მთავარი > საუბრები რელიგიაზე, Front > საუბრები რელიგიაზე – ნაწილი III – შოთა

საუბრები რელიგიაზე – ნაწილი III – შოთა

“სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”

შოთა 

– რელიგია განათლების მტერია!
– ძალიან გთხოვ, რაღაც სისულელეებს ნუ მიედ-მოედები. რელიგია ყოველთვის განათლებას აწვებოდა. ბოლო საუკუნეებში მითუმეტეს, სკოლები და მისიები მასიურად იხსნებოდა და გაჭირვებულ და უბრალო ხალხს განათლებას აძლევდნენ.
– მაგ განათლებას არ ვგულისხმობ. კარგია, კი, ძალიან, რომ წერა-კითხვას ასწავლიდნენ და ასწავლიან ხალხს, მაგრამ ვის რად უნდა შენი წერა-კითხვა თუ არაფერი წაიკითხე. ბიბლიაც კი არ აქვს ხალხს ნორმალურად წაკითხული. მეორეც, მე, თვითონ რელიგიურ განათლებაზე ვსაუბრობ. მოდი თავი დავანებოთ ზოგადად რელიგიას, ვისაუბროთ თანამედროვე მართლმადიდებურ ეკლესიაზე, ისიც მარტო ქართულზე და პრინციპში ამავე კონტექსტში შეიძლება რუსულიც ჩავსვათ.
– კარგი, გისმენ.
– აი, აიღე საშუალო სტატისტიკური ქართველი მორწმუნე და ჰკითხე, რატომ სწამთ ღმერთის. არა… რატომა არიან ისინი მართლმადიდებლები და არა კათოლიკეები, ან ბაპტისტები, ან ზოგადად პროტესტანტები.
– მერე?
– ვერც ერთი ვერ გეტყვის. ნებისმიერი მათგანი გიპასუხებს, რომ ისინი იმიტომ არიან მართლმადიდებლები, რომ მათი წინაპრები იყვნენ. რელიგია, დღეს, საქართველოში, არ არის სულიერი მდგომარება, ან სულიერების საზრდო, ან თუნდაც გზა რომელზეც ადამიანი ჭეშმარიტების გამო დგას – რელიგია ეს სოციალური მოვლენაა, ერთგვარი სტატუსი, რომელიც მემკვიდრეობით გადადის. ვთქვათ, ისევე როგორც, აზნაურობა ან თავადობა და ა.შ. ეს არის იდეოლოგია, რომელსაც ადამიანები მონურად მიჰყვებიან და ეშინიათ თავისუფლების. ზოგჯერ, ლაჩრების და უპასუხისმგებლო, ხელმოცარული ადამიანების თავშესაფარია. ადამიანი რომელსაც არაფერი გამოსდის, რომელიც წარუმატებელია ან რამე უედურება დაატყდება, საკუთარ თავს კი არ დააბრალებს ამ ყველაფერს, არა! ყველაფერი ღმერთის ნებაა. ხო შეიძლება რომ ამ ფრაზას მივცეთ ერთგვარი ინტერპრეტაცია და ვთქვათ ასე: “ყველაფერში დამნაშავე ღმერთია!” რატომ უნდა ღმერთს შენი წარუმატებლობა და უბედურება? იმიტომ რომ მან აგაცილა საფრთხე და ბოროტება, ან იმიტომ რომ დაგსაჯა, შენი ან სულაც ბაბუაშენის მიერ ჩადენილი ცოდვიდ გამო. ან სულაც იმის გამო, რომ რომელიღაც გაუნათლებელმა მღვდელმა დაასვკნა, რომ შეიძლება შენი წინაპარი ეკლესიამ დაეწყევლა – ცუდი საქციელების გამო და ეს წყევლა კი 9 თაობაზე გადადის. შენ რა უნდა ქნა ამ დროს? ილოცო მუხლმოდრეკილმა ან გადაიხადო “სტავკა” და მღვდელი წყევლას გამოგილოცავს. ერთი სიტყვით, ამათ ღმერთი ჰგონიათ ბოროტი დეგენერატი.
– რაღაც მომენტში მართალი ხარ, მაგრამ არც მასე სავალალოდაა საქმე.
– კარგი რა. ოჰაიოელი სექტანტებივით ცხოვრობს მთელი ერი, მეორედ მოსვლას და აპოკალიფსს ელიან დღე და ღამე. მოკლედ, ამ ხალხს არ აქვს არანაირი საფუძველი სწამდეთ ღმერთის ან იდგნენ ამ გზაზე.
– სისულელეა, ჯერ ერთი ამ ხალხს აქვს იმედი!
– რისი?
– გადარჩენის. ჩვეულებრივი ორგანიზებული, იერარქიული სისტემაა. ვიღაც ლიდერი მიგიძღვება კონკრეტული პუნქტისკენ, შენ ირჩევ ან გაჰყვე ან არა. შეიძლება სულაც არ იცოდე სად მიდიხარ, მაგრამ ენდობი, რისკავ, იცი რომ იქ არის გადარჩენა და ამბობ უარს ყველაფერზე და მიდიხარ მხოლოდ იმედის ამარა.
– და რატომ გჭირდება ამ გზაზე ლიდერი? რატომ არ შეგიძლია აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, დაიჭირო გზამკვლევი – რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და მისი გაგება და გააზრება ყველასთვის მარტივია ცოტაოდენი დაფიქრების შემთხვევაში? რატომ უნდა გარისკო და ჩაება ბრმას, რომელმაც არ იცის სად გადაიჩეხება – თუ უკვე გადაჩეხილი არ არის,  როცა შენთვითონ შეგიძლია მართო შენი ცხოვრება. აი, სწორედ ამის ეშინია ორგანიზებულ რელიგიასაც, როგორც კი ადამიანი მიხვდება რომ მისი ცხოვრება თავად მასვე ეკუთვნის და ღმერთისკენ მიმავალ გზაზეც საკუთარი ძალებით შეუძლია დადგეს, მაშინვე დაერხევათ. სწორედ ეგ არის “ოპიუმი ხალხისთვის.”
მეორეც, ძალიან საინტერესო სიტყვა თქვი, თუ წამოგცდა, არ ვიცი, რისკი – ამიხსენი რატომ უნდა იყოს რელიგია რისკი? რას რისკავ? რისთვის? რას ეძებ? არასწორი რომ აღმოჩნდე მერე? და ამის გარძელება უსასრულოდ შეიძლება. ნებისმიერი ასეთი კითხვა კი ყოველთვის მთავრდება ერთი და იგივე პასუხით, რომ შეუცნობელია ნება ღვთისა – თუ როგორც არის. ხალხს აკმაყოფილებს მღვდლის სიტყვა და შესაბამისად ის აღარ ითხოვს ღვთისას. ამათაც მეტი რა უნდათ? თავს არც იწუხებენ და პლიუს რატომ დაკარგავენ ამხელა არმიას, რომელიც ცხვრის ფარასავით მიჰყვება.

– რისკი ეს განსაცდელის ერთ-ერთი ფორმაც შეიძლება იყოს.
– რას გულისხმობ.
– ანუ გეძლევა შენ აქ ჩვეულებრივი, კარგი, ლამაზი, სასიამოვნო და ა.შ. გარემო, ცხოვრება, მაგრამ ის გეუბნება, მე ვარსებობ, თუ გინდა მიწამე თუ გინდა წადი შენს გზაზე. არჩევანის გაკეთება გიწევს. შესაბამისად რისკავ, შენ ხო არ იცი…
– სისულელეს მელაპარაკები. ჯერ ერთი მე არ გეუბნები იმას რომ ღმერთი არ გაძლევს არჩევანის უფლებას – ეს ასეა, მაგრამ ამას არ გაძლევს ორგანიზებული რელიგია. რომელიც უბრალოდ გიმალავს არჩევანის თავისუფლების ცნებას და გეუბნება, რომ შენ დაბადებულიხარ მონად და უნდა მოკვდე მონადვე. როცა ადამიანი გააზრებულად მიდის ღმერთის გზაზე, ეს მშვენიერია, ფანტასტიურია. მაგრამ როცა ადმიანი ტვინგამორეცხილია სასულიერო პირების მეცადინეობით, როცა მას არ აძლევენ წიგნის კითხვის საშუალებას, გავიმეორებ, ბიბლიის კითხვის საშუალებასაც კი. რადგან კითხვის პროცესში გაჩენილი კითხვები, რომელიც ყველა ნორმალური ინტელექტის დონის ადამიანს უჩნდება, შეფასებულია ერესად, ბრძოლად სატანისა. დავუშვათ ასეა… მართლაც ებრძვის სატანა ამ ადამიანს. შე დალოცვილო, მოძღვარი იმისთვის დაურქმევიათ შენთვის, რომ დამოძღვრო, ასწავლო, კითხვებზე პასუხი გასცე, დაანახო და ა.შ.  მარა ზოგი დებილია და ზოგიც კიდე გაქსუებულ თანამდებოდის პირად არის ქცეული. ჰოდა, ამიტომაც არც ანათლებენ და არც იმის საშუალებას აძლევენ ადამიანი თვითონ განათლდეს.
ავიღოთ მხატვრული ლიტერატურა. რატომ უკძლავენ ხალხს ამის წაკითხვას. თავის დროზე იყო ვეფხისტყაოსანი, ახლა “დაშვებულია” და შენ გგონია იმიტომ რომ ვინმე მიხვდა რომ იქ არაფერია ანტირელიგიური? არა უბრალოდ არც ერთ სასულიერ პირს არ აქვს წაკითხული, ვერ მსჯელობენ ამაზე, სტერეოტიპული, მონოლითური აზროვნება აქვთ, ვიღაცამ ჩასძახა რომ ეს არის ქართული ლიტერატურის უდიდესი და უწმინდეს ძეგლი და მორჩა.
– ცდები.
– არ ვცდები! აი, ჩემი სოფლელი ბიჭია ერთი, უსაქმური, მუქთახორა, 32 წლისაა და ხელი არ გაუნძრევია ცხოვრებაში, ვენახი არ გაუსხლავს, კვალი არ გაუთოხნია, ძროხა არ დაუბამს ბოსელში, მთელი ცხოვრება ზის დედის და დის კმაყოფაზე. სამაგიეროდ დადის მონასტერში, ყოველ დიდ მარხვაზე და ნუ, ისე, ხანდახანაც, როცა ნამეტანი მიაწვებიან ოჯახში მოდი და იმუშავეო. დაასკვნა რომ უნდა მღვდლობა. რატომ? ადვილი სამუშაოა, აბოლებ ხალხს, განათლება არ გჭირდება, შემოსავალი არის, ზედემეტ კითხვა ერთი-ორი ჩემნაირი პროვოკატორი დაგიცვამს, სამაგიეროდ მრევლი შენი ერთგულია. ცხოვრებაში ერთი წიგნიც კი არ აქვს წაკითხული, აი, მაგასთან რომ მივიდე და ვკითხო, შეიძლება თუ არა წავიკითხო ვეფხისტყოსანი, ის აუცილებლად მეტყვის რომ შეიძლება, მაგრამ განა იმიტომ, რომ იცის, არა უბრალოდ იმიტომ რომ სახელი გაუგონია ამ ნაწარმოების. ისევე ჩასძახეს ეგ, როგორც ვთქვათ… ჰარი პოტერი… აი რით არის ჰარი პოტერი, ვთქვათ, ნებისმიერ ქართულ ზღაპარზე უარესი? როგორ? აი, მაგალითად, წიქარა შეიძლება, რომელშიც დედინაცვალი ბიჭის მამას სთხოვს, რომ შვილის გულღვიძლი მიუტანოს, რადგან ბანაობა უნდა შიგ გასაახალგაზრდავებლად. მამაც იდიოტივით მიდის და ნაჯახს ლესავს შვილის დასაკლავად… ეს ნორმალურია? ამაზე რო ვართ გაზრდილი მთელი ერი, იმიტომაც ვართ შიზოიდები.
ეკლესიამ ძალიან კარგად იცის, რომ როცა ადამიანი კუთხულობს, ზღაპარს თუ ნებისმიერ სხვა სახის ლიტერატურას, რომელიც ასე თუ ისე სერიოზულია, მას ინტელექტი უმაღლდება, უჩნდება კითხვები, უნჩდება, რაც ყველაზე მთავარია, ფანტაზია. შემდეგ ადამიანი ეძებს ალტერნატივას, ის ხვდება რომ მარტოც შეუძლია დაძლიოს ნებისმიერი გზა. როგორ?! თუ ვიღაც იმბეცილი მღვდელი მიხვდა იმას თუ რა უნდა ღმერთს ჩვენგან და როგორ უნდა მივაღწიოთ სასუფეველს, ეს, მე, შენ და ა.შ. ვერ მივხვდებით? თუ იმათზე სულიწმინდაა გადმოსული და ამიტომ გონება განსაკუთრებით აქვთ გახსნილი?
მოკლედ, ერთ რამეს გეტყვი და დავასრულებ… ეს, რაც დღეს ჩვენს გარშემო ხდება, ღმერთის ღალატიცაა და ხალხისაც. ერთი პირობა იმასაც ვფიქრობ… კარგი, ღმერთი ყველაფერს ხედავს და დაინახავს, რომ ამ ხალხს თავი აუბნია ამ რელიგიურმა მარაზმმა და არასწორ გზაზე დააყენა და აპატიებს მეთქი ყველას; მაგრამ… მას ხომ ტვინი მიუცია შენთვის… იქნება და აი, ის მაცდური და ზნედაცემული სწორედ ამ მღვდლებში ჩასახლებულა შენთვის რომ გზა აებნიათ, შენ კიდევ აჰყევი, არ ისმინე და არ ეძიე ღვთის სიტყვა და მოკლედ ძმაო… შენს თავს დააბრალე ყველაფერი.
ეგრეა რა! ღმერთის ნება კი არა შენი ნებაა ყველაფერი და შენვე უნდა მიხვიდე დანიშნულების პუნქტამდე. ეგრე მესმის მე.

Advertisements
  1. მარტი 25, 2011, 3:06 PM

    არა, რაღაც ამ ფორმას თითქოს ვერ მოაქ ჭეშმარიტება…

    • პაკი
      მარტი 25, 2011, 4:27 PM

      ნუ, ძირითადად დოკუმენტური სიუჟეტია :დ

      ზოგგან ცოტა უტრირებული – მაგალითად ილიაში, მაგრამ აკაკი და შოთა რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული.

  2. lamazkaca
    აგვისტო 29, 2011, 2:34 AM

    magaria.. ahens (tqvens) fanad viqeci:)

  3. რუსა
    მაისი 16, 2017, 9:33 PM

    ვეთანხმები აქ დაწერილს, აი მე მყავს მამაო და დავდივარ წირვაზე და ლოცვაზე, რელიგიურ ლიტერატურას რომ ვეცნობი ათასი კიტხვებჯ მიჩდება მაგრამ პასუხი ერთი და იგივეა, მონურად უნდა გვჯეროდეს და ეს სატანის ფიქრებია. როგორც პოლიტიკაში თუ სხვანაირად ფიქრობ მათი მტერი ხარ…ძალიან სხელშესახები საკითხია ჩვენი ერისთვის, მადლობა ამ ნააზრევისთვის, კითხვით ვისიამოვნე, ბრავოო…

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: