მთავარი > პათეტიკა > ბედნიერება

ბედნიერება

ამბობენ, ყველა ადამიანის აქვს რაღაც მისია. რა უნდა ქნა როდესაც არ გაქვს? უნდა იპოვო, შეიქმნა და შეუდგე შესრულებას. სათქმელად ადვილია, პრინციპში გასაკეთებლადაც. პირველი დავალება, რომელიც ადამიანს ეძლევა არის, მიხვდეს რომ დამოუკიდებელია და მხოლოდ მას შეუძლია საკუთარი მისიის და მიზნების განსაზღვრა და ასრულებისკენ სწრაფვა. მაგრამ რა უნდა ქნას ადამიანმა თუ ის თავის თავს ვერ პოულობს, ხოლო ძიებამ კი ძალიან დაღალა?

ჩემი პაციენტი ახაგაზრდა მამაკაცია, უკვე მეხუთე თვეა ჩემთან დადის. თავისი ყოფილი მეგობრების დაჟინებული მოთხოვნის გამო მოვიდა. ჩემს კარიერაში ყველაზე საინტერესო საქმეა და უნდა გამოვტყდე ყველაზე წარუმატებელიც. ის თვლის რომ თავის ადგილს და მისიას ვერ მიაგნო. როგორც თვითონ ამბობს, ბედნიერი არასოდეს ყოფილა, ბევრჯერ ჩაუქნევია ხელი და ბევრჯერაც უცდია ბრძოლის განახლება. რამდენიმე თვის წინ თვითმკვლელობაც სცადა. რაღაც საოცარი მეთოდი მოიგონა. შემთხვევამდე 3 დღით ადრე იყო ჩემთან, ზუსტად 3 დღის გავდივარ ქალაქიდანო, კარგი-მეთქი. მესამე დღეს დამირეკა.
“შეგიძლია ჩემთან ამოხვიდე?”
“ჰო იცი რომ არ შეიძლება?”
“თავის მოკვლა ვცადე!”
სახლში რომ შევედი სამზარეულოს იატაკზე იჯდა, დაზიანებული არაფერი ქონდა, არც სისხლის კვალი იყო, არც იარაღი ეგდო სადმე და არც თოკი შემიმჩნევია, არც წამლის ფლაკონი და ტაბლეტები ეყარა.
“რა მოხდა?”
“დეჰიდრაცია”

დეჰიდრატაცია, ანუ წყლისგან დაცლა, ჩვენს შემთხვევაში ადამიანის სხეულისა, ყველაზე საშინელი სიკვდლია. შეგრძნება დაახლოებით ისეთია, როგორც დილის ხუთ საათზე, პახმელიაზე გაღვიძებულ ადამიანს აქვს, “სუშნიაკი,” შეწებებული ნერწყვი, რომელიც გულს გირევს. თუმცა, დეჰიდრაციის კარგი ფორმებიც არსებობს, მაგალითად მარიხუანა. მეცნიერულ-ბიოლოგიურ დონეზე კაცმა არ იცის როგორ არის, მაგრამ შეგრძნებებით თუ ვიმსჯელებთ რაღაც მსგავსი უნდა ხდებოდეს. ორგანიზმი შრება, ოდნავ ბუჟდება და ცოტა ძლიერი კანაბიონიდი თუ არის შეიძლება სიცილისას ან მუსიკის სმენისას ასტრალშიც გადაგაგდოს.
დეჰიდრაცია, თვითმკვლელობის ყველაზე კარგი ხერხია, ნელი და მტკივნეული, მაგრამ მაინც კარგი. თუ ბოლო წამს გადაიფიქრებ ერთი ჭიქა წყალი გადაგარჩენს. 3 დღე საკმარისია დასაფიქრებლად და გადაწყვეტლების შესაცვლელად. რამდენიმე უკან დასახევი გზაც შეგიძლია დაიტოვო.
ყველა ნაცნობი გააფრთხილა, 3 დღით ქალაქიდან გავიდვარო, ოღონდ მარტო 3 დღით, ზუსტად 3 დღეში აქ ვარო, ერთ დღესაც არ გადავაცილებო. თითოეულს ასე უმეორებდა, ძალიან უნდოდა, რომ 3 დღის მერე ვინმეს ეპოვნა და არ აყროლებულიყო. მთელი გრძნობით და საეჭვო ტონით უსვამდა ხაზს ამ ზუსტ სამ დღეს. რამდენიმესთან მიზანსაც მიაღწია და დააეჭვა, მართალია იმათ არაფერი უკითხავთ, მაგრამ ერთი კი გაიფიქრეს, სამი დღის მერე აუცილებლად ავალო. ზოგმა იფიქრა შეიძლება მოსაწევზე მიდისო, ან რამე კაი საქმეს ეწია და სურპრიზად უნდა ყველაფრის გამხელაო. ერთი-ორი ისეთიც აღმოჩნდა გასაღების დატოვება რომ სთხოვეს, ცარიელი ბაითის ამბავში. არ მისცა – იპროჭა. ზოგმაც უბრალოდ დაიკიდა, მაინც თვეში ერთხელ ვურეკავთ და დიდი ამბავი თუ 3 დღით სადმე მიდისო.
კორპუსის სარდაფის გასაღები მეზობელს გამოართვა, წყალი უნდა გადავკეტოო, 3 დღით მივდივარ, ზუსტად სამი დღით, შეიძლება რამე მოხდეს, წყალმა გაჟონოს და ვინმეს ჩაუვიდეს, მერე რა ვქნაო?
არადა რა კარგი ბიჭია, მეზობლების თვალში, ამ წამიდან – თადარიგიანი, პასუხისმგებლობის მქონე,ზრდილობიანი.
ონკანებიდან მილში ჩარჩენილი წყალი გამოწოვა. ხშირად უქნია ასე, ბაშვობაში, როცა წყალი არ მოდიოდა, პარკებშიც შეფუთა – თავის დაზღვევის მიზნით.

“ამბობენ თვითმკვლელობა მხოლოდ სუსტ ადამიანებს შეუძლიათო, არაა მართალი. აი, მე ვერ შევძელი. არ ვარ საკმარისად ძლიერი, ჯერ-ჯერობით. წერტილი დასმა ყველაზე რთულია – მითუმეტეს მაშინ, როცა უკან დასახევი გზა არ არსებობს. თუმცა, თვითმკვლელებს ალბათ იმაში ადანაშაულებენ, რომ ისინი ნებდებიან, ბრძოლის ველიდან გარბიან. თუ ცხოვრება ბრძოლის ველია, ხოლო ისინი ვერ იმარჯვებენ, ვერ იბრძვიან, მარცხდებიან და ჩიხში შედიან, ეს თქვენი ბრალია – გამარჯვებულების. შესაბამისად, ისინი თავს კი არ იკლავენ, თქვენ კლავთ მათ.
აი შენ!
რამდენჯერ გაგიხედავს ადამიანისკენ ამრეზით?
რამდეჯერ დაგიცინია?
რამდეჯერ არ გიყიდია ხატი მათხოვარი ბავშვისგან? ან რამდენჯერ დაინტერესებულხარ რატომ მათხოვრობს?
რატომ დარბის ფეხშიშველი შუა იანვარში?
რამდენჯერ უარგიყვია ადამიანი, რომელიც ბედნიერებას მხოლოდ ადამიანებთან ურთიერთობაში ეძებს?
არც მე ვარ ამ მხრივ უცოდველი. საშინელებები მიკეთებია. იყო ერთი ადამიანი, ჩვეულებრივი ტიპი, მართალია ცოტა სასოწარკვეთილი იყო და გამალებით ეძებდა სამეგობროდ ადამიანებს – სწორედ ეს აფრთხობდა მის გარშემომყოფებს ალბათ. მაგრამ ვინ არ ყოფილა სასოწარკვეთილი? ზედაც არ ვუყურებდით. ვაშაყირებდით. მის ჯინაზე რამდენჯერმე Facebook-ზეც დავასტატუსე: ‘აი, ახლა ვზივარ მეგობრებთან ერთად და ვერთობი.’ მაშინ მეგონა, რომ გამარჯვებული ვიყავი, ან კიდე უბრალოდ ამ გზაზე ვიდექი, წარმატებით ვუტევდი სუსტებს და ბოლო ლურსმანს ვაჭედებდი კუბოზე.
მე თუ მკითხავ, თვითმკვლელები ორ კატეგორიად უნდა დავყოთ:
1. სუსტები, რომლებმაც ვერ გაუძლეს ძლიერთა ზეწოლას და ადამიანური სოლიდარობის მაგივრად პანღური მიიღეს.
და
2. ისინი ვისაც ყლეზე კიდიხართ გამაჯრვებულები და ძლიერები. ვინც დაიღალა თქვენი ყურებით და ყელში აქვს ყველაფერი. ისე… ამ შემთხვევაში თავს კი არ უნდა ვიკლავდეთ, თქვენ უნდა გხოცავდეთ უმოწყალოდ! ჰო, ალბათ სწორედ ასე იბადებიან ტერორისტები, სერიული მკვლელები, მაფიოზები…”

მისი აღწერა ერთი სიტყვით შეიძლება – დრამატული. ძალიან კარგი იქნებოდა მსახიობი რომ იყოს, მისთვის ნამდვილი შვება იქნებოდა. ითამაშებდა ფილმებში და მერე მხოლოდ ამ ფილმებს უყურებდა. დატკბებოდა საკუთარი თავით, რომელიც ალტერნატიულ, ეკრანს იქითა, რეალობაში ცხოვრობს, როცა ის ძალიან უყვართ ან ეზიზღებათ, როცა მის ნაკვალევზე ყვავილები იფურჩქნება ან ქვა ქვაზე არ რჩება, როცა მის თვალებში ჩამავალი მზის ნარიჯი ირეკლება ან გადაბუგული ქალაქის სიშავე, როცა ხელში საყვარელი ადამიანი უკვდება და ცხარე ცრემლებით დასტირის ან როცა უმოწყალოდ კლავს ვინმე უღირსს ან ღირესულს. როცა მისი გრძნობები მუსიკით გამოიხატება ან ოპერატორის კარგი ნამუშევრით – მსხვილად აღებული კარდი მის რომელიმე მიმიკაზე. როცა ის აყალბებს გრძნობებს, მაგრამ ეს ოსტატურად გამოსდის, რადგან ყოველთვის უნდოდა ეს ეგრძნო, მაგრამ საშუალებას არ აძლევდნენ ან თვითონ იბოჭავდა თავს. თვითონაც უნდა.
და ამის მერე დავასკვენი რატომ არიან ფსიქოლოგები ძირითადად HR-ები, ისინი ადამიანებს საკუთარი სავარძლის და როლის პოვნაში ეხმარებიან. მართალია, ზოგი კორპორატიული ინტერესებიდან გამოდის ხშირად და მონდომებულ ადამიანს უარს ეუბნება, ძიების გზას უხშობს და უკან აბრუნებს დეპრესიის მორევში, სადაც მერკანტილური და საყოფაცხოვრებო პრობლემები ახრჩობს სულიდან გამომავალ საცეცებს.
აქვე იმასაც ვასკვნი, რომ მატრიცული თერაპია ყველაზე კარგია – ვაჩოვსკების მატრიცას ვგულისხმობ. ყველა ასეთ ადამიანს საკუთარი სერვერი უნდა ქონდეს, ზედ მათთვის საინტერესო სამყარო უნდა აიტვირთოს, სადაც არასოდეს მოკვდებიან. თავს მოიკლავენ, ომში იბრძოლებენ და დაეცემიან, წყალში დაიხრჩობიან და მერე ისევ აღსდგებიან. სიკვდილიც ემახსოვრებათ – ემოციები რომ შეინარჩუნონ. ბოლოს ან მობეზრდებათ და მიაგნებენ ემოციურ და სულიერ საწყისებს ან გააგრძელებენ ცხოვრებას ამ ვირტუალურ სამყაროში, სანამ მათი სხეული წვეთოვნებზე იქნება შეერთებული და გამარჯვებულთა სამყარო თავდაყირა გადავა მათ გარშემო. ყოველივე ამის შემდეგ მგონია, რომ მორფეუსი ძალიან ცუდი ტიპი იყო. იგი რომ მატრიცის ალტერნატიული ვერიის შემქნელ ყოფილიყო და ყველასთვის ინდივიდუალური პროგრამა შეეთავაზებინა გაცილებით კარგი იქნებოდა. მერე კი იმასაც ვასკვნი, რომ ძალიან მშურს გიჟების – შიზოფრენიკების ანუ… ხალხმა რომელმაც საკუთარი ტვინი აქცია მატრიცულ სერვერად და ჩაიტვირთა კომფორტული სამყარო – თავი გაითავისუფლა.

ჩვენი სეანსები ფიქციის გენერირებას ეყრდნობა. მე ვჯდები სავარძელში, კომფორტულად და ვაძლევ მას უფლებას საკუთარი თავი ტვინის და სულის ყველაზე მიკარგულ კუნჭულებში გადააგდოს. დახვეწოს ტექნიკა, წარმოიდგინოს ყველაფერი რაც მის გარშემოა, შეეხოს, იგემოს, მუსიკაც გააჟღეროს როცა ის საჭიროა, თავი მოიკლას, სხვაც მოკლას, ეძებოს, იპოვოს ან უბრალოდ იჯდეს მარტო, სადმე ოთახში, ან ზღვის პირას, ევერესტის წვერზე ან უღრან ტყეში, მდინარესთან ან უდაბნოში და იყოს ბედნიერი იმ სიმარტივით, რომელსაც ეძებს მაგრამ ვერ პოულობს, რადგან გამარჯვებულები გონებას ურევენ, კონცენტრაციას აკარგვინებენ.

“თვითმკველობაც ხელოვნებაა – მასაც ნიჭი უნდა და დადგმა. მიზნებიც კარგი უნდა იყოს, ეგოიზმის ნამდვილი ზემი! ფიესტა! და არა 14 წლის ემო ბავშვის იდიოტური დეპრესია, რომელიც მშობლის მიერ მზიურში ლოთობის აკრძალვის გამო იწყება. ეგოისტები ძალიან ძლიერი ადამიანები არიან. ხე, რომელსაც აქვს უნარი ფესვები თავად მოიჭრას და ამოიძირკვოს და მაინც ცოცხალი იყოს, ძალიან მაგარია. და მე საერთოდ არ მესმის რატომ არის ეგოიზმი ცუდი – თუნდაც ამ სიტყვის დეფინიცია. ეგო, ხომ შინაგანი მეა? ის რაც შენ გინდა, რასაც შენი ემოციური საწყისი გთხოვს და რატომ არის ამ საწყისისკენ სვლა ცუდი? პირიქით, ეს სიძლიერეა. წარმოიდგინე, რა ძლიერია ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის გარდა არაფერი ადარდებს, რომელმაც შეძლო გაეთავისუფლებინა თავი ცივილიზაციის ნაშენები მორალური პრინციპებისგან. რომელმაც უარყო სიყვარული, რომელიც თავსთავად ყალბია და ისევე როგორც ყველა გრძნობა ადამიანის ლაგამის როლს ასრულებს?

ქარიან ამინდში ორპირი, ღია ფანჯრები, მოფრიალე ფარდები, თაროებიდან ჩამოცვენილი ჭურჭლის ლეწვის ხმა. მუსიკა, რომელიმე მშვიდი და ამავდროულად სასტიკი სიმფონია, ჰარმონიული მელოდია, რომელშიც ერთმანეთს სიკეთე და ბოროტება ერწყმის და სამყაროს სიმეტრიას აფრქვევს. საღამო ხანია, მზე თითქმის ჩასულია, ცა ნაცრისფერია, ჰორიზონტზე ვადისფერი და ყვითელი ღრუბლები მოსჩანს. ოთახში ვდგავარ და ხელებს ვშლი, ჰაერის ძლიერი ნაკადი სახეში მეცემა და მე ხარბად ვისუნთქავ. ვიცი რომ ეს ბოლო ჩასუნთქვაა, მაგრამ არ ვნანობ. მე უკვე ვგრძნობ და ვიცი რას გრძნობდა ქრისტე როცა ამ პოზაში ეგებებოდა სიკვდილს. უკვე ვგრძნობ რომ მივაღწიე სრულყოფილებას საკუთარ საწყისში, ცარიელი ვარ, არ მადარდებს როგორ დამასაფლავებენ, ვინ დამიტირებს, ვინ დაინანებს, ვინ იოხრებს და ვის გაუხარდება. მე ცინიკურად დავცინი კორპორატიულ ნაბიჭვრებს და თანამდებობის პირებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ჩემნაირ სულიერ მდგომარეობაში არიან, როცა იპარავენ, კლავენ და ჰგონიათ, რომ სრულყოფილება მერკანტილური და მატერიალური მიზნების დაცვაა. სწორედ ამ დროს, პიროვნული სრულყოფის ზენიტში, ნელი მოძრაობით – ისე რომ სურათის სულიერი ჰარმონია არ დარიღვეს იარაღს ვიღებ ქამრიდან, ნელ-ნელა მიმაქვს საფეთქელთან, კამყოფილებით ვიღიმი და ნელა ვუშვებ სასხლეტს. ყველაზე სასიამოვნოა გრძნობა, როდესაც ტვინი ძალიან სწრაფად აანალიზებს ყველაფერს და განვლილ ცხოვრებას სიზმარზე უფრო სწრაფად, არა 8 წამში, არამედ წამის მემლიონედში გაივლის და კიდევ ერთხელ საბოლოოდ იპყრობს შინაგანი საწყისების მწვერვალებს.

დასანანი მხოლოდ ისაა, რომ ამ სილამაზეს გვერდიდან ვერ შევხედავ. მაგრამ თუ სამოთხე მართლა არსებობს, მე მინდა ის იყოს ერთი წამი, რომელშიც უკუნითი უკუნისამდე ვიცხოვრებ და დავტკბები იმ მომენტით, როცა ყველაზე ძლიერი ვიყავი და ყველაზე ბედნიერი.”

ბედნიერება – ნიჭია და მხოლოდ ნიჭერ ადამიან შეუძლია თავი მოიკლას. არა ფიზიკურად, არამედ მორალურად. დახატოს აბსტრაქტული სულიერ სამყარო და ჯერ კიდევ სველ საღებავებს ჩაეხუტოს, სახის ნაკვთებით აზილოს და რამდენიმე წამით ან წუთით შეერწყას საკუთარ სულს. რეალობას კი არ გაექცეს, თვითონ შექმნას, ზემოდან დაგვხედოს ადამიანებს, რომელთაც გვადარდებს საზოგადოებრივი მდგომარეობა, ხელფასი, ოჯახი.  დაგვცინოს ცრუ წინასწარმეტყველთა მიმდევრებს, ხოლო თვითონ იპოვოს ღმერთი, რომელიც ჩვენშია და არაფერი აქვს საერთო მირონმდინარე ხატების მატერიალისტურ რწმენასთან.

ჩემი პაციენტი ამაღლდა. ამბობენ ცაში ავიდა ქრისტესავითო, ზოგიც ამბობს მსოფლიოს ფეხით შემოსავლელად წავიდაო, ზოგიც ამბობს თავი მოიკლაო, იმასაც ამობობენ ბერად აღიკვეცაო. მე კი ვიცი, რომ ის აფეთქდა და ახალი სამყარო შექმნა, ბევრი გალაქტიკებით, ვარსკვლავებით, პლანეტებით, რომლებზეც ბედნიერი ცივილიზაციები ცხოვრობენ და თუ ოდესღაც ღმერთი განკაცდა, ეს, პირიქით – გაღმერთდა.

და მაშ! პირველად იყო მკვლელობა.
და ეს მკვლელობა იყო თვით.

Advertisements
  1. სექტემბერი 8, 2011, 2:44 AM

    ძალიან მაგარია. აი ძალიან!

  2. სექტემბერი 8, 2011, 6:29 AM

    კარგია, ბრავო!

  3. lev
    სექტემბერი 13, 2011, 4:46 AM

    es texti pirvelia rac cavikitxe saitze. ( gamartulad ver vmetyveleb bodishi ) da kidev sxvebic cavikitxe magram es ragac konkretuli mizezis gamo momecona. shesadzlebelia shentan realur samyaroshi saubari ?? gogo ar var tyuilad nu gagixarda :]] aha ese, mokled da konkretulad :]

  4. სექტემბერი 14, 2011, 3:34 AM

    aranairi pacienti ar yolia es tipi tavis tavze wers, aseti adamianebi fsiqiatrebtan ar dadian, agsarebas ar abareben, da tavis piraduls kargad akontroleben, ase ambobs tavis samyoros qmniso yvelas gvaqvs chveni samyaro, da gvinda sxvamac naxos es da iq icxovros, magram ver vachent imitoro sxvisi samyaro mistvis uketesia da masac igive survili aqvs, am vitom fsiqiatrma tavisi samyaro da grznobebi aseve azrebic da shexedulebebi sxvaze am formit gamoxata , rtuli filosofiaa mara naturaluri, aba tavidan gadaikitxet da warmoidginet ro tavis tavze ambobs yvelafers naxe ra nateli gaxdeba yvelaferi da martivi erti ubralo kacis fiqri iqneba chkviani kacis romelic rejisoria tavis filmebshi, im filmebshi romlebic tavis samyaroshi gadaigo,;) kai warmatebebs gisurveb avtoro ise mainteresebs roca eg scena sheqmeni tvitmkvlelobismashin rato ar ganavrce ufro vidre lamazi sityvebi gagviinstalire mkitxvels????

  5. demagogue
    სექტემბერი 15, 2011, 8:31 PM

    kargia vitomda magalpardovani sityvebit laparaki sxva adamianis pirovnebaze tumca damijere sulac ar aris aucilebeli yvelaperi sakutar tavze gamoscado.. shinagani samyaroc xom magistvis arsebobs.. shegidzlia ubralod warmoidgino da imsjelo..;)

  6. Margot Lescaut
    ოქტომბერი 20, 2011, 11:36 AM

    ხო ხო ხოოო ! რა წავიდა ჯანებში, ყველა სისხლძარღვი დაიარა!
    ძაან მაგარია როგორც ყველა შენი პოსტი

  7. ოქტომბერი 20, 2011, 11:37 AM

    ხო ხო ხოოო ! რა წავიდა ჯანებში, ყველა სისხლძარღვი დაიარა!
    ძაან მაგარია როგორც ყველა შენი პოსტი

  8. D_E_A_D
    იანვარი 12, 2012, 8:19 PM

    შემთხვევით მოვხვდი აქ, ორი წინადადება წავიკითხე სულ და ისე ჩამითრია სულმოუთქმელად ჩავედი ბოლოში. კარგი ენით წერ, მკითხველს სურვილს უჩენ რომ ბოლომდე გამოგყვეს. წარმატებები

  9. bento
    მაისი 29, 2012, 8:30 PM

    ეს ისეთი მაგარია რომ ქებას და აღმტაც კომენტარს არ საჭიროებს, მარა არაფერიც რომ არ დამეწერა არ შეიძლებოდა.. და კაროჩე სანამ ტვინი მომიტყნავს პირდაპირ ვიტყვი: ”ესს გენიალური ნაშრომია! დრო მოვა და დრო დაამტკიცებს ამას”)

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: