მთავარი > დეპრესია > დეპრესია როგორც ნარკოტიკი (ნაწ. IV)

დეპრესია როგორც ნარკოტიკი (ნაწ. IV)

ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ. არ შემიძლია ვიყო სპონტანური და წავიდე სისულელეზე – იმიტომ რომ იმიჯი, რომელიც არ მაქვს, შეიძლება 0-დან მინუსებში წავიდეს. თუმცა, თუ ჩემს მეგობარს დავუჯერებ, ჯობია ქალები უარყოფიდათ გიცნობდნენ ვიდრე საერთოდ არ სმენოდეთ შენ შენსახებ. ამ შემთხვევაში უფრო მეტი შანსი გაქვსო, მიმტკიცებს ის. ალბათ მართალია… ნუ, უჩინარი ადამიანების შემჩნევა, ლოგიკურად შეუძლებელია.

რამდენიმენ თვის წინ ერთი გოგო მომეწონა, ძალიან მომეწონა… ვიპოვე Facebook-ზე და ფრენდ რიქუესტიც გავუგზავნე – დამიიგნორა. 2 თვე მოვანდომე მეორე რიქუესთის გაგზავნას, თანაც მინი ახსნაც დავუწერე – დამამატა. 6 თვე მოვანდომე მესიჯის მიწერას, 6 თვის განმავლობაში ვფიქრობდი რა მიმეწერა.

2 საათის განმავლობაში მქონდა გახსნილი new message ფანჯარა, ათასნაირი opening line-ი დავიტრიალე თავში და ბოლოს ყველაზე ყლეობა ამოვარჩიე. ვრცელი ტექსტი, თავის მართლებით. სასწაფოდ დავლოგაუთდი და გავედი მეგობართან. მთელი გზა საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, რომ არაფერი ცუდი არ გამიკეთებია, რომ ეს ნორმალური მოვლენაა და არაფერი ამაში უცნაური არ არის, როცა ბიჭი ინტერესს იჩენს გოგოს მიმართ. ძლივს დავწყნარდი, მერე ფიქრი დავიწყე ტექსტზე, რომელიც ძალიან არ მომწონდა. ახალი მესიჯი რომ ინთებოდა მეგობარს ვთხოვდი შესულიყო და ენახა რა იყო, ძალიან ვნერვიულობდი. სამი დღე არ მიპასუხა, სულ “აზერბაიჯანი-საქართველოს მეგობრობის” ჯგუფიდან მოდიოდა PM-ები. ბოლოს მეღირსა, იმისგანაც საკმაოდ ვრცელი პასუხი იყო, რაც ჩემმა მეგობრებმა პოზიტიურ მოვლენად შეაფასეს.

“ჩემთვის რომ ვინმეს ეგეთი მესიჯი მოეწერა არ ვუპასუხებდი.” – მეუბნება ერთ-ერთი მდედრი მეგობარი. საერთოდ ჩემი მდედრი მეგობრები ამ პონტში ძალიან მაკომპლექსებენ. ყველა ვინც მათ წერს მაგარი ყლეა, ყოველ შემთხვევაში მათი თქმით. მე კიდე არ მინდა, ვიღაცამ ჩემზე იფიქროს რომ ყლე ვარ. მაგრამ როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე ამის გარეშე არ შეიძლება. მოკლედ, ამ ჩემგან მოწონებულ გოგოს ერთი თვე ვესაუბრე, დიდი პაუზებით მესიჯსა და მესიჯს შორის. თან ხანდახან 2-3 დღე მეც არ ვაპსუხობდი Too desperate რომ არ გამოვჩენილიყავი და ა.შ. ბოლოს, დაახლოებით 3 კვირის ლაყბობის შემდეგ, შევბედე და Date-ი შევთავაზე. უარი მითხრა. უარის ტექსტი სამეგობროს გავაანალიზებინე, რაღაც პატარა მინიშნება არის აქო.

“ასე ვიღაცას რო მოეწერა facebook-ზე არც მე გავყვებოდი, ნუ ტიპი როარასოდეს გინახავს, ელაპარაკები და უცებ შეხვედრა, რაღაც ისეთი პონტია. მაგრამ აჰა, გეუბნება, რომ თუ სადმე შემთხვევით შეხვდებით ერთმანეთს ძალიან კარგი იქნება.” ანუ მინიშნება შემდეგში მდგომარეობდა, რომ სადმე “შემთხვევით” შემხვდიო. რა უნდა მექნა? რომელ ივენთზეც RSVP გააკეთა attending ან Might Attand, ყველგან დავდიოდი ერთი თვის განმავლობაში. მერე რო მივხვდი რომ კლასიკური stalker-ი და მანიაკი ვხდებოდი ცოტა აზრზე მოვიყვანე საკუთარი თავი და ახლა ველოდები ბედნიერ შემთხვევას. ამასობაში იმასაც მივხვდი, რომ წარუმატებელი მცდელობების დროსაც მონოგამი ვარ. მთელი ამ ხნის განმავლობაში არ მიციდია სხვა მდედრებთან რამის გაბმა. ძალიან სუსტი ვარ, არ შემიძლია მე ერთ დროულად რამდენიმეს ვეფლირტაო.

ჰო, ყველაზე მთავარი ის არის, რომ “მომდევნო” გოგოს ალბათ გაისად, ამ დროს დავეკონტაქები.

(გაგრძელება იქნება მალე :) )

Advertisements
  1. ნათია
    ივნისი 11, 2011, 4:05 AM

    დაააა ერთი თვე რომ დადიოდი მერე ვერ ნახე ვერსად? :D

    • ივნისი 11, 2011, 4:07 AM

      ვერა :)) როგორც ჩანს თვითონ არ დადიოდა, ან კიდე მეპარებოდა ხოლმე თვალიდან :დ

      • ივნისი 11, 2011, 4:09 AM

        btw, შენც კარგი გოგო ხარ :დ

        მოგწერ ერთ 6-7 თვეში :დ

      • ნათია
        ივნისი 11, 2011, 12:20 PM

        ჰო, ალბათ არ დადიოდა, Attending-ს ხალხი ისე აკლიკებს ხოლმე, უბრალოდ, თავში აზრად რომ არავის მოსდის უარყოფა თუ არ აპირებს წასვლას :) FB-ზე რომ 200 ადამიანია მონიშნული, მერე ადგილზე მარტო 20 იმიტომაც ხვდებათ :D

  2. ნათია
    ივნისი 11, 2011, 12:21 PM

    კაი, გელი 6-7 თვეში :D :D :D :D

  3. ივნისი 12, 2011, 12:44 PM

    შემეცოდე :(

  4. ივნისი 12, 2011, 7:54 PM

    შენ და…. არ გინდა, ვთქვათ ტრენაჟორებზე იარო? ან ცურვაზე. კარგ ტანს დაგიყენებს. + ჩაცმულობა გააუმჯობესო.
    პირველ რიგში, აუცილებელია საკუთარ თავზე წარმოდგენა აიმაღლო, რაც გარეგნობაზე ზრუნვით იწყება. კარგი ტიპი ვარო, წერ, არა მგონია ასე ფიქრობდე, უბრალოდ გინდა ასე ფიქრობდე.
    გოგოებისთვის მარტო გარეგნობა არაფერია, დამიჯერე: ))
    ისე კი, რასაც ვამბობთ, უმრავლეს შემთხვევაში არ გულისხმობს სინამდვილეს. დაქალებთან საუბრისას და იმ მიმოწერაშიც კარგად დაიხსომე: )))

  5. მე
    იანვარი 12, 2012, 10:39 PM

    თითქოს ვიღაცას მაგონებს ეს ამბავი :დ ჰო ჰო ნეტა ვინაა გონებიდან როგორ ამოფრინდება ხოლმე ;დ ისე კი, ადამიანებს თავის თავზე ლაპარაკი არ უყვართ. ვცდები.. ჯგუფელი გამახსენდა :| გავასწორებ: სისუსტეებზე ლაპარაკი არ უყვართ. ბიჭებს განსაკუთრებით(ძლიერ სქესს) ჰმმ რომელმა სულელმა დაარქვა მასე სულელურად ძლიერი და სუსტი სქესი ხელში ჩამაგდებინა ერთი. ვიცი რომ ვერასოდეს ჩავიგდებ ხელში, ოო ესეიგი ვოცნებობ.. ოცნება ზოგადად სისუსტედ შეიძლება ჩავთვალოთ რადგან მიუღწეველ მიზანს შევნატრით, ე.ი არსებობს ბევრი რამ რისი მიღწევის ტ.რ.კ(თუ ვერ მიხვდით განვმარტავ: ტრაკი) არ გაგვაჩნია ჩვენ(ძლიერ სქესს ოფ ქოურს, სუსტ სქესიანებმა იოცნებეთ იოცნებეთ თქვენთვის ნებადართულია) ანუ რისთვის ვიბოდიალე ამდენი, ძლიერი და სუსტი სქესი არ არსებობს! ჰო უბრალოდ არ არსებობს.. დაუჯერებელია არა? ეგ თქვენ გგონიათ მასე, აბა მე მკითხეთ! ო’კეი თემას გადავუხვიე უკვე, გავატაროთ დავიკიდოთ მოგვეშვება თუ არა ვნახავთ მერე..

    ჰოდა რაზე შევჩერდი, დავადგინე, ახლა, ამწამს დავასკვენი რომ საკუთარ თავზე ლაპარაკი გადამდებია :||

    გამახსენდაააა!(ტვიქსის რეკლამაში იყო ადრეულ პერიოდში, თუ არ გახსოვთ უბრალოდ იდარდეთ, აი ასე, მარტივად) ვიცი ვისაც მახსენებს! კიდევ ერთ ძლიერ სქესელს, სახელად მე.

    To be continued?? არაა! ამ ფრაზას ვერ ვიტან ბავშვობიდან.

    ავტორ, არ ვიცი what the fuck is პაკ ჩალანიკი, რამეს ნიშნავს თუ იქიდანაა აი ჩვენ რომ ყველას გვაქვს ან გვინდა მაინც გვქონდეს, სამყარო და სახელები, ბევრი, ლამაზი და არამარტო. ისე კი რა მნიშვნელობა აქვს. მაგრად წერ

    • gafn
      თებერვალი 5, 2013, 1:40 AM

      ჩაკ პალანიკის ანოგრამაა, მგონი.

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: