მთავარი > დეპრესია > დეპრესია როგორც ნარკოტიკი

დეპრესია როგორც ნარკოტიკი

მე და ჩემი მეგობრები, ისევე როგორც ყველა, კულტურლი ექსპანსიის მსხვერპლები ვართ. თანაც ყველაფერს ისე ვაკეთებთ, რომ ვერ ვაცობიერებთ რაოდენ დიდი გავლენა აქვს ჩვენზე, თითქოსდა უმნიშვნელო ფაქტორებს.
მაგალითად, ჩემზე ძალიან მოქმედებს ამერიკული პოპ კულტურა, სერიალები და ფილმები. როდესაც მე ვუყურებდი sex and the city-ს, ძალიან მინდოდა მყოლოდა ისეთი მეგობრები, რომლებსაც ვეტყოდი ყველაფერს, რომლებიც მეტყოდნენ ყველაფერს და თან გვექნებოდა ამოჩემებული ადგილი – კაფე, რესტორანი ან ბარი. ჩვენ ერთმანეთი ვიპოვნეთ. ვართ ოთხნი, 2 მამრი და ორი მდედრი. გვაქვს ამოჩემებული ადგილები, რომლებსაც ყველ 3-4 თვეში ერთხელ ვიცვლით. მთავარი კრიტერიუმი არის, კარგი საჭმელი, ნორმალური ფასები და რაც მთავარია wifi, რადგან ნებისმიერი ურთიერთობა მოსაბეზრებელია თუ მისგან რამდენიმე ხნით არ დაისვენე და არ შეიხედე Facebook-ზე, არ ნახე ახალი ამბავი, სტატუსი და ა.შ.
გარდა იმისა, რომ სოციალური ქსელები და ზოგადად ვირტუალური ურთიერთობები ძალიან კომფორტულია, ასევე ძალიან ბევრ პრობლემასაც აჩენს, განსაკუთრებით ჩემნაირი ადამიანებისთვის. ჩვენ 4-ნი ზოგადად fucked up პიროვნებები ვართ, ანუ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა, მაგრამ მე განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში ვარ, რადგან მივეჩვიე მუდმივად მსხვერპლის როლში ყოფნას, საკუთარ თავთან ბრძოლა მღლის და დეპრესიაში ყოფნა მსიამოვნებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად ხელოვნურია და ნარკოტიკის დოზის მიღებას გავს. ჩემი მეგობრები ცდილობენ არ მომცენ საშუალება დავნებდე საკუთარ თავს და სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ჩემში თავმოყვარეობის და ბრძოლის უნარის გაღვივებას. ხანდახან შეურაცხყოფას მაყენებენ, ძალიან მწარედ, ხანდახან მეფერებიან – ცდილობენ დამანახონ რომ არ ვარ მარტო, ხანდახან მიკიდებენ და მეუბნებიან რომ ტვინი მოვტყანი ამ ჩემი დეპრესიებით. ჩემი დეპრესია კი ასეთია: მთელი საღამო ვზივარ ჩუმად, არ შევდივარ კონტაქტში არავისთან, ვიყურები სადღაც სივრცეში და გონებაში ვღიღინებ რაღაც იდიოტურ სიმღერებს. შემდეგ ყველანი ვიშლებით, მე მივდივარ სახლში, ვჯდები კომპიუტერთან და ვიწყებ ვირტუალურ სივრცეში არადეპრესიული ტიპის თამაშს. ვწვები გვიან, დილისკენ, თვალებით ვაშტერდები ჭერს და მივფრინავ მომავალში. ჩემი მომავალი ასე გამოიყურება: ვარ 40 წლის საშუალო სტატისტიკური, middle-class მამაკაცი, მარტოხელა, ვნანობ დაკარგულ წლებზე და ხელიდანგაშვებულ პარტნიორებზე. ვნანობ რომ არ მყავს შვილი და სევდიანად ვუყურებ ჩემი მეგობრების ოჯახებს, რომლებსაც მობეზრდათ ჩემთან ურთიერთობა, მაგრამ მაინც ზრუნავენ ჩემზე. ისინი მეჩხუბებიან, მეუბნებიან რომ ახლა მაინც გავაკეთო რამე იმისათვის რომ მქონდეს ადამიანური ცხოვრება. რომ მე არ ვარ ის ტიპი რომელსაც იმიტომ არ ყავს ოჯახი, რომ კარიერა არჩია ყველაფერს, ან უბრალოდ კიდია. მე ვარ ტიპი რომელმაც უბრალოდ ყველაფერი დაიკიდა, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი თავი დაეჩაგრა. ყველაზე საინტერსო ამ ყველაფერში კი ისაა, რომ მე ამ პერსპექტივას იმიტომ არ ვუხატავ საკუთარ თავს, რომ მინდა ეს შეცდომები არ დავუშვა – პირიქით, მე მომწონს როცა განვიცდი იმ სევდას რომელიც 40 წლის მეს გააჩნია. დამშვიდებული ვუმტკიცებ საკუთარ თავს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მკიდია. დილიდან ყველაფერი ახლიდან იწყება.

თუ დავაკვირდებით ეს ტიპური ნარკომანის მდგომარეობაა. ვნებ საკუთარ თავს იმიტომ რომ სხვებმა მოგაქციონ ყურადრება და შენზე მზრუნველობა გამოიჩინონ. რატომ არ შეგვიძლია ეს მზურნველობა და ყურადღება ნორმალური მეთოდებით მოვიპოვოთ? კაცმა არ იცის. თუმცა, სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ მე ნელ-ნელა მივდივარ პრობლემის დაძლევამდე. როდესაც ჩემი დეპრესიული ეგო წუწუნით ტყნავს ტვინს, საიდანღაც მოდის მეორე ეგო, რომელიც მკაცრად ეუბნება ამ loser-ს, რომ მიიჯვას. ჩემი დეპრესიული ეგო ეუბნება, რომ ძალიან ეშინია ცვილელების, რომ ის უკვე შეეგუა არსებულ მდგომარეობას, რომ მას ისედაც ყავს ადამიანები, რომლებსაც ის უყვართ და ა.შ. მეორე ეგო მკაცრად, ყველანაირი ახსნის გარეშე ეუბნება “იდი ნახუი რა”-ს და ამის შემდეგ დამშვიდებული ვიძინებ. ჰო, ეს ყველაფერი ბოლო რამდენიმე დღეა რაც ხდება. ბოლოს და ბოლოს ჩემი მეგობრების მეთოდებს შედეგი მოაქვთ. განსაკუთრებით ინდეფერენტულობას. პირველი ასეთი ამოძახილი მაშინ მოხდა, როდესაც რაღაცა მკითხეს, ეცადნენ დაეყვავებინათ და როდესაც მე გადავწყვიტე წუწუნი დამეწყო – უცებ თემა შეცვალეს და სხვა რამეზე დაიწყეს საუბარი. იმ დღეს ჩემში გაიღვიძა უფრო ძლიერმა ეგომ, რომელსაც უნდა რომ მას ყურადღებას აქცევდნენ არა იმის გამო რომ საცოდავია, არამედ მისი კაი ტიპობისთვის. მართალია, ის ჯერ სუსტია და ველური დასავლეთის რომელიღაც უბადრუკ ქალაქში ჩასულ დაბერებულ “განსლინგერს” ჰგავს, რომელსაც ქალაქის შერიფობა უნდა, მაგრამ მე მჯერა რომ ის ძლიერია. ბოლოს და ბოლოს მე ვარ მის მხარეზე, ბუნება, გარემო, რომელშიც ის ცხოვრობს – პლანეტა, რომელზეც ეს უბადრუკი ქალაქია განთავსებული.

როდესაც ჩემი მეგობრები მეკითხებიან, რატომ ვარ ასეთი პასიური, რატომ არ ვცდლობ ვინმესთან ურთიერთობის დაჭერას, მე ვპასუხობ: არ ვიცი როგორ გავაკეთო ეს. არ მაქვს სოციალური უნარები, არ ვიცი რაზე ვესაუბრო გოგოს და ბოლოს, ყველაზე მთავარი – მე შეიძლება დავუშვა შეცდომა, შემდეგ ამის გამო ჩემზე იფიქრებენ რომ ვარ დებილი, იდიოტი, ყლე და ა.შ. ამიტომ არ ვცდილობ არავისთან საქმის დაჭერას. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება რეალური და აბსოლუტურად ადეკვატური არგუმენტი, რომ არასოდეს მეცოდინება როგორ მოვიქცე სწორად, რადგან არ ვიცი შეცდომის დაშვება. ბოლოს და ბოლოს ის რაც მე შეცდომა მგონია, შეიძლება ძალიან კარგი რამეა.

***
– სად შეიძლება გოგოების გაცნობა? – ისმის კითხვა, ჩემი მეგობრები ცდილობენ გამონახონ ადგილი თუ სად შეიძლება მე ვინმე გაციცნო.
– Facebook-ზე!
– ჰო, მაგრამ მე არ მინდა Facebook-ზე.
– აბა სად გინდა?
– არ ვიცი, არ შემიძლია მე არავის გაცნობა, არ მაქვს მე Social skill-ები.
– ნუ შეგვეცი ამ social skill-ებით, საერთოდ რას ნიშნავს ეგ?
– მაგალითად, არ ვიცი რაზე ვესაუბრო.
– ნებისმიერ თემაზე, ეკითხები რაღაცებს მასზე, მერე შენც ეცნობი ნელ-ნელა, ფილმებზე, მუსიკაზე და ა.შ. რა პრობლემაა?
– არ ვიცი როგორ გავიცნო საერთოდ, დაპატიჟებამდე და მაგ საუბრამდე ხომ უნდა მივიდეს საქმე?
– გიციდია საერთოდ?
– კი.
– როდის?
– აი მაშინ, უარი რო მითხრა.
– 3 თვის წინ, ერთმა გოგომ გითხრა უარი და ამით ყველაფერი გადაწყვიტე ხო?
– …
– ჰა?
– მე მგონია რომ გოგოებს არ მოვწონვარ – და აქ ვიწყებ გრძელ გამოსვლას იმის შესახებ, რომ არ ვარ სიმპატიური, ვარ უინტერესო ტიპი და ა.შ. თუმცა, ვიცი რომ სისულელეა, ვიცი რომ ვარ საშუალო სტატისტიკურად სიმპატიური მამაკაცი, არ ვარ მახინჯი, ვარ კარგი მოსაუბრე – როცა მინდა, მოკლედ შემიძლია ვიყო ნორმალური, მაგრამ მე ხომ დეპრესიის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება მაქვს, მე მსიამოვნებს ვიყო ადამიანი, რომელსაც ფეხქვეშ თელავენ, რომელზეც ფიქრობენ რომ არაფრად არ ღირს და ა.შ. ოღონდ აქაც ძალიან საინტერესო ამბავია. ასეთი დამოკიდებულება მე მხოლოდ ადამიანურ ურთიერთობებთან მაქვს. სხვა საკითხებში მე ძალიან ნორმალური ტიპი ვარ. ვარ ამბიციური – ხანდახან ზედმეტად, მაგალითად, მჯერა, თანაც ძლიან მტკიცედ, რომ მოვა დრო როცა მაგარი მწერალი ვიქნები, ან რეჟისორი, მივიღებ მსოფლიო აღიარებას, მექნება ბევრი ფული და ჩემი სახელი საუკუნეების განმავლობაში იცოცხლებს. უცნაურია ხომ? ვიცი!
– შენ იცი რომ სიმპატიური ხარ? – მეუბნება ჩემი უახლოესი მდედრი მეგობარი. ვიცი რომ სიმართლეს ამბობს, მაგრამ ტონში მაინც ეტყობა, რომ ნაძალადევად ამბობს ამას. მას უბრალოდ მობეზრდა ჩემი თვით შეფასების ამაღლება, ჩემი დეპრესიების გაქარვება, მასაც აქვს ბევრი პრობლემა, რომელიც მასზე არაა დამოკიდებული. ჩემი პრობლემა კი მთლიანად ჩემი მოსაგვარებელია.
– … – ჩუმად ვარ, მე ვიცი რომ სიმპატიური ვარ, მაგრამ ერთი-ორ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, ასეთი ქათინაური პირველად მეღირსა.
– შენი შეყვარებულები არ გეუბნებოდნენ ამას?
– არა. – და უფრო მეტიც, ცოტა ხსნის წინ გავიგე, რომ ჩემი ყოფილი შეყვარებული ჩემზე ფიქრობს რომ შეუხედავი ვარ და არამამაკაცური. არამამაკაცური ალბათ იმიტომ, რომ არ მეყო გამბედაობა მისთვის ნორმალურად ამეხსნა ჩვენი დაშორების მიზეზი. მე თვითონ არ ვიცოდი და რა მეთქვა.
– მოკლედ, სიმპატიური ხარ – განაგრძობს ჩემი თვითშეფასების ნაძალადევ ამაღლებას – და ყველა ის ნაკლი რაც ჩამოთვალე ან გამოსწორებადია ან საერთოდ არ არის ნაკლი?
ეს საუბარი ნარკოტიკის კარგი დოზის მიღებას ჰგავს, როგორ სტაჟიანი ნარკოტიკები იტყოდნენ “გაზიზინებას.” ყურადღების და მზრუნველობის დოზა გავიზიზინე და ახლა მზად ვარ უფრო დეპრესიული ვიყო, უფრო ჩავწვე ფსკერზე, რათა კიდევ მივიღო ასეთი კარგი დოზა.

(გაგრძლება იქნება მალე :) )

Advertisements
  1. მე
    იანვარი 13, 2012, 8:11 PM

    სხვის ცხოვრებას როცა ვეცნობი, ხშირად მიჩნდება კუდამოძუებული ფიქრები, რომ ყველა ადამიანის ცხოვრება ერთმანეთს ძაალიან ჰგავს და მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებშია სხვაობა. არ მინდა ვირწმუნო რომ მასეა, მაგრამ როდემდე შევაკავებ მაგ ფიქრებს არც ეგ ვიცი :დ თითქმის უკვე მგონია რომ არსებობს ადამიანების ცხოვრების წარმართვის რამდენიმე კატეგორია, ყველა თითქმის ერთიდაიგივე გზას გავდივართ და ა.შ.შ. და ა.შ

  2. Crete
    აპრილი 11, 2012, 4:41 PM

    ვაიმე, ძალიან სასაცილო ხართ : ))

  3. nini
    მარტი 30, 2013, 7:25 PM

    ნაცნობი მოტივებია

  4. trh
    მარტი 25, 2014, 7:45 AM

    ხო მეც ასეთი ვარ რაც ამის ზემოთ ტექსტშია საშუალოდ სიმპატიური კარგი მოსაუბრე როცა მაწყობს მაგრამ არა ახლა როცა მჭირდება ვიბნევი

  5. აპრილი 21, 2014, 1:07 PM

    მოგონილი გაქვს ეს ამბავი თუ შენზეა? :3

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: