მთავარი > დეპრესია > დეპრესია როგორც ნარკოტიკი (ნაწ. II)

დეპრესია როგორც ნარკოტიკი (ნაწ. II)

უკვე დიდი ხანია რაც დავასკვენი, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები მამაკაცები ვართ და არა მდედრები. სიძლიერე სულიერებით უნდა იზომებოდეს და არა ფიზიკურად. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ძლიერი ეგო, შეუძლია იმოქმედოს გონებით და გაუძლოს დაბრკოლებებს, რომელსაც ცხოვრება სთავაზობს, შეუძლია დაამარცხოს ნებისმიერი ფიზიკური ძალის პატრონი. ასეთი, ძლიერი და მტკიცე სული ძირითადად მდედრებს აქვთ. ჩვენ, მამკაცები, ყველაზე წუწუნა არსებები ვართ სამყაროში. ჩვენ გვინდა ჩვენი ესმოდეთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ ვალდებულები გვესმოდეს მათი. ჩვენ გვინდა ჩვენზე ზრუნავდნენ. სწორედ ამიტომაც არის, რომ ყველა მამაკცი, ავადმყოფობას ან თუნდაც მცირე ნაკაწრს ხელზე, ჭრილობის იოდით დამუშავებას და ა.შ. უფრო მტკივნეულად განიცდის, ვიდრე მდედრები.

როცა მამაკაცებს ოიდიპოსის სინდრომს უხსენებ, შეიძლება გაგინონ და თავზე დაგამხონ ყველაფერი. მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ან ზოგმა არ იცის, რომ სინამდვილეში ჩვენ მთელი ცხოვრება ისეთ პარტნიორებს ვეძებთ, რომლებიც დედობას გაგვიწევენ. დაგვირეცხავენ, საჭმელს მოგვიტანენ ტელევიზროთან წამოგორებულებს, ავად ყოფინასას მოგვეფერებიან და ყოველ სამ წუთში ერთხელ შემოგვაკითხავენ ოთახში, გააღებენ ფანჯრებს, ცხელ ჩაის დაგვალევინებენ და ა.შ. მზრუნევლობა ნიშნავს სიყვარულს.
ჩემს წარმოდგენაშიც ეჯაჭვება ერთმანეთს სიყვარული და მზრუნველობა. მაგალითად, ყოველთვის ვფიქობ იმაზე, რომ როცა მარტო ვიცხოვრებ და ავად გავხდები, მოვლენ ჩემი მეგობრები და მომიტანენ ცხელ ბულიონს? ან გამინიავებენ ოთახს? ან წამალს დამალევინებენ? ეს მოთხვონილება ცალმხრივი არაა. მეც მინდა ავუტანო ჩემს მეგობარს ცხელი ბულიონი როცა მას გრიპი ექნება. მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის ამ ეტაპზე ცხელი ბულიონის როლს მათგან წამოსული მხარდაჭერა და ყურადღება ასრულებს. რა სჯობია იწვე ლოგინში და ადამიანები თავს გევლებოდნენ? მაგრამ ბოლოს და ბოლოს გბეზრდება ერთ ადგილზე ტრიალი და მოდის ადგომის დროც. აქ შეიძლება პესიმისტურადაც ჩავაწვეთოთ გარკვეული მოსაზრებები, მაგალითად: ისე უნდა ადგე, რომ არ დაეცე, სიფრთხილე გამოიჩინო და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი bullshit-ია. დეპრესიის გადაგდება ზუსტად ისევე უნდა მოხდეს, როგორც სიგარეტის. ნელ-ნელა არა, უცებ! ერთ დღეს უნდა ადგე და თქვა, მე აღარ ვეწევი და შემდეგ უბრალოდ დაიკიდო სიგარეტი. მე ეს გამიკეთებია. მართალია, ახლა ისევ ვეწევი, მაგრამ როცა მოვინდომე დავანებე თავი, 6 თვე არ მომიწევია. მერე რაღაც სტრესის დროს კლიშეს ავყევი და გავაბოლე. თუმცა, ვიცი ადამიანები, რომლებიც 20-30 წელია არამწეველები არიან და აღარც აპირებენ დაწყებას. ყოფილი ნარკომანები არ არსებობენო ამბობენ, მაგრამ ვიცნობ ასეთებს – 20 წელიწადია რომ არ გაუჩხერიათ.

სიყვარულის გამოხატვის კიდევ ერთი უცნაური ხერხი მქონდა. წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ მოკვდა რომელიმე ჩემთვის საყვარელი ადამიანი, მის პანაშვიდს, დასაფლავებას და როგორ ვტიროდი მე და ვწუხდი ამის გამო. არ ვიცი, ეს შეიძლება იმიტომ იყო, რომ არ შემეძლო სიყვარულის უფრო ნორმალურ, რეალურ, სიტუაციებში გამოხატვა. ის კი არა როდესაც ჩემს შეყვარებულს “მიყვარხარ”-ს ვეუბნებოდი, საშინელ დისკომფორტს ვგრძნობდი, ტანში მაჟრიალებდა. თან ყოველთვის ჩუმად ვამობობდი ამ სიტყვას, ისე რომ მე თვითონ არ გამეგო. არადა ყოველთვის მინდოდა გამომეხატა ჩემი გრძნობები ნორმალურად, ისე როგორც ამას ფილმებში, წიგნებში ან თუნდაც რეალური ადამიანების ცხოვრებებში აკეთებენ.

***

ძალიან არ მიყვარს “მარშრუტკით” ან ავტობუსით მგზავრობა. დისკომფორტს მიქმნის ბევრი ხალხის პატარა სივრცეში მოქცევა, ვინმესთვის იმ ადგილის დათმობა, რომელშიც მე ფულს ვიხდი. არ მიყვარს ადამიანებს შორის გაწურვა როცა ჩასვლა მიწევს, განსაკუთრებით როცა ცხელა. ამიტომ როცა ფული მაქვს ყოველთვის ტაქსით დავდივარ, რაც ფულის მალე გამოლევას იწვევს და ამიტომაც უფრო ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობ.
ძალიან ცხელოდა, ასეთ ამინდში უფანჯრებო “მინიბუსში” ჯდომა განსაკუთრებით აუტანელია. მითუმეტეს როცა გვერდით მსუქანი ქალი გიჯდება, რომელიც ილუკმება და თავისი ოფლიანი კანით გეხება.
მორიგი გაჩერებისას “მარშრუტკაში” წყვილი ამოვიდა. ძალიან საყვარელი გოგონა, ზუსტად ისეთი, მე როგორებიც მომწონს. ის და მისი შეყვარებული ჩემს წინ სხდებიან. გოგონას ხორბლისფერი თმა აქვს, ძალიან ლამაზი, ალბათ რბილიც. საერთოდ თმები ჩემს ყურადღებას ძალიან იშვიათად იქცევს, ეს მეორე შემთხვეაა.

პირველადაც “მარშრუტკაში” მომეწონა ვიღაც უცნობი გოგოს თმა. სამსახურიდან მოვდიოდი. ის ჩემს წინ იჯდა, მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ იმდენად ლამაზი თმა ჰქონდა, რომ მთელი გზა მასზე ვფიქრობდი. გავბედე და ნაზად შევეხე, ისე რო არ ეგძნო, საშინლად სასიამოვნო იყო. მე ბოლო რიგში ვიჯექი, ის კი, როგორც უკვე აღვნიშნე ჩემს წინ – “მარშრუტკა” ცარიელი იყო, მხოლოდ მძღოლის გვერდით იჯდა ვიღაც. სწორედ, ამ სიმარტოვემ გამაბედინა, მივუახლოვდი და თმებზე დაყნოსე – განსაკუთრებული ალბათ არაფერი, ჩვეულებრივი სურნელი ჰქონდა, მაგრამ მაშინ ძალიან მესიამოვნა. სიმართლე რომ გითხრათ დღემდე ვერ ვხსნი, როგორ გავბედე ასეთი “თავხედობა,” ან ბოლომდე რატომ არ მივყევი, რატომ არ გამოველაპარაკე და რატომ არ გავიცანი – იქნებ რამე გამოგვსვლოდა. მაგრამ ალბათ მაშინ ჩემში ჩემმა ლუზერულმა ეგომ გაიღვიძა და მითხრა: “რომ მოიხედავს და შენ დაგინახავს… კარგი რა!” ჩასვლისასაც კი არ გამიხედავს უკან, სახე რომ დამენახა, ვერ გავბედე.

ახლაც, საშინლად გაღიზიანებული, სიცხისგან დატანჯული, შევყურებ ამ გოგონას თმას და ვფიქრობ რა უნდა ამ იდიოტთან. ეს იდიოტი, ჩემზე ოდნავ სიმპატიური ტიპია, ან შეიძლება სულაც არაა. კისერზე უკეთია დიდი “ნაუშნიკები” – “ნეტა არ სცხელა?”
გოგონა ჩუმად ზის, ბიჭი კი ზედმეტად აქტიურია. ენის მოჩლექით ესაუბრება თავის შეყვარებულს, ეხვევა, კოცნის, ეალერსება და ნერვებს მიშლის – არ მიყვარს ზედმეტად აქტიური და მატრაკვეცა ადამიანები. ბაზარში ნაყიდი გაურეცხავი მარწყვი რომ ჰქონდეს თან, იმასაც ამოიღებდა პარკიდან და ხელით, ძალით, აჭმევდა ამ გოგოს – დარწმუნებული ვარ ასეც იქნებოდა. რატომ იქცევიან ადამიანები ასე? იქნებ ეს უბრალო სიყალბეა? იქნებ ყველაფერი, პირიქით, ძალიან ცუდად არის და სწორედ ამის შესანიღბად დგამენ ასეთ სპექტაკლებს? არ ვიცი.
მორიგი გამოხტომის შემდეგ მოთმინების ფიალა მევსება და წინ ვიხრები.
– უკაცრავად გოგონა!
ორივე იხედება, მსუქანი ქალიც მიყურებს – გუმანით იგრძნო, რომ რაღაც საინტერესო უნდა მოხდეს.
– დიახ?! – ზრდილობის გულისთვის მიღიმის, მისი შეყვარებული გამომცდელად იყურებს, მას მისი ძველი კურსელი ან კლასელი ვგონივარ, ან ბავშვობის მეგობარი, რომელიც 5-6 წლის ასაკის მერე არ უნახავს.
– ძალიან უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოს, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს, ძალიან გულწრფელი, რაც მთავარია.
– გისმენთ. – თქვენობით მელაპარაკება.
– ამ ყლესთან რა გინდა? – და თვალებით მის შეყვარებულზე მივანიშნებ.

ვერ ვიტყვი მცემა მეთქი, ფაქტია თავი ვაცემინე. იმედი მქონდა, რომ იმ გოგოს შევეცოდებოდი, წამომაყენებდა, თავის შეყვარებულს “მხეცოს და ნადიროს” უწოდებდა და სახლამდე მიმაცილებდა. მერე ვისაუბრებდით, ეს ცივ ტილოს დამადებდა სახეზე და ასე დაიწყებოდა ჩვენი ურთიერთობა. ნუ… რასაც ფილმებში ხედავთ ყველაფერს ნუ დაიჯერებთ. ის კი გამიმართლა, რომ სამსახურთან ახლოს ვიყავი უკვე და ნაცემს და ნათრევს ხალხით გამოტენილ “მარშრუტკაში” მგზავრობა არ მომიწევდა.
რომ მეცემა ის ბიჭი? მერე?
არა… მგონი ამ შემთხვევაში სისუსტე-სიძლიერე არაფერ შუაშია. რაღაცა სხვა შეცდომა დავუშვი აშკარად.

(გაგრძელება იქნება მალე :) )

Advertisements
  1. ივნისი 10, 2011, 9:20 AM

  2. ივნისი 10, 2011, 10:11 AM

    მეც ეს სიმღერა მქონდა თავში რომ ვკითხულობდი : ))

  3. ივნისი 10, 2011, 11:37 AM

    პირველი წინადადება დიდი ხანია რაც დავასკვენი მე :D :D

  4. ივნისი 10, 2011, 3:06 PM

    პირველ ნაწილზე რატომღაც გული ამიჩყდა, მეორე ნაწილზე (ასევე რატომღაც) — არა. არ მეგონა, ბიჭები მსგავს საკითხებზე ამდენს თუ ფიქრობდნენ :)

  5. მე
    იანვარი 13, 2012, 7:53 PM

    პირველი აბზაცი მეცნო, არ მეგონა ვინმე თუ ფიქრობდა მასე კიდევ :დ

  6. Nini
    მაისი 28, 2012, 8:10 PM

    სულ შემთხვევით შემოვედი ამ საიტზე და წავიკითხე შენი პოსტის ორივე ნაწილი..
    მართლა ძალიან მომეწონა და თან რაღაც მეუცნაურა. ალბათ ბუნებით ხარ ასეთი რომ ხანდახან გსიამოვნებს უიმედობა და დეპრესიაშიი ყოფნა.
    მინდა გითხრა რომ საინტერესო ადამიანი ხარ და არ გირჩევ შენი თავის გამუდმებით გაკრიტიკებას =|

  7. Nini
    მაისი 28, 2012, 8:10 PM

    P.S. თან ძალიან კარგად წერ =)

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: