მთავარი > ვცდილობ, Front > წმინდა ლუსიას მადლი

წმინდა ლუსიას მადლი

წმინდა ლუსიას (St. Lucia) კუნძული კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. სულ პირველად ფრანგული კოლონია იყო, შემდეგ ბრიტანეთის ხელში გადავიდა. რამდენჯერმე ისევ ფრანგებმა ჩაიგდეს ხელში, შემდეგ – ბრიტანელებმა და ასე “საომარი იყო როგორც ლელო” – ზუსტად ისე, როგორც საქართველო. იქ სულ 173 ათასი კაცი ცხოვრობს, ამჟამად ერთა თანამეგობრობაში შედის და ბრიტანეთის დედოფლის სამფლობელოა. თბილისიდან დედაქალაქ კასტირესში ჩასვლა ერთი დიდი წამებაა. ყველაზე იაფიანი ბილეთი, თბილისი – ჰითროუ (ლონდონი) – ნიუ არკი (ნიუ ჯერსი) – კენედის აეროპორტი (ნიუ-იორკი) – ვირგი (კასტირესი, სანტა ლუსია) 1400 დოლარი ჯდება. ფრენა, თავისი რეისებს შორის ლოდინით, 36 საათი გრძელდება. 

კასტირესის აეროპორტში ჩემი ძველი მეგობარი აიზეკი მელოდა. მე და აიზეკმა ერთმანეთი ნიუ-იორკში გავიცანით, ერთ კოლეჯში ვსწავლობდით “criminal justice-ს.” ის სამსახურიდან გამოუშვეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პოლიციელი იყო სამშობლოში. მე ქართველი ემიგრანტი ვიყავი, რომელსაც F-1 ტიპის ვიზა  ჰქონდა და ქვეყანაში ლეგალურად გასაჩერებლად სადმე სწავლა ესაჭიროებოდა. ჰოდა, მეც ყველაზე იაფიან კოლეჯს მივაკვლიე და ფაკულტების მწირ ჩამოათვალში კრიმინალური სამართალი ავირჩიე.   მალევე წამოვედი, ფული გამომელია და ამერიკაში არალეგალად დარჩენას, ისევ საქართველო ვარჩიე. აიზეკმა ბოლომდე მიიყვანა სწავლა და უკან დაბრუნებული რაიონის პრეფექტად დანიშნეს.

საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ აეროპორტის ჰოლში გავედი. თვალებიდან ძლივს ვიყურებოდი დაღლილობისგან, ვერც სახეებს ვარჩევდი, გადავწყვიტე მებოდიალა აქეთ-იქით და ან აიზეკი შემამჩნევდა ან მე შევამჩნევდი მას ბოლოს და ბოლოს. ორი ნაბიჯი გადავდგი თუ არა ყურში ნაცნობი ხმა ჩამესმა:
– ჰეი! ლეონ! ძმაო!
– ღმერთო ჩემო, ძლივს! – ამის თქმა იყო და გაღიმებულ აიზეკს გადავეხვიე. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა დიდი ხნის მეგობარს ჩავეხუტე. კოლეჯში სწავლისას ერთ უცნაურ სცენას შევესწარი. ერთი აფრო-ამერიკელი ბიჭი, მეორისკენ გაიწია გადასახვევად, იმან კი ხელი ჰკრა და უხეშად მიახალა: “what the fuck man?” იმანაც თავი გაიმართლა, რა იყო დიდი ხანია არ მინახავხარო. ეს სცენა აიზეკს მოვუყევი ლანჩზე, ძაან გამიკვრიდა, მეგობრები ერთმანეთს არ ჩაეხუტნენ-მეთქი. “ჰო, კაცთან ჩახუტება და პიდარასტის იარლიყი ზედ გაქვსო,” მიპასუხა, მერე კი დაამატა –  “შენ როცა გინდა მაშინ ჩამეხუტე, მე ყლეზე მკიდია ამათი ნიგერული კომპლექსები, ჰო იცი?”
მისალმება-მოკითხვის მერე აიზეკმა ჩემს ბარგს ხელი დაავლო და მანქანისკენ გამიძღვა.
– მოკლედ, რამდენიმე დღე, ნუ… რამდენიმე დღე კი არა, რამდენი ხანიც დაგჭირდება იმდენ ხანს იცხოვრებ ჩემთან. ჩემს ძმას ავაჯმევინე დღეს დილას, თავის მეგობართან ეგდება, სანამ შენ იქნები ჩვენთან.
– სასტუმროში გავჩერდებოდი, შენ კიდევ, უხერხულია.
– ეს კარიბიაა ძმაო, აქ უხერხულობა არ არსებობს, დაიკიდე და გააკეთე რასაც გეუბნებიან. ჰოდა, იმას გეუბნებოდი, რომ ჩემთან იცხოვრებ და მერე ბინასაც გაშოვნინებ შენს გემოზე რო მოეწყო. ფული რამდენი გაქვს?
– სადღაც 10-მდე მოვუყარე თავი.
– არა, ცოტაა… არ გეყოფა. მარა არა უშავს, ერთ მაგდენს გასესხებ და საკაიფო სახლს დაგათრევინებ სადმე ჩემს უბანში.
– მერე რითი გადაგიხადო ეგ ვალი?
– ეს კარიბიაა ძმაო! დაიკიდე! როცა გექნება, მერე მომცემ.
– კარგი! მაგრად მევასებით ეს კარიბელები.
– შენც კარიბელი გახდები მალე, აი ნახავ!
– ახლა თუ არ დავიძინე, კარიბელი კი არა მკვდარი ყლე ვიქნები. 36 საათია არ მიძინია, ვერ ვიძინებ ამ თვითმფრინავებსა და აეროპორტის მინი სასტუმროებში, იმისთანა ფასები ჰქონდათ კინაღამ უკან გავრუნდი.
– 5 წუთში მივალთ. კარგი ოთახია, ხედით ზღვაზე, საკაიფოდ დაიძინებ.

რამდენი საათი მეძინა არ ვიცი, სადღაც შუადღე იყო რომ გამომეღვიძა. კარგი ოთახი იყო, დიდი ლოგინი იდგა ფანჯრასთან, რომლიდანაც ხედი ზღვაზე და თეთრ პლაჟზე იშლებოდა, დაახლოებით ისეთივე სანახაობა იყო, windows XP-ს “ვოლფეიფერების” პაკეტში რომ მოჰყვება ტროპიკული სანაპიროს სურათი. კედლები პლაკატებით იყო აჭრელებული, ძირითადად მოტოციკლების ფოტოები იყო. ერთ-ერთ კედელზე თარო იყო მიმაგრებული, რომელზეც სხვადასხვა მედლები და თასები ეწყო, ხოლო გვერდით დიდი სურათი ეკიდა – ვიღაც ახალგაზრდას ხელში თასი ეჭირა, რომელსაც გახარებული აიზეკი შამპანურს ასხამდა.
– ჩემი ძმაა ეგ, კარიბის ზღვის აუზის ჩემპიონი რომ გახდა მაშინაა გადაღებული. – მომესმა აიზეკის ხმა. – წამო, ვჭამოთ. ლანჩზე შემოვირბინე სახლში.
სახლი ძალიან სადად იყო მოწყობილი, ძირითადად ბამბუკის თუ რაღაც მაგდაგვარი მცენარის ავეჯი იდგა. კარების ნაცვლად  ყველა ოთახში მარლა ეკიდა. აიზეკი ტერასისკენ გამიძღვა, სადაც ლანჩი გველოდა.
– ჩემი ცოლი რაღაც სალათს აკეთებს და იმასაც შემოიტანს მალე.
– კარები არ გაქვთ?
– რა კარები?
– ოთახებს შორის?
– მაგაზე მეტი კითხვა არ გაგჩენია, რაც აქ ხარ?
– რაც მომხვდა თვალში, იმას გეკითხები. აბა, გუშინ გათიშული ვიყავი და დღეს კიდევ სახლიდან არ გავსულვარ.
– ჰო, არ გვაქვს, რა სირად გვინდა რო?
– რავი… “პრაივასი,” რამე?
– ამ ოჯახში დასამალი არაფერია. – თითქოს ცოტა წყენით მითხრა.
– დასამალზე არ გეუბნები, კაცო. ბოლოს და ბოლო შენს ძმას ნაშა რო მოჰყავს, ან შენ და შენს ცოლს არ გჭირდებათ პირადი სივრცე?
– ჯერ ერთი…
– ჰო ვიცი, ვიცი, ეს კარიბიია და ყველაფერი უნდა დავიკიდო.
აიზეკმა გულიანად გადაიხარხარა.
– ეგეც, აი, ნახე რა მალე სწავლობ, ხომ გითხარი, მალე კარიბელი იქნები-მეთქი. მაგრამ იმას გეუბნებოდი, რომ ოთახში არავინ შემოგივარდება, დღეს იმიტომ შემოვედი, რო ვიცოდი მარტო იყავი. შენ თუ ნაშებს ეგეთი გათიშული ყრი ხოლმე, საღოლ მაშინ. რაც შეგვეხება მე და ჩემს ცოლს, ჩვენ მარტო შტორმის დროს ვჟიმაობთ ხოლმე, ასე რომ ტალღების ხმა გადაფარავს ჩვენს ხვნეშას.
– მეკაიფები ხო?
– ხო! – გაიკრიჭა აიზეკი. – მოკლედ, ნუ ნერვიულობ რა, ყველაფერი ისე იქნება როგორც მიღებულია და როგორც საჭიროა.
ამასობაში დიასახლისმა სალათაც შემოიტანა.
– ეს სიარაა, ჩემი ცოლი. სიარა, ეს ჩემი მეგობარია ლეონი. გიყვებოდი მე მის შესახებ.
– მახსოვს. ჩვენთანაც უნდა მოსულიყო ბრუკლინში ბარბიქიუზე, მაგრამ ვერ მოახერხა. როგორც იქნა შევხვდით.
– ძალიან სასიამოვნოა, მეც ბევრი მსმენია თქვენ შესახებ აიზეკისგან.
ლანჩს რომ მოვრჩით, სიარამ ერთი ბოთლი წითელი ღვინო შემოიტანა და მე და აიზეკს დაგვისხა. აიზეკი სადილზე სულ სვამდა ხოლმე წითელ ღვინოს, თუ ჭამა კოლეჯში გვიწევდა მაშინ უბრალოდ წყალს აყოლებდა – დღის დოზას კი სახლში იღებდა ვახშამზე. ის არ სვამდა ლუდს და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს. ცხოვრებაში არ ჰქონდა გასინჯული მარიხუანა და არც არასოდეს დამთვრალა. “მე მართლმორწმუნე კათოლიკე ვარ და ღორულად მოქცევა არ მინდა, სხვანაირად ვარ აღზრდილი.”  – ასე ამიხსნა თავისი დამოკიდებულება ხორციელი სიამოვნების მიმართ.
– ახლა მომიყევი რა ჯანდაბა გინდა აქ? რატომ გამოვარდი იქიდან ასე გიჟივით? გააფუჭე რამე? გეძებენ? დაგსდევენ? თუ რა უბედურება ტრიალებს შენს თავს?
– არაფერი. მომბეზრდა უბრალოდ. ძალიან ერთფეროვანია ყველაფერი. სამსახური, სახლი, სამსახური, სახლი. თან არც ნორმალური პირადი ცხოვრება მქონია, გელფრენდი ან საცოლე ან რა ვიცი მე. მოკლედ, არაფერი დამიტოვებია იქ, რის გამოც არწამოსვლაზე შეიძლება მეფიქრა, ოჯახს თუ არ ჩავთვლით. იმათაც ჩავაკითხავ ხოლმე ყოველ წელს, ხან ისინი ჩამოვლენ აქ და ასე.
– კაი და რას აპირებ აქ?
– ბიჭო, რო გითხრა, შეიძლება დამცინო.
– ხო იცი, სადაც ხარ? გამეცინოს შეიძლება, მაგრამ დაცინვა არ მკიდია?
– კაროჩე, სტერეოტიპული სურვილი მაქვს თუ ოცნება. ზღვის პირას, სადმე ლაგუნაში, მინდა პატარა ქოხი – აი, მეთევზეებს რომ აქვთ. ერთი სათევზაო კატერი და ბადე. ერთი ნაშა და ლუდით სავსე მაცივარი. აი, მერე კი მაგრად  მკიდია ცხოვრება.
“ვაი, შენს პატრონსო,”- აიზეკმა და გადაიხარხარა.
– პენსიონერი ხო არ ხარ? ტრაკის თამაშს თავი დაანებე და მომისმინე.  შენი დიპლომი ხო გაქვს აქ?
– არა, მარა თუ რამეა გამოვაგზავნინებ ფაქსით.
– კარგი. მოკლედ, საბუთების გაკეთებაში დაგეხმარები და მერე ჩემთან გაგჩითავ უმცროს დეტექტივად. რომელ განყოფილებასაც გინდა იმას დაადებ ხელს და იქ დაგნიშავ. იმ 10 ათასს მოაგორვებ მე რომ გასესხებ, თან კიდე დააგროვებ ფულს და მერე რაც გინდა ის იყიდე, რაც გინდა ის აკეთე. მართალია, ეს კარიბიაა და ხვალიდანვე შეგიძლია მებადურობის დაწყება, მაგრამ არ გირჩევ. ცოტა კარგად მოეწყვე და მერე თავში ქვა გიხლია. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ერთ შოკოლადის ნაშას ჩაგახუტებ და ეგდე. მოსულა?
– მოსულა!

***

აპოსტოლით დამოწმებული დიპლომი ჩემებმა მალევე გადმომიგზავნეს, მერე კოლეჯიდანაც გამოვითხოვე ამონაწერი, რომ მართლა ვსწავლობ კრიმინალურ სამართალს და რომ ამჟამად აკადემიური შვებულება მაქვს. დანარჩენი საბუთების გაკეთებას ერთი-ორი თვე დასჭირდებაო აიზეკმა, გენერალ-გუბერნატორის სახელზე შევიტანე განცხადება და რეკომენდაცია, რომ მალე მოგცენ მუშაობის უფლება და მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსიო. მანამდე აიზეკმა გადაწყვიტა ჩემთვის რაღაც-რაღაცები ესწავლებინა. ორშაბათს და ხუთშაბათს მინიმოპედის ტარებას მასწავლიდა, მერე მოტოციკლეტზე უნდა გადაგსვაო. სამშაბათსა და პარასკევობით ფრენბურთს ვთამაშობდით პლაჟზე. ხანდახან მე ისე ვიჯექი და გოგოებს ვეფლირტავებოდი ხოლმე. აიზეკი ტვინს მიჭამდა, დაანებე მაგ ნაშებს თავი და მოეთრიე ითამაშეო. თვითონ სანტა ლუსიის ოლიპმიური ნაკრების რეზერვის წევრი იყო. ჯერ ერთი კარგად თამაშობდა და მეორეც ასეთ პატარა ქვეყნებს მსგავსი “უცნაურობები” ახასიათებთ. აი, მაგალითად, როგორც ფარერის კუნძულების საფეხბურთო ნაკრებს კარში ფიზკულტურის მასწავლებელი უყენია, ხოლო -თავდასხმაში ტაქსის მძღოლი.

დახლოებით სამი კვირის მერე პატარა სახლიც ვიყიდე, აიზეკისგან ასე 15-20 წუთის სავალში, ვიღაც ნარკობარიგა მოკლეს ნარკოტიკებთან ბრძოლის ქვედანაყოფის თანამშრომლებმა, სახლი სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა. აქ აიზეკმა იმარჯვა და იაფად მაყიდინა, სულ რაღაც 15 ათას დოლარად. თვითონ 10 მასესხა, როგორც დამპირდა, დაგჭირდება, მოიხმარეო. მყუდრო სახლი იყო, ორი საძინებლით, ვანა-ტუალეტით, სამზარეულოთი და ა.შ. მოკლედ, კეთილმოწყობილი კარიბული ბინა. მხოლოდ ერთი ნაკლი ჰქონდა, ისიც უმნიშვნელო, ტერმიტებს თუ რაღაც მწერებს იატაკი ჰქონდათ გამოჭმული და ძალიან ჭრიალებდა. რაღაც ბრიგადა მოვყვანეთ, რომელმაც სახლი შეწამლა და პრობლემაც მალევე მოგვარდა. გადასახლებისას აიზეკმა მკითხა: “მღვდელი ან ვუდუისტი შამანი ხო არ მოვიყვანო გამოსალოცად? ის ბარიგა დიდი ნაბოზარი იყო და შეიძლება პოლტერგეისტად დარჩენილიყოო.”  სულ გამოყლევებულხარ შე, უბედურო-მეთქი, მხრები აიჩეჩა – როგორც გინდაო. ერთი სიტყვით კარგად მოვეწყვე, არც პოლტერგეისტს შევუწუხებივარ და არც სხვა რამეს.

ერთ ჩვეულებრივ საღამოს აიზეკთან ვიყავი დაპატიჟებული სადილზე. დიდი საოჯახო წვეულება ჰქონდა მოწყობილი, მისი ძმები, ორი და და დედ-მამა იყვნენ. მე უკვე კარგად მიცნობდნენ, როგორც ოჯახის წევრი ისე მიმიღეს, აიზეკის უმცროს ძმასთანაც ვმეგობრობდი და ხშირად დავბოდიალობდით ერთად. პატიოსანი ბიჭი იყო, როგორც აიზეკი და მათი მესამე ძმა, არ სვამდა, არ ეწეოდა, არ კაიფობდა და ა.შ.
– დღეს მაგარი რამე შემემთხვა. კინაღამ მომკლეს. – აიზეკს ოჯახის წევრები მშვიდად უსმენდნენ, ეტყობა აქამდეც ბევრი შემთხვევა ყოფილა.
– ერთხელაც დაგაგდებენ და მერე იცინე!
– მოიცა, მოგიყვეთ. ერთ ბარიგას დავადექით. მე ადრე მივედი, ინფორმაცია იყო რო ახალი პარტია ჰქონდა მიღებული და გაყიდვაც დაეწყო. ჰოდა, იქვე ვიყავი, რაღაც საქმეზე გამოსული, ჩემებს აღარ დაველოდე და მივაჭერი ეგრევე. სახლში რო შევედი, იმ ახვარმა ეგრევე სახეზე დამადო იარაღი. რა უნდა მექნა? გავშეშდი. როგორი ყვერებიანიც არ უნდა იყო, იარაღი გაგაშეშებს, შანსი არაა – თავი გაიმართლა – ჰოდა, მიყურებს და “აიზეკ, დაგენძრა, შე ნაბოზაროო” და გამოკრა სასხლეტს. როგორც ხედავთ არ გავარდა. იმ ყლემ, იმის მაგივრად რომ ან თავში ჩაერტყა და გავეთიშე, ან ხელი ეკრა, ეგრევე ზურგი მაქცია და მოხია უკანა გასასვლელისკენ. მეც ამოვიღე და ვესროლე ზურგში, დავარდა. მივედი, გადმოვაბრუნე და ვუყურებ ახლა იმ დამპალს. “- აიზეკ, არ მომკლა, მაპატიეო.”
“-ჰოდა, მეთქი, შენი დედაც მოვტყან და პირდაპირ სახეში ვესროლე.” – ამის გაგონებაზე სუფრის წევრებს სიცილი აუტყდათ.
– მოკალი? – გაკვირვებით ვკითხე.
– ჰო!
– მერე არ დაგიჭერენ?
– დამიჭერენ კი არა მედალს მომცემენ. რამდენია აქ ეგეთი იცი? ერთი გამოყლევებული ნიგერით მეტი იქნება თუ ნაკლები, არავის ადარდებს ეგ. ჰოდა, მერე იარაღი ვნახე, მეთქი რატო არ გავარდა. თურმე ცარიელი იარაღი ჰქონია იმ დებილს, ტყვიები არ ედო. გადავირევი, ამ ქვეყანაში ბარიგა იყო და ცარიელი იარაღით დარბოდე, არ გამიგია მე.
– გადამრევთ მე თქვენ!
– გადარევა მერე ნახე, შენ დაბადების დღეზე მაჩეტეს და 38 კალიბრიანს რო ჩაგახუტებ – აიზეკის ამ ფრაზას ისევ ხმამაღალი სიცილი მოჰყვა.
– ვერა ხარ შენ!
– ა! ჰო! და შენთვის მაქვს კარგი ამბავი. შენი საბუთები მზად იქნება 3 დღეში და ორშაბათიდან შეგიძლია სამსახურში გამოხვიდე.

ორშაბათს დილას აიზეკმა გამომიარა მოტოციკლით, უკან მომისვა და სამსახურისკენ წავედით.
აიზეკმა დიდი ზარ-ზეიმით წარმადგინა განყოფილებაში, მერე სარდაფში ჩამიძღვა, სადაც პოლიციის თეთრი ფორმა მომარგეს, რომელიც, ჩემი აზრით, საერთოდ არ მიხდებოდა. ჯერი ქვედანაყოფის არჩევაზე მიდგა, აიზეკმა ნარკოტიკებს არ გირჩევო, გამოუცდელი ხარ და მანდ საშინელებები ხდებაო. ბოლოს მკვლელობების ქვეგანყოფილებაზე შევჩერდით. როგორც აღმოჩნდა ამ პატარა ქალაქში საკმაოდ ბევრი მკვლელობა ხდებოდა, ძირითადად ე.წ. “hate crime-ები.” არ ვიცი სწორი ფორმულირება იქნება თუ არა, თუ ვიტყვი რომ პირველივე დღეს გამიმართლა და ახლად მომხდარ მკვლელობაზე გამიშვეს ჩემს პარტნიორთან ერთად. ეს ჩემი პარტნიორი, სახელად ისაია, ჩვეულებრივი ტიპი იყო – აიზეკის აბსოლუტური ასლი ქცევებით, მენტალობით და ა.შ. მოკლედ, ტიპური კარიბელი.
დანაშაულის ადგილზე ბევრი ხალხი იყო, სახლს გარშემო პოლიციის ყვითელი ლენტი ჰქონდა შემოკრული და შიგნით კრიმინალისტები მუშაობდნენ. შიგნით შესვლისას ერთ-ერთმა კრიმინალისტმა გვიპატაკა: “მაჩეტეთია აკუწული ვიღაც პიდარასტი.”
– სულ ეგ არის თქვენი დასკვნა? ნივთმტკიცებები ამოიღეთ? ან მკვლელობის იარაღი? ან რა იცით, რომ მაინც და მაინც ჰომოსექსუალია და ამ ნიადაგზეა ეს მკვლელობა ჩადენილი.
– რადგან ვამბობ ე.ი. ვიცი! – მკვახედ მომიგო კრიმინალისტმა. – 3-ჯერ გააფრთხილეს ეს ავადმყოფი, რომ ან წათრეულიყო ამ ქვეყნიდან, ან გამოსწორებულიყო. გამოლოცვაც გაუკეთეს ვუდუს შამანებმა, მაგრამ არაფერი ეშველა. ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა, ჰოდა, მოხდა. მოკლედ, საინტერესო და საგანგაშო არაფერია, გვამი უკვე შევფუთეთ და ნათესავებს გადავცემთ თუ წაიღებენ, რა თქმა უნდა.
– თუ არ წაიღეს?
– მაშინ კრემატორიუმში ვუკრავთ თავს და მერე ნაგავში.
შემთხვევის ადგილიდან დაბრუნებული პირდაპირ აიზეკის კაბინეტში შევედი და ჩემი შეშფოთება გამოვხატე მომხდართან დაკავშირებით, დიდხანს ვიკამათეთ.
– მოგწონს, არ მოგწონს აქ ეგრე ხდება. ისედაც ძალიან მწირი რესურსით ვმუშაობთ. ნარკომაგი-
სტრალი გადის ჩვენზე და ყოველდღე მიხდება კოლუმბიელებთან ომი ამის გამო. წვრილმანი კრიმინალის გამო ჩვეულებრივი და პატიოსანი მოქალაქეები იღუპებიან, მე კიდევ არ ვაპირებ არც ჩემი და არც ჩემი თანამშრომლების დროის დახარჯვას ვიღაც პიდარასტების მკვლელობებზე. საერთოდ, მე თუ მკითხავ, მაგათი მკვლელობების გამოძიება ვეტერინარებს უნდა ევალებოდეთ.
– აიზეკ, შემახსენე რატომ არ სვამ ბევრ ღვინოს?
– ჩხუბი გინდა?
– არადა, რამდენი გვაქვს მე და შენ ამ თემაზე ნალაპარაკები.
– ჰო, მახსოვს ტვინს რომ მიტყნავდი. მაგრამ მაშინ მადლობელი ვიყავი, იმიტომ რომ ნიუ-იორკის პოლიციაში გვინდოდა ორივეს მუშაობა და ამ მხრივ კულტურის შეცვლა კარგი იქნებოდა. ახლა კიდე აქ ვართ. ეს კარიბიაა და არა – ნიუ-იორკი.
– ეს კარიბიაა და გეების მკვლელობა ყლეზე უნდა დავიკიდოთ!
– თუ ეგრე გინდა, შენ გადაიბარე ეგ საქმეები და იძიე რამდენიც გინდა. ჩემს დეტექტივებს კი მაგაზე არ მოვაცდენ.
– გადავიბარებ! და ის შენი ისაიაც არ მჭირდება კიდე. მარტო ვიმუშავებ.
– როგორც გინდა.
– ოღონდ კრიმინალისტები გააფრთხილე, რომ ნორმალურად იმუშაონ.
– კარგი.
სამი თვის განმავლობაში ვერც ერთი მკვლელობა ვერ გავხსენი – ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. მოწმეები და თვითმხილველები არ არსებობდნენ, არავინ არაფერი იცოდა. კრიმინასლიტებსა და პათოლოგანატომებს უწმინდური ადამიანების გვამებთან შეხება ეზიზღებოდათ და ა.შ.  ბოლოს დავნებდი და აიზეკს სხვა განყოფილებაში გადაყვანა ვთხოვე. ძარცვა-ყაჩაღობის ქვეგანყოფილებაში გამამწესა.  ამის მერე ცხოვრება ძალიან ჩვეულებრივად და უდარდელად წავიდა. რამდენიმე თვეში აიზეკს ფული გავუსტუმრე – ძალიან ადვილად მოვუყარე თავი, ხელფასი მაღალი იყო და ხარჯვით კი არაფერში მეხარჯებოდა. ბანკიდან 10 წლიანი სესხი ავიღე და პატარა კატერ-იახტაც ვიყიდე, დავბოდიალობდი კუნძულიდან კუნძულზე, ფაქტობრივად მთელი კარიბია მოვიარე.

***

ბაჰამიდან ორდღიანი მოგზაურობის შემდეგ სახლში დაღლილმა შევაბიჯე, ერთი სული მქონდა წყალი გადამევლო და მივგდებულიყავი. მისაღებში რომ შევედი, სავარძელში აიზეკი დამხვდა, იჯდა და ჟურნალს ათვალიერებდა.
– როგორც იქნა!
მისი დანახვა ძალიან გამიკვირდა. სახლის გასაღები კი ჰქონდა, მაგრამ აქამდე არასდროს უსარგებლია.
– მშვიდობაა?
– ისე რა.
– რა ხდება?
– რაღაც საქმეში მჭირდება შენი დახმარება. სხვას ვერავის ვენდობი, კაცმა არ იცის რა ხდება.
– მოყევი აბა.
– მოკლედ, კაი ხანია უკვე რაც 3 ნარკომაგისტრალი ამოვკეტე, მაგრამ საიდანღაც მაინც ძვრებიან ეს დამპალი კოლუმბიელები. ჩვენგან გადის ინფორმაცია, შემოვა ინფორმატორისგან რამე, დავგეგმავთ ოპერაციას და ადგილზე მისულებს არაფერი გვხვდება. ამ თვეში სამი ასეთი ოპერაცია ჩამივარდა. ბოლო ორი დღის წინ იყო, შენ რომ ბაჰამაზე წახვედი იმ საღამოს. მოკლედ, ახლა მაქვს ახალი ინფორმაცია, ჩემმა პირადმა ინფორმატორმა მომცა. 4 დღეში იგეგმება სერიოზული ტვირთის გადმოტანა. სერიოზულის ჩვენი მაგისტრალების კვალობაზე, დაახლოებით იმდენის, რომ კარიბის აუზს 3 თვე ეყოს. როგორც ვიცი, იქნება დაახლოებით 6 მინიკატერი, რომლებზეც იქნება დაახლოებით ტონამდე, ან შეიძლება უფრო ნაკლები, ნარკოტიკი – სავარაუდოდ კოკაინი. თითო ნავზე იქნება 2-2 კაცი, ბევრნი არ მოძაობენ ხოლმე. გეგმის მიხედვით ერთ-ერთ ყურეში შემოვლენ, გადმოცლიან საქონელს და უკან გაბრუნდებიან, იქ დახვდებათ მეორე ბრიგადა – იმავე რაოდენობის ხალხი. ისინი ნაწილს აქ დატოვებენ და აქაურ ბარიგებს გაუნაწილებენ, ნაწილს კი სხვა კუნძულებზე გადაიტანენ. მე და შენ უნდა ჩავუსაფრდეთ სადმე ნორმალურ ადგილას, როცა მომტანი ბრიგადა წავა, მაშინ უნდა დავესხათ თავს.
– ორნი? გაგიჟდი?
– ორი 12-ის წინააღმდეგ. ადვილი იქნება. პირველ დარტყმებს სნაიპერული შაშხანიდან მივაყენებ. მაგ დროს, სანამ გაერკვევიან რა ხდება, ერთ 3-4 კაცს დავაგდებ. დანარჩენები გაიფანტებიან და დაიმალებიან, ზოგი გაიქცევა – დარჩენილებს კი მე და შენ მივსდგებით.
– კი, მაგრამ ნარკოტიკების ქვედანაყოფში არ გადაგყავრ ცოცხალი თავით, გამოუცდელი ხარო და ახლა ამხელა ოპერაციაზე მიგყავარ?
– გეშინია?
– შენ წარმოიდგინე და ძალიან.
– მოკლედ, შენ იქით გზა არ მაქვს. თუ არ წამოხვალ, მარტო მომიწევს წასვლა. მართლა ვერავის ვენდობი განყოფილებიდან. მართალია, ძალიან ბევრი სანდო ადამიანია, მაგრამ შეიძლება ზუსტად ისეთმა ჩაგცხოს ზურგში ლახვარი, რომლისგანაც ყველაზე ნაკლებად მოელი. შენ კიდე 100%-ით გენდობი.
იძულებული ვიყავი აიზეკს გვერდში დავდგომოდი, ძალიან არ მინდოდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა. გასვლისას მითხრა, რომ ხვალ დეტალურ რუკას მოიტანდა, რადგან დასაზვერად დრო არ გვქონდა, “შეიძლება ვინმე ეყენოთ, ისე რომ ჩვენ ვერც შევამჩნიოთ და მერე ყველაფერი ჩაიშლებაო.” მეორე საღამოს სამსახურის მერე ჩემთან შევიკრიბეთ, რუკა და იარაღები მოიტანა – ერთი სნაიპერული შაშხანა თავისთვის, ორი ავტომატი, რამდენიმე პისტოლეტი და ძალიან ბევრი მჭიდები. თითქმის ყველაფერი ჰქონდა მოფიქრებული, გეგმა დეტალურად გავიარეთ და დამარწმუნა, რომ არაფერი მემუქრებოდა თუ ყველაფერს ისე გავაკეთებდი, როგორც მას უნდოდა.

ოპერაციის წინა საღამოს აიზეკმა სამსახურში დარეკა და განაცხადა, რომ ცუდად იყო და ვერ მივიდოდა, ფრენბურთის თამაშის დროს ფეხი ვიტკინე და ერთი-ორი დღე უნდა ვიწვეო. ეჭვი არავის გასჩენია, რადგან ასეთი ტრავმებს აიზეკი ხშირად იღებდა. მე ჩვეულებრივად მივედი სამსახურში, ცოტა წავიმუშავე რამდენიმე საქმეზე და საღამოს აიზეკთან მივედი. ღვინო დავლიეთ, ვივახშმეთ, ოპერაციის დეტალები კიდევ ერთხელ გავიარეთ და დავიშალეთ.
გეგმის მიხედვით ადგილზე ცალ-ცალკე უნდა მივსულიყავით. ღამის სამი საათისთვის მივედი ჩემს ადგილზე. გარშემო უკაცრიელი სანაპირო და მინდვრები იყო, ჩამიჩუმი არ ისმოდა. ინფორმაციის მიხედვით მეთვალყურე არ უნდა ჰყოლოდათ, ამიტომ დიდი სიფრთხილე არ გამომიჩენია ჩასაფრების ადგილამდე მისასვლელად. აიზეკზე არ ვნერვიულობდი, ვიცოდი, რომ ის აუცილებლად იქნებოდა იქ, სადაც საჭირო იყო. ქვებზე მივწექი, ჯერ სიწყნარე იყო, ვარსკვლავებს ვუყურებდი – ძალიან ლამაზი ცა იყო, მოწმენდილი და მილიონობით ვარსკვლავით მოჭედილი. დაახლოებით 40-45 წუთის გასვლის შემდეგ შორიდან ძრავის ხმა გავიგე, წამოვიწიე და ზღვას გავხედე, სადღაც შორიდან მოჩანდა რამდენიმე წითელი ნათურა. ეტყობა შუქები ჩამქვრალი ჰქონდათ, ვინმეს რომ არ შეემჩნია. სანაპირო პატრულიც დიდად არ აქტიურობდა იმ არეალში, ჩემი დასკვნით, ალბათ, მოსყიდულები იყვნენ. ოდნავ მოახლოების შემდეგ ნაპირიდან ნიშანი მისცეს, რაღაც საშუალო ზომის პროჟექტორი მიანათეს და ნაპირთან ფოსფორის, თუ რაღაც მაგდაგვარის, მანათობელი ჯოხები ჩაარჭვეს. კატერებმა მათკენ დაიწყეს სვლა. ტვირთის გადმოცლას დიდხანს მოუნდნენ. ის იყო ტვირთის ბოლო ნაწილი გადმოიღეს, რომ პირველი გასროლაც გაისმა. ძალიან გამიკვირდა და შემეშინდა, რადგან გეგმის მიხედვით  როცა მომტანები წავიდოდნენ, მერე უნდა დავსხმოდით თავს. ასე კი 12-ის ნაცვლად 24 კაცთან გვიწევდა შეჭიდება. პირველ გასროლას კიდე 5 მოჰყვა, ამასობაში დაბნეული ნარკოტრეფიკერები მიმოიფანტნენ, ზოგი ყუთების უკან იმალებოდა, ზოგი ნავისკენ გაიქცა – რასაც კიდევ რამდენიმე გასროლა და მათი უსულო სხეულების ძირს დაცვენა მოჰყვა. ამასობაში მე თავში იდიოტურმა იდეამ დამარტყა და რამდენჯერმე გავისროლე. ვიფიქრე, თუ მოვარტყი ჰო კარგი, თუ არადა იფიქრებენ, რომ ალყაში არიან და უფრო დაიბნევიან-მეთქი. შედეგად ჩვენი მოწინააღმდეგეები პანიკაში ჩავარდნენ და ჩემ მხარეს უმისამართოდ დაიწყეს სროლა. მე მაშინვე ლოდებში ჩავწექი, ერთი- ორმა ტყვიამ ზემოდანაც გამიწუილა.  საპასუხოდ აიზეკმა კვლავ ისროლა რამდენჯერმე. დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ყველაფერი მიწყნარდა, შემდეგ საფარიდან თავი წამოვწიე და “ბრძოლის ველი” გადავათვალიერე. ბევრი არაფერი ჩანდა, მაგრამ მოძრაობა არ შემინიშნავს. ვიწექი განაბული და ვიყურებოდი აქეთ-იქით.
– ლეონ! ჩამოდი. – მომესმა აიზეკის ხმა. ძალიან გამიკვირდა და ვიფიქრე, გაგიჟდა ეს უბედური, რას მატრაკვეცობს-მეთქი. მეორედ რომ დამიძახა, წამოვდექი და მისკენ გავემართე.
-მაგარი ვარ რა! – გაკრეჭილმა მომახალა, რომ მივუახლოვდი. – ყველა დავაგდე!
– ხო, მარა, აბა, ისინი რო წავლენ მერეო?
– ცოტანი იყვნენ. აქ სულ 4 კაცი დახვდათ  და ვიფიქრე ორი კაცი გინდ იქეთ და გინდ აქით-მეთქი.
– არანორმალური ხარ!
– არანორმალრი კი არა, მაგარი ვარ! წამო, გამოქვაბული შევამოწმოთ.
– და ჯერ გარეთ რო შევამოწმოთ არ გინდა? იქნება ვინმე გადარჩა?
– სანამ შენ იქ იწექი და ცახცახებდი, მე ყველა შევამოწმე უკვე – დამცინავად მომიგო.
– კარგი.
გამოქვაბულს რომ მივუახლოვდით აიზეკი კლდეს აეკრა და შიგნით ოდნავ შეყო თავი.
– თუ ვინმეა მანდ, დროზე გამოდით და ჩაგვბარდით, არაფერს გავნებთ! იცოდეთ, ალყაში ხართ და მაინც არაფერი გეშველებათ.
შიგნიდან არავინ გამოგვხმაურებია. აიზეკმა მანიშნა შევედითო. გამოქვაბული სავსე იყო ყუთებით, კუთხეში მაგიდა იდგა, რომელზეც სასწორი და რაღაც დანადგარები ელაგა. იქვე იყო რამდენიმე ლოგინი, საჭმელი, ცარიელი ბოთლები და ჩანთები. გამოქვაბული ფრთხილად დავათვალიერთ, კუნჭულ-კუნჭულ – არავინ იყო. როგორც აღმოჩნდა აიზეკს ყველა დაუხოცავს.
შვებით ამოვისუნთქე.
– შენ რა განერვუილებდა ერთი – სიცილით მითხრა.
– ნუ წაიღე ტვინი, რა.
– კაი, კაი! მოდი, ეს ყუთები ვნახოთ.
ყველა ყუთი ცარიელი იყო, როგორც ჩანს გადასალაგებლად და გადასაზიდად ჰქონდათ გამზადებული.
– მოდი ერთი აქ, ეს ნახე!
– რა არის?
– მოდი! მოდი!
აიზეკი ცალკე კოლონად დალაგებულ ყუთებთან იდგა და დაჰყურებდა. რომ მივუახლოვდი, გავშეშდი.
– ჰა, როგორია?
– ცუდად ვარ! ვაიმე, რამდენია!
– ჰო, აი, ეს ათივე ყუთი სავსეა! მშვენიერი დანამატი იქნება ბიუჯეტში, ძმაო, თან გამოგიტყდები  და მიხარია, რომ როგორც აღმომჩენებს პროცენტს მოგვცემენ და ჩვენც გავიხარებთ.
– მოიცა? შენ რა, ამის დეკლარირებას აპირებ?
– ჰო! – გაკვირვებით შემომხედა.
– გადაირიე? ამდენ ფულს ცხოვრებაში ვეღარ ვნახავ მეორედ. თან არავინ იცის ამ ფულის შესახებ, არ ჯობია, ავიღოთ და ჩვენთვის დავიტოვოთ?
– სისულელეს ნუ ლაპარაკობ! აქ მინიმუმ 20-30 მილიონია, შეიძლება მეტიც! აქედან მე და შენ პრემიას მოგვცემენ 10-10 პროცენტს, მეტი რად გინდა?
– ვერა ხარ შენ?
– მე კი არა, შენ ვერა ხარ! სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! დანაშაულია სახელმწიფოსგან ამ ფულის დამალვა.
– რა დამალვა? ამ ფულს ისინი წაიღებდნენ კოლუმბიაში, მაინც ვერავინ გაიგებდა! მეორეც, რა დანაშაულსა და პატიოსნებაზე მელაპრაკები? ხალხს სახეში ესვრი, იმის მაგივრად რომ დაიჭირო, მკვლელობებს იკიდებ – იმიტომ რომ მოკლულები ადამიანებად არ მიგაჩნია და ეს იდიოტური სტანდარტები საიდან გაქვს ვერ ვხვდები, ღვინოს არ სვამ, სიგარეტს არ ეწევი, ნაპოვნ ფულს არ იღებ – დეგენერატი ხარ შენ!
– ვერ გაიგებ შენ მაგას!
– ჰოდა, არც მესმის მერე!
აიზეკი დაბღვერილი მიყურებდა. რამდენიმე წუთი ჩუმად ვუყურებდით ერთმანეთს, მე იმედი მქონდა, რომ ჩემს წინადადებაზე ფიქრობდა და დადებითად გადაწყდებოდა.
– მოკლედ, ამ ფულს ჩავაბარებთ სახელმწიფოს და მივიღებთ პრემიას! ეს რომ არ ვქნათ, დაგვიჭერენ. თუ მაინც და მაინც პრაგმატული ახსნა გინდა, ახლავე მიიღებ – გახსოვს, რომ გითხარი განყოფილებაში ჰყავთ თავისი ხალხი-მეთქი?
– კი.
– მერედა რა გგონია, იმათ არ იციან, აქ რომ არის ეს ფული?  თუ არ იციან, აუცილებლად გააგებინებენ და მოძებნას დაავალებენ. სად უნდა ეძებონ? ჩემთან და შენთან! ხარ მზად, რომ ღამეები არ იძინო და ელოდო როდის დაგადგებიან, მოგიტაცებენ, გაწამებენ და გათქმევინებენ სად გაქვს ფული?
– აუ! შექმნა რა პრობლემა. ავითესები საერთოდ.
– აითესები? და ამდენ ფულს რას უზამ? უცებ ბანკში გამოცხადდები და შენს ანგარიშზე დადებ,
“ფედ-ექსით” გაუშვებ თუ ჩემოდნებით აიტან თვითმფრინავში? და მეორეც, შენ რო აითესები, მე რა ვქნა? ოჯახი მყავს აქ, იმათ დაადგებიან და დამაშანტაჟებენ. მეც რო ავითესო, ყველას ხო ვერ წამოვყვან? ჩემს მშობლებს, და-ძმას, იმათ შვილებს და ოჯახებს? ნუ გაღორდები ახლა! პრემია ძალიან დიდი იქნება და მთელი ცხოვრება გეყოფა!
დავფიქრდი და მივხვდი, რომ აიზეკი სიმართლეს ამბობდა და სიხარბე ამ შემთხვევაში კარგს არაფერს მოიტანდა! აიზეკი მიხვდა, რომ მისი აზრი გავითვალისწინე და გასასვლელისკენ წავიდა, “რაციით გადავცემ და მოვალო.”
– თუმცა! – რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ შეჩერდა და მომიბრუნდა. – ეს ფული ხო იმათ უნდა წაეღოთ, ვინც პარტია მოიტანა?
– ალბათ.
აიზეკი ჩაფიქრდა.
– კარგი! რაღაც გეგმა მაქვს და მოდი ვცადოთ. შენი კატერის მოყვანას რამდენ ხანში შეძლებ?
– მალე. კარგად დადის.
– კარგია. მოკლედ შენ წადი, კატერი მოიყვანე, მანამდე მე დანარჩენს მოვაგვარებ.
– და არ გინდა, რო გამიმხილო რას ვაპირებთ?
აიზეკის გეგმის მიხედვით ნარკოტრაფიკერების ორი ნავი  და რამდენიმე გვამი უნდა გადაგვემალა, სანამ მე “Grace-ს” (ასე ერქვა ჩემს კატერს) მოვიყვანდი ის, გეგმის ამ ნაწილს შეასრულებდა. ფულით სავსე ერთ ყუთს რომელიმე გვამის ახლოს დააგდებდა, “ვითომ დასატვირთად რომ მიჰქონდა, მაშინ ვესროლე.” ფულის ნახევარს ჩემს ნავზე დავმალავდით, დანარჩენს კი გამოქვაბულში დავტოვებდით. როგორც ორი ცოცხალი მოწმე ჩვენ განვაცხადებდით, რომ ორი ნავი გაგვექცა. პოლიციაც და ნარკოკარტელიც ივარაუდებდნენ, რომ სწორედ ამ ორმა ნავმა წაიღო დანარჩენი ფული. ჩვენ ნაპოვნი თანხიდან პრემიასაც მოგვცემდნენ და გადამალული ფულიც შეგვრჩებოდა.
– მერე იმ ფულს რა ვუყოთ?
– ბაჰამაზე წაიღებ და იქ შეიტან ბანკში, დახურულ ანგარიშზე. იქ ძებნას არავინ დაუწყებს, იმათ კიდე სულ ფეხებზე ჰკიდიათ, საიდან მიგაქვს ფული, მთავარია რომ მიგაქვს.

***

“Grace-ზე”  მე და ჩემი მეგობარი გოგონა ვიყავით. ის უკანა კიჩოზე წამოწოლილი იყო და კოქტეილს სვამდა. გეზი ბაჰამისკენ გვქონდა  აღებული. ფლეიერში “კარიბის ზღვის მეკობრეების” “საუნდტრეკი” მქონდა ჩართული. ქარი ალბათ თმებსაც ამიწეწავდა, გადახოტრილი რომ არ მქონოდა.

Advertisements
  1. აპრილი 14, 2011, 12:54 PM

    მშვენიერია…

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: