მთავარი > შეიცან თავი შენი, Front > ქართველი ნონკონფორმისტების საგა

ქართველი ნონკონფორმისტების საგა

ზუსტად რა დღე და რიცხვი იყო არ მახსოვს, საერთოდ, ქართველი ნონკონფორმისტის პირველი წესია თარიღი არ უნდა გახსოვდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტექსტზე მუშაობ. აქ ფანტაზია უნდა მოიშველიო და თარიღი მოარგო ამბავს და არა პირიქით. შენ მოირგო თარიღი და არა პირიქით. მოკლედ, ზაფხულია, ასე ორი-სამი კვირის წინ, ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოვების მერე, იმედგაცრუებული გამოვდივარ მარჯანიშვილზე. ჩემს ძმაკაცს, პაატა შამუგიას, “საბა” არ გადასცეს, გივის მისცეს ალხაზიშვილს. არ ვიცი ახლა გივი რამდენად იმსახურებდა მაგას, ის კრებული არ მაქვს წაკითხული, მარა რამდენიმე ლექსი, რაც ვიცი დიდად არ დამევასა. კაროჩე, მოვდივარ და ვურეკავ სანდრიკას, ნავერიანს, ეგეც ნონკონფორმისტია, წიგნი გამოსცა ცოტა ხნის წინ და მწერლის სტატუსიც გაირტყა. მე, ნაფტა და ზომბი ვართ ბროსეში და მოდიო.
ბროსეს ბაღი რაღაც აღთქმული ქვეყანასავითაა მგონი, მე პირველად ვარ იქ. მთელი ცხოვრებაა ამ ქალაქში ვცხვრობ და მხოლოდ მარშუტკიდან მაქვს ამ ბაღის ვიზუალი შეცნობილი, იქაური ბოჰემური და ხორციელი ცხოვრება ჩემთვის უცხოა. პირველი ნაბიჯი ბროსეში და იქ დანახული და გაგონილი უკვე მაძლევს იმის საშუალებას, რომ საკრალურობა დავინახო. გვერდი-გვერდ მდგარ სკამზე სვამენ “რელიგიის დასაცავად” გამოსული სასტავი და ქართული ნონკონფორმიზმის სამი იმედი: ნაფტა, ზომბი და ნავარა. ერთმანეთს არ ეხებიან, თავისთვის ატრაკებს ყველა. ჰაერში საკმეველის და თანამედროვე ქართული ბოჰემის – აცეტონის არყის სუნის ნარევი ტრალებს და სალბუნად ედება მომავლის და დალაგებული საზოგადოების პირობებში ცხვორების იმედებს. ჩემს დანახვაზე ისინი სხვა სკამისკენ ინაცვლებენ, ალბათ სივრცე არ გვეყოფა. ამ სამს თან ახლავთ ვიღაც გოგო, ჩემთვის უცნობი, რომელიც როგორც აღმოჩნდა აბიტურიენტია და გამოცდების მერე განტვირთვის მიზნით დაეხეტება პარკებსა და ბაღებში, პერსპექტიული ახალგაზრდების გაცნობის იმედად. ზომბი ჩალიჩობს ეს აბიტურიენტი ნაშა ნაფტას დააჯახოს, ნაფტა ძალიან ზარმაცი და წუწუნაა. ყველაფერი ეზარება ტიპს, სექსიც და სიყვარულიც. იმდენად ეზარება, რომ შეყვარებული სადღაც გალაპაგოსის კუნძულებზე თუ ეგეთ ეგზოტიკურ ადგილას გაიჩინა, ვიღაც ქართველი გოგო გააძრო და ტელეფონით ჩხუბობენ ხოლმე, მერე ერთმანეთს ურიგდებიან და ორივე ბედნიერად ცხოვრობს. გოგოს ეფსია, ზომბი ნაფტას ავალებს ესკორტს და ჩვენ ორივე ვბალელშიკობთ, მაგრამ ისედაც ცხადია, რომ იმ გოგოს მხოლოდ ტვინს მოტყნავს და სხვას არაფერს გაეკარება.
– მე მოვედი შენთან, ყვავილებით ხელში და ვივიწყებ წაგებულ ომს. – წაუმღერა ზომბიმ უკან დაბრუნებულ ნაფტას. რა საინტერესოა, არასოდეს მიფიქრია ამ სიმღერაზე ამ კუთხით. ანუ ირაკლის ერთ დღეს არ აუდგა და ქეთათოს ეს ლექსი დაუწერა. კიდევ ერთხელ მოვყავარ აღფრთოვანებაში მის გენიოსობას და ქიმიური ნარევით – მირინდა+აცეტონის არაყი, ვიჭყიპები. სანამ ჩვენ ნაფტას ვატერლოოზე ვსაუბრობთ, პაატა შამუგია მოგვადგა და საგზლად წამოღებული შუტკა მოიტანა, რომელიც იორიკის გონებამ შვა: “არა უშავს პაატ, ჩვენც დავბერდებით.” და აქვე საზეიმოდ, ყველაზე თესლი და ყველაზე ავთენტური საბა გადაეცემა პაატა შამუგიას. საზეიმოდ დავდე ფიცი, რომ ცხოვრების ბოლომდე მისი ვარ. შეიძლება 2011 წლის არ ვარ, არც ბრინჯაოსი ვარ და არც რატი ამაღლობელი მომფერებია, მაგრამ 1984 წლის მოსავლის საუკეთესო ნაჟური ვარ. ზუსტად ისეთი იდუმალი და ღვთაებრივი, ისეთი წვნიანი და ტკბილი, ისეთივე ბრძენი და დამდგარი, როგორც ათასრვაას რომელიღაც წელს ჩამოსხმული წითელი ღვინო. ჩავეხუტე და ვუთხარი, “მე შენი ვარ! მიმიღე! მაინც ყველანი პიდარასტები ვართ!” ვიცინით, ხუმრობა “უდაჩნად” დაჯდა.
ნელ-ნელა ალკოჰოლი გვიტევს, ახალ-ახალი პოეტები და მწერლები მოდიან, გაქაფულები ვართ. ვსაუბრობთ, კულტურული რევოლუციის ნამდვილი კოცონი გვაქვს დანთებული და ივლისის იშვიათი სიო წინაპარი “პიდარასტების” შვების ამოსუნთქვად გვეჩვენება. ჩვენი ღრეობა 90-იანი წლების თაობის ოცნებების სასაფლაოზე გამართულ სატანისტთა ზეიმს გავს, სადაცაა ნაფტას დავკლავთ და მსხვერპლად შევწირავთ უდროოდ დაღვრილ ქართულ მუზას.
ნაფტა წუწუნებს.
გონების სიღრმიდან წამოსული რევოლუციური სიო მის გამყინავ პროტესტში ჰოპვებს გამოძახილს.
დავცინით დეფის, დავცინით რა – ვფიქრობთ რომ მაგარი ყლეა. კიდე ვიღაც ახალგაზრდა პოეტებს, სიყვარულის ხონჩებზე, ტრფიალის ალმურებზე, ალანძულ კდემაზე, ჯოკონდასებრ ღიმილზე და ყანწებზე რომ წერენ. ნიკოფსია რომ ენატრებათ და დარუბანდი ტკივათ, ტაო რომ გულს უჩქროლებთ და საინგილო თვალებს უცრემლებთ. თბილისური გაზაფხული რომ უყვართ და მყინვარის გოროზი რომ ამშვიდებთ. მაგათი დედა მოვტყანთ სულ ყველასი! ჩვენ ქართველმა ნონკონფორმისტებმა. და აქვე ვდებ ძალიან სერიოზულ ფილოსოფიურ აზრს, ჩემი დინჯი, მაგრამ მაინც გულმხურვალე აზრით, ტერენტი გრანელობა და გალაკტიონობა ისეთივე ყლეობაა ჩვენს ეპოქაში, როგორიც ბითლსის და პინკ ფლოიდის სტილში სიმღერა რადიოჰედის და დაფტ პანკის დროში. ვთანხმდებით. რაღაც ისეთია, კულტურული რევოლუციის მანიფესტში რომ უნდა ჩაიწეროს. ახალგაზრდა, წვიმის, შემოდგომის, სიღრმის, კავკასიონის, ბერმუხის, ტოროლის და სხვა ასეთი დედამოტყნულობების პოეტებს ხელები უნდა დავაჭრათ, მათი ფანი გოგოშკები სამუდამოდ გადავხვეწოთ უკაცრიელ კუნძულებზე და აქ დაწყევლილი და უარყოფილი, არნაკურთხი და არალეგალიზებული არყიანი ყლეები სანატრელი გავუხადოთ მთელი თავიანთი ცხოვრება.
დეფიზე ამბობენ, სამუშაო მაგიდაზე, აი იქ სადაც ლექსებს წერს, მიკარება არ შეიძლებაო. სხვა არავინ უნდა შეეხოსო. მუზა თუ მისი მადლი მიდის, არ ვიცი. მოკლედ საკრალური მაგიდა აქვს.
რა დიდი სიამოვნებით მოვუჯვამდი მაგ მაგიდაზე, ნეტა იცოდეს!
მერე ვასკვნით, რომ მაგარ ყლე საზოგადოებაში ვცხოვრობთ, კი არადა ქვეყანაში – ან ორივეში. მოკლედ, გინდა არ გინდა, ადამიანი შეიძლება ხელისუფლების მხარეს აღმოჩნდე. და მე კიდევ ერთ ფილოსოფიურ აზრს ვაგდებ გონებრივი საშოდან, “ამ ყლეებმა იმდენი ქნეს, ალტერნატივა მეინსტრიმად აქციეს.” რო ვუფიქრდები, ცოტა ყლეობაა, მარა იდეა გასაგებია. მოგვწონს! განვიხილავთ, ვსაუბრობთ, ბოჰემა ხარობს.
უკვე დავთვერით. და მე მეხსნება მუზა, მახსენდება, რომ ოდესღაც ფოქს მალდერობა მინდოდა, მერე ინდიანა ჯონსობა და ახლა პედრო ალმადოვარი მინდა ვიყო. არა, დაჟე უფრო თესლი როჟა. და ვდებ ჩემს სცენარს, რომელიც ასე გამოიყურება:

(ქუჩაში დგას ბირჟა. მათ უახლოვდება ყოვლად გაურკვეველი წამომავლობის ადამიანი – სახელად ილია. აქ კადრი გაი რიჩულად ჩერდება და ეწერება – ილია).

ილია:გამარჯობა მეგობრებო!
ბირჟა: გაგიმარჯოს ძმაო!
ილია: თქვენ იცით, რომ ირანში ჰომოსექსუალებს სიკვდილით სჯიან? საჯაროდ ახრჩობენ, ამწეებზე კიდებენ. აი ერაყში კი საერთოდ გაუგონარი მეთოდი აქვთ, ჰომოსექსუალს იჭერენ, ანალურ ხვრელში წებოს უსხამენ, როცა ეს წებო გაშრება მას კუჭის გამხსნელ წამალს ასმევენ და ნელ-ნელა ტანჯვით კლავენ. ჰიტლერმა, მაშასადამე, საკონცეტრაციო ბანაკებში გაამწესა გეები და იქ ამოხოცა, ხოლო საბჭოეთში და პოსტ საბჭოეთში ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა 90-იან წლებამდე.
ბირჟავიკი 1: მერე?
ილია: ახლა მე მაინტერესებს რომლები ემხრობით ამას და რომლები არა. ნუ ამ ყველაფერს რაც მოგიყევით. ჰოდა ვინც ემხრობით ისინი მარცხნივ დადექით, ხოლო ვინც არ ემხრობით მარჯვნივ.
(ორნი დგებიან მარჯვნივ და დანარჩენები მარცხნივ – ასე 5 კაცი).
(ილია მიდის იმ ორთან, რომლებიც მარჯვნივ დადგნენ. ამ დროს სამივე იჩითებიან სადღაც სცენაზე, ილიას უჭირავს მიკროფონი და საზოგადოებას ამ ორ ადამიანს წარუდგენს).
ილია: აი მეგობრებო, ქართული ბირჟავიკული ლიბერალიზმისა და პროგრესის წარმომადგენლები.
(სცენა და დარბაზი არის გეი კაბარე-კლუბი, მაგიდებთან მსხდარი გეები ფეხზე დგებიან და მიდის ოვაციები და ტაში. შემდგე სამივე ისევ რეალურ ადგილას ბრუნდებიან, ანუ ქუჩაში ბირჟაზე).
(ილია უბრუნდება იმ დანარჩენ ხუთს).
(ილია და ეს ხუთი კაცი აღმოჩნდებიან სადღაც ტრიალ მინდორში, ილია – გამოწყობილი როგორც დონ კიხოტი, ზის ხის ცხენზე და უჭირავს რაინდის შუბი. იმ ხუთ ბირჟავიკს უკან წისქვილის ”პროპელერი” უკეთიათ. ილია ჩამოდის ცხენიდან, შუბს ძირს აგდებს და ხრანტით აფურხებს მიწაზე. შემდეგ ბირჟავიკებს უბრუნდება)
.
ილია: თქვენი ჰომოფობი დედებს შევეცი მე!

(ვიღაცა ბოთლში ჩაყრილ მარიხუანას უკიდებს ცეცხლს. ოთხში სამი ბიჭი ზის. ერთია ილია, მეორე აკაკი, მესამე ვაჟა).
(ილიას სახე აქვს დალურჯებული).
აკაკი: იმ ორმაც დაგცხო? (იღიმის) (აქ კადრი გაი რიჩულად ჩერდება და ეწერება – აკაკი).
ილია: ჰო (ბოთლიდან ნაფაზს არტყამს).
აკაკი: მაშინ გამოდის რომ არ ყოფილან ლიბერალ-პროგრესისტები.
ილია: რატო კაცო? ეგენი ლიბერალები არიან გეების მიმართ, ძმაკაცის დედის შემგინებლების მიმართ კი არა.
ვაჟა: ეგ კი არა და მაგარი ამბავი გითხრათ. (აქ კადრი გაი რიჩულად ჩერდება და ეწერება – ვაჟა) მოკლედ მუშაობა დავიწყე ერთ ჟურნალში რა. რომელსაც გამოსცემს, ცოტა ისეთი სასტავი, აი ოდიოზური ლიბერალ-პროგრესისტები; ჩვენში რომ მასონებს უწოდებენ. ჰოდა, (ნაფაზს ურტყამს) ეს ვუთხარი მამაჩემს, ვიფიქრე გაუხარდება რომ როგორც იქნა სამსახური ვიშოვე-მეთქი.
აკაკი: რაო მერე?
ვაჟა: რაო და (ნაფაზს არტყამ და ბოთლს ილიას აწოდებს), რაც მაგათმა ხელფასი უნდა მოგცენ, მაგას მე მოგცემო ოღონდ იქ არ წავიდეო და თან სამსახურს გაგიჩითავ საპატრიარქოს ტელევიზიაშიო.
(ილია ამ დროს ნაფაზს ურტყავს და უტყდება სიცილი და ბოლი გადასცდება. აკაკიც სკდება სიცილით).
(კამერა გადადის კედელზე დაკიდებულ სურათებზე – ჩანს შოთას და გალაკტიონის სურათები)
(დასასრული).

რა აზრი დევს ფილმში? ის რომ ჩვენ ყველანი ილიები და აკაკები ვართ. რომ ილიაც, აკაკის და სხვა ასეთი სასიქადულო გმირები დეფისთან კი არა ჩვენთან იძმაკაცებდნენ. აქ თვალწინ მიდგას ილიას ახალგაზრდობის სურათი, პეტერბურგიდან ახალდაბრუნებული და უცებ ვხვდები, რომ ეკო დეისაძეს გავს გარეგნობით. არანაირი ეპატაჟი, ჩემში იღვიძებს რეჟისორი და მე მინდა კარგი ტიპაჟის მქონდე მასტმა ჩემს ფილმში ითამაშოს ილიას როლი. ეპატაჟი ხურდაში მოყვება ამ ყველაფერს.

ილიას, აკაკის და ვაჟას ნაცვლად ვიღაც სამი ტიპი წამოგვადგა თავზე, ერთნაირად აცვიათ, იარაღები უკეთიათ და უხეშობენ. ცალი თვალი მოჭუტული მაქვს და ჩემს ჰობიში, იურიდიულად განათლებული ახალგაზრდის როლში ვჯდები. ვეუბნები, რომ ყლეზე გვკიდია 173-ე მუხლი, ადმინისტრაციული სამართალ დარღვევათა კოდექსიდან, იმიტომ რომ ეგ ჩვენ არ გვეხება, ეგ დებოშიორებისთვისაა. ჩვენ აქ პოეზიაზე ვსაუბრობთ და ქართულ სულს ვახარებთ. აუტანელი სურვილი მკლავს, წავუკითხო მათ ჩემი ალტერ ეგოს მიერ დაწერილი ჰაიკუ:
“როცა ბიჭები ლუდის სმას მოვრჩით,
დავაბოყინეთ
და ცარიელ ბოთლებზე მთავრობა დავსვით.”
მარა დროზე ვხვდები, რომ ამ ყალბ პროტესტს და პროვოკაციას შეიძლება სხვა ადამიანების დაზარალება მოჰყვეს. საუკეთესო შემთხვევაში უბრალოდ აგვყრიან. ან მაგრად გაგვძუყნიან, მერე შემოგვტენიან წინააღმდეგობის გაწევას, პოლიციელზე თავდასხმას და ა.შ.
მერე?
მერე ფეისბუქის ნონკონფორმისტთა არმია იტყვის:
ყლეები ხართ!
ვერა ძმაო, ნემიროვის მაგივრად მედოფს სვამდით და მე ეგეთ ხალხთან არ დავდგები,
ან ნაფტა ხანდხან ზედმეტად ბევრს აბოყინებს და ამიტომ ის ჩემთვის მიუღებელია.
შეტრიალდებიან და რომელიმე ინტელექტუალის სტატუსზე დაიწყებენ ბრძოლას თავისუფლებისათვის და კულტურულ-მენტალიტეტის რევოლუციას გააღვივებენ!
მაგათი დედას რო შევეცი მე სათითაოდ, სულ ყველასი!
გაბრაზებული სამართალდამცავები ძველბიჭურად ფხოჭნიან მანქანას და სადღაც მიდიან.
აგვყრიან.
აგვყარონ მაგათი დედაც მოვტყან სათითაოდ, სულ ყველასი!
ბოლოს და ბოლოს საპროცესო გარიგებას დავდებთ, ახალ ჰიმნს დაგიწერთ – თქვენ კიდე გაგვიშვით.
ყველა მოგებულია.
სახელმწიფოებრიობა და სამოქალაქო შეგნება ხარობს!
პოეზია ხარობს!
პატრიოტები ხარობენ!
პოეტები პოეტობენ!
ჩვენ ისევ ვსვამთ!
და თქვენ ისევ ჭამთ თქვენს კრემიან ნამცხვრებს რევოლუციური პირის ღრუებით.
თქვენი დედა მოვტყან!

გამთენიისას, ვიღაც მასტი გვადგება. წუწუნებს, ბომჟი ვარო, მამიდაჩემმა ამახია სახლიო. ჰოდა, თქვენთან ვიქნებიო. აცეტონის არაყს ვუსხამთ და ის პატრიარქის სადღეგრძელოს სვამს.

Advertisements
  1. აგვისტო 15, 2011, 12:24 AM

    უმაგრესი ტექსტია! :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

  2. აგვისტო 15, 2011, 12:51 AM

    სგ

  3. Katu
    აგვისტო 15, 2011, 10:28 AM

    მაგარია :)

  4. აგვისტო 15, 2011, 1:24 PM

    ცხოვრებაში არ წამიკითხავს ასე გაფაციცებით ამხელა პოსტი :დ

  5. აგვისტო 15, 2011, 1:50 PM

    kargia

  6. Kniaz M.
    აგვისტო 15, 2011, 4:46 PM

    ძალიან მაგარია, ბოთლის სცენა განსაკუთრებით:)
    ერთადერთი, რედიოჰედის და დაფტ პანკის დროც გასულა ამასობაში.

  7. აგვისტო 16, 2011, 2:33 PM

    შემიყვარდი <3

  8. აგვისტო 18, 2011, 4:05 PM

    სგ სგ :)

  9. აგვისტო 18, 2011, 4:06 PM

    აუ წინა კომენტარის მსგავსი ტექსტი მანქის დაუწერია, ამიტომ პირდაპირ გეტყვი რომ მაგარი იყო ;)

  10. kartveli
    სექტემბერი 12, 2011, 12:07 PM

    არ ვიცი, აქამდე რა დაგიწერიათ და შეგიქმნიათ თუ გამოგიქვეყნებიათ, მაგრამ სხვისი შეურაცხყოფა რომ არავის ამშვენებს, ეს ცხადია. ამდენჯერ გენიტალიებისა და ფეკალიების ხსენება და გინება კი კოპროლალიის კლინიკური შემთხვევაა და ფსიქიატრს საჭიროებს, ასევე აცეტონიანი არყისადმი მიძალებაც ნარკოლოგის დახმარებას საჭიროებს. დიდი ქართველი მოღვაწეების განქიქება და ნაფტას, ზომბის და ნავარას და კიდევ თქვენი ნაბოდვარის მათთვის მიწერა დიდი თავხედობაა, ქართული ისტორიის ხსენების წინ კი საერთოდ პირის გამორეცხვა არ გაწყენდათ. თქვენი გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაცია არც კი იმალება ამ ბლოგში, ორიენტაცია თქვენი საქმეა, მაგრამ სხვაზე აგრესია აღარ გეპატიებათ. დიდ პოეტებს იმ ჩეჩმის ფსკერიდან, რომელშიც თქვენ ზიხართ, ვერც დაინახავთ და ვერც შამჩნევთ, ამიტომ გირჩევთ, ჯერ იქიდან ამოძვრეთ, თუ მოახერხებთ, მიმოიხედოთ, მზის შუქი დაინახოთ, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ და ტანი განიბანოთ, და მერე შეაფასოთ წარსულის თუ თანამედროვეობის პოეტები და ისტორია. წერას კი მოეშვით. რაც შეეხება კოპროლალიას, შეგიძლიათ სახლში, სარკის წინ დადგეთ და აგინოთ საკუთარ თავს: საკუთარ თავსაც კარგად დაინახავთ სარკეში და ბილწსიტყვაობის მოთხოვნილებაც გაგიქრებათ. წარმატებებს გისურვებთ ამაში!

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: