მთავარი > დეპრესია > დეპრესია როგორც ნარკოტიკი (ნაწ. III )

დეპრესია როგორც ნარკოტიკი (ნაწ. III )

ის ვინც ამობობს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს, ან ფარისეველია ან ხელმოცარული – ისეთივე როგორც მე. თუმცა, მე უნიკალური პიროვნება ვარ და შესაბამისად ჩემი loser-ობაც უნიკალურია. მაგალითად, მე ვიცი რამდენიმე გოგო რომელსაც ძალიან მოვწონვარ, მაგრამ მე ისინი არ მომწონს – არც გარეგნობით, არც პიროვნულად და არც სხვა რაიმე ფაქტორის გამო. ჰოდა, იმის გამო რომ ვინმეს, როგორც იქნა, მოვეწონე, მათთან საქმეს არ დავიჭერ. მე მევასება ლამაზი გოგონები, ან cute-ს რომ იტყვიან ისეთები, ჭკვიანები, ადეკვატურები და მოკლედ, “რაც კარგია იმას ვუსმენ.”
ძალიან მიკვირს როცა სიმპატიურ ბიჭებს შეუხედავ გოგონებთან ვხედავ. ჩემნაირ ტიპებს ხშირად ჰყავთ შეუხედავი ნაშები, იშვიათად მაგრამ არსებობენ ისეთები, რომლებსაც ძალიან მაგარ ნაშები ჰყავთ დათრეულები. მეც მინდა რომ ამ იშვიათ ტიპებს მივეკუთვნებოდე. საერთოდ, ვფიქრობ რომ ეს “იშვიათობა” იმის გამოა, რომ ჩემნაირი ტიპები უბრალოდ ნებდებიან. 40 წლის მე, რომელსაც ოჯახი არ ჰყავს და არც არავინ მეგობრების გარდა, უფრო კარგი ტიპია, ვიდრე რომელიმე მახინჯის შედარებით სიმპატიური ქმარი. ან ყველაფერი, ან არაფერი – აი ძირითადი პრინციპი. სულაც არ არის ისეთი პარადოქსალური როგორ სჩანს, უბრალოდ ჯერ “არაფერის” სტადიაში ვარ.
ჩემი კომპლექსების ძირითადი ნაწილი გამოწვეულია იმით, რომ სექსში ძალიან გამოუცდელი ვარ. ამიტომ მაგარ ნაშებზე ჩალიჩის მეშინია. არის ერთი-ორი მაგარი ნაშა, რომლის შებმაც შეიძლება, თან ვიცი რომ ვევასები. მაგრამ მეშინია იმის, რომ სექსით უკმაყოფილოები დარჩებიან და ვერ შევინარჩუნებ. რა უნდა ვქნა საამისოდ? ან უნდა დავტყნა ისინი ვინც მეძლევიან, მაგრამ მე მკიდიან – შესაბამისად მკიდია რას იფიქრებენ ჩემზე და ისინი მხოლოდ ხორცებად გამოვიყენო ან ვიარო ბოზებში.
აქ რამდენიმე პრობლემაა:
1. მე კაი ტიპი ვარ – მართალია, ჩემი ყოფლი შეყვარებული და მისი მეგობრები ფიქრობენ რომ ყლე ვარ, მაგრამ სინამდვილეში კაი ტიპი ვარ. შესაბამისად, არ მინდა ის გოგონები რაღაც ტრენაჟორებად გამოვიყენო, გულში იმედი ჩავუდო და ბოლოს, კარგად დაკაჩავებული ოლიპმიადაზე გავიდე.
2. არ მივეკუთნები იმ მამაკაცების რიცხვს, რომელსაც ნებისმიერ სულიერზე უდგება. ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება მივეალერსო ქალს, რომელიც არ მევასება და არ აღმაგზნებს. აიყენე და შეყავი კიდე არ მევასება მე. ბარემ დავანძრევ – რასაც ვაკეთებ კიდეც.
3. ბოზები – ნუ ეს ყველაზე კარგი გამოსავალია, მაგრამ აქ ზედა, მეორე ფაქტორი მოქმედებს. თუმცა, მაგარი ნაშების გამო მსხვერპლზე წასვლა ნამდვილად ღირს.

ჩემი ერთ-ერთი მეგობარი მაგარი ნაშაა. სხვათაშორის, რამდენიმე წლის წინ ის, თურმე, მეფლირტავებოდა, მაბამდა და მომცემდა კიდეც, ალბათ. ვინ იცის მას შემდეგ როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება… ჰო, მოკლედ მაშინ მე ამას ვერ ვამჩნევდი და პრინციპში ვერ ახლა ვამჩნევ – ანუ არ ვიცი როდის მეფლირტავებიან გოგონები, ეს ალბათ ქვეცობიერ ბრალია, რომელსაც სჯერა რომ მე გოგონებს არ მოვწონვარ, შესაბამისად, ისინი არც ფლირტაობას დამიწყებენ. მოკლედ, ამ ჩემს მაგარ ნაშა მეგობარს ჰყავდა ერთი პარტნიორი, შეიძლება ითქვას ჩემი კალიბრის სიმპატიურობის. კარგა ხანს იყვნენ ერთად. მერე ამან გადატყნა სხვა ქალები და ჩემი მაგარი ნაშა მეგობარი მიატოვასავით. მე ამ დროს ვფიქრობ, მე ამას არ ვიზამდი. მე კაი ტიპი ვარ, მონოგამი ვარ, ერთგული ვარ და ა.შ. მაგრამ ფაქტია, რომ როგორც კი მაგარი ნაშა მომცემს, მე მაშინვე უფრო მაგარ ნაშებზე დავიწყებ ჩალიჩს და როგორც არ უნდა მიყვარდეს ჩემი მაგარი ნაშა, მასზე მაგარ ნაშას აუცილებლად მოვტყნავ. ნუ, ეს ხო ცხადია, ყველა ცხოველი ხამია. არა! მე არ ვცდილობ გავამყარო სტერეოტიპი, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირია – რა სისულელეა. შეიძლება მოგატყუონ, მაგრამ ყველა სხვადასხვა ნაირად იტყუება. დამიჯერეთ, აქვს ამას მნიშვნელობა როგორ მოგატყუებენ – აქ ინდივიდუალიზმი იკვეთება.
მაგალითად, შეიძლება ცოლს უებნებოდე რომ ქალებისკენ აღარასოდეს გაიხედავ, შეურიგდე, სახლში დაბრუნდე, პირობა მისცე და მეორე დღესვე შენი ყოფილი სტუდენტი მიატყნა. ან შეიძლება ღია ურთიერთობაზე შეუთანხმდე, უთხრა 2 ნაშაზე, მაგრამ მესამე დაუმალო და ა.შ. მოკლედ, არ არის ყველა კაცი ერთნაირი.
მე, ჩემი მომავალი პარტნიორები მინდა დავამშვიდო და ვუთხრა, მე არ მოვტყნავ თქვენზე ბანძ ნაშებ ან თქვენი დონის ნაშებს, მაგრამ თუ შევაბამ თქვენზე მაგარ ნაშას, აუცილებლად გამოვიყენებ ამ შანსს.
არც ქალები არიან ანგელოზები – ცალმხრივად რომ არ გამომივიდეს ამაზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა – ქალმა შეიძლება გიღალატოს, იმიტომ რომ ვერ ათავებინებ, პატარა გაქვს და ა.შ. ანუ შენზე უკეთესს მისცეს – ჰოდა, ჩვენს შემთხვევაშიც იგივე პრინციპი მოქმედებს.

ჯორჯ ორველი ამობობს, “ყველა თაობა ფიქრობს, უფრო განათლებულია ვიდრე მისი – წინა და უფრო ბრძენი ვიდრე მისი – მომდევნო.” თუმცა, ყველა ეს თაობა რომელიც ასე ფიქრობს მართალია. ჩემი მშობლების თაობა, უმეტესობა მაინც, ბებია-ბაბუის თაობაზე გაცილებით განათლებულია, ხოლო ჩემს თაობაზე უფრო ბრძენი და ჭკვიანი. ჩემი თაობა კი ჩემი მშობლების თაობასთან შედარებით იმაზე უფრო განათლებულია ვიდრე ისინი თავის მშობლებთან შედარებით. დედაჩემს და მამაჩემს ჩემზე უფრო მეტი წიგნი აქვთ წაკითხული, თუმცა მე უკეთეს ლიტერატურას ვიცნობ, მე ვიცი ინტერნეტი, ვიცი კულტურა სხვადასხვა ხალხების – მენტალობას ვგულისხმობ, ბოლოს და ბოლოს ვიცი ვინ არის ჯასტინ ბიბერი. ისიც ვიცი, რომ როდესაც ფილოლოგ დედაჩემს ამ ნაწერის გასწორებას და რედაქტირებას ვთხოვ, რადგან მან ჩემზე უკეთ იცის პუნქტუაცია და გრამატიკა, ის აუცილებლად დამისვამს შეკითხვას: “ვინ არის ჯასტინ ბიბერი?” ვიცი როგორ უნდა აღვზარდო შვილი, რა შეცდომები არ უნდა დავუშვა – ის შეცდომები, რომლებიც დაუშვეს ჩემმა მშობლებმა ჩემი აღზრდის დროს. თუმცა, აქვე ისიც ვთქვათ, ისინიც ხომ ზუსტად საკუთარი მშობლების შეცდომების გვერდის ავლით აღგვზარდეს? და რა ვიცი მე/ჩვენ, რომ ჩვენი დაშვებული შეცდომები უფრო უარესი არ იქნება?

კარგით, დავიწყოთ თავიდან. ჩვენი მშობლების მშობლები – როგორ აღზარდეს მათ თავიანთი შვილები?

ბებია-ბაბუაჩვენების მთავარი ღირებულება რეალურად იყო ფული, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კომუნიზმში გაიზარდნენ და რეალურად მათი იდელეოგია თითქოს და სხვანაირი უნდა ყოფილიყო. კარგი, თუ სიმდიდრე მაშინ დაუშვებელი იყო ამ მატერიალისტური ღირებულების სუბლიმაცია მათ სხვა რამეში მოახდინეს – პრესტიჟულ სასწავლებელში ჩარიცხვა, არტეკში გაშვება, გაგრაში დასვენება, ბინა კარგ ადგილას, კარგი სამსახური, კარგი მეუღლე, კარგი სუფრა და მასპინძლობა და ა.შ. ბებიაჩემს არც ერთი სიძე არ უყვარს, ნუ ვერც იმას ვიტყვი რომ ისინი ეზიზღება, მაგრამ არ უყვარს. სამაგიეროდ გააჩნია პატივისცემა მათ მიმართ, სხვადასხვა დონის რა თქმა უნდა. მამაჩემს ის ნაკლებ პატივს სცემს ვიდრე თავის მეორე სიძეს, რადგან მამაჩემს ნაკლები შემოსავალი აქვს, ხშირად უმუშევარია და ა.შ. ბებიაჩემი ვერ აიტანს ჩემს ცოლს თუ ის იქნება ჟესტიანჩიკის შვილი, განათლებული, ლამაზი, მაგრამ გლეხუჭა. არც თვითონაა თავადი, მაგრამ ის რაიონის პროკურორის შვილია, მამამისი ყაზბეგში ძლიერი კაცი იყო. მას შეეძლო შვილებისთვის ხინკლის გაკეთების შემდეგი მეთოდით სწავლება: თითოეულ დას (4-ნი არიან) 500-500 ხინკალი უნდა შეეხვიათ, ჩაეყარათ და ამოეღოთ, თუ ერთი ხინკალი მაინც იქნებოდა გამსკდარი დანარჩენი 499 ძაღლის სალაფავ ჯამში ამოყოფდა თავს. მეთოდმა გაამართლა, მაგრამ სამგიეროდ ბებიაჩემი ვერ აიტანს ჟესტიანჩიკის შვილს. მართალია, მე ხშირად ვუტკიცებ საკუთარ თავს, რომ ბებიაჩემის, დედაჩემის, მამაჩემის, ჩემი ძმების და ა.შ. აზრი სულ ფეხებზე მკიდია, მაგრამ ეს რომ ასე არაა დიდი ხანია მივხვდი. დამიწუნია გოგო, რომელსაც ზედმეტად ბევრი თანხმოვანი აქვს გვარში, რომელიც უვიცია, რომელიც ზედმეტად დაბალია, ზედმეტად გამხდარია ან ზედმეტად მსუქანია, არ იცის როგორ იწერება სიტყვა შეურაცხყოფა და ა.შ. ერთით კი ვიმშვიდებ თავს, რომ პრობლემა რომელიც ჩემშია ამოვიცანი და ამის გამოსწორებისა და რეალურად დაკიდებისკენ მიმავალი გზა ნელ-ნელა დაიწყო. ეს არ არის ბებიაჩემის ბრალია, ეს მამამისის ბრალია, თუმცა უფრო ბაბუამისის, ან იმის მამის, ან იმის ბაბუის, ან იმის მამის ან სულაც ამებასი ან ადამის – თქვენი რომელიც უფრო გაწყობთ.

მამაჩემის დედა ძლიერი ქალია, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა გათხოვდა, დამოუკიდებელი იყო, თავისი შემოსავალი ქონდა, თავის სპეციალობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და დღემდეც ასე არის. პენსიაზე გასვლის შემდეგ მასთან კვლავ დადიან მისი კოლეგები კონსულტაცებისა და რჩევებისთვის. მას ჰქონდა ფული და ავტორიტეტი. თუმცა მისი შინაგანი კულტურა… საოცარია. საცოდავი დედაჩემი! მასთან ერთად ერთ სახლში ცხოვრება მოუწია რამდენიმე ხანი, მამაჩემს რომ გაჰყვა ცოლად. ბევრი რამის გახსენება შეიძლება, თუმცა მისი პიროვნული პორტრეტის დასახატად ერთი მაგალითიც საკმარისი იქნება. როცა ჩემი უმცროსი ბიძაშვილი, ნიკა, გაჩნდა ბებიაჩემმა საზეიმოდ გამოაცხადა რომ ის იყო იმ ოჯახის მეფე! კი, კარგად მახსოვს, სწორედ ასე უწოდა 2 თვის ბავშვს. რატომღაც ძალიან გაუხარდა ე.წ. გვარის გამგრძელებლის დაბადება. თუმცა, აქ უცნაური ისაა, რომ მამაჩემს 4 ბიჭი ვყავდით უკვე, ანუ მე რომ მეგონა გვარის გამგრძელებლის ნიშა დაკავებულია-თქო ასე არ ყოფილა. დიდად არ მწყენია ეს გვერდით გაწევა, მხრები ავიჩეჩე და დავიკიდე. აქამდე რომ მახსოვს, 15 წელი გავიდა მას მერე, ეს არაა იმის ბრალი რომ გულში ცუდად ჩამრჩა, უბრალოდ კარგი მეხსიერება მაქვს – ძალიან კარგი. ჰო, სხვათაშორის ჩემს შუათანა ძმასაც პრივილეგირებული სტატუსი ქონდა ბებიისგან. ჩემი და ჩემი მეორე ბიძაშვილის, რომელიც “სამწუხაროდ” გოგოა, თანდასწრებით ამბობდა, რომ ჩემი ძმა განსაკუთრებით და გამორჩეულად უყვარდა. რაც შემეხება მე – მე ცელქი ბავშვი ვიყავი, ცოხცალი, ცოტა აგრესიულიც, შესაბამისად მეძახდნენ ომენს, თუ კარგ ხასიათზე იყვნენ აკიმს, თინეიჯერობამდე ცოტახნით ადრე ბოროტს. ჩემდა გასაკვირად საკმაოდ კეთილ და პატიოსან ადამიანად გავიზარდე, წარბიც არ შემეხრება ამის თქმისას, იმიტომ რომ მართალია. ჰო, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საბედნიეროდ იმ სახლში არ ვიზრდებოდი, უბრალოდ ხშირად ვსტუმრობდი მათ, რადგან იქ MTV და “ნიკოლადეონი” ქონდათ კაბელური ტელევიზიის საშუალებით. მოკლედ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ვის ხელში გაიზარდნენ ჩემი დედ-მამა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მე ვამტკიცებ რომ იდეალური მამაკაცი ვარ და გოგოები უბრალოდ ვერ მამჩნევენ.

(გაგრძელება იქნება მალე :) )

Advertisements
  1. ივნისი 12, 2011, 1:35 PM

    შესაბამისად, არ მინდა ის გოგონები რაღაც ტრენაჟორებად გამოვიყენო, გულში იმედი ჩავუდო და ბოლოს, კარგად დაკაჩავებული ოლიპმიადაზე გავიდე.

    აჰჰაჰაჰა :დ

  2. აგვისტო 26, 2011, 2:58 AM

    mgoni shemiyvardi

  3. bento
    მაისი 29, 2012, 7:58 PM

    იმენა ჩემზეა ეს, მე ვწერ მგონია, მე ვარ ეს ლუზერი, დეპრესიული ყლე:))

  4. Milly
    სექტემბერი 30, 2012, 12:44 AM

    40 წლის ხარ? ჰმ, არადა როგორ მომწონდი :ს

  5. Milly
    ოქტომბერი 21, 2012, 3:44 PM

    თვითონ არ დაწერე ასე?

  6. Milly
    ნოემბერი 2, 2012, 12:36 PM

    ე, მაშინ კარგია ^^
    ბარემ ისიც მითხარი მოცემულ მომენტში რამდენი წლის ხარ და იქნებ, ნაკლებად დეპრესიული იყოს შენი ფლეშ-ფორვარდები ;)

  7. Milly
    ნოემბერი 21, 2012, 6:11 PM

    სულ რაღაც 8 წლით :3

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: