Archive

Author Archive

ეგზორციზმი

ბუხრის წინ ვიჯექი, ნაკვერჩხალს მივჩერებოდი და ჩემს თვალებში მოცურავე წითელ ლაქებს ვაკვირდებოდი, როცა კარების ხმა გავიგე.

– თამარ! – მამაჩემი იყო. არ განვძრეულვარ, მხოლოდ თავი მივატრიალე მისკენ და სახეზე მოლივლივე წითელ ლაქებს დავაკვირდი. ვცდილობდი, ორი ყველაზე დიდი ლაქა მის ქუთუთოებამდე მიმეცურებინა და თვალებზე დამესვა.

– რა ქენით? – დედაჩემი შეწუხებული სახით იდგა საკუჭნაოს კარებთან და ხელში წათხიდან ახალამოღებული ყველით სავსე გობი ეჭირა. ვიდრე მამაჩემი პასუხს გასცემდა მაგიდასთან მივიდა და ჯამი დადგა.

– ეს ხვალ უნდა გავატანო ბაზარში ნათელას.

– ვერაფერი, მოკვდა ალბათ, რამე ნადირი შეჭამდა ან სადმე გადაიჩეხებოდა, – გასავათებული მამაჩემი სკამზე ჩამოჯდა და ტალახიანი ჩექმები ძლივსძლივობით გაიხადა.

– ყველა წამოხვედით?

– არა, ყველა ვერ წამოვიდოდით, შეწუხებულია სოსო, მარინაც ძლივს გავუშვით სახლში. ვეუბნები, წადით, დაისვენეთ, მოვძებნით, ვიპოვით. სანამ დაღლილობისგან გული არ წაუვიდა, მანამდე ვერ დავარწმუნე. მეთქი, ბავშვს სახლში ხო უნდა დახვდე ცოცხალი ან საჭმელი გაუკეთე, ან რაღაცა, რო მოვიყვანთ ისეთი მოშიებული იქნება, ცოდოა-მეთქი. დამიჯერა. სოსო ვერაფრით ვერ გავუშვი. სანამ ჩემი შვილის ამბავს არ გავიგებ,  ვერსად ვერ წავალო.

– ძაღლებმა ვერ აიღეს სუნი?

– არა, რას აიღებდნენ, ეგენი მწყერზე ჰყავს დაგეშილი. მაჭამე რამე. ცოტას დავიძინებ და მერე გავალ ისევ, ბიჭები მელოდებიან.

დედაჩემმა ხმაამოუღებლად დაიწყო სუფრის გაშლა, ხანდახან ამოიხრებდა. მე რო ჩამივლიდა, სევდიანად გადმომხედავდა და ვიშვიშებდა.

– ხვალ სკოლა გაქვს? – გამომძახა მამაჩემმა, ისე რო არც ამოუხედავს. ჩექმები კუთხეში მიყარა და პასუხის მოლოდინით მომაშტერდა.

– კვირაა.

– კარგია. დილას ჩემთან ერთად წამოხვალ. ბავშვებსაც ჩამოუარე, ყველას. დაიარეთ, იქნება რამე იპოვოთ. რაღაცა თქვენი ადგილები ხო გაქვთ? შტაბები და სოროები და რაღაცები, არ ვიცი. იქნება სადმეა შემძვრალი.

– ვნახეთ უკვე. გუშინწინ. არსად არაა.

– არა უშავს კიდე ნახეთ. გაიფანტეთ, გაიშალეთ. შეიძლება შეშინებულია და ჰგონია, მამამისი დასჯის და იმალება.

– კარგი.

– გოგიტაც წაიყვანეთ.

– არ მინდა გოგიტა, დონდლოა და მერე მაგის დევნაში უნდა ვიყო მთელი დღე. მე წავალ რა. ვიცი ადგილები და ბიჭებსაც წავიყვან, არ მჭირდება გოგიტა. რახან უფროსია მარტო მაგიტომ ხო არ წავიყვან?

– კარგი, კარგი, – ზლაზვნით წამოდგა და კარისკენ წავიდა.

– ეს იყო სულ შენი ჭამა? მშიერი უნდა მოკვდე?

– მეყოფა, – ჩემკენ მოტრიალდა – დროზე დაწექი. რიჟრაჟზე უნდა გავიდეთ.

– დაისვენე ცოტა, კაცო, სამი დღე და ღამეა ენაგადმოგდებული ძაღლივით დაეთრევი აქეთ-იქით. იქნება გულმაც დაგარტყას, ჰა? – მიაკვნესა დედაჩემმა და მაგიდის ალაგებას შეუდგა.

– თბილისიდან არ ჩამოდიან ძაღლებით?

ცალი მხარით მობრუნდა და პასუხად იმედგაცრუებულმა თავი გააქნია.

– მგონი არა. რეინჯერებს გამოვუშვებთო და რა ვიცი აბა. ისინიც არ ჩანან.

– ღმერთო შენ გადმოგვხედე. როდის უნდა ეშველოს ამ სოფელს და ამ რაიონს, მისდღემში ასეთი უპატრონო იყო.

მამაჩემმა კარი გაიხურა.

დედაჩემი ჩუმად ვიშვიშებდა, ხანდხან მე გადმომხედავდა და რაღაც ლოცვასავით წაიბუტბუტებდა, მერე ღვთისმშობლის ხატს ახედავდა და “დედაო, შენ გადმოგვაფარე შენი კალთა,”-  ჩაიჩურჩულებდა ხოლმე.

წითელი ლაქები თვალებიდან გამიქრა.

ისევ ნაკვერჩხალს მივაშტერდი, უკვე ოდნავ განელებულიყო და ისე აღარ ღაჟღაჟებდა.

მთელი ღამე არ მძინებია.  დილას მამაჩემს უკვე ჩაცმული და გამზადებული დავხვდი.

შავი რეზინის ბოტები მეცვა, წალდი მხარზე გადებული და წყალი ბოთლით.

მამაჩემმა უხმოდ ჩამიარა და თავზე გადამისვა ხელი. თან მომეფერა და თან თითქოს შემაქო, ყოჩაღ, უკვე დიდი ბიჭი ხარო.

– რატო არ მოდიან თბილისიდან? – სოფლის გზაზე მშვიდად და  ცანცარის გარეშე მივყვებოდი, მხარზე წალდშემოდებული და დაკაცებული.

– არ ვიცი, შვილო. მე რა ვიცი. არჩევნები თუ არაა, ისე აქ არავინ ჩამოდის. რა მაშველები და რა ძაღლები, ვერა ხედავ პატრულის მანქანაც სამ დღეში ერთხელ ჩაივლის ხოლმე, თელაველი ბიჭები? ოდითგანვე ეგრე იყო. აი, კომუნისტებისას თუ ვინმეს მოშორება და მოყუჩება უნდოდათ აქ უშვებდნენ რაიკომის მდივნად. იჯექი შენთვის ჩუმად ნაკრძალში, ჭამე კალმახი და სვი ღვინოო. ფული აქ არ იშოვებოდა და არაფერი. იყო ქეიფი და დროსტარება მუდამდღე. არც არაფერი შეცვლილა იმის მერე. სიმინდი რო სიმინდია, ისიც კი ყველაზე იაფია ჩვენში. იქნება და ვინმემ წაიღოსო. აქ ვინ ჩამოვა, შვილო. აქ ვის რა დაკარგვია,  ყველა გაქცევაზეა.

– აბა როგორ უნდა ვიპოვოთ?

– ვიპოვით.

– როგორ?

– დავივლით ყველა კუთხე-კუჭულს და ვნახავთ სადმე.

– აბა ნადირმა შეჭამაო?

– შეიძლება-მეთქი. თუ ნადირი დაესხა თავს, სისხლის კვალს მაინც ვნახავთ ან ძვლებს მაინც ვიპოვით. მონადირეებიც ეძებენ, მეცხვარეებიც გაფრთხილებული არიან და მენახირეებიც. თუ სადმე რამე გამოჩნდა, მაშინათვე შეგვატობინებენ. შენ არ იდარდო მაგაზე. შენ ბიჭებს მიხედე და დაიარეთ. თქვენზე კარგად ეს ტყე-ღრე არავინ იცის.

– იქნება ეშმაკებმა წაიყვანეს?

– ვინ? – მამაჩემი გაოგნებული მიყურებდა.

– ეშმაკებმა.

– რას ამბობ?

– ჰო, აიღეს და წაიყვანეს ჯოჯოხეთში, სახლში.

– ვის სახლში, შვილო, რას ამბობ?

– თავის სახლში. მაგას ხო ეშმაკი ჰყავდა შესახლებული.

გაოგნებული მამამაჩემი რამდენიმე წამი ჩუმად მიყურებდა. ამათვლიერ-ჩამათვალიერა. თითქოს ფიქრობდა, ეს ბავშვი გაგიჟდა  თუ უაზროდ  ხუმრობსო.

– ვინ გითხრა, შვილო, ეგა?

– მამაომ.

– რა გითხრა?

– ეშმაკი ჰყავს მაგას  ჩასახლებული და იმიტომაა ეგეთიო.

– როდის გითხრა?

– ერთი ორი კვირის წინ. ეკლესიის კიბებზე ვისხედით. ფსალმუნები ისწავლე, ისაო ესაო, სტიქარი უნდა ჩაგაცვა და მერე მნათე უნდა გახდეო. იქნება დიაკვანიც გამოხვიდე მერეო.

– მერე?

– მერე სოსო ძიამ და ვაჟიკომ ჩამოიარეს. რა ჭირს მეთქი ამას? ძალიან მეცოდება-მეთქი.

– მერე?

– ნუ გეცოდებაო. მაგასო ეშმაკი ჰყავს ჩასახლებული, იმიტომაა ეგეთიო. ბაბუამისს ხალხი ჰყავს გამწარებული და ღმერთმა დასაჯაო. სოსოც არ მოდის ჩვენთან და არ ინანიებსო. დაწყევლილი ოჯახიაო.

– ვახ, შვილო, – მამაჩემს გაბრაზება შეეტყო. ღრმად ამოისუნთქა და თავი გააქნია. – ახლა მაგის დრო არაა. მერე ვილაპარაკოთ მაგაზე. მამაოსაც მე დაველპარაკები.

– არ ეჩხუბო, რა, მამა! მერე მაგის გამო რო ღმერთმა დაგსაჯოს და ჩემი შვილი რო ვაჟიკოსნაირი გამოდგეს?

– შენ არ იდარდო მაგაზე, – შუბლზე მაკოცა და თავზე ხელი გადამისვა. არ მესიამოვნა. ბავშვივით მომეფერა და მანუგეშა. – მიდი გადადი უკვე, ბიჭები გამოიყვანე. მე ქვემოთ ვიქნები სანახიროზე, იქ ამოდით ყველა. დროზე ქენით ოღონდაც, თქვენ დაუკვალიანებლად იქიდან ვერ წავალთ და ტყუილად არ დაგვაყუდოთ.

მამაჩემი გზას პირდაპირ გაუყვა. მე მარჯვნივ გადავუხვიე. გზაჯვარედინზე დიდი ქვა ეგდო. ადრე, ზღაპრები როცა მიყვარდა, ამ ქვაზე ცარცით რაღაცებს ვაწერდი. “აქეთ წახვალ ბედს ეწევი, იქით წახვალ მოკვდები”… მერე იქითაუბნელები ამოვიდნენ მამაჩემთან. დაგვანებოს ამ ბავშვმა თავი, სახლში ვეღარ მივსულვარ იმის შიშით, რო არ მოვკდეთ და რამე არ გვეწიოსო. ყოველ ავლა-ჩავლაზე პირჯვარს იწერდნენ და ისე შლიდნენ. მეც ჯიუტად ყოველ დილას სკოლის გზაზე ფერადი ცარცით მივაწერდი ხოლმე ახლიდან და არხეინად მივუყვებოდი გზას. ბავშვებს არ ვაშლევინებდი, დაშინებული მყავდნენ,  თუ წაშლით ხელი გაგიხმებათ-მეთქი. ორშაბათ დღეს ვარ დაბადებული და ჩემი წყევლა ნამდვილია-მეთქი. ესენიც ლენჩებივით დამყვებოდნენ და ცდილობდნენ არ გავებრაზებინე, ვაიდა რამე ჯადო წამოგვაძახოსო. მერე ეკლესიაში დავიწყე სიარული და ხალხის წვალებასაც მოვეშვი და წყველით მუქარასაც. ზრდილობიანი ბავშვი გახდა, სალამს ვერ დაასწრებ და მშვიდობის თქმასო. ასე ამბობდნენ –  ასე იარა, იარა და ღმერთმა თავის სახლში მიიყვანა, სულიწმინდა გამოდივდა და გონება გაუნათაო.

გურამის ეზოს მივადექი.

წაიკითხე მეტი…

Advertisements
კატეგორიები:Front

შემდგარ სიყვარულებზე ანუ ყველაფერი რეალურია

Sally Jannly-ის პოსტი წავიკითხეთ და მე და ჩემმა მეგობამა გადავწყვიტეთ ჩვენი დიალოგი გაგვეზიარებინა თქვენთვის და ამ ფორმით გაგვეცნო ჩვენი აზრი ამ პოსტზე და ზოგადად თაობაზე, დამოკიდებულებებსა და აღქმებს. ვისაც გინდათ გაეცანით, ვისაც არა და ამ ჩვენს ყლეს:

მე: Game of thrones-ის საუნდტრეკი უნდა დავადო, რომ უფრო ეპიკური პოსტი იყოს :

მეგობარი: აჰაჰ :დდ

მე: კაროჩე, მე იმას ვაწვები, რომ ეს გოგო რასაც ამბობს, რო აი, გრძნობები და ემოციები და ეგეთი ყლეობები. რეალობაში იმდენად რეალურია, რამდენადაც პლაცებო

და რაღაც მომენტში, როცა თაობებზე მიდის ლაპარაკი, კაკრაზ იმ ვითომ რეალური თაობების მოგონილია, “არაუშავს რო არ გიყვარს, შეეჩვევი / ისწავლი მის სიყვარულს / მერე შეგიყვარდება” – რაც იმინა კლასიკური დეფინიციით პლაცებოა და რანაირად არის რეალური, ეს დედამოტყნული, ნუ გადამრიეთ? :

შენ არ გადაგირევივარ, რიტორიკული შეკითხვაა :

მეგობარიგრძნობები და ემოციები ძალიან რეალურია, ისეთი რეალურია რომ ზოგჯერ შეიძლება ფიზიკურად კარგად იყო ან ფიზიკურად ცუდად. ერთად ფილმის ყურება, სექსი, ლუდის სმა, სეირნობა, ერთად მოგზაურობა, ერთად ნძრევა, ერთად ჭამაყველაფერი ძალიან რეალურია, ეგ არის რეალური ზუსტად. არარეალურია რაღაცებისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მიმნიჭებელი სახელების დარქმევა. ყლეზე არ მკიდია ეხლა ერთად რომ ვჭამთ, მერე ერთად რომ ავდივართ სახლში, ფილმს ვუყურებთ, მერე ვტყნაურობთ, მერე ნახმარ პრეზერვატივებს ნაგვის ურნაში ვყრით, სანამ ტაქსი მოვა, ვეწევით და მერე ვამოწმებთ კიდეც ხომ ნამდვილად მშვიდად იმგზავრა და ტაქსისტმა ტვინი ხო არ მოუტყნააი, ამას ვიღაც ჩემი მეზობელი სუსანა პაემანს დაარქმევს, დეითს, “დადიან“-, “ერთად არიან“-ს თუწვანან“-ს თუ რა ჩემს ყლეს? ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს ურთიერთობა რეალურია და ხელშესახებია და სახელები, რომლებსაც ვიღაცები ყოველთვის აწებებენ სხვების ურთიერთობებს არასებული ყვერების არარსებული ხელებით ფხანაა.

რაღაც ეტაპზე ამ რეალურად სასიამოვნო ურთიერთობიდან შეიძლება შემიყვარდეს ადამიანი, რომელთან ერთადაც ბევრ დროს ვატარებ და რომელსაც ვეპრანჭები და შეიძლება ქართული შესატყვისი შეყვარებულიც დავუძახო იმიტომ, რომ boyfriend/girlfriend-ის შესატყვისი არ გვაქვს ენაში, რომელსაც წვიმის ოთხმოცი სახელი აქვს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვიკიდებ პასუხისმგებლობას რომ ყოველთვის ამ ტიპთან ვიყო მიუხედავად იმისა თუ როგორ წავა ურთიერთობა.

ურთიერთობებია რეალური და არა სახელები. და რა მნიშვნელობა აქვს ვიღაცასთან ერთად საცხოვრებლად რომ გადავალ სალი ჯანელს მაგის აღსანიშნავ ტაშფანდურში ვაგულავებ თუ არა? უფრო ნაკლებად რეალურია ის თანაცხოვრება და კომუნალურების ხარჯები ეგრე?

მე: მოკლედ, ეს ყველაფერი არის მორალისტური წნეხი და ეს ბევრჯერ განგვიხილავს ჩვენს წრეში. ანუ ჩვენთან სექსი ხო საკრალიზებულია; ქალს არ აქვს უფლება იყოს ჩვეულებრივი ბიოლოგიური არსება, რომელსაც აქვს ფიზიოლოგიური მოთხვნოლებებიკაცისგან განსხვავებით, რომელსაც აქვს უფლება იყოს ღორი, იგორაოს ტალახში მთელი ცხოვრება და ერთი შხაპით მთელი ეს მძღნერი ჩამოირეცხოს მერე და ისევ ისეთი კარგი იქნება როგორიც იყო. ქალი კიდე ერთჯერადია. – ლითერალი, ერთჯერადია, ამ დედამოტყნულ კულტურაში. ჰოდა, კი, არის თანამედროვე თაობა, რომელმაც ეგ თემა გადალახა და იცის, რომ სექსში ცუდი და შეურაცხმყოფელი არაფერია და დედამისის სახლის გარეთაც ხდება ეს თემა, მაგრამ ქვეცნობიერში ეს საკრალური დანაშაულის გრძნობა მაინც არსებობს რა. აი, როგორ პონტში იცი? აი, ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, იმისთვის რომ სექსის გამო თავი დამნაშავედ არ იგრძნონ, გოგოები ხშირად ახდენენ რომანტიზირებას, “უყვარს და იმიტომ აძლევს“, მის თავში ასეა გაპრავებული ეს პონტი. მართალია, მერე ფრუსტრირებულები არიან, იმით, რომ თავს რაღაც ყლეობა დააჯერეს და ეს ბრალდება ამარარეალურობას“, არადა ბევრად უფრო რეალური და უმტკივნეულოა ის, როცა საკუთარ თავს არ ატყუებ. მაგაშია მუღამი. ეს ცხადია კულტურისა და მენტალიტეტის დამსახურებაა, რომელიც აქ არის.

მეგობარი: ხო, გარკვეულ ასაკში სექსი პროტესტის გამოხატულებაა ხოლმე გოგოებისთვის ჩვენს ქვეყანაში, რაღაცას ვამტკიცებთ თითქოს ყველასრო აიი, ჩვენც შეგვიძლია სექსი გვქონდეს და მერე არ გავთხოვდეთ“, “აი, კიდე“, “აი ნახე კიდეე” :დ სასაცილოცაა და საყვარლობაც, მარა საბოლოო ჯამში ალბათ  ერორს იწვევს ვიღაცებში რაღაც ეტაპის შემდეგ. ამით რატომ კნინდება ან სექსი ან სიყვარული ვერ ვხვდები ოღონდ.

მოკლედ ვერ გავიგე, რა დრამა აქვს ამ გოგოს.

უნდა რომ ყველანი ვყვიროდეთ, რომ გული გვტკივა? “აი, ეხლა დედა მეტყვნება ისე ცუდად ვარ, როცა ჩემი ორ წლიანი რილეიშინშიპი დასრულდა, სალიიი, მაგრამ ხელის გაწერით რომ ვიყო დაკავებული უფრო კომფორტულად იქნებოდი?” :დდ

მე: არ ვიცი. ანუ თან თემა ისაა, რომ ბოლო ორ წელიწადში განქორწინებების რიცხვმა იმატა. რაც იმას ასახავს, რომ ეს ქორწინების თემა ზედმეტად საკრალიზებულია რა. გაუთვიცნობიერებული და საზოგადოებრივი სტატუსის მქონე ყლეობა. რომელსაც რეალური ღირებულება არ აქვს. ჰოდა, თუ ვჯაჯავთ, კაი, ბოლომდე გავჯაჯოთ მაშინ :დ ალბათ ის თემაა, რაც ყველას პრობლემაა ქვეყანაში, რომ მასაც უნდა რაღაც მომენტში პრინცი მიადგეს თეთრ რაშზე ამხედრებული და როცა ხედავს, რომ ეს თემა აღარაა აქტუალური ამ თაობაში, მაგაზე წუხს. აი, სერიალებში და კინოებში, თესლი წყვილი რო დაშორდება და მეგობრები რომ წუხან: “იიი თქვენ თუ ვერ გაქაჩეთ, აბა ჩვენთვის საერთოდ აღარ არის იმედიიიიიიი!”

მეგობარიეგ ყველას პრობლემაა ჩემიც და შენიც. ბავშვობიდან ეგრე გვზრდიან, რომ ყველა ზღაპარში და ყველა მულტფილმში და მერე ყველა ფილმში ყველა დედამოტყნული წყვილი ცხოვრობს დიდხანს და ბედნიერად. არავინ არ გვეუბნება, რომ დედა ეტყვნებათ ისე უჭირთ დილით სამსახურში როცა აგვიანდებათ ნაგავიც გაიტანონ ან შეთანხმდნენ უნიტაზის თავსახური აწეული იყოს თუ დაწეული ან არ ავიწყდებოდეთ კომუნალურების გადახდა. არა, უბრალოდ ყველა გვეუბნება, რომ ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად! და მერე მთელი ცხოვრება, როცა ურთიერთობებში არ გვიმართლებს, ვიდანაშაულებთ თავებს და ვეძებთ ფორმულებს, როგორ შეიძლება ვიცხოვროთ დიდხანს და ბედნიერად ერთ ადამიანთან, რომელსაც დილაობით თვალებში წირპლები აქვს და ზოგჯერ საწოლის იმ მხარეს წვება, რომელზე წოლაც შენ გინდა.

მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ეგ უნდა გადავლახოთ,რა. რაც გვისწორდება ის უნდა ვაკეთოთ. ყლეზემკიდია დეითზე ქუსლებზე შევსკუპდე და ვიღაც პალტოს გახდაში დამეხმაროს და კარში წინ შემატაროს იმიტორო ეგეთ ცვილის ადამიანთან ერთად თუ გადავედი საცხოვრებლად, თან სალი ჯანელი მოვიწვიე ტაშფანდურში, ბეჭედი წამოვიცვი თითზე, აღმოვაჩენ, რომ ვაფშე სხვა ადამიანია (ეს არის ჩვენი მშობლების თაობის ფრუსტრაცია) და მაგრად ყლეზემკიდია ეხლა უცხო ადამიანთან ერთად ცხოვრება, ნაცნობებსაც ვერ ვიტან :

მე:  მაგას გეუბნები მეც :

ანუ რატომ არ არის რეალური ჩემი ურთიერთობა, ადამიანთან, როცა ჩემს გვერდით სძინავს, და ღამე ჩემი ხვრინვა აღვიძებს და საბანს თუ გადაიფარებს სახეზე, ქვეშ დაგროვილი კუილის სუნი შეაწუხებს? :

რეალურია აბა რა ჩემი ყლეა? :

ანუ პრობლემა არის სტატუსში. თუ რაღაცას არ დაარქვი სახელი, ისე არარეალურია.

მეგობარიხო მაგაში და კიდე იმაში რომ თუ არ გინდოდა რძე და ყველი, ახლა ჭამე ყლე და ყვერი :დდ

მე: მაგას ვერ მივხვდი :დ ანუ აი, ეგ სექსის რძეობა და შესაბამისად სექსის დამსახურება :დ რა ყლე თემაა :

თუ გინდა რძე, მოუარე ძროხაააააას, კაი ბალახი აჭამე :  თბილ ბოსელში დააბი :

მეგობარი: ძაან ყლეობა მნიშვნელობებს ანიჭებს ეს გოგო ძროხას და რძეს. ანუ მაგ ლოგიკით ჰგონია, რომ რძე არის ერთადერთი რაღაც რაც შეიძლება რო ძროხისგან მიიღო?

ძროხა არის ღუნღულა საყვარელი ცხოველი ჯერ ერთი,რა. რომელიც რძეს რო იძლევა თან ყველსაც იძლევა და ხაჭოსაც და იოგურტსაც და მაწონსაც და შეგიძლია ჩაეხუტო და გათბე თუ ჩაქაფული არ გიყვარს!

იი არ გინდოდა რძე და ყველი და გააჯვი, დაიწერე ჯვარი, მოაწერე ხელი, აიღე სესხი იმისთვის რომ ვიღაცებმა იგულაონ შენს ქორწილში, მერე ერთი თვე გვიტყანი ტვინი ნიუსფიდში შენი ქორწილის ფოტოებით, მერე დორბლიანი ბავშვით, რომელსაც გამოშობ და მერე ჩვენ დავაკვირდებით, როგორ ეტყვნება დედა შენს ოჯახს, მაგრამ არ დავაბრალებთ მაგას იმას ჯვარი გქონდა დაწერილი თუ დაუწერელი.

მე: ჰო, ანუ ეგ ყველაფერი რასაც აღწერს, ნეგატივი რატომაა, კაკრაზ რძე მრავალმხრივია და ნუ იდეაში მაგი უკვე ზემოთ განვიხილეთ სიღრმისეულად :

მეგობარი: ძალიან ვიწრო თვალსაწიერი აქვს კაროჩე.

მოკლედ, ჩემი აზრით ურთიერთობა არასდროს არ გამოგივა, სანამ არ იცი რა გინდა. ოღონდ მართლა შენ რა გინდა. გარემომ რა გასწავლა კიარა და შენს მეგობრებს რა უნდათ კიარა, ზუსტად შენ, მართლა შენ რა გინდა. არ აქვს მნიშვნელობა ეს რაღაც ძროხა იქნება, რძე, ყლე, ყვერი თუ ყველი. მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს საკუთარ თავთან ექსპრესია და არ გიტყდებოდეს ამის ხმამაღლა გამოხატვა და თქმა. ვიღაცების რეალობები კი არ უნდა მოუზომო, შენი რეალობა უნდა მოზომო და იქ ააწყო შენთვის ხელშესახები რილეიშინშიპი, რომელიც აგერ ჩვენ მაგრად ყლეზეგვეკიდება, მთავარია შენ იყო კარგად და არ ნერვიულობდე შენი მეგობრები სექსის შემდეგ ხომ ნამდვილად მნიშვნელოვან თემებზე საუბრობენ და შენ ხომ ნამდვილად დაგპატიჟებენ ქორწილში.

მე: მოკლედ, როგორც მე ბლოგზევე დავუწერე, ჩვენი თაობა რეალურ ურთიერთობებს კი არ გაურბის, არამედ, პირიქით, რეალურ ურთიერთობებს ეძებს და გაურბის იმ სიყვარულის მატრიცას, რომელზეც მიერთებულია მთელი დედამიწა, სიყვარულის იმ დეფინიციას, რომელიც შექსპირიდან დაწყებულისექს ენდ ზე სითიმდე დამთავრებული ყველამ შეგვცა და არ გამოგვიღო.

კატეგორიები:Front

99 ნაშა – კონკურენტები

ნებისმიერი ბრენდისა და პროდუქტისთვის მნიშვნელოვანია კონკურენტების პოზიცია ბაზარზე. ბაზრის ანალიზის ეს ნაწილი უჩვენებს პერსპექტივებს, თუ სად შეიძლება ბრენდმა თავი დაიმკვიდროს, საერთოდ ღირს თუ არა კონკრეტულ სეგმენტზე მუშაობა და სხვა.
მას შემდეგ რაც, გონებაში ასე თუ ისე ჩამოვყარე კონკურენტების სია, გადავწყვიტე, რომ სულაც ყლეზე დამეკიდებინა პოსტების ეს სერია და საერთოდ ბაზარზე გამოსვლა და გავსულიყავი გაზზე დადგმული ჩახოხბილის მისახედად, მარა მკითხველის ხათრით მაინც დავწერ, ჯანდაბას თქვენი თავი.

იმდენად რამდენადაც იმ კონკრეტული გოგოს თვალსაწიერში არსებულ კონკურენტებზე წარმოედგენა არ მაქვს, ამიტომ საერთო სიას გავაკეთებ და ზოგადად მიმოვიხილავ ასპარზზე გამოსულ ბრენდებს. ამისთვის კი გადავწყვიტე, რომ საიტების ანალოგიები გამოვიყენო.

მაშ ასე:

youtube – ეს არის ყველაზე დიდი, ფულიანი, კრეატიული, კარგად შეფუთული, იდეალური მამაკაცი, რომელიც ყველა სეგმენტზე მუშაობს. ნაკლი ის აქვს, რომ ექსკლუზიურობა მაინც და მაინც არ ევასება. მაგრამ ყველა მის მომხმარებელს თანაბრად კარგად ექცევა. თუმცა შეიძლება არ ევასებოდეს სოფლელები და გამოაგდოს მესიჯი: “This is not available in your region” – რაც ადვილად გადასალახია, მას შემდეგ თუ მომხმარებელი, რომელიც მის დათრევას მოინდომებს აღიჭურვება პროქსითი – ანუ განაშდება და იპოვის მასთან მისასვლელ გზას.
ბრენდის ეს ტიპი არასოდეს მოგატყუებს, რომ შენგან იმაზე მეტი უნდა ვიდრე ვიდეო სტრიმინგია. არ დაგპირდება რომ ცოლად მოგიყვანს ან არ ეცდება ბაზარზე შემოიჭრას ისეთი ტაქტიკით, როგორიცაა – თვითშეფასების დაგდება, რათა მომხმარებელი უფრო მოწყვლადი გახდეს და შესაბამისად ამ ყველაფრით ბოროტად ისარგებლოს.

myvideo.ge – ძაან საინტერესო ფენომენი. აბსოლუტურად უფანტაზიო და ძირითადად სხივისი კონტენტით გაჯერებული ბრენდი, რომლის ორიგინალური სელინგ ფოინთი არის როგორც ღია ასევე ფარული ბაბულიზმი. ადვილად ხელმისაწვდომი, ყველანაირად უპრეტენზიო და მუშა ბრენდი. რომელიც ძირითადად მომხმარებლის ღირებულებით სისტემასთან კონფლიქტიში მოდის, მაგრამ არსებობენ მომხმარებლები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ მოიხმარენ მას, რომ ამ ბრენდის ნაქადაგებ მიზოგინიაზე ვარდებიან და ცდილობენ, რომ საკუთარ თავს და მათ შორის ამ ბრენდს დაუმტკიცონ, რომ მამენტ არც ისე ყლექალები არიან. ხოლო მომხმარებლის ყლექალებად გამოცხადების კამპანია ცხადია ბრენდის ერთ-ერთი ტაქტიკაა, რომელიც როგორც ხედავთ ამართლებს. ბრენდის ამ ტიპისთვის სამომხმარებლო ბაზარზე შეჭრის ეს ფანდი მისი მახასიათებლების მხოლოდ პირველი ნაწილია და სამართლიანობა მოითხოვს აღნიშნოს, რომ მოპოვებული მომხმარებლები იმდენად კმაყოფილი რჩებიან აღნიშნული პროდუქტით, რომ შეიძლება შემდეფ მის მუდმივ საბსქრაიბერობაზეც კი დაიწყონ ფიქრი და ფარულად ჩალიჩი, რაც ბოლოს წარუმატებლად მთავრდება. ამ ბრენდის ტიპს მიეკუთვნებიან სამხრეთ ამერიკული სერიალებიც – რომლებსაც მაღალი გემოვნების მქონე ადამიანმა შეიძლება გასაჭირის ჟამს შეხედოს და შემდეგ ისე მოეწონოს, რომ 250-ივე სერიას უყუროს, ოღონდ ამას არასოდეს ხმამაღლა არ აღიარებს.

vimeo.com – ჰიფსტერული და ჰაი-კლას პროდუქტი, რომელსაც ძალიან მაყარად უჭირავს თავისი ბაზარი. მისი მომხმარებელი ძირითადად ის სეგმენტია, რომელმაც ძალიან კარგად იცის თავისი ფასი, უყვარს განსხვავებული და ოდნავ განსაკუთრებული ბრენდები. ზემო ორი ბრენდისგან განსხვავებით მომხმარებელი ცოტა ჰყავს, სამაგიეროდ ხარისხიანი. თავადაც აფასებს თავის მომხმარებელს და ხშირად თვალს ხუჭავს მათ ნაკლოვანებებზე. ის მზადაა ნებმისმიერი მათგანი მიიღოს ზუსტად ისეთი, როგორიცაა. არის სერიოზული, დაღვინებული და სტაბილური. მასთან ყველა უსაფრთხოდ გრძნობს თავს და ხშირად მისი მუდმივი მომხმარებელიც ხდება, რაც თვითონ ბრენდისთვისაც მისაღებია და ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი, კარგი, სტაბილური და ხარისხიანი მომხმარებლის მოსაპოვლად იბრძვის ბაზარზე.

palitratv.ge – ყოვლად ამაზრზენი, მაივიდეოსგან განსხვავებით რამე ყლეური ტაქტიკაც არ აქვს. თავისი კონტენტი რაც აქვს არის საშინლად უხარისხო. ხოლო მომხმარებელს იზიდავს სულ პლაგიატით, ძირითადად ლოუ-კლასის კატეგორიას, მაგრამ ხანდახან ისეთს გაარტყამს, რომ ყლევდები და გიჩნდება კითხვა: “ამას აქ რა უნდა?”

სად ვარ ამ დროს მე? მე წავედი ფეხბურთს ვუყურო და ვჭამო.

კატეგორიები:99 ნაშა ტეგები:, , ,

99 ნაშა – ბაზრის კვლევა

ნოემბერი 13, 2015 1 comment

“აი, მე როგორც შენი ექსი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა პოსტზე, არამედ ვიღაც ფუჩუზე ვჩალიჩობთ ახლა!” – მიპასუხა ჩემმა ერთ-ერთმა ექსმა, როდესაც მას ჩემს მარკეტ-ანალიზში და რისერჩში მონაწილეობის მიღება ვთხოვე.

მისი ეს განცხადება, ცხადჰყოფს, რომ ჩემი ექსების გარკვეულ სეგმენტში ჩემი ბრენდის ქცევის შესახებ ევერნესი საკმაოდ მაღალია. ანუ მათ ზუსტად იციან, რომ თუ პროჭზე ვიხევი, ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ (ციტატა) “მორიგი დებილი მუტელი დაკერო!”

რაც აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად წარუმატებლად მთავრდება ხოლმე და შეგვიძლია შევადაროთ ისეთ ბრენდს, როგორიცაა გუგლის გამოშვებული სმარტფონი ნექსუსი — ძლიერი ბრენდის მიერ გამოშვებული კარგი პროდუქტი, რომელსაც კარგი დიზაინი, პერფორმანსი და ინერციით გამოყოლილი ბრენდული იმიჯი აქვს, მაგრამ ყველას ყლეზე ჰკიდია და მასზე უფრო გავრცელებული და პოპულარული პროდუქტი ჰუავეის რაღაც დედაყლე ტელეფონია.

წაიკითხე მეტი…

ძვლები

ნოემბერი 27, 2013 19 comments

ჩემი 28 წლის დისტროფიკი გელფრენდი მხოლოდ 28 კილოს იწონიდა.
მისი მიზანი 20 კილომდე ჩამოსვლა იყო.
თვლიდა, რომ ასე უფრო ლამაზი იქნებოდა და მეც უფრო მომეწონებოდა.
არადა რომ სცოდნოდა როგორ ვერ ვიტანდი.
მისთვის ყველაზე საშინელი შეურაცხყოფა იყო, როდესაც ჩხუბისას ძვლების ტომარა ვუწოდე. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა კიდევ რვა კილოს დაკლება, რადგან ჩათვალა, რომ ტომარა მსუქანის სინონიმია.
ამასობაში მე გამასუქა, მასთან 3 თვიანი ურთიერთობის განმავლობაში უგემრიელესი საჭმელებით ვიკვებებოდი.
ჩემს გელფრენდს ძალიან უყვარდა კარგი საჭმელები, მაგრამ ვერ ჭამდა. როგორც კი ერთ ლუკმას გადაყლაპავდა მაშინვე პანიკაში ვარდებოდა, ეწყებოდა კრუნჩხვები და ვიდრე გულს არ აირევდა და ნაჭამს უკან არ ამოიღებდა ვერ წყნარდებოდა. საჭმელზე ალერგია არ ჰქონია, უბრალოდ მის თავის ტვინში ჩაბუდებული კომპლექსიანი ყლექალა მუდმივად ჩასძახოდა, რომ ერთი ლუკმა 0%-იანი ხაჭო აუცილებლად გაასუქებს, ისე, რომ აღარავის მოეწონება.
თვითონაც იცოდა, რომ ეს სისულელეა, მაგრამ რა უნდა ექნა? შინაგან ხმებთან გამკლავება ძალიან უჭირდა.
თავის გურმანულ მისწრაფებებს ჩემზე იკმაყოფილებდა.
მთელი დღე სამზარეულოში იდგა, აკეთებდა საჭმელს, აცხობდა ნამცხვრებს, ხაჭაპურებს, ლობიანებს და შემდეგ წინ მილაგებდა. მაგიდასთან დაჯდებოდა და ნეტარებით მიყურებდა როგორ ვჭამდი ამ საოცარ საჭმელებს.
მას ეგონა, რომ იდეალური ქალი იყო.
წაიკითხე მეტი…

ბნედა

ოქტომბერი 6, 2013 2 comments

ჩემი ძმა ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვისაც ბალიშზე თავის დადებისთანავე ეძინებათ და არასოდეს აწუხებთ ე.წ. ინსომნია. არასოდეს წრიალებდა ლოგინში და არც არასოდეს უბოდიალია ღამით სიგარეტის მოსაწევად, მოსაფსმელად ან ფანჯარაში უაზროდ საყურებლად მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ იძინებდა. თუმცა, ამის მიუხედავად, საშინლად ფრთხილი ძილი ჰქონდა და ერთ გაფაჩუნებაზეც კი შეიძლებოდა წამომხტარიყო და უცებ გამოფიხლებული გარკვეულიყო სიტუაციაში.

სწორედ, მომენტალური გამოფხიზლების უნარმა დამაეჭვა, როდესაც ის თავის ლოგინზე წამომჯდარი მიყურებდა და პანიკურად ღრიალებდა. “გასაგებია, რომ შეიძლება შეეშინდა, მაგრამ ხო მიცნო რომ მე ვარ?” ვფიქრობდი და თან ვცდილობდი დამემშვიდებინა.
– მე ვარ! ოე! რა დღეში ხარ? – როდესაც ჩემმა სიტყვებმა არ გაჭრა, გადავწყვიტე მისთვის ხელები ჩამეჭიდა, შემეჯანჯღარებინა და თუ ესეც არ უშველიდა, შემდეგ სილა გამეწნა. მაგრამ როდესაც მისკენ წავიწიე და შეხება ვცადე, თავში რაღაც უშველებელი მდრუზა, დარეტიანებულს ფეხი მკერდში ჩამაზილა და ღრიალით გავარდა ოთახის გასასვლელისკენ.
– სულ გამოგაყლევა ამ მოწევამ და სმამ! – მივაძახე კარებში, თუმცა ალბათ ვერც გაიგებდა, რადგან ისე მაგრად მეტკინა თავი რომ ძლივს ვლუღლუღებდი.
– ადექი, გადადი ცალკე რა, ხო ხედავ ყველა არანორმალურია ამ სახლში! – წამოდგომას ვცდილობდი და თან საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი. ისე, რა უბედურება მინდოდა თავზე რო წამოვადექი ამ შუაღამისას? – დამავიწყდა, ისე ჩამარტყა თავში ამ კრეტინმა.

მამაჩემი ფოხანის ამარა შემოვარდა ოთახში, შუქი აანთო და ადგილზე გაშეშდა. უკან დედაჩემი ედგა – ღამის პერანგში, ხოლო ჩემი ძმა, რომელსაც ცალ ხელში იატაკის ჯოხი ეჭირა და მეორეში – ჩაქუჩი, რაღაცას გაჰკიოდა.
– მიყურეთ ახლა! მომეშველეთ რომელიმე, ტვინის შერყევა მაქვს მგონი! – ცოტა უხეშად მომივიდა. საერთოდ, არ მიყვარდა, როცა ჩემებს უხეშად ველაპარაკებოდი, მაგრამ გაშტერებულები იდგნენ და მიყურებდნენ როგორ ვეგდე თავგატეხილი შუა ოთახში. – ყველამ ერთად გააფრინეთ? – პასუხს არ დავლოდებივარ, ისე დავიწყე წამოდგომა. ძალიან მეხვეოდა თავბრუ, თვალებშიც ნორმალურად ვერ ვიხედებოდი. დილით ადრე, წირპლიანი, სანამ სააბაზანოსთან მიხვალ და პირს დაიბან, ბუნდოვნად რომ ხედავ ყველაფერს, დაახლოებით მასე ვხედავდი. ის იყო ძლივძლივობით წელში გავიმართე, რომ ჩემი ძმა მომვარდა, ყელზე იატაკის ჯოხი მომადო და კედელს მიმაბჯინა. ეტყობა ძლიერადაც არ მიჭერდა, არ მტკიოდა და არც ვიხრჩობოდი.
– რა უბედურება ხდება? რა იყო? რა გჭირთ? – ვეკითხებოდი, თან ვცდილობდი ჯოხისთავის ხელი მომეკიდა და ყელიდან მომეშორებინა. მამაჩემი უცებ მოწყდა ადგილიდან და ჩემი ძმისკენ გაექანა.
– ძლივს, ვიღაცა აზრზე მოვიდა, დააწყნარე ეს არანორმალური! – მაგრამ ჩემდა გასაკვირად მამაჩემმა ჩემს ძმას მის მიერ გაწოდებული ჩაქუჩი გამოართვა ხელიდან და ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი.
– თავში… თავში… თავში… – ექოსავით ჩამესმა ჩემი ძმის ხმა, დანარჩენი სიტყვები ვერ გავარჩიე. მამაჩემმა ღრმად ამოისუნთქა და ჩემკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.
– თავში… თავში… თავში… – ყვიროდა ჩემი ძმა და თან ცდილობდა კედელთან უფრო ძლიერად მივებჯინე, რომ არ გავქცეულიყავი. ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ ნაშვილები ვიყავი, და აი, სწორედ ახლა, როცა მამაჩემმა თავს ზემოთ ჩაქუჩი აღმართა და სასოწარკვეთილი გამომეტყველებით ჩამხედა თვალებში, მივხვდი, რომ მართალი ვიყავი.
“ღმერთო, ალბათ რამე ჩამიყარეს ჩაიში, იმიტომაც არ მახსოვს, როგორ მოვედი ამ ოთახამდე, იმიტომ ვხედავ ყველაფერს თითქმის ბუნდოვნად და იმიტომაც არ მესმის არაფერი. მაგრამ რატომ მკლავენ, უბრალოდ ეთქვათ და წავიდოდი ჩემით.”
– პირიქით… პირიქით… პირიქით… – რაღაც დირექტივა გასცა ჩემმა ძმამ. მამაჩემმა ჩაქუჩი შემოატრიალა და ახლა უკვე წვეტიანი მხარით დამიმიზნა.
– არ… არ… არ… – დაიკივლა დედაჩემმა. მამაჩემს წინ გადაუდგა და რაღაც ჩემთვის გაურკვეველი წინადადებები წარმოთქვა.
– არა არის ეს შენი შვილი! – ღმერთო, რა საოცარი ზიზღითა და სასოწრაკვეთით წარმოთქვა ჩემმა ძმამ ეს სიტყვები და ბედის მუხანათობით, ალბათ, სწორედ იმ წამიერად შეწყვიტა საწამლავმა მოქმედება და ყველა სიტყვა გავიგე.
– დედა – ჯოხს ხელები გავუშვი და მისკენ გავიშვირე, იმის იმედად, რომ ამ ადამიანს კიდევ ჰქონდა შერჩენილი რაღაც გრძნობა და საღი აზროვნება და იქნება გადავერჩინე.
მერე რა მოხდა უცებ ვეღარ გავერკვიე, დედაჩემმა ოდნავ გადმოდგა ჩემკენ ნაბიჯი და ცრემლიანი თვალებით ჩამხედა თვალებში. ჩემმა ძმამ იატაკის ჯოხი ოდნავ მოადუნა, დედაჩემს ხელი მოჰკიდა და თავისკენ შეატრიალა.
წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ვცდილობ ტეგები:,

პირველი სტენსილი

თებერვალი 17, 2013 1 comment

რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე მეცადა სტენსილის დახატვა, არ დავაყოვნე და პირდაპირ საქმეზე გადავედი. დავბადე იდეა, დავპრინტე და დავჭერი :)

საბოლოო ჯამში გამოვიდა თითქმის ყლეობა :დ

DSC_4123

ნუ, ცხადია, რომ პირველი თემა პალანიკის, ჩემი და რელიგიის სიყვარულის კომპილაცია უნდა ყოფილიყო :დ

8 Rules of Religion – მებრძოლთა კლუბის წესების ალუზია.

1. you don’t talk about religion.
2. you don’t talk about religion.
3. srsly, man,you don’t talk about it.
4. you don’t fuckin’ talk about religion.
5. you fuckin’ don’t fuckin’ talk about religion.
6. shut the fuck up.
7. last warning.
8. fuck you!

ბოლოში ბოლნური ჯვარი, ტაილერ დერდენის დამზადებულ საპნზე – approved by divine soap inc.

ძაან საკაიფო პროცესი იყო, ბევრი გამოცდილება მივიღეთ, მე და ჩემმა 2მა თანაავტორმა. ჩვენთვის ყველასთვის პირველი ნამუშევარი იყო და ვფიქრობ ამ პონტში კარგი გამოგვივიდა, არც სატესტო ვერსია გაგვიკეთებია, პირდაპირ კედელს მივეცით! :დ ენივეი, თუ ვინმე დააპირებთ სტენსილის გაკეთებას, რამდენიმე რჩევას მოგცემთ:

1. ყლეზე დაიკიდეთ ტექსტი, განსაკუთრებით კი წვრილად დაწერილი, დიდ ასოებს აიტანს ხატვისას, პლუს უფრო ადვილი ამოსაჭრელი იქნება. სახეები ამოვჭერით 15 წუთში, ტექსტს მოვუნდით 3 საათია. ფრთხილად და ფაქიზად ვაკეთებდით, რომ რომელიმე ასო არ გაფუჭებულიყო. მაინც გაიდღაბნა ზოგიერთ ადგილში. მოკლედ ტვინის ტყვნაა.

2. წინასწარ აარჩიეთ ადგილი, რომ ჩვენნაირად არ იბოდიალოთ აქეთ იქით და უცებ დაგარტყათ თავში, მაინც და მაინც არც თუ ისე მაგარმა იდეამ.

3. “რეზაკით” ჭრა არის ყლეობა. :დ

და ბოლოს, ნახატი შეგიძლიათ ნახოთ:

1. პატარა სამებასთან, საჯაროს კედელზე.
2. საჯაროს კედელზე ნუცი ბოზიას გვერდით.
3. თაბუკაშვილზე, 9 აპრილის ბაღის კიბეებთან.

კატეგორიები:ვცდილობ ტეგები:,
%d bloggers like this: