მთავარი > 99 ნაშა > 99 ნაშა – ბაზრის კვლევა

99 ნაშა – ბაზრის კვლევა

“აი, მე როგორც შენი ექსი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა პოსტზე, არამედ ვიღაც ფუჩუზე ვჩალიჩობთ ახლა!” – მიპასუხა ჩემმა ერთ-ერთმა ექსმა, როდესაც მას ჩემს მარკეტ-ანალიზში და რისერჩში მონაწილეობის მიღება ვთხოვე.

მისი ეს განცხადება, ცხადჰყოფს, რომ ჩემი ექსების გარკვეულ სეგმენტში ჩემი ბრენდის ქცევის შესახებ ევერნესი საკმაოდ მაღალია. ანუ მათ ზუსტად იციან, რომ თუ პროჭზე ვიხევი, ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ (ციტატა) “მორიგი დებილი მუტელი დაკერო!”

რაც აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად წარუმატებლად მთავრდება ხოლმე და შეგვიძლია შევადაროთ ისეთ ბრენდს, როგორიცაა გუგლის გამოშვებული სმარტფონი ნექსუსი — ძლიერი ბრენდის მიერ გამოშვებული კარგი პროდუქტი, რომელსაც კარგი დიზაინი, პერფორმანსი და ინერციით გამოყოლილი ბრენდული იმიჯი აქვს, მაგრამ ყველას ყლეზე ჰკიდია და მასზე უფრო გავრცელებული და პოპულარული პროდუქტი ჰუავეის რაღაც დედაყლე ტელეფონია.

ეს ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ამ რამდენიმე დღის წინ, ვიჯექი ჩემთვის და ვფიქრობდი, როგორ მომეწონებინა თავი ერთი გოგოსთვის და ძალიან ვბრაზობდი საკუთარ თავზე იმის გამო, რომ მე, ადამიანი, რომელსაც ბაზრის კვლევის დროს ყველაზე ძლიერ მხარედ დაუსახელეს კრეატიულობა, ვერაფრით ვახერხებდი რამე საინტერესო გზის ან მეთოდის მოფიქრებას იმისათვის, რომ კონკრეტულ გოგოში ჩემ მიმართ ინტერესი გამომეწვია.

შემდეგ გადავიჭერი რეკლამშიკურ-ფილოსოფიაში და როგორც ამ სფეროს ყველა წარმომადგენელი თანხმდება, გამახსენდა, რომ ყველა ადამიანი არის ჩვეულებრივი პროდუქტი და აუცილებელია გაკრვეულ სიტუაციებში თავი ისევე გაყიდოს, როგორც იყიდება პროდუქტი: ჰქონდეს მაღალი ბრენდ-ევერნესი, ჰქონდეს კარგი შეფუთვა, კარგი პოზიციონირება — თუნდაც ნიშური და ა.შ. ამიტომ გადავიწყვიტე, რომ ჩემი თავის კონკრეტული გოგოსთვის მიყიდვის პროცესი წარმემართა ისე, როგორც წარვმართავდი ნებისმიერი პროდუქტის შემთხვევაში. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო რამდენიმე წელია სწორედ მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში ვმუშაობ, ჩემი გამოცდილება საკმაოდ დამეხმარებოდა და თან ჩემთვის ყველაზე კარგად ნაცნობი პროდუქტი — ანუ, მე — გაცილებით უფრო ადვილი გასაყიდი უნდა იყოს, ვიდრე მე წარმომიდგენია. მაშასადამე, ჩემს წინაშე კლიენტმა, ანუ ამ შემთხვევაში, მე, დააყენა შემდეგი ამოცანა — მოვაწონო თავი ერთ გოგოს.

ამისათვის საჭიროა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

  • კვლევა: ბრენდის ცნობადობა, ბაზრის ანალიზი, კონკურენტები და ა.შ.
  • სტრატეგია და კრეატიული ბრიფი.
  • კამპანიის დაგეგმვა.
  • კამპანიის ჩაშვება.
  • ბაზრის პენეტრაცია (pun intended).

ნებისმიერ ბრენდს, ვიდრე მას დავუგეგმავთ რამე სახის კამპანიას, სჭირდება სტრატეგია, ხოლო სტრატეგიას სჭირდება კვლევა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ყველაფერი სულ თავიდან დამეწყო და რამდენიმე ადამიანი გამომეკითხა.

თუმცა, მანამდე საჭირო იყო გამეანალიზებინა საკუთარი თავი, ანუ რა მგონია მე ვინ ვარ და ჩემი აზრით როგორ მხედავს ხალხი და პოტენციური მყიდველი.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ძირითადი პრეზენსი არის ონლაინ, რადგან არ დავიდივარ არც კანუდოსში და არც მტკვარზე, ჩემი მიზნობრივი აუდიტორია ჩემზე წარმოდგენას იქმნის ჩემი ფეისბუქ და ზოგადად ონლაინ აქტივობების მიხედვით. ამიტომ შევედი ანალიზში.

იქიდან გამომდინარე, რომ ვარ საოცარი ნარცისი უმეტესწილად დადებითი თვისებების ჩამონათვალი გამომივიდა. ჩემს ძლიერ მხარეებად დავასახელე შემდეგი რაღაცები:

  • მაქვს კარგი იუმორი – მიუხედავად იმისა, რომ ამ პოსტში უკვე დაახლოებით 350 სიტყვა დავწერე და ჯერ ერთი ხუმრობაც არ მქონია, იუმორის კარგი გრძნობა ჩემი ცალსახად ყველაზე ძლიერი მხარეა. და ეს გამოკითხვის შედეგადაც დადასტურდა, რადგან გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ პირველ დადებით თვისებად დამისახელა იუმორი.
  • ვარ დამოუკიდებელი ტიპი, რომელიც დედასთან არ ცხოვრობს – აქ როგორც გაირკვა:

ა) ძალიან ცოტამ იცის ეს.

ბ) nobody gives a shit. – რადგან ჩემს ტარგეტ აუდიენციაში ეს ფაქტორი ისედაც ნაგულისხმევია და თითქმის მეინსტრიმი გახდა. ანუ ეს ფაქტორი შეიძლება შევადაროთ სამსუნგს. დადო ეფლმა რაღაცა, მერე ამ ყლეებმა გადაიღეს და მისი დედაყლე CEO გამოდის რაღაც ბანძი სფიჩით და ცდილობს შემოგვტენოს როგორც ინოვაცია.

თუმცა გარკვეული აუთვისებელი ბაზარი ჯერ კიდევ არის, რომლის მოზიდვაზე მუშაობა შეიძლება პროდუქტიული გახდეს. თუმცა აქვე არ უნდა დამავიწყდეს, ისიც, რომ პროდუქტის, ანუ ჩემი გაყიდვა, მხოლოდ ერთ ინდივიდზეა დატარგეტებული. შესაბამისად, მას შეიძლება სულაც ძალიან დიდ პლიუსად ესახებოდეს ეს თემა ან ვაბშემც მაგრად ეკიდოს. თუმცა ეს როგორ უნდა გავარკვიო არ ვიცი.  

  • კარგად ვამზადებ საჭმელს – გამოკითხულთაგან მხოლოდ ერთს გაახსენდა, ისიც იმიტომ რომ მას გასინჯული აქვს ჩემი ნახელავი. ამიტომ საჭიროა ამ მიმართულების უფრო მკვეთრად გამოტანა მზის სინათლეზე და უფრო კარგად შეფუთვა, მაგალითად, ჩემ მიერ ორი წლის წინ დადებული ფოტო იმის შესახებ რომ კარგი ჩახოხბილი გავაკეთე, სულ ყველას ყლეზე ჰკიდია, ხოლო რამდენჯერმე გამოფენილი უსახური მჭადები საერთოდ არავის ახსოვს და შეგვიძლია შევადაროთ ისეთ პროდუქტს, როგორიცაა მაკ მინი. კარგია, ეფლია, შესანიშნავი დიზაინი აქვს, სწრაფად მუშაობს, მაგრამ სულ ყველას ყლეზე ჰკიდია ორი კაცის გარდა.

სულ რაღაც სამი ძლიერი მხარე გამომივიდა, ანუ არც ისე ნარცისი ვყოფილვარ, როგორიც მეგონა.

რაც შეეხება სუსტ მხარეებს:

  • ვარ უზრდელი და სულ ვიგინები – ეს არ ვიცი რამდენად ცუდი თვისებაა, მაგრამ მაინც ქომონ სენსიდან გამოვედი. შეიძლება ბევრს აღიზიანებდეს, მაგრამ ძირითადად პოზიტიური ფიდბექი მაქვს ხოლმე ამაზე. მაგალითად, გოგოებს რომლებსაც მოვწონდი – მოსწონდათ ჩემი გინებაც და ვაბშე მაგრად ევასებოდათ. მაგრამ რაღაცნაირი თემაა. აი, დაახლოებით როგორც პორნჰაბი. ხეებს რგავს და პლანეტის გამწვანებაზე ზრუნავს, მაგრამ მაინც ყლითა და მუტლითაა მოფენილი.
  • შეიძლება ვტოვებდე პოხუისტი და არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას – ნუ ეს რიგ შემთხვევებში შეიძლება არც იყოს სუსტი მხარე და პირიქით კონკრეტულ ტარგეტზე მუშაობის შემთხვევაში ძლიერ მხარეებშიც გავიდეს, მაგრამ იმდენად რამდენადაც ჩემი ამჟამინდელი ტარგეტის შეხედულების შესახებ ნულოვანი წარმოდგენა მაქვს, ამიტომ ქომონ სენსისა და ნუ ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე სუსტ მხარეებში გავიყვანე. რაც სხვათაშორის დამიდასტურეს და მითხრეს, რომ რჩებათ უარყოფითი შთაბეჭდილება, რომ შეიძლება მართლაც ძალიან უპასუხისმგებლო ადამიანი ვარ.
  • ვპოსტავ ბევრს და აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებულ კონტენტს, და კაციშვილი ვერ მიხვდება რა მომწონს ცხოვრებაში –  ანუ დაახლოებით ისეთი ბრენდი, როგორიცაა პალიტრა ჰოლდინგი. წიგნებსაც უშვებენ და შლანგებსაც ყიდიან და კიდე ტუალეტის ქაღალდს სახელად “ფაფუკი” – ჩამოყალიბდი რა ეს დედამოტყნული. თუმცა, ჩამოყალიბებული და დამკვიდრებული ბრენდისთვის ეს ფაქტორი ძლიერი მხარეა, მაგალითად, როგორც გუგლისთვის. ვებ-სერვისებიც აქვთ და აგერ ალბათ მანქანასაც გამოუშვებენ, ტელეფონთან და ლეპტოპთან ერთად.

თვითანალიზის შემდეგ დავიწყე სხვადასხვა ადამიანების გამოკითხვა. საბოლოო ჯამში გაირკვა რომ მომხმარებლის აზრით:

  • მაქვს კარგი იუმორი.
  • ვარ კრეატიული.
  • ვწერ კარგად.

ხოლო უარყოფით მხარეები მომხმარებლის აზრით არის შემდეგი:

  • სნობობა
  • თანაგრძნობის არ ქონა
  • სიყალბე  

ამ კველვის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ბრენდს აქვს ნორმალური, საშუალოზე ოდნავ მაღალი ევერნესი, მისი დადებითი მხარები ევერნესის შესაბამისად პოზიციონირებულია თუმცა არ არის მასობრივად ავრცელებული. ანუ შეგვიძლია შევადაროთ ისეთ ბრენდს როგორიც არის სპრაიტი. ყველამ იცის მისი არსებობის შესახებ, თაროზეც დევს, მაგრამ არასოდეს არ არის არც პირველი, არც მეორე და არც მესამე არჩევანი – ამ შემთხვევაში თავისი კონკურენტი ბრენდის პროდუქტი პეპსი სჯობნის, ხოლო შეიძლება რიგ ბაზარზე საერთოდ მირინდამ ჩაუდოს. იმიტომ რომ დაჟე აცეტონის არაყის ტალკაჩადაც არ განიხილება და მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყიდოს ვიღაცამ, თუ თავსახურში ჩინური აიპოდის ან რამე მსგავსი ყლეობის მოგების შანსია ან მხოლოდ სპრაიტი და ყაზბეგის ლიმონათი დევს თაროზე.

“ნუ რა გითხრა, ულაიქე რაღაცები, ცოტა ტვინი მოტყანი, თავიდან იფიქრებს ვინ ჩემი ყლეაო, მარა მერე ნელ-ნელა დაინტერესდება და ბოლოს რაღაცა გამოვა!” – მითხრა ჩემმა იმავე ექსმა, რაც არის სტრატეგია და ამას განვიხილავთ მას შემდეგ რაც მიმოვიხილავთ კონკურენტებსა და ბაზარს – ანუ პოტენციურ მყიდველსა და მყიდველებს.

Advertisements
  1. ნოემბერი 13, 2015, 5:36 PM

    ვპოსტავ ბევრს და აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებულ კონტენტს, და კაციშვილი ვერ მიხვდება რა მომწონს ცხოვრებაში > ამაში მთლად ვერ დაგეთანხმებოდი, დანარჩენიკი გენიალური პოსტია :)

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: