Archive

Archive for the ‘შეიცან თავი შენი’ Category

ქართველი ნონკონფორმისტების საგა

აგვისტო 15, 2011 11 comments

ზუსტად რა დღე და რიცხვი იყო არ მახსოვს, საერთოდ, ქართველი ნონკონფორმისტის პირველი წესია თარიღი არ უნდა გახსოვდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტექსტზე მუშაობ. აქ ფანტაზია უნდა მოიშველიო და თარიღი მოარგო ამბავს და არა პირიქით. შენ მოირგო თარიღი და არა პირიქით. მოკლედ, ზაფხულია, ასე ორი-სამი კვირის წინ, ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოვების მერე, იმედგაცრუებული გამოვდივარ მარჯანიშვილზე. ჩემს ძმაკაცს, პაატა შამუგიას, “საბა” არ გადასცეს, გივის მისცეს ალხაზიშვილს. არ ვიცი ახლა გივი რამდენად იმსახურებდა მაგას, ის კრებული არ მაქვს წაკითხული, მარა რამდენიმე ლექსი, რაც ვიცი დიდად არ დამევასა. კაროჩე, მოვდივარ და ვურეკავ სანდრიკას, ნავერიანს, ეგეც ნონკონფორმისტია, წიგნი გამოსცა ცოტა ხნის წინ და მწერლის სტატუსიც გაირტყა. მე, ნაფტა და ზომბი ვართ ბროსეში და მოდიო.
ბროსეს ბაღი რაღაც აღთქმული ქვეყანასავითაა მგონი, მე პირველად ვარ იქ. მთელი ცხოვრებაა ამ ქალაქში ვცხვრობ და მხოლოდ მარშუტკიდან მაქვს ამ ბაღის ვიზუალი შეცნობილი, იქაური ბოჰემური და ხორციელი ცხოვრება ჩემთვის უცხოა. პირველი ნაბიჯი ბროსეში და იქ დანახული და გაგონილი უკვე მაძლევს იმის საშუალებას, რომ საკრალურობა დავინახო. გვერდი-გვერდ მდგარ სკამზე სვამენ “რელიგიის დასაცავად” გამოსული სასტავი და ქართული ნონკონფორმიზმის სამი იმედი: ნაფტა, ზომბი და ნავარა. ერთმანეთს არ ეხებიან, თავისთვის ატრაკებს ყველა. ჰაერში საკმეველის და თანამედროვე ქართული ბოჰემის – აცეტონის არყის სუნის ნარევი ტრალებს და სალბუნად ედება მომავლის და დალაგებული საზოგადოების პირობებში ცხვორების იმედებს. ჩემს დანახვაზე ისინი სხვა სკამისკენ ინაცვლებენ, ალბათ სივრცე არ გვეყოფა. ამ სამს თან ახლავთ ვიღაც გოგო, ჩემთვის უცნობი, რომელიც როგორც აღმოჩნდა აბიტურიენტია და გამოცდების მერე განტვირთვის მიზნით დაეხეტება პარკებსა და ბაღებში, პერსპექტიული ახალგაზრდების გაცნობის იმედად. ზომბი ჩალიჩობს ეს აბიტურიენტი ნაშა ნაფტას დააჯახოს, ნაფტა ძალიან ზარმაცი და წუწუნაა. ყველაფერი ეზარება ტიპს, სექსიც და სიყვარულიც. იმდენად ეზარება, რომ შეყვარებული სადღაც გალაპაგოსის კუნძულებზე თუ ეგეთ ეგზოტიკურ ადგილას გაიჩინა, ვიღაც ქართველი გოგო გააძრო და ტელეფონით ჩხუბობენ ხოლმე, მერე ერთმანეთს ურიგდებიან და ორივე ბედნიერად ცხოვრობს. გოგოს ეფსია, ზომბი ნაფტას ავალებს ესკორტს და ჩვენ ორივე ვბალელშიკობთ, მაგრამ ისედაც ცხადია, რომ იმ გოგოს მხოლოდ ტვინს მოტყნავს და სხვას არაფერს გაეკარება.
– მე მოვედი შენთან, ყვავილებით ხელში და ვივიწყებ წაგებულ ომს. – წაუმღერა ზომბიმ უკან დაბრუნებულ ნაფტას. რა საინტერესოა, არასოდეს მიფიქრია ამ სიმღერაზე ამ კუთხით. ანუ ირაკლის ერთ დღეს არ აუდგა და ქეთათოს ეს ლექსი დაუწერა. კიდევ ერთხელ მოვყავარ აღფრთოვანებაში მის გენიოსობას და ქიმიური ნარევით – მირინდა+აცეტონის არაყი, ვიჭყიპები. სანამ ჩვენ ნაფტას ვატერლოოზე ვსაუბრობთ, პაატა შამუგია მოგვადგა და საგზლად წამოღებული შუტკა მოიტანა, რომელიც იორიკის გონებამ შვა: “არა უშავს პაატ, ჩვენც დავბერდებით.” და აქვე საზეიმოდ, ყველაზე თესლი და ყველაზე ავთენტური საბა გადაეცემა პაატა შამუგიას. საზეიმოდ დავდე ფიცი, რომ ცხოვრების ბოლომდე მისი ვარ. შეიძლება 2011 წლის არ ვარ, არც ბრინჯაოსი ვარ და არც რატი ამაღლობელი მომფერებია, მაგრამ 1984 წლის მოსავლის საუკეთესო ნაჟური ვარ. ზუსტად ისეთი იდუმალი და ღვთაებრივი, ისეთი წვნიანი და ტკბილი, ისეთივე ბრძენი და დამდგარი, როგორც ათასრვაას რომელიღაც წელს ჩამოსხმული წითელი ღვინო. ჩავეხუტე და ვუთხარი, “მე შენი ვარ! მიმიღე! მაინც ყველანი პიდარასტები ვართ!” ვიცინით, ხუმრობა “უდაჩნად” დაჯდა.
ნელ-ნელა ალკოჰოლი გვიტევს, ახალ-ახალი პოეტები და მწერლები მოდიან, გაქაფულები ვართ. ვსაუბრობთ, კულტურული რევოლუციის ნამდვილი კოცონი გვაქვს დანთებული და ივლისის იშვიათი სიო წინაპარი “პიდარასტების” შვების ამოსუნთქვად გვეჩვენება. ჩვენი ღრეობა 90-იანი წლების თაობის ოცნებების სასაფლაოზე გამართულ სატანისტთა ზეიმს გავს, სადაცაა ნაფტას დავკლავთ და მსხვერპლად შევწირავთ უდროოდ დაღვრილ ქართულ მუზას.
ნაფტა წუწუნებს.
გონების სიღრმიდან წამოსული რევოლუციური სიო მის გამყინავ პროტესტში ჰოპვებს გამოძახილს.
დავცინით დეფის, დავცინით რა – ვფიქრობთ რომ მაგარი ყლეა. კიდე ვიღაც ახალგაზრდა პოეტებს, სიყვარულის ხონჩებზე, ტრფიალის ალმურებზე, ალანძულ კდემაზე, ჯოკონდასებრ ღიმილზე და ყანწებზე რომ წერენ. ნიკოფსია რომ ენატრებათ და დარუბანდი ტკივათ, ტაო რომ გულს უჩქროლებთ და საინგილო თვალებს უცრემლებთ. თბილისური გაზაფხული რომ უყვართ და მყინვარის გოროზი რომ ამშვიდებთ. მაგათი დედა მოვტყანთ სულ ყველასი! ჩვენ ქართველმა ნონკონფორმისტებმა. და აქვე ვდებ ძალიან სერიოზულ ფილოსოფიურ აზრს, ჩემი დინჯი, მაგრამ მაინც გულმხურვალე აზრით, ტერენტი გრანელობა და გალაკტიონობა ისეთივე ყლეობაა ჩვენს ეპოქაში, როგორიც ბითლსის და პინკ ფლოიდის სტილში სიმღერა რადიოჰედის და დაფტ პანკის დროში. ვთანხმდებით. რაღაც ისეთია, კულტურული რევოლუციის მანიფესტში რომ უნდა ჩაიწეროს. ახალგაზრდა, წვიმის, შემოდგომის, სიღრმის, კავკასიონის, ბერმუხის, ტოროლის და სხვა ასეთი დედამოტყნულობების პოეტებს ხელები უნდა დავაჭრათ, მათი ფანი გოგოშკები სამუდამოდ გადავხვეწოთ უკაცრიელ კუნძულებზე და აქ დაწყევლილი და უარყოფილი, არნაკურთხი და არალეგალიზებული არყიანი ყლეები სანატრელი გავუხადოთ მთელი თავიანთი ცხოვრება.
დეფიზე ამბობენ, სამუშაო მაგიდაზე, აი იქ სადაც ლექსებს წერს, მიკარება არ შეიძლებაო. სხვა არავინ უნდა შეეხოსო. მუზა თუ მისი მადლი მიდის, არ ვიცი. მოკლედ საკრალური მაგიდა აქვს.
რა დიდი სიამოვნებით მოვუჯვამდი მაგ მაგიდაზე, ნეტა იცოდეს!
მერე ვასკვნით, რომ მაგარ ყლე საზოგადოებაში ვცხოვრობთ, კი არადა ქვეყანაში – ან ორივეში. მოკლედ, გინდა არ გინდა, ადამიანი შეიძლება ხელისუფლების მხარეს აღმოჩნდე. და მე კიდევ ერთ ფილოსოფიურ აზრს ვაგდებ გონებრივი საშოდან, “ამ ყლეებმა იმდენი ქნეს, ალტერნატივა მეინსტრიმად აქციეს.” რო ვუფიქრდები, ცოტა ყლეობაა, მარა იდეა გასაგებია. მოგვწონს! განვიხილავთ, ვსაუბრობთ, ბოჰემა ხარობს.
უკვე დავთვერით. და მე მეხსნება მუზა, მახსენდება, რომ ოდესღაც ფოქს მალდერობა მინდოდა, მერე ინდიანა ჯონსობა და ახლა პედრო ალმადოვარი მინდა ვიყო. არა, დაჟე უფრო თესლი როჟა. და ვდებ ჩემს სცენარს, რომელიც ასე გამოიყურება:

წაიკითხე მეტი…

Advertisements

ადამიანი

აპრილი 8, 2010 10 comments

ჩემს უბანში ერთი ბიჭი ცხოვრობდა, სახელი არ ვიცი – ალბათ გიორგი ერქმეოდა როგორც ყველა ორიგინალურ ადამიანს. როგორც ორიგინალური სახელის მქონე ადამიანს, თვითონ გიორგიც ორიგინალური იყო. ძალიან განსხვავდებოდა თავისი თანატოლებისგან. გიორგი ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო, დადიოდა ეკლესიაში – ოღონდ ეს მთელი რიტუალი იყო. დილას უთენია დგებოდა, ლოცვას წაიკითხავდა, მსუბუქად ისაუზმებდა და შემდეგ ქალაქის მეორე ბოლოს არსებულ ტაძარში მიდიოდა. იგი ფიქრობდა, რომ სულაც არ იყო საჭირო ვინმეს ცოდნოდა რომ ის ეკლესიაში დადიოდა, არ უყვარდა ამის აფიშირება – “თავმდაბლობა და შინაგანი რწმენა ყველაზე მთავარია” იტყოდა ხოლმე ის. მარხულობდა, ოღონდ ნამდვილი მარხვით. სამარხვო ქაბაბებს და ტორტებს არ ეკარებოდა “მთავარია სულიერ მარხვა, მუცელს რით ამოიყორავ რა მნიშვნელობა აქვს?” იტყოდა ხოლმე. ეკლესიიდან გამოსული მათხოვრებს ბოლო კაპიკებს უყრიდა ხოლმე ხელში, თვითონ კი სახლში ფეხით მოდიოდა. პერიოდულად, თავის დამდაბლების მიზნით თვითონაც დგებოდა ხოლმე მათხოვრად, ეკლესიისგან შორიახლოს ერთი ხალხმრავალი ადგილი ჰქონდა მოგულებული და იქ ითხოვდა წყალობას. რასაც შეაგროვებდა მათხოვრებს ურიგებდა ბოლო კაპიკამდე.

უბანში გამარჯობას არ დაგზარდებოდათ. გამოვიდოდა ხოლმე ჩვენთან ბირჟაზე, გაგვესაუბრებოდა, თუ ვინმე რამე სისულელეს იტყოდა, გულში ლოცულობდა მისთვის. მიაყრიდნენ ხოლმე ბიჭები ათას კითხვას, ჭორად დადიოდა მისი ღვთისმოსავობის ამბავი, მაგრამ დანამდვილებით არავინ იცოდა. დადგებოდნენ მის წინ და იწყებდნენ “ტრიპაჩს” – “აუ დღეს მამაო ვნახე და მაგარი მომსახა იმინა, ღმერთო მაპატიე ეს რას ვამბობს, მარა სახელდობრ (იმინნა* ავტ. შენ.) ეგრე იყო რა,” “ბიჭო ის სოიოს კატლეტები და სასიკები გასინჯე? სამარხვოდ რა მაგარია იცი, ნაღდისგან ვერ გაარჩევ რა” და ა.შ.  ერთხელ, როცა ასეთი საუბარი მოისმინა გიორგის ანაზდად ღიმილმა გადაურბინა, მაგრამ უმალვე მოიღუშა, შეკრთა და ჩუმად წავიდა. ამპარტავნების ცოდვაში ჩავარდა ალბათ როცა ამათი მორწმუნეობა შეაფასა – თუნდაც წამიერად. ერთი თვე არ გამოჩენილა, ვერც კი გავიგე სად იყო, სად იმდაბლებდა თავს და სად ინანიებდა ამ უმძიმეს ცოდვას. მისი ამბავი რომ ვიცი, სადმე რაიონში გადაიხვეწებოდა, რომელიმე ოჯახს დაუდგებოდა მსახურად და ფეხებს დაბანდა ოჯახის უფროსს, და ალბათ სხვა ყველა წევრსაც, ყოველ საღამოს. ხანდახან ვფიქრობდი, რატომ არ მიდის ეს ბიჭი ბერად მონასტერში, განა მისნაირების ადგილი იქ არაა? რომ მთელი თავისი არსება უფალს მიუძღვნან? ალაბთ ოჯახს ვერ ტოვებდა, მათაც ეხმარებოდა, უვლიდა და ემსახურებოდა.
კარგი ადამიანი იყო გიორგი, მისაბაძი; თუმცა ყველა ვინც კი მის გარშემო ტრიალებდა: მეზობელი, უბნის ბიჭი, ნაცნობი თუ უცნობი, ფიქრობდა რომ ის უბრალოდ ყლე იყო.

ქართველი ანარქისტის ფიქრები (ავტობუსის გაჩერებიდან – სამსახურის ზღურბლამდე)

იანვარი 20, 2010 2 comments

მიყვარს ანარქიაზე ფიქრი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქუჩაში მივსეირნობ და კორპორატიული ნაბიჭვრების მერ შექმნილი აპარატის მეშვეობით მუსიკას ვუსმენ. მუსიკაც რაღაც ანარქისტულია, თითქოს. პოსტ-აპოკალიპტიკური დედამიწის კადრები მიდგას თვალწინ. მიყვარს როცა წარმოვიდგენ, როგორ მოუტყნეს ადამიანებმა ერთმანეთს დედის მუტელი – ოღონდ სწრაფად, ისე ნაბოზრულად არა როგორც ამას დღეს აკეთებენ. პრინციპში გლობალურ წიაღსვლებში გადასვლა ამ ეტაპზე არ გვინდა,  ისევ ლოკალურ ანარქიაზე ფოკუსირება სჯობს.

საიდან შეიძლება დაიწყოს?

ერთ დღესაც ამოგვივიდეს ყელში ეს ყველაფერი რაც ამ ქვეყანაში ხდება და დავერიოთ ამ დედამოტყნულ პოლიტიკოსებს – ხელისუფლებასაც და მათ მოწინააღმდეგეებსაც, ლიბერალებსაც და ავტორიტარებსაც, მემარცხენეებსაც და მძრეველებსაც. დავხოცოთ ყველა, ვიტრინებ ჩამოლეწილი ავტო მაღაზიებიდან საბურავები გამოვიტანოთ, ერთმანეთზე დავაწყოთ და ესენი ჩავსვათ შიგ, მერე ბენზინი გადავასხათ თავზე და ცეცხლი მივცეთ. დროშების მაგივრად ამათი სახეები ჩამოვკიდოთ (ეს სადიზმია თუ ანარქია? თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს). ”ჩვენი წარმატებით ფრთა შესხმული” მსოფლიოს წამებულ ანარქისტთა ბრბოები მიუვარდებიან თავიანთ მთავრობებს და იმათაც იგივეს უზამენ. შემდეგ ნაბიჯი ანარქისტებს შორის წამოჩიტული მოლიდერო არსებების დედის ტყვნაა. ვინმე არაანარქისტულ წარსულში ჩარჩენილ ნაბოზარს, რომელიც დალეწილი მანქანის ”კაპოტზე” დგება და იქიდან დირექტივებს იძლევა, სახეში  მოლოტოვის კოქტეილი ხვდება.

შემდეგ  რაც ხდება ძირითადად ჩემს დიდ და მსუქან ანარქისტულ ყლეზე მკიდია.

სამყარო უფრო ლამაზია.

მომწონს მოჭარბებული წითელი ფერი ქუჩებში და სისხლით დახატული გრაფიტი.

მივდივარ ჩემთვის, მივუყვები დანგრეულ და დალეწილ ქუჩას, რაც მთავარია ტროტუარზე.

ჰაერში თავისუფლების სუნი ტრიალებს, რომელსაც ოდნავ გასდევს  წარსულის ხრწნის, საამურად მძაღე, არომატი.

სულ მალე ყველაფერი დალაგდება – პრიმიტიული მატერიალიზმით მოაზროვნე რამდენიმე მილიონი სირი ერთმანეთს დედას მოუტყნავს და ამ ქვეყნად მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დავრჩებით.

აი ამ ფიქრებში გართული, მივადგები ხოლმე სამსახურს, შევაღებ კარებს, ვჯდები კომპიუტერთან, ვიწყებ მუშაობას და გულში ვფიქრობ: ”ჩემი ძალად ანარქისტი დედას შევეცი!”

ჟურნალ-ისტი

დეკემბერი 10, 2009 4 comments

მტვრის და გაჯის სუნიან, ბათქაშ ჩამოყრილ ოთახში რამდენიმე ჟურნალისტი ფუსფუსებდა. მასისთვის საყვარელი გაზეთი, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ნამდვილ პრესასთან, ახალი სკანდალური ისტორიის გამოსაქვეყნებლად ემზადებოდა. ნაბახუსევზე მყოფი ჟურნალისტები თან მინერალურ წყალს სვამდნენ, თან წუწუნებდნენ და თანაც სიძულვილნარევი ენთუზიაზმით შრომობნენ. ჟურნალისტებიო ვთვქვი, მაგრამ არც ერთ მათგანს საერთო არ ჰქონდა ჟურნალისტიკასთან. სადარბაზოს უნივერსიტეტ დამთავრებულ სამი უწიგნური, წვერგაუპარსავი და ვინ იცის რამდენი დღის დაუბანელი სამი ახალგაზრდა წარმოადგენდა ამ გაზეთის ინტელექტუალურ რესურსს. ყველაზე განათლებული, ყველაზე ახალგარზდა იყო – “დათა თუთაშხია” წაეკითხა სტუდენტობის პერიოდში და უთქვამს, ”ამაზე მეტი წიგნის წაკითხვა რა საჭიროაო.” წიგნებს კინო-ფილმები ერჩივნა, ”ადნაჟდი ამერიკე” და ”ბრიგადა” მისი საყვარელი ფილმები იყო. ზოგადი განათლების მისაღებად ხანდახან ლექსიკონს და ყვითელ პრესაში დაბეჭდილ ენციკლოპერდიური ტიპის სტატიებს გადახედავდა ხოლმე. განათლება კი ეწადა, მაგრამ არც ნებისყოფა ჰყოფნიდა და არც ნიჭი; ბავშვობაში რომ ეტყოდნენ, ”დაჯექი, წიგნი წაიკითხეო,” უმალ უპასუხებდა, ”გულს ვერ ვუდებ, არ შემიძლია, ვიღლები და მეძინებაო.” ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მამამისი მეგობრის რჩევით ჩააბარა, ხსნებეული მეგობარი იმ ”სადარბაზოს უნივერსიტეტის” რექტორი იყო და ადვილად მოაწყო, იმასაც დაჰპირდა, ”რომ დაამთავრებს სამსახურასაც ვუშოვი, ჩემი მეგობარი უშვებს გაზეთს, კარგი ხელფასი ექნება, კარგ წრეში მოხვდება და ეგებ ბედსაც ეწიოსო.”

წარმატებულ ჟურნალისტად ითვლებოდა, მისი სტატიები რედაქტორსაც მოსწონდა და ხშირად პრემიასაც აძლევდა. მკვითხველიც კმაყოფილი იყო, ”გულს ვიოხებთო” ამბობდნენ. მისი სტატიების სტილი ძირითადად დიდაქტიკური იყო; საოცარია მაგრამ წერის ნიჭი მართლაც ჰქონდა, ყოველშემთხვევაში საშუალო სტატისტიკური ”მარტო დათა თუთაშხია წაკითხულის” გულს სალბუნად ედებოდა მისი სტრიქონები. ხშირად სვამდა, მარა ლოთი არ იყო, ისე უბრალოდ ერთობოდა ხოლმე. მყრალი არაყი და ცუდი ”პახმელია” ერთგვარი საწვავი იყო მისი ტვინისთვის, სიძულვილს და ბრაზს აგენერირებდა ნამეტანი დიდი სისწრაფით; ჰოდა აბა მეტი რა იყო საჭირო კარგი ჟურნალიზმისთვის? სიძულვილი, ფრაზები თუთაშხიადან, კლავიატურაზე კაკუნით ემოციების გადმოტანა და ფილოლოგიური ფაკულტეტის დაუსწრებელის კურსდამთავრებული კორექტორი. სტატიების სათაურებსაც ისე არჩევდა მის მკითხველს პირველივე გვერდიდან სტაცებდა თვალს და ყურადღებას.

ის ადამიანები, რომელთაც მისი სტატიები არ მოსწონდათ და მას დაბოღმილ და დაკომპლექსებულ ახალგაზრდად მიიჩნევდნენ, გარკვეულწილად მართლები იყვნენ. ჩვენს გმირს ერთი მეტად დიდი საიდუმლო ჰქონდა ჩამარხული გულის სიღრმეში, რომელსაც გამალებით ებრძოდა. მის გარშემო მყოფი ადამიანები საერთოდ ვერ ხვდებოდნენ რა ტრიალებდა მის თავს; არა, ისე კი ნუ გაიგებთ თითქოს თავის ახლობლებსაც ცუდად ექცეოდა და თავს აბეზრებდა, უბრალოდ გულჩათხრობილი იყო, ხანდახან ბრაზობდა კიდეც რაღაც უაზრო მოვლენებთან დაკავშირებით, საერთო ჯამში კარგი ბიჭი იყო, ურთიერთობაში ბადალი არ ჰყავდა – ყოველშემთხვევაში მისი ახლობლების პარამეტრებით მაინც.

ლიტერატურული ხერხების ფარისევლური კასკადით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენი გმირი ფარული გეი იყო. ამის დაფარვას აგრესიით ცდილობდა, რომელსაც არატრადიციული ორიენტაციის ხალხის მიმართ გამოხატავდა. როგორც უკვე მოგახსენეთ, მკითხველს უყვარდა მისი სტატიები, სადაც ხშირად იყო საუბარი ”პედერასტებზე,” მათ გარყვნილებაზე, არაადამიანობაზე და ა.შ. მაგრამ აბა რა იცოდა საბრალო მკითხველმა, რომ ახალგაზრდა ჟურნალისტი საკუთარ თავში ებრძოდა ამ ”ავადმოფობას” (ამ სიტყვასაც ხშირად იყენებდა ხოლმე ღმერთმანი…). როცა ტესტოსტერონი ტვინში აარტყავდა ხოლმე, ინტერნეტში დაძვრებოდა და სხვადასხვა სურათებით და მინი ვიდეოებით იკმაყოფილებდა სექსუალურ ლტოლვას. აი ამის მერე, ამ ერთგვარი დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, ახალ სტატიას აცხობდა. იქ ეწერა ყველაფერი რისი თქმაც საკუთარი თავისთვის უნდოდა. რცხვენოდა თავისი ფარული ვნებების. როცა მარტო რჩებოდა თავის თავთან, გონებაში კიოდა: ”არა ეს რაღაც შეცდომაა!!! მე არ შეიძლება ვიყო პიდარასტი.” მაგრამ აბა ბუნებასთან რას გახდება ადამიანი.

მის სტატიებს მოუთმენლად ელოდნენ, მათში ნამდვილ ქართველობას და კაცობას ხედავდნენ, მაგრამ ეს სტატიები მხოლოდ იმის მანიშნებელი იყო, რომ მის დაწერამდე, ავტორმა გეი პორნოზე დაანძრია.

%d bloggers like this: