მთავარი > დეპრესია > How we roll (დეპრესიის V ნაწილი)

How we roll (დეპრესიის V ნაწილი)

ყველას გქონიათ ალბათ ისეთი მომენტი ცხოვრებაში, რომელიც არასოდეს გავიწყდებათ და გახსენებისას ყოველთვის იგივენაირად გრცხვენიათ, როგორც მაშინ. მე ასეთი მომენტები ბევრი მაქვს. ახლა გადავეჩვიე და ასეთი მომენტების უმრავლესობა გადამავიწყდა, მაგრამ ხანდახან თავს მახსენებს ხოლმე. სწორედ ასეთი სიტუაციის გამო დავუწყე ერთ გოგოს ჩალიჩი. არა, მთლად ესეც არ იყო გადამწყვეტი მომენტი, მომწონდასავით, მაგრამ ნაბიჯი – რომელიც ბევრი ზედმეტობებით იყო სავსე, სწორედ სიტუაციამ გადამადგმევინა.

ზღვაზე ვიყავით რაღაც ჯგუფი, ასე ვთქვათ საერთო ინტერესების მქონე ხალხი. მთელი დღე რაღაც კონფერენციები და ვორკშოპები იყო, საღამოობით ვერთობოდით ხოლმე – ძირითადად ვსვამდით. ამ გოგოს კარგა ხანია ვიცნობ, ვიცი რომ ადრე, ასე 3-4 წლის წინ, ვევასებოდი, მაგრამ ცხადია მე ამას ვერ ვამჩნევდი მაშინ. მეც მევასებოდა, რაღაც “ზაიობები” რო არ ქონდეს, თანაც ძალიან ბევრი, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რაც არის ეგ არის. მორიგი დალევის შემდეგ გვიან ღამით დავიშალეთ, ჩასხმა ძირითადად ჩემი და ჩემი მეგობრის ნომერში ხდებოდა, იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში ვიპარავიდთ მაცივრიდან ლუდს და სხვა დასალევს და ბევრი გვქონდა. სადღაც 3 საათი იყო სასტავი რო დაიშალა და მე გარეთ გავყევი გასაცილებლად, ლიფტამდე. როცა ლიფტში შევიდნენ, ზემოთ ხსენებულმა გოგომ, ეგონა რა რომ მეც ქვემოთ მივდიოდი, მკითხა: “ჩამოხვალ ქვემოთ?” და ამ დროს კარი დაიკეტა. მე ცოტა ნასვამი ვიყავი და ეს ფრაზა საჩემოდ გადავთარგმნე, თანაც როცა ნასვამი ვარ ამ დროს განსაკუთრებით ადვილია ჩემი აღგზნება. კიბეებს დავუყევი ქვემოთ და მის ნომერს მივადექი. დავუკაკუნე, სექსუალური პოზა მივიღე და კარის გაღებას დაველოდე. რამდენიმე წამში კარი გაიღო და ხელში გაკვირვებულსახიანი ზემოთხსენებული გოგო შემრჩა. ნუ, იქ მან ამიხსნა რომ მას არ ჩამოვუპატიჟებივარ თავის ნომერში, უბრალოდ ეგონა რომ მეც ქვევით მივდიოდი და კუდამოძუებული გამომიშვა უკან. ნომერში რო ავბრუნდი მივხვდი, რომ ეს სწორედ ის embarassing მომენტი იყო, რომელიც მთელი ცხოვრება დამტანჯავდა. რეალურად რომ შევხედოთ დიდი კატასტროფა არ მომხდარა, მაგრამ მე სენსიტიური პიროვნება ვარ და შანს არ ვუშვებდი ხელიდან საკუთარი თავის გასაბანძებლად, პირველ რიგში საკუთარი თავისვე წინაშე. ამიტომ გადავწყვიტე ეს პრობლმა რამენაირად მომეგვარებინა. რა თქმა უნდა ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება იქნებოდა უბრალოდ დამეკიდებინა ყველაფერი, მაგრამ სამაგიეროდ ყველაზე ყლეობა გავაკეთე რაც შეიძლებოდა გამეკეთებინა.

ავიღე ტელეფონი და მის ნომერში დავრეკე. ვთხოვე ლობიში გამოსულიყო, რადგან რაღაც საქმე მქონდა. ჩავედი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, რაღაც დრამა დავდე, იმის შესახებ რომ ძალიან მომწონს და თან უკვე დიდი ხანია და ა.შ. ფაქტობრივად სიყვარული ავუხსენი. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, მართლაც მევასებოდა ეს გოგო, მაგრამ არა ასეთ დონეზე, ანუ რაღაც დონეები მერე მოდის ურთიერთობების სხვადასხვ ეტაპებზე, როგორც წესი.
მას ძალიან გაუხარდა – ჰო, ყველა გოგოს უხარია როცა მას ეუბნებიან რომ ის ევასებათ. ძალიან შოკის მომგვრელი განცხადება დადეო და ცოტა აზრზე მოვალ და მერე ვისაუბროთ ამ თემაზეო.

მეორე დღეს კონტაქტში არ შევსულვარ, ასე ვთქვათ, space მივეცი საფიქრელად. საღამოს ისევ მივადექი ნომერში, პასუხის გასაგებად. ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ რა მითხრა, ბევრი კი ვისაუბრეთ და მერე ერთად ავედით დასალევად ფართიზე, რომელიც ისევ ჩემს ნომერში იყო გამართული. დავლიეთ, ბევრი ვიცინეთ, მოკლედ კარგად გავერთეთ. მერე ის სადღაც გაუჩინარდა, თურმე ლობიში იყო გასული და ეძინა, ნასვამს. მოვკიდე ხელი და ნომერში ჩავიყვანე – ცუდი ზრახვები არ მქონია… ნუ, კაი, ცოტა… ლოგინზე წამოწვა, მე ლეპტოპით სარგებლობის უფლება ვთხოვე, რა ვიცი… მიზეზი ხო უნდა მქონოდა ნომერში დარჩენის. ცოტახანში საუბარი გავაბით. არც ის მახსოვს რაზე ვისაუბრეთ, ჰო, ძირითადად მეკითხებოდა რატო მოგწონვარო და ა.შ. მეც შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი. მერე მეძინებაო, დავემშვიდობე და წამოვედი.

შემდეგ დილას ავტობუსში ჩავსხედით და თბილისისკენ წამოვედით. მისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, იმიტომ რომ ვიღაც ტიპთან ეერთად იჯდა, მის მხარზე ედო თავი და ჩახუტებულებს ეძინათ. იმ დღეს ინგლისმა 4-1 წააგო გერმანიასთან, ნამეტანი დამწუხრებული ვიყავი. რადისონთან ჩამოვედით, მომიახლოვდა და რაღაც ნიშნის მოგებით მკითხა: “რატომ ხარ ცუდ ხასიათზე?” არ ვიცი, ალბათ ეგონა, რომ მის გამო ვიყავი ასე. ინგლისმა წააგო და ნერვებზე ვარ მოშლილი-მეთქი. წამოვედი.

რამდენიმე დღის შემდეგ ნაყინზე დავპატიჟე, ლესელიძეზეა რაღაც საკაიფო სანაყინე, იტალიური და იქ ვიყავით. ვისაუბრეთ ბევრი, ძირითადად ის საუბრობდა. თავის ძველ ურთიერთობებზე მიყვებოდა, ახლანდელზეც. ეს დიდად არ მომეწონა, მაგრამ რაღაც პონტში უნდა მიხვდე ალბათ, რომ როცა ადამიანი relashionship-შია და შენ მოგყვება date-ზე ეს ერთგვარი მინიშნებაა, რომ მთლად კმაყოფილი არ არის არსებული მდგომარეობით. ნუ, მე პირიქით წავიკითხე. როცა ვაცილებდი პატარა უსიამოვნო მომენტიც გაიჩითა, ვერცხლის ქუჩაზე მოვსეირნობიდთ, ვიღაც მარტაკვეცა ბავშვმა ფანჯირდან გამოყო თავი და მოგვაძახა: “რა ცუდი გემოვენბა გქონია!” მომიტრიალდა, “ნახე გოგო დაგიწუნესო” გული გამომიკეთა.

შემდეგი რამდენიმე დღე სკაიპში ვსაუბრობიდთ, თემა რა იყო არ მახსოვს. მერე ერთბაშად მორჩა ეს “ურთიერთობა” და ძველებურად ნაცნობ-მეგობრებად გავაგრძელეთ კონტაქტი. ცოტახანში კი შევხვდი ჩემს ახლა უკვე ყოფილ შეყვარებულს.

(გაგრძელება იქნება მალე)

Advertisements
კატეგორიები:დეპრესია ტეგები:, , ,
  1. ივნისი 12, 2011, 1:17 PM

    ეს არაა ისეთი კარგი, როგორიც მაგალითად, მეორე ნაწილი. მაგრამ კარაგდ იკითხება : ]

  2. ივნისი 13, 2011, 2:27 AM

    კაი როჟა ჩანხარ შენ… მართლა ოღონდ :)))))

    • ივნისი 21, 2011, 3:08 PM

      და ძალიან გულწრფელი: )

  3. lamazkaca
    აგვისტო 23, 2011, 6:10 PM

    axali jerom selinjeri ibadeba me mgoni:)

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: