მთავარი > დეპრესია > Crush (დეპრ. VII)

Crush (დეპრ. VII)

თუ დეპრესია მარტოობით არის გამოწვეული, ხოლო მარტოობა თავის მხრივ დაბალი თვითშეფასებით, ამ შემთხვევაში, სხვა ყველაფერთან ერთად, ერთი პატარა პრობლემა ჩნდება. ყოველ კვირას, თვეს, დღეს და ა.შ. ვიღაც ახალი გიყვარდება, ან “ქრაშავ” ანუ სადღაც მოწონებასა და სიყვარულს შორის რომ ხარ გაჭედილი. ქრაშები ბევრი მქონია, პირველი რომელიც განსაკუთრებით მახსოვს, სადღაც 6 წლის წინ მოხდა. ერთი ჩემი მეგობარი “დავქრაშე.” როგორ გავბედე არ ვიცი, დღემდე მიკვირს… მაგრამ პირდაპირ მივახალე მიყვარხარ-მეთქი. ჰო… ყველაზე მაგარი, სიყვარული MSN მესენჯერში ავუხსენი. (გახსოვს? :D (იმას ვეკითხები, ვიცი რომ კითხულობს :D) ). ნუ არ ვიცი, ძალიან მიყვარდა, მაგრამ ერთი კვირა, მერე სხვა შემიყვარდა, მერე კიდევ სხვა, მერე კიდევ უფრო სხვა და ა.შ. მოკლედ არც ერთი გოგო არ დავტოვე სიყვარულის გარეშე, ვისაც ოდესმე ჩემთვის გაუღიმია. მერე გამიარა ამან.

ბოლო 6-7 თვის მანძილზეც მქონდა ეგეთი რაღაცები, მაგრამ უმნიშვნელო. აი, ერთი იყო ცოტა ისეთი… შემაშფოთებელი.

ჩემს უახლოეს მდედრ მეგობარს და მის მეუღლეს პრობლემები სადღაც შემოდგომის ბოლოსკენ დაეწყოთ, ჯერ ნელ-ნელა ვითარდებოდა ყველაფერი, მერე კულმინაციასაც მიაღწია და საბოლოოდ ძალიან არეული სიტუაცია გაიჩითა. დეტალებს არ ჩავუღრმავდები, It’s not my life to tell about, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩემზეც იმოქმედა. ძალიან ვიგრუზებოდი შექმნილი სიტუაციის გამო. ძნელია უყურო შენი მეგობრის უბედურებას. მოკლედ, არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი დრამატული მომენტის გამო ძალიან დავმწუხრდი. ჩემი ეს დამოკიდებულება ძალიან ემოციურად გამოვხატე, შეიძლება ზედმეტად ემოციურადაც. ჩემს რეაქციას სხვებისგან სიცილი მოჰყვა და დამიწყეს ტვინის ტყვნა, “ნამდვილად გიყვარს შენ ესო.” შეძახილმა ხე გაახმოო და მეც “დავქრაშე.” მერე რაღაც ძალიან weird სიტუაციები გაიჩითა. ამ ქრაშის ლეგენდას ისე მივყევი რო ბოლოს კინაღამ გავჭედე. თვითონ, იასნია, ყველაფერს ხვდებოდა კარგად, მაგრამ არ იმჩნევდა და არც მე მამჩნევინებდა, რომ თვითონ ამჩნევდა. მარა აქ ჩემში იყო პრობლემა, ისევე როგორც ყოველთვის. რაღაც მოჩვენებები დამეწყო, რომ თითქოს როცა მარტოები ვიყავით უერხული სიტუაციები იქმნებოდა და სხვა ასეთი მარაზმი.

ერთ საღამოს კიდევ დაიდო რაღაც დრამა, ძალიან სერიოზული თან. წამოვიშალეთ და კარებისკენ წავედით, მარტო უნდა დაგვეტოვებინა ცხადია. მართალია შტორმი უკვე ჩავლილი იყო, მაგრამ მაინც. კარებთან რომ მივედი გამახსენდა რომ მაგიდაზე სიგარეტი დამრჩა და მივბრუნდი. ფანჯარასთან იდგა, ზურგით ჩემსკენ, მობუზული, მგონი ტიროდა კიდეც. როგორ მინდოდა მაშინ, უბრალოდ მივსულიყავი და ძალიან მაგრად ჩავხუტებოდი, ისე როგორც მეგობარი და მისთვის მხარდაჭერა მეგრძნობინებინა. მარა “ქრაშის” იარლიყმა დამბლოკა. მე ვიცოდი, რომ მან იცოდა და ისიც ვიცოდი, რომ მან იცოდა რომ მე ვიცოდი რომ მან იცოდა. ჰოდა, ვიფიქრე რამე სხვა მესიჯად არ გადაითარგმნოს ეს ყველაფერი მეთქი და გამოვბრუნდი. კი ვიცოდი, რომ ეს ასე არ იქნებოდა და ის ჩვეულებრივად აღიქვამდა ამას, მაგრამ მე ხომ მჩვევია წინასწარი ინტერპრეტაციები სხვების გადმოსახდიდან.

ან ბოლოს და ბოლოსს რა არის სასირცხვილო იმაში, რომ ვინმე გიყვარს?

Advertisements
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: