედ, მამაჩემი არ არის ბიზნესმენი, არ არის მევახშე და არც ამომღები. მას არ შეუძლია ბინა აახიოს ვინმეს, ცემოს, ან თუნდაც სასამართლოში უჩივლოს.
მე, ისევე როგორც მამაჩემს, არ მესმის როგორ უნდა მოატანინო ადამიანს ფული თუ მას ფიზიკურად არ აქვს ამის საშუალება. არ აქვს და მორჩა. რატომ ისესხა? რაღაცის იმედი ქონდა და ისიც ისევე დააღალეტეს, როგორც მამაჩემი დააღალატა მან. სახლი გაყიდოს? მერე ბავშვები სად წაიყვანოს? სად იცხოვროს?

წაიკითხე მეტი…

2012

2012 წლის 21 დეკემბერს დედამიწას მეტეორიტი დაეჯახა. ერთი შეხედვით დიდი ტრაგედია, სინამდვილეში ნამდვილი დღესასწაული იყო, თუმცა ამის შესახებ კაცობრიობამ ჯერ არ იცოდა.

მეტეორი, რომელიც შეორეული გალაქტიკრუი მძღნერის გროვა იყო და რომელიც მილიონობით სინათლის წელიწადი ღია სივრცეში მოგზაურობდა შესაფერისი მიზნის ძებნაში, პირდაპირ ორ ზღვას შუა დაეცა. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე დიდი ორმო (”იამკა”) გაჩნდა.

მთელი მსოფლიო შოკირებული იყო, მაგრამ ამით არაფერი იცვლებოდა. მსოფლიოში მხოლოდ ერთი ქართველი დარჩა ჩემი სახით. ამიტომ როგორც ქვეყნის სამართალ მემკვიდრეს ორმო და გაეროს გენერალური მდივანის სამძიმარი გადმომცეს. საგარეო ვალების გასტუმრების შემდეგ რამდენიმე მილიონი და ბადენ-ბადენის აგარაკი დამრჩა. როგორც ნამდვილმა ქართველმა, მაშინვე რაციონალურად აზროვნება დავიწყე და ფულის ფლანგვას მისი დაბანდება ვარჩიე.

რამდენიმე თვიანი სამშენებლო სამუშაოების შემდეგ, ახალი ატრაქციონი მზად იყო. ორმოს კიდეებზე დამონტაჟებული ”Overlook-ები” და “Observation Deck-ები” ტურისტებს ვერ იტევდა. ატრაქციონის შესავლელთან დიდი აბრა ეკიდა – ”მოდით და იხილეთ მსოფლიოში ყველაზე დიდი უფსკრული.” ამ აბრას ვუცქერდი და თან ვფიქრობდი, ”რა საკრალური სლოგანია.” ტურიზმი ყვაოდა საქართველოში, მაგრამ საქართველო ამას ვერ მოესწრო.

ერთ დღესაც როდესაც სამშობლოს გავცქეროდი და აწ უკვე ყოფილი ბროჯომ-ხარაგაულის ტყეპარკიდან წამოსულ ნიავს ხარბად ვისუნთქავდი, გვერდზე უცხოელი წყვილი ამომიდგა. თავისთვის წყნარად საუბრობდნენ იმ ვერ ჩადებულ ინვსტიციებზე რომელის იმედად მთელი ერი იყო ოდესღაც. ჩემთან ახლოს მდგომმა სინანულით თავი გააქნია, სიგარეტს ნაფაზი დაარტყა და ბიჩოკი პირდაპირ ”სამშობლოს” შუაგულში გადაუშვა, ზედ კი გვარიანი ნახველი მიაყოლა. თვალი გავაყოლე ამ უცხოურ კაპიტალს და დავინახე, რომ ზუსტად იმ ადგილას დავარდა სადაც ოდესღაც იუნკერთა საფლავები იყო.
”კიდევ კარგი ქართველი ერი არ უყურებს ამას.” – გავიფიქრე მე და შვებით ამოვისუნთქე.

%d bloggers like this: