მთავარი > დეპრესია > Lonelyness (დეპრ. VIII)

Lonelyness (დეპრ. VIII)

ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ არ არსებობს cute, nice, not complicated, cheesy და ა.შ. ურთიერთობები. ანუ ისეთი, როგორიც მე მინდა. მეც ვიცი ეს. ყველა ურთიერთობაში ჩნდება რაღაც ბზარი ადრე თუ გვიან და ის რაც ადრე პეპლებს გიჩენდა მუცელში, მერე ნერვებს გიშლის. მაგრამ მაინც კარგია, ის განვლილი პოზიტივი მაინც ძალიან ძვირფასია და მიუხედავად ყველაფრისა მაინც კარგად გახსენდება. ძალიან ძნელია მარტოობა. არის ხოლმე მომენტები როცა ეს არ გახსენდება და სხვა დანარჩენით ბედნიერი ხარ – საინტერესო სამსახური, მეგობრებთან ურთიერთობა, კარგი სერიალი ან ფილმი და ა.შ. მაგრამ როცა გახსენდება და ეს გრძნობა აგიტანს, მერე ძალიან რთულია.

მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები ძალიან გიყვარს და მათ გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია და საერთოდ წარმოუდგენლად მიგაჩნია, მაინც ვერ შეგიცვლიან იმას.  3 უახლოესი მეგობარი მყავს, ერთი მამრი, რომელსაც ნებისმიერ თემაზე შემიძლია ვესაუბრო – მდედრებს ამაზე ვერ ესაუბრები, მაინც გიტყდება რაღაც პონტში. ამასთან კიდე დილი 5 საათამდე შეგიძლია აბსოლუტურ ყლეობაზე ისაუბრო. მასაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეძინება და ბოლო 1 წელია უკვე ტვინი მოეტყნა ერთი და იგივე თემაზე საუბრით, შეუძლია იჯდეს და გისმინოს, გიპასუხოს, რჩევა მოგცეს, დაგამშვიდოს, დაგაწყნაროს. ხანდახან ძალიან მაგრად მოგასხას, დაგცინოს, თავი ცუდად გაგრძნობინოს – ე.წ. შოკური თერაპია ჩაგიტაროს. შენც, პრინციპში, იცი რა უნდა გითხრა, პასუხებიც იცი ყველა კითხვაზე, მაგრამ როცა წყლის დასალევად ან ტუალეტში გადის და 10 წუთით გიგვიანებს პასუხს, ნერვებზე ითხრები! იმანაც უნდა გითხრას, რეზოლუცია დაადოს, ასე ვთქვათ.

მდედრებს შეუძლიათ ისხდნენ და გაუთავევლად  გისმინონ, მოგცენ რჩევები – ბოლოს და ბოლოს ქალთან ურთიერთობას ქალზე უკეთ ვინ გასწავლის. ხანდახან ხელს ჩაიქნევენ ხოლმე, იმიტომ რომ ყველაზე უმნიშვნელო დეტალს ვეკიდები. ერთს შეუძლია მუმდივად მეფეროს და მზრუნველობა გამოიჩინოს ჩემდამი – ხანდახან ძალიან მაგრად მეჩხუბოს, ძირითადად ჩემი დებილიზმების გამო. მეორეს – პირიქით, სულ მეჩხუბება და ხანდახან ხდება მზრუნველი.

მოკლედ, ყველას ძალიან კარგად აქვს საკუთარი ნიშა ათვისებული. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ბევრი პრობლემა აქვთ და რაც მთავარია მათ პრობლემებთან, ჩემი პრობლემები არაფრად ღირს.

მაგრამ მაინც, რაღაც კონკეტული ნაწილი ცარიელია და ეს სიცარიელე ძალიან მტკივნეულია. ზუსტად ამ სიცარიელეში იკარგება ყველა ის კარგი თვისება, რომელიც შეიძლება ადამიანს ქონდეს. დანარჩენი ნაწილებიდან ნელ-ნელა ჟონავს, ცხადია ვერ ივსება – იმიტომ რომ იმ ნაწილში არაა ამ ყველაფრის ადგილი, დანარჩენებიც ნაკლული ხდება და ბოლოს მოდის რაღაც მარაზმი – დეპრესიას რომ ეტყვიან. ნარკოტიკივით რომ არის…

საერთოდ სიყვარული დეპრესიაზე უფრო ძლიერი ნარკოტიკია. ფასიც შესაბამისი აქვს – ძნელად “იღება,” საშინელი “ლომკა” აქვს, “გადაგდება” საერთოდ უსაშინლესი პროცესია.

აი, მაგალითად ჩემი ბოლო relationship-ი… ძალიან ცუდად დამთავრდა, ტრადიციას არ დავარღვევ და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ჩემ გამო… მაგრამ მაინც ძალიან კარგი იყო. ის პოზიტიური მომენტები ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. ჩახუტება, კოცნა, ღამის თევები… მოკლედ კარგია.

და ვაბშე, ვინც წუწუნებს მეტის ღირსია, აი ეგრე!

ადე ტრაკი გაანძრიე რა ყლეო შენ.

(ამომასხა :D)

Advertisements
  1. მარგუშა
    ივნისი 23, 2011, 12:23 AM

    “ზუსტად ამ სიცარიელეში იკარგება ყველა ის კარგი თვისება, რომელიც შეიძლება ადამიანს ქონდეს. დანარჩენი ნაწილებიდან ნელ-ნელა ჟონავს, ცხადია ვერ ივსება – იმიტომ რომ იმ ნაწილში არაა ამ ყველაფრის ადგილი, დანარჩენებიც ნაკლული ხდება და ბოლოს მოდის რაღაც მარაზმი – დეპრესიას რომ ეტყვიან.”

    ესე ზუსტად იშვიათად წამიკითხავს, ამ სიცარიელის ახსნა.

  2. იანვარი 8, 2014, 1:33 AM

    მომწონს შენი წერის მანერა

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: