მთავარი > დეპრესია > Self- destruction (დეპრ. ნაწილი VI)

Self- destruction (დეპრ. ნაწილი VI)

ჩემი ერთი-მეგობარი პედოფილს მეძახის ხუმრობით… იმედია ხუმრობით. თუმცა, მე ვერ ვხვდები რატომ არის პედოფილია, როცა მოგწონს 17-18 წლის გოგო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ კანონითაც დაშვებულია ამ ასაკობრივ კატეგორიასთან ურთიერთობა. ჰოდა, მე მომწონს ჩემზე პატარა გოგოები. არ ვიცი ეს რისი ბრალია, ქვეცნობიერში დალექილი სტერეოტიპი: “ბიჭი ყოველთვის დიდი უნდა იყოს გოგოზე” თუ რამე სხვა. მგონი უბრალოდ გემოვნების ამბავია. თუმცა, ასაკი მაინც მაკომპლექსებს – ჩემი ასაკი. ბებერი არ ვარ რა თქმა უნდა, ძალიან ახალგაზრდა ვარ, მაგრამ 17-18 წლის გოგოებთან სხვაობა მაინც დიდად ჟღერს. ჰოდა, მოკლედ, ყველაფერთან ერთად ასაკიც მაკომპლექსებს. მერე ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ჩემი ასაკის ბიჭები ყველას მოსწონს, 17, 18, 19, 24, 26, 29 და ა.შ. იმიტომ რომ უფრო პატარები ძალიან ბავშვები არიან და მათთან ურთიერთობა დამღლელია, შესაბამისად ჩამოყალიბებული მამაკაცები ყველას ევასება. კარგი, ასაკის კომპლექსი მოვიხსენი – ნუ, ნაწილობრივ მაინც.

ჩემი ყოფილი შეყვარებული ჩემზე 4 წლის უმცროსი იყო როცა ერთმანეთს შევხვდით. მასთან ასაკის კომპლექსი თავიდანვე არ მქონია, არაინფანტილური ტიპი იყო და შესაბამისად მასთან ურთიერთობაში ნორმალურად ვგრძნობდი თავს.
ერთმანეთი მეგობრის სახლში გავიცანით. ის თავის მეგობართან ერთად იყო, რომელიც თავისმხრივ ჩემი მეგობრის “მოშეყვარებულო” ელემენტი იყო. დეტალები როგორც ასეთი არ მახსოვს, ერთი კვირა ვურთიერთობდით, ერთმანეთს ვეცნობოდით. ძირითადად ის მეცნობოდა, იმიტომ რომ მე საერთოდ არ ვლაპარაკობდი, ამაზე ერთი-ორჯერ შენიშვნა მომცა, ბუზღუნით თანაც. “მე ვიცი რომ არაფერი გამოგვივა” მითხრა მან ერთ-ერთი ასეთი მონოლოგის დროს, “ვცადოთ მაინც”-მეთქი, ჰოდა, ვცადეთ.

მერე ორი კვირა დავდიოდით აქეთ-იქით. ის საუბრობდა, მიყვებოდა რაღაცეებს და მეჩხუბებოდა ხმა ამოიღეო.

ჰო, ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი კიდე ჩვენი პირველი კოცნა იყო. დიდხანს გაიწელა აქამდე მისვლა. ერთ-ერთი სკაიპ ქონვერსეიშენის დროს გამოვუტყდი, კომპლექსი მაქვს, ერთმა ჩემმა ყოფილმა მითხრა რომ საშინლად ვკოცნიდი მეთქი და იმის მერე დავკომპლექსდი-თქო. სიმართლე კი ისაა, რომ ასეთი რამ არავის უთქვამს ჩემთვის, მე დავიკომპლექსე საკუთარი თავი. რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ საშინელი კოცნა ვიცოდი. პრინციპში არც ის უთქვამს არავის რომ კარგად გამომდიოდა.

ჰო, აი აქ ვხვდები რატომ არ ევასებათ გოგოებს სუსტი და დაბალი თვითშეფასების მქონე მამაკაცები… ყველაფერი უნდა შეგიქონ, იზრუნონ შენს გაძლიერებაზე და ა.შ. ყველაფრის გასაღები კიდე სწორედ აქ არის. მამაკაცს უბრალოდ უნდა სჯეროდეს, ბრმად, რომ ის სიმპატიურია, კარგად კოცნა იცის და ა.შ.

პირველი კოცნაც მოვახერხეთ, თვითონ გამოიჩინა ინიციატივა, როცა მიხვდა რომ მე ჩემს კომპლექსს ვერ გადავლახავდი.

კარგი ურთიერთობა გვქონდა, უბრალოდ ხანდახან მეზარებოდა ხოლმე სახლიდან გასვლა და მასთან მისვლა, თანაც თითქმის ყოველდღე, მაგრამ ამაზე არაფერი მითქვამს, იმიტომ რომ როცა მასთან მივდიოდი მავიწყდებოდა ხოლმე დაღლილობა. მოკლედ, კარგი იყო.

მერე რაღაც უცებ მოხდა ყველაფერი. მგონი იმის ბრალა ყველაფერი რომ ძალიან აღტკინებული ვიყავი ამ ურთიერთობით, პირველად გამოჩნდა იმის იმედი რომ სერიოზულ relashionship-ად შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო, მანამდე ასეთი არაფერი მქონია. პრინციპში ადრინდელ ურთიერთობებს ურთიერთობებსაც ვერ დაარქმევს კაცი. ჰოდა, სწორედ აქ დავიწყე შეცდომების დაშვება. მაგალთად, გრძელვადიანი პერსპექტივების დასახვა, მომავალზე გაუთავებელი ლაპარაკი და ა.შ. საბოლოო ჯამში საკუთარი სისულელეების ტყვე გავხდი და როცა მივხვდი, რომ ძალიან ინფანტილურად, არასერიოზულად და ა.შ. ვიქცეოდი ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე, ამას ყველაფერს გამოსწორება სჭირდებოდა. ჰოდა, მეც გამოვასწორე, დავშორდი. თანაც ძალიან ცუდად.

ჩემი დაბადების დღის წინა დღე იყო. როგორც ერთ-ერთი მეგობრისგან გავიგე სხვა დანარჩენები გეგმავდნენ surprise party-ს მოწყობას ჩემთვის, 12-ისთვის უნდა ამოსულიყვნენ და ტორტი ამოეტანათ. სხვათაშორის, ყველაზე მაგარი ტორტი იყო მსოფლიოში – მერ ვნახე, სურათებზე. ამ surprise party-ს შესახებ რომ გავიგე, ძალიან დავიგრუზე, ვიცოდი რომ ისიც იქნებოდა იქ. არადა მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა მასთან დაშორება, ჯერ არაფერი მქონდა ნათქვამი მისთვის და შემდეგ ნახვაზე უკვე ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს. რა უნდა მექნა? დაბადების დღის მოსალოცად ამოსულს ხომ არ დავუწყებდი ამ თემის გარჩევას? მეგობრებსაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდებდი და ყველას გავუფუჭებდი ხასიათს. ჰოდა, წავედი სახლიდან. იმ მომენტში მეგონა, რომ ეს ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო. უკეთესი პრინციპში ახლაც არ ვიცი. ალბათ მანამდე უნდა მომეგვარებინა ეს თემა.
ჩემი მეგობრები და ის 4 საათამდე მელოდნენ ტორტით ხელში, რომ არ გამოვჩნდი წავიდნენ და პრინციპში ყველა მიხვდა მიზეზსს.
მეორე დღეს სკაპის ქონვერსეიშენში დავშორდი. არ მეყო იმის გამბედაობა, რომ მივსულიყავი და პირდად დავლაპარაკებოდი.

სადღაც 6 თვის მერე მივწერე facebook-ზე, ბოდიში მოვუხადე და ავუხსენი რომ ჩემი საქციელი გამოუცდელობით იყო გამოწვეული. იმის მაგივრად, რომ მას დავლაპარაკებოდი ჩვენს ურთიერთობაში გაჩენილი რაღაც პრობლემების შესახებ, რომელიც ჩემის გამოისობით მოხდა, მე გავიქეცი – პრობლემებს გავექეცი. ვუთხარი რომ ძალიან ვწუხვარ, ჩემი იდიოტობების მსხვრეპლი რომ გახდი და მაპატიე რომ გული გატკინე-მეთქი.  შევმშვიდობიანდით.

რამდენიმე დღის მერე თვითონ მომწერა. PM-ში ჩემი ძველი ნაწერი ქონდა ჩაკოპირებული, რომელიც ერთ-ერთ დახურულ გრუპში დავწერე, სადაც მეგობრები ვიყავით. ერთ-ერთი მეგობრის აქაუნთით შესულა და წაუკითხავს. ძალიან ცუდ რამეებს ვწერდი მასზე. როცა ეს დაკოპირებული ტექსტი ვნახე ცუდად გავხდი. იმიტომ რომ არ მახსოვდა ის ნაწერი, თუმცა მალევე აღმიდგა ყველაფერი. ვცდილობდი ამეხსნა, რომ ამ აგრესიას მისდამი იმიტომ ვავლენდი, რომ გრძნობები კიდევ მქონდა შემორჩენილი, თანაც საკუთარი შეცდომების აღიარება არ მინდოდა და ჩემი მეგობრების წინაშე ყველაფერს მას ვაბრალდებდი. ცხადია, მას არაფრის მოსმენა არ უნდოდა, მეც არ მიცდია თავის მართლება, ვიცოდი რომ არაფერი ამართლებდა ჩემს საქციელს. უბრალოდ ვცდილობდი მისთვის მეთქვა, რომ ეს ყველაფრი უბრალოდ დაეკიდებინა, რადგან ემოციური ტალღების დროს დაწერილი მარაზმი იყო, რომელიც არ გამოხატავდა ჩემს დამოკიდებულებას მისდამი. ორი თვე გამარჯობას არ ვეუბნებოდით ერთმანეთს, არადა საერთო მეგობრები ბევრი გვყავს და ძალიან ხშირად ვაწყდებოდით ერთმანეთს.

რამდენიმე დღის წინ კიდე მომწერა. ეს ჩანაწერები წაუკითხავს. შევმშვიდობიანდით ისევ. მწერდა, რომ პრინციპში ყველაფერი მაპატია და შესაბამისად ჩემს მიმართ ცუდი გრძნობები აღარ აქვს. და კიდევ ბევრი სხვა კარგი და კეთილი მესიჯები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ის ძალიან კეთილი და კარგი პიროვნებაა, მე კიდევ ძალიან ცუდად მოვიქეცი, უპრინციპოდ, არაკაცურად და ა.შ.

სამჯერ გადავიკითხე მისი მოწერილი ტექსი, არ ვიცოდი რა მეთქვა. ბოლოს ეს მივწერე: “ ასეთი კეთილი რომ ხარ, ცოტა თავხედობად არ მიგაჩნია? წიპა სამყაროს და კაცობრიობის წინაშე? :|”

ამ ეტაპზე ყველაფერი ნორმალურად არის, კარგად ვურთიერთობთ ერთმანეთთან.

ერთად ერთი რაც არ მოგვარდა და რაც არ მოგვარდება, ისაა რომ წელს ჩემი მეგობრები surprise party-ს აღარ მომიწყობენ, არც მერე და საერთოდ აღარასდროს. და არც მსოფლიოში ყველაზე მაგარ ტორტს გამომიცხობენ.

მოკლედ, ჩემით ვანადგურებ ყველაფერს, რაც ჩემს გარშემო ხდება.

Advertisements
  1. gadya
    აგვისტო 22, 2011, 10:16 PM

    კაცი – ტორმუზი :დ
    არა, კიდე უარესი – ზადნი ხოდი…
    ზუსტად ის კატეგორია, რომელიც ქალს იმიტომ შორდება, რომ საკუთარი გრძნობების შეეშინდა… აქაოდა, არ დამასწროსო…

    გოგოს რაც შეეხება, ნუთუ იმდენად დიდი გრძნობები აქვს, რომ ჭკუა არ ეყო და მეორე კრუგზე წამოვიდა?

    ყველა უბედურების მიზეზი კი საკუთარი არათავდაჯერებულობაა, შიში რომ არ ხარ შესაბამისი, ღირსი, საკმარისად კარგი და ა.შ… ეს არამარტო ქ&მ ურთიერთობებს ეხება. არადა საღაცას ამბობ კიდეც კარგი ვარო, მგონია ასეც არის, მაგრამ საკუთარ თავს ვერ დააჯერე ეტყობა…

    ხოოოდა რავი, მომეწონა ბლოგი, გადმოცემის სტილი, ისე წავიკითხე რამდენიმე პოსტი, ვერც გავიგე :დ
    საკუთარ თავთან ბრძოლაში წარმატებებს გისურვებ…

  2. Nini
    მაისი 28, 2012, 8:30 PM

    შევყევი შენი პოსტების კითხვას. ძალიან მაგრად წერ =)
    შევმშვიდობიანდით – ამ სიტყვაზე მეცინება..

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: