Archive

Archive for the ‘მარაზმები’ Category

ძვლები

ნოემბერი 27, 2013 19 comments

ჩემი 28 წლის დისტროფიკი გელფრენდი მხოლოდ 28 კილოს იწონიდა.
მისი მიზანი 20 კილომდე ჩამოსვლა იყო.
თვლიდა, რომ ასე უფრო ლამაზი იქნებოდა და მეც უფრო მომეწონებოდა.
არადა რომ სცოდნოდა როგორ ვერ ვიტანდი.
მისთვის ყველაზე საშინელი შეურაცხყოფა იყო, როდესაც ჩხუბისას ძვლების ტომარა ვუწოდე. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა კიდევ რვა კილოს დაკლება, რადგან ჩათვალა, რომ ტომარა მსუქანის სინონიმია.
ამასობაში მე გამასუქა, მასთან 3 თვიანი ურთიერთობის განმავლობაში უგემრიელესი საჭმელებით ვიკვებებოდი.
ჩემს გელფრენდს ძალიან უყვარდა კარგი საჭმელები, მაგრამ ვერ ჭამდა. როგორც კი ერთ ლუკმას გადაყლაპავდა მაშინვე პანიკაში ვარდებოდა, ეწყებოდა კრუნჩხვები და ვიდრე გულს არ აირევდა და ნაჭამს უკან არ ამოიღებდა ვერ წყნარდებოდა. საჭმელზე ალერგია არ ჰქონია, უბრალოდ მის თავის ტვინში ჩაბუდებული კომპლექსიანი ყლექალა მუდმივად ჩასძახოდა, რომ ერთი ლუკმა 0%-იანი ხაჭო აუცილებლად გაასუქებს, ისე, რომ აღარავის მოეწონება.
თვითონაც იცოდა, რომ ეს სისულელეა, მაგრამ რა უნდა ექნა? შინაგან ხმებთან გამკლავება ძალიან უჭირდა.
თავის გურმანულ მისწრაფებებს ჩემზე იკმაყოფილებდა.
მთელი დღე სამზარეულოში იდგა, აკეთებდა საჭმელს, აცხობდა ნამცხვრებს, ხაჭაპურებს, ლობიანებს და შემდეგ წინ მილაგებდა. მაგიდასთან დაჯდებოდა და ნეტარებით მიყურებდა როგორ ვჭამდი ამ საოცარ საჭმელებს.
მას ეგონა, რომ იდეალური ქალი იყო.
წაიკითხე მეტი…

ეკო

დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემაზე ისედაც ბევრი დაიწერება – მეც მინდა ამის დამწერთა შორის ვიყო. ბოლოს და ბოლოს ეკოს ირგვლივ ატეხილ ამბების ინერციის გამოყენება კარგი იდეაა. მეც მინდა გამიცნოს ფართო ინტელექტუალურმა საზოგადოებამ და წაიკითხოს ჩემს მიერ მიჯღაბნილი ერთი ორი სიტყვა. ამით ზემოთხსენებულ მწერალს არაფერი დააკლდება, მაგას ისიც ეყოფა ამ უფასო პიარის ხარჯზე რომ კარგად გამდიდრდება.
წიგნი არ წამიკითხავს, ისევე როგორც რეცენზენტთა უმრავლესობას. ეკოს ნამუშევრებს ნეტიდან ვიცნობ ძირითადად და სიმათლე გითხრათ დიდს ვერაფერს ვხედავ მათში – თუმცა ეს ჩემი გემოვნებაა, მე უბრალოდ სხვანაირი თხრობის სტილი მიზიდავს. როგორი? არ ვიცი. არც ”მრავალჯერდოჩანაშვილწაკითხულებივით” ვსაზღვრავ ჩემს გემოვნებას ბურძგლებით. უბრალოდ ნაწერი ან მომწონს ან არ მომწონს ხოლმე. თუმცა, მიუხედავად ამისა ყოველთვის მოყფნის ნამუსი საიმისოდ, რომ სხვებს ჩემი აზრი არ მოვახვიო – ჰა, ჰა, ერთხელ ვთქვა: ყლეობაა, კარგია, არაუშავს, მაგარია და ა.შ. მე საერთოდ ავთენტური კრიტიკის მომხრე ვარ. კონსტრუქციული კრიტიკა ყოველთვის ყალბია და პოზიორების საყვარელ საქმეს წარმოადგენს. მოკლედ ამ ავთენტური კრიტიკის ამბავში ვიტყვი, რომ ეკოს ერთი-ორი მოთხრობა მოსაბეზრებლად მეჩვენა, თუმცა ერთი-ორ ადგილას კარგად გავიცინე. ეხერხება ავტორს ფრთიანი ფრაზების დაბრეხვება. თუმცა, ამჯერად ლიტერატურული და მხატვრული ღირებულებები ძალიან არ მაინტერესებს – უფრო სხვა რამეზე მინდა ვისაუბრო.
ეკოს ნაწერები ბევრს არ სიამოვნებს, მაღალი გემოვნების მქონე ადამანთა ესთეტური ტვინები როგორც ჩანს ზედმეტად წაიბილწა ამ ადამიანის ნაწარმოებების კითხვისას. არ მიყვარს სიტყვები – სნობი და ბოღმა (ეს მეორე არაფერ შუაშია, უბრალოდ ჩემი გემოვნებას რადგან შევეხე ხურდაში გამოვაყოლე) მაგრამ დღევანდელ თაობას, რომელსაც მე ლიტ. კაფეების უტრაკო თაობას დავარქმევდი სნობიზმის სენი ნამდვილად აქვს შეყრილი. ტვინი მოტყნეს ამ ბიჭის კრიტიკით. შეიძლება საჭიროც იყოს და სამართლიანიც, მაგრამ ეკო ნამდვილად ნიჭიერი ადამიანია და მე მას უდიდეს პატივს ვცემ იმის გამო, რომ მან ქართულ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, მარტივად რომ ვთქვათ, ყლეზე წამოიცვა და თავის გემოზე ატრიალა.
შეშფოთდა ხალხი, იაფფასიანი ეპატაჟიო, პროვოკაციაო, თავზე დაგვაჯვაო და ა.შ. ღირსები ხართ თქვენი დედები მოვტყან მე! ვისაც გაუსწოდება ზედ უნდა დაგაჯვათ! ფანატიკოსებს და სხვა ასეთი ჯურის სირებს, რომლებიც SS მაგვარ რაზმეს ქმნიან არ ვეხები – ეგენი რომ ყლეები არიან ეგ აქსიომაა უკვე. მაგრამ… ამ მოლიბერალო სირების ზეინტელექტუალურმა ჭმუნვამ ტვინი მომიტყნა უკვე! ცხადია ეკოს მიერ წამოჭრილმა თემებმა მათ შეურაცხყოფა არ მიაყენა, ბოლოს და ბოლოს ლიბერალიზმის თუ რა ჩემი ყლეცაა – ამ ტერმინს უკვე თავისი ქართული ინტერპრეტაციაც გაუჩნდა – პოზა უჭირავთ და ა.შ. მაგრამ მისმა ლიტერატურულმა ენამ, მისმა თვითგამოხატვის გზამ, ბოლოს და ბოლო ყლეამოგდებულმა სირბილმა ძალიან გააღიზიანა ეს ხალხი. ხოდა ბოლოს და ბოლოს მაინტერესებს რა უნდა ამ ხალხს? რა უნდა და ჩემი ყლე! თქვენ მოგტყანთ ლიტერატურულკაფეებსვერგაცდენილინონკონფორმიზმი!
ეკოს კიდე ჯიგრულად მივმართავ: საღოლ ძმაო! ფუტკარი ხარ ჩემს თვალში!

კატეგორიები:მარაზმები, Front ტეგები:

კაცი, რომელსაც ასექსუალური ხალხი ძლიერ არ უყვარდა (ვარიაცია გურამ დოჩანაშვილის ნოველაზე)

მე და ჩემი შეყვარებული ფოტო სტუდიაში შევედით. ჩემმა სატრფომ ამოიჩემა, ”ჩვენი შეყვარებულობის 3 წლისთავიაო და სურათები გადავიღოთო.” მის ერთ-ერთ დაქალს გაუდუღია ამ სტუდიაში სურათები, ამას მოეწონა და ჩვენც წამოვედით. სხვა რა გზა მქონდა, დავყევი ჩემი მომავალი მეუღლის ნებას. კომპრომისი კომპრომისის წილ – აბა ის რომ ბოზებში მიშვებდა ხოლმე?! – აი სწორედ ასე წამომაძახა როცა წუწუნი მოვრთე მის ახალ აკვიატებაზე.

სტუდიის შესასვლელთან ვიღაც ლიბერალური გარეგნობის ბიჭი იდგა. ლიბერალური გარეგნობა დაახლოებით ასეთია – ოდნავ გრძელი თმები, 3-4 დღის გაუპარსავი წვერი, კისერზე კაშნი – ტექსასელი შარახვეტიასავით შემოხვეული, სიგარეტი პირში და ინტელექტუალური გამოხედვა.
– აქეთ მობრძანდით, თქვენ სურათის გადაღება გინდათ? რისთვის? მოდელი ხართ, პორტფოლიო გინდათ თუ შეყვარებულს გინდათ მისცეთ? – ბოლო სიტყვაზე ჩემი სატრფო ოდნავ შეკრთა.
– არა, ჩვენ უბრალოდ გვინდა კარგი სურათების გადაღება, საოჯახო ალბომისთვის.
– ახალდაქორინებულები ხართ?
– არა, მაგრამ ვაპირებთ, ჯერ მხოლოდ შეყვარებულები გვქვია.
– ძალიან კარგი, ბატონი უოლეს კემბრიჯი მალე გათავისულდება.
– ინგლისელია?
– არა, ქართველია. უბრალოდ ”მამაცი გული” უყვარს ძალიან და მთელი ცხოვრება კემბრიჯში სწავლაზე ოცნებობდა, ჰოდა, ფსევდონიმად ამ ორის კომბინაცია აიღო. ხომ იცით в наши дни без псевдонима некуда, განსაკუთრებით ფოტოგრაფიაში. მოკლედ, მობრძანდით აქეთ და დაელოდეთ. ყავა მიირთვით.

***

რამდენიმე წუთში ბატონი უოლესი გათავისუფლდა.
– აი ეს ჩემი მეილის მისამართია, ამაზე გამომიგზავნე ცარიელი წერილი, რომ შენი მეილი დაფიქსირდეს და 3-4 დღეში გადმოგიზავნი ამ სურათებს უკან. ამოარჩიე და მერე დავბეჭდოთ. კარგი აბა. ნახვამდის. კლინტ! ჰეი კლინტ სად ხარ? – ალბათ თავის ლიბერალ ასისტენტს დაუძახა. კლინტიც მალევე გამოეხმაურა მის ძახილს და მიუახლოვდა.
– აბა რა ხდება ჩემო ბიჭო, არის კიდე ვინმე?
– კი, აგერ გველოდება წყვილი. მოვალი მეუღლეები არიან და მომავალი საოჯახო ალბომისთვის უნდათ სურათის გადაღება.
– ძალიან კარგი, დაუძახე.

***

– მობრძანდით. თქვენ როგორ გნებავთ? თემატური ფოტოები – ვთქვათ კინოფილმების, ლიტერატურული და ა.შ. გმირების როლში, თუ ჩვეულებრივი ან იქნება ცოტა ეროტიულიც? – ცბიერად ჩაიღიმა კემბრიჯმა. – ვგიჟდები წყვილების გადაღებაზე! ისინი ისეთი ფანტასტიური მასალები არიან. ისეთი თამამები. თქვენც თამამები ხართ ალბათ არა? კამერის ხომ არ გეშინიათ?
– არა იცით ჩვენ კლასიკური პორტრეტები გვინდა, მე და ჩემს შეყვარებულს ერტოიული და რაღაც არაქართული სურათები არ გვინდა. კარგი იქნება თუ ქართული ფილმებიდან ავიღებთ.
– და ეროტიული რატომ არ გინდათ? რა არის ამაში ცუდი. თუკი ორ ადამიანს ერთმანეთ უყვარს. არა?
– ჯერ მაგის დრო არ მოსულა იცით… – დაიმორცხვა ჩემმა შეყვარებულმა.
– ანუ თქვენ ქალიშვილი ხართ?
– დიახ!
– მომილოცავს! – გულწრფელი ღიმილით მიიჭრა კემბრიჯი ჩემს საცოლესთან და ხელზე ნაზად ეამბორა.
– რას მილოცავთ?
– თქვენ წინ პირველი სექსის სიამოვნება გელით! დამერწმუნეთ ამას არაფერი სჯობს. აი, თქვენ ახალგაზრდავ? – მე მომიბრუნდა – თქვენთან როგორ არის საქმე?
– რა ვიცი, ხანდახან მიშვებს ხოლმე ბოზებში. – ჩუმად ჩავილაპარაკე!
– თქვენთვისაც მომილოცავს! – მარდად და ძლიერად ჩამომართვა ხელი.
– რას მილოცავთ?
– თქვენ წინ გელით ქალთან სექსის სიამოვნება, აბა ბოზთან სექსი ისეთივეა როგორიც ვთქვათ დაკლული ძროხის ბეჭთან ან ბარკალთან. აჰა, მოკლედ ქართული ფილმები თუ გვინდა, გოგია კენკიშვილის და ეთერის როლი უნდა გამოვრიცხოთ, არც ბეჩუნი პერტია და დათა თუთაშხია გამოგვადგებიან. ”ჭრიჭინაზე” რას იტყვით? ხომ კარგია? ”თოჯინები იცინიანზე?” ოღონდ ამ შემთხვევაში თქვენ ქალიშვილო, ცოტა ულვაშის მიწეპება დაგჭირდებათ. დანარჩენს მერე მოვიფიქრებთ აბა დავიწყეთ.  თამამად! თამამად! აი თქვენ ახალგაზრდავ დაჯექით მაგ მართკუთხედზე, თქვენ გოგონა ჩაუჯექით მას კალთაში. წარმოიდგინეთ, რომ ალექსანდროვის ბაღში სხედხართ და საზასაოდ ემზადებით, უკან გადავარდით… არა! არა! აზრობრივად! ბანალურია! უფრო ცეცხლოვანი გვინდა. აი, მარჯვენა ხელი მკერდზე დაადეთ თქვენს სატრფოს.
– რას კადრულობთ ბატონო უოლეს?
– რაშია საქმე? ნუთუ თქვენ ძუძუზეც არ მოგიკიდათ ხელი მისთვის – ბრაზით შემომხედა.
– არა! იცით არ მაკიდინებს!
– დალახვროს ეშმაკმა! რა არის ეს? გოგონა! მე გულწრფელად გილოცავთ! თქვენ წინ ძუძუზე ხელის პირველად დადების სიამოვნება გელით! მერედა როგორ აგიჩქროლდებათ გული, კერტები აგეწეწებათ! სხეულში სითბო ჩაგეღვრებათ. კარგით, კარგით გავაგრძელოთ! აი თქვენ, მაშინ კაბის ქვეშ შეუცურეთ ხელი და თეძოებზე მოეფერეთ. როგორ?! არც ეს გაგიკეთებიათ ოდესმე? გადასარევია პირდაპირ! ასეთ ხალხს თუკი შევხვდებოდი აღარც მეგონა. კლინტ, ბევრია ასეთი ხალხი.
– სავსეა ბატონო კემბრიჯ.
– რა საოცარია! კარგით! მაშინ რა ვქნათ… ქორწილის მერე რომ მოხვიდეთ? თუმცა ეგ როდის იქნება თქვენც არ იცით. კარგი… მაშინ პლატონური სურათები რომ გადავიღოთ? აი სკაიპში ისაუბრეთ და სკრინშოტებს გადავიღებ, მერე დავამუშავებ – არა? ცალ-ცალკე რომ გადავიღოთ და მერე ფოტოშოპში შეგაერთოთ – ცხადია უმწიკვლოდ?  არა! ეს საოცრებაა კლინტ!
– ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს საოცრება კი არა ეს გარყვნილებაა! თქვენი ვნებები და ფანტაზიები თქვენთვის შეინახეთ ბატონო კემბრიჯ. ეს ამაზრზენია! – გაცხარდა ჩემი საცოლე.
– კლინტ ეს რა მისალოცი ყოფილა კაცო, გადავირიე პირდაპირ. აი, ჩემი ნება რომ იყოს ყველა თქვენნაირ წყვილს მოვათავსებდი სექს-კარცერებში. დავავლებდი ხელს სხვადასხვა ბაღებსა და სკვერებში მოსაზავე წყვილებს და შევყრიდი სულ ყველას იქ. კარცერში იდგებოდა დიდი და ლამაზი ტახტი, დიდი პლაზმური ტელევიზორი, თაროებზე პორნოგრაფიული ფილმების დისკები. თუ თვითონ არ ჩართავდნენ, ძალით ჩავურთავდით იმ ტელევიზორს დისტანციური მართვით და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით სხვადასხვა პონრო ფილმებს გავუშვებდით. ჭერზე კამასუტრას პოზები იქნებოდა მიხატული. სანამ ალერსს და ნორმალურ სექსს არ ისწავლიდნენ მანამდე არ გამოვუშვებდი! დიახ!
– რა ალერსი, რის ალერსი! სქესობრივი აქტი მხოლოდ გამრავლებისთვისაა საჭირო! სხვა დანარჩენი უკვე გარყვნილებაა. – განრისხებულმა მიუგო ჩემმა მომავალმა მეუღლემ.
– ეს რა თქვა ღმერთო! ეს რა საშინელება თქვა! თქვენ ცხოველი ხართ! დიახ! თქვენ იმის ღირსი ხართ ვეგეტატიურად გამრავლდეთ როგორც საზამთრო ან სოკო! ან დამტვერვით – როგორც ყვავილები! წადით! ძალინ გთხოვთ დატოვეთ აქაურობა, აღარ მინდა თქვენი ცქერა! კლინტ, დღევანდელი ფოტო სესიები გააუქმე, შოკირებული ვარ და ვერაფერს გადავიღებ ჩემი ამბავი რომ ვიცი! ჰო და იქნება იზრუნო, რომ ჩვენს სტუდიაში ამიერიდან ”აპკ-კონტროლი” დაწესდეს – არავითარი ქალიშვილები ჩემი კამერის ობიექტივში, გაითვალიწინე იცოდე! დღეიდან ასე იქნება!

ბანალური რეალობა

2 წლის წინ ნინისთვის რომ გეკითხათ, შენი შეყვარებული სხვა ქალთან რომ დაწვეს რა რექაცია გექნებაო, გიპასუხებდათ: ”ქორწინებამდე სექსი ჩემთვის მიუღებელია და აბა რა ქნას ნიკუშამ? რასაც მე ვერ მივცემ ქორწილამდე, სხვისგან აიღოს.” 2 წლის და ასე 50 ბოზის მერე იქორწინეს როგორც იქნა. ნინი როგორ ელოდა პირველ ღამეს, ამის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. დასთან ერთად ბაზრობაზეც წავიდა ერთი თვით ადრე და ძალიან სექსუალური პენუარიც იყიდა. მთელი ერთი თვე თითებით იწვალა კლიტორი, თან ოცნებობდა როგორ შემოაგლეჯდა ნიკუშა ამ პერანგს.
ქორწილის საღამოს სიძე ძლიერ დათვრა. იმ ღამეს ნინის პენუარში ეძინა.

2 წლის მერე ნინის პენუარი ყუთში აღმოჩნდა ნაფტალინთან ერთად.
ჩვეულებრივი წყვილი იყო, დაახლოებით ისეთი დღემდე რომ ვერ გაურკვევიათ გემანიის დედაქალაქი ბონია თუ ბერლინი. ნიკა მუშაობდა, ოჯახს არჩენდა. ნინი დიასახლისი იყო, ნიკას შემოტანილს განაგებდა და ასე ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ. ასეთივე ჩვეულებრივი სექსი ჰქონდათ. დადებდა ლოგინზე ნიკა – ნინის, დაედებოდა ზემოდან და 2 წუთში ამთავდებდა ყველაფერს. ასეთ კაცებს ეძახდნენ ჩვენში გამოცდილებს. 12 წლისას ბიძამ წაიყვანა საუნაში (ისევე როგორც ყველა სხვა, გამონაკლისის შემთხვევაში მამებს მიჰყავდათ ხოლმე, უფრო დიდი გამონაკლისის დროს უფროს ძმას, იმაზე უფრო დიდი გამონაკლისას ძმაკაცებთან ერთად მიდიოდნენ და ერთეულები წვებოდნენ მხოლოდ საყვარელ ან მოწონებულ ქალთან უფულოდ, წყანარად და უბიძ-მამა-ძმაკაცოდ). ჭუჭყიან კაფელზე გატანტლდა და სამიზნე ხვრელს მიუახლოვდა. არადა ჯერ 12 წლის იყო, გვარიანად დანძრევაც ვერ მოესწრო ცხოვრებაში. მივიდა, შეყო, იბანავა – გამარჯვების ახალი ფორმულა. ვალმოხდილმა ბიძამ სახლში დატოვა. მთელი ამ ექსპანსიების პერიოდში მხოლოდ სამი პოზა ქონდა ნასწავლი, თვითონ ზემოდათ, ”რაკამ” და თვითონ ქვემოდან. ცოლთან ყველაზე ხშირად პირველს იყენებდა, მეორეს ვერ აკადრებდა და მესამეს – მხოლოდ დაბადების დღეზე.

დღეს რომ ნინისთვის გეკითხათ: ”რას ფიქრობ იმაზე, რომ შენი ქმარი ქალებში დადისო?” გიპასუხებდათ: ”კაცია და გაივლისო.” ნიკა კაცია – ცოლს არ ტყნავს… ხშირად.

კატეგორიები:მარაზმები, Front ტეგები:, ,

ქალაქში ყლეა

იანვარი 28, 2009 10 comments

jelly-dildo-suctionიყო და არა იყო რა, იყო ერთი ყლე, დიდი და განსაკუთრებული არაფერი ერთი ჩვეულებრივი ყლე იყო, გერმანულ პორნოებში რომ გინახავთ დაახლოებით ეგეთი. დადიოდა ეს საცოდავი ქუჩაში და ყველა მას უყურებდა, ძალიან რცხვენიდა, ვერ ხვდებოდა რატომ უყუებდნენ, გაივლიდა გამოივლიდა მანქანის სარკეში ჩაიხედებოდა ყველაფერი რიგზე იყო ჩუჩა აჩეჩილი არ ქონდა და თავზე მური არ ესვა, მოკლედ ძალიან წუხდა, მაგრამ ვერაფრით ვერ ხსნიდა მისდამი ასეთ დიდ ყურადღებას.
ერთხელაც ჩვენი ყლე, შუა ქუჩაში დადგა და ტირილი დაიწყო, მის გარჩემო ხალხი მოგროვდა ყველას აინტერესებდა ეს უნიკალური არსება რატომ ტიროდა, მაგრამ კითხვას ვერავი ბედავდა. ერთმა ხუმარამ წამოიყვირა: „წავედით ხალხნო, გავეცალოთ სანამ ტირილი სიბრაზეში გადაუვიდა და დაგვტყნა ყველაო“.
ხალხი უმალ დაიშალა, მაგრამ მხოლოდ ორი ადამიანი დარჩა, ისინი იდგნენ და უყურებდნენ საცოდავ ყლეს, ბოლოს ერთმა შებედა:
– რატომ ტირიხარ?
– იმიტომ რომ ყლე ვარ – აქვითინდა ყლე.
– გინდა ვიძმაკაცოთ?
– ხო მაგრამ მე ხო ყლე ვარ
– არაუშავს ჩვენც ყლეები ვართ, არა გარეგნულათ კი არა მენტალურად, ვსმილე სკოლაში ჩაგვაყლევს, არაკაი ბიჭები ვართ და ჩვენთვის უკვე მნიშვნელობა არ აქვს, მაინც არავინ გვიძმაკაცებს, შენთან კიდე კარგად ვიქნებით, შენ ყლე იქნები ჩვენ ჩავიკუზებით ხოლმე და ყვერები, ჰა გინდა?
– მაყლევებთ, თუ მართლა გინდათ?
– მართლა მართლა.

იმ დღის შემდე ყლეს აღარ უტირია, მისი ძმობილი ყვერები სულ თან დაყვებოდნენ, თანაც ძველი ბიჭები აღარ სცემდნენ ყლე–ყვერზე ხელის დადება არავის უნდოდა.

გრძნობათა იმპერია – იაპონური სექსები

იანვარი 28, 2009 5 comments

მე მინდა ვიდგე კვარცხლბეკზე და იქიდან გიყურებდეთ. მე მინდა ვიყო გამარჯვებული თქვენთან ბრძოლაში.

მე მინდა ვიყო შემოქმედი რომელის შემოქმედებას თქვენ ვერ გაიგებთ, მაგრამ თავს მოიკატუნებთ ერთმანეთის მოსატყუებლად, დაწერთ რეცენზიებს, მისცემთ ინტერვიუებს და წაიკითხავთ ლექცეიებს ჩემი შემოქმედების შესახებ, გამოიყენებთ ყველა სიტყვას რაც იცით ან არ იცით, გაიღიმებთ ნიშნის მოგებით “ მივხვდი.“

მე მინდა მოგცეთ საბაბი თქვენი ინტელექტის გამომჟღავნებისა, მე მინდა ვიყო ცრუ წინასწარმეტყველი რომელიც თქვენ მოგცემთ თაფლს და თქვენ ბუზებივით დაეხვევით მას! თქვენ ჩემი მოცემული თაფლი უფრო ტკბილი მოგეჩვენებათ, ვიდრე ის რაც ჩემამდე მოგცათ ღმერთმა! მე მინდა იყოთ მადლიერი ჩემს მიმართ – რადგან კიდევ ერთხელ დავინახო თუ რა უმადურები ხართ. მე მინდა რომ თქვენ განმიხილოთ და საქებარი სიტყვები არ დაიშუროთ ჩემს მიმართ – რადგან უბრალოდ დავდგე ჩრდილში და დაგცინოთ.

და ბოლოს როდესაც ერთად შეიკრიბებით, მეც მომიწვევთ რადგან პასუხებს ვერ იპოვით, თქვენ დასმულ შეკითხვას ერთი აბსურდული ფრაზით გავცემ პასუხს: „ნუ შემეცით თქვენი ინტელექტით“ – და უბრალოდ გამოვტრიალდები და წამოვალ.

მე მინდა რომ ამ ფრაზის გაგონების შემდეგაც განაგრძოთ ბჭობა და ამ სიტყვებში ფილოსოფია ეძებოთ – მაჩუქეთ კიდევ ერთი მხიარული საღამო

ზებრის სიკვდილი (მარაზმი)

წვიმა ნარევად თოვდა.

ქალაქის აურა, მოქალაქეთა ორიგინალურ აზროვნებას ვეღარ აუდიოდა.
ეს დღე ის ერთ-ერთი ბედნიერ დღეთაგანი იყო როდესაც, ყველას განურჩევლად, სქესისა, ასაკისა, რწმენისა, კანის ფერისა და ეროვნებისა თანაბრად შეეძლო ეაზროვნა. თუმცა ჩვენი კორესპონდენტისთვის ხელმიუწვდომელი დარჩა ინფომაცია, იმის შესახებ, ამ დღეს იდიოტები გენიოსების დონეზე ადიოდნენ და ასე თანაბრდებოდა ტვინის მარგი ქმედების კოეფიციენტის საერთო რაოდენობა თუ გენიოსები იდიოტებოდნენ.

მაგარამ ფაქტი ფაქტად რჩება, იმ დღეს თბილისის ზოოპარკში ვიღაცამ ზებრა მოკლა..

%d bloggers like this: