მთავარი > საუბრები რელიგიაზე, Front > საუბრები რელიგიაზე – ნაწილი I – აკაკი

საუბრები რელიგიაზე – ნაწილი I – აკაკი

“ჩონგური საქართველოა
სიმები ჩვენ ვართ ყველაო” 

აკაკი.

– სამარხვო გაქვთ რამე? – ფაციმ ქურთუკი იქვე მიადგო და სუფრას გადახედა.
– კი, აგერაა სოკოს ღვეზელი, კარტოფილის, შემწვარი კარტოფილი და წნილი.
– რას სვამთ?
– ღვინოს, დაჯე ხეთქე.
მეორე ოთახიდან აკაკი გამოვიდა:
– რომელი ხართ მარხვაზე? – და ცინიკურად გაიღიმა.
– აჰა, მოვიდა მთავარი იაღოველი!
– გადი აქედან შე სატანისტო.
ბიჭების რეპლიკაზე ზრდილობის გულისთვის, ყალბად, გაიცინა და კითხვა გაიმეორა:
– არა, მართლა! რომელი?
– აი, ეს მტარვალი – და ფაციფუცაზე მიანიშნეს.
– ფაციფუც! მართლა?
– ჰო, რა იყო – ნაწყენმა უპასუხა, უკვე იცოდა წინ რაც ელოდა.
მის პასუხზე აკაკის სიცილი აუტყდა.
– ე! რა როჟა ხარ შენ ტო! რა გინდა?
– არაფერი, არაფერი – აკაკიმ სული მოითქვა და ფანჯრის რაფას მიეყრდნო. – ბიჭო, სამარხვო ტორტებს ჭამ?
– რა სამარხო ტორტებს, გიჟი ხო არ ხარ? რაებს იგონებ.
– არის კი. – ჩაერთო ფაციფუცა. – ჰო, ვჭამ, მერე?
– კიდე რას ჭამ?
– რავი…
– სამარხვო კატლეტი, შაურმა, ქაბაბი, კარაქი, მწვადი, ხინკალი, ჰა?
– ნუ, ჰო რა.
– და რა აზრი აქვს მასეთ მარხვას?
– აუ! რა გინდა ბიჭო შენ? ხო მიდიოდი სადღაც, წადი რა?! ბიჭო, უთხარი რა რამე რა, ვინაა ეს ტო შემეშვას.
– რატო? რა გინდა? მაინტერესებს შენი რწმენა და რატო ხარ მაგ ამბავში.
– დაიწყო რა…
– ჰოდა, რას გეკითხებოდი, აი რა აზრი აქვს მასეთ მარხვას? იცი ვაბშე მარხვის აზრი რა არის?  რა მნიშვნელობა აქვს რითი ამოიყორავ მუცელს, ამიხსენი ერთი.
– აბა რა ვქნა?
– ვაიმე… მოძღვარი გყავს?
– კი
– ვინ?
– მამა გიორგი.
– ჩვენი მამა გიორგი?
– ჰო.
– აი! ლოლ! – აკაკიმ ხელი ჩაიქნია და თავის ოთახში შებრუნდა
– რა ლოლ?
– რა ლოლ და დაგცინა შეჩემა.
– ბიჭო – ოთახიდან დაიძახა – სახარება წაკითხული გაქვს?
– არა.
– რატო მერე?
– მოძღვარი არ მაძლევს კურთხევას.
– მოკლედ, ერთს გეტყვით და წავედი მე – ქურთუკი მოიცვა და გასავლელად მოემზადა – თქვენი პრობლემა რაშია იცი? ფიქრი გეზარებათ, ან ვერ ქაჩავთ. მიხვალთ რაღაცა კითხვებამდე და მერე იწყებთ, ეგ ისეთი რამეა ვერ ახსნი და ადამიანი ამას ვერ ჩაწვდება და გაგაქვთ ვაი და ვიში. ყველაფერს კარგად ჩაწვდები თუ იფიქრებ და თუ წაიკითხავ, ინფორმაციას მიიღებ.
– და რა წავიკითხო? შენ რო რაღაც იაღოვლობებს კითხულობ ის?
– ფაცი, ერთი მითხარი რა განსხვავებაა იაღოველსა და მართლმადიდებელს შორის?
– არ ვიცი.
– იაღოველსა და ათეისტს შორის?
– არ ვიცი.
– ათეისტსა და მართლმადიდებელს შორის?
– არ ვიცი.
– ჰოდა, მოკლედ წაიკითხე შვილო, ნუ გეზარება.
– ნაგავს ვერ წავიკითხავ მე.
– აი, მე შემიძლია კაკ მინიმუმ ოთხი ავტორი დაგისახელო, რომელთა ნაშრომიც არ არის ნაგავი. ლუკა, მათე, მარკოზი და იოანე.
– გადააშენე ოთხივე
– წავედი მე!.. წავედი.

Advertisements
  1. მარტი 17, 2011, 12:00 AM

    ლოლ
    აი რატომ მიყვარს ეს ბლოგი <3

  2. მარტი 17, 2011, 12:03 AM

    ჰაჰაჰა :დ :*

  3. მარტი 17, 2011, 1:23 AM

    dzn momecona. moklea da gasagebi :) diiidiii like chemgan :)

  4. მარტი 17, 2011, 4:00 AM

    მარხვის დროს ადამიანები უღრმავდებიან საკუთარ თავს და უფრო მეტად ცდილობენ მიემსგავსონ უფალს. რას შეჭამ–მეათე ხარისხოვანია. ნუ განვსჯით, ვინ სამარხო კარაქს შეჭამს და ვინ ზედმიწევნით დაიცავს ყველაფერს და ზეთიანსაც კი არაფერს მიიღებს. შიძლება პირველზე უფრო დიდი მადლი გადავიდეს, რადგან ადამიანი გულით განისჯება. საჭმელის შეზღუდვა ალბათ იმიტომაა, რომ მასზე ნაკლები იფიქრო. (ეს ჩემი სუბიექტური აზრია )
    ისე კი ბიბლიას სწორი წაკითხვა სჭირდება, თორემ პირდაპირ თუ მიუდექი ყველაფერს, ვერაფერს გაიგებ. კითხვები უნდა დასვა, პასუხები კი არსებობს, ნამდვილად არსებობს. მე თითქმის ყველა რელიგიას გავეცანი – მეტ–ნაკლებად – და ისე დავრწმუნდი მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებაში.
    არ არის კარგი გაუაზრებლაად რომ იქცევი, მაგრამ ეგ აკაკი გამაღიზიანებელია. ,,მაინტერესებს შენი რწმენა”–ამაზრზენია. ვერავინ გაიგებს უფლის გარდა სხვის რწმენას, რადგან ჩვენ სხვათა სამყაროში შეღწევა არ შეგვიძლია.

    • პაკ ჩალანიკი
      მარტი 17, 2011, 4:06 AM

      სიმართლე გითხრა აკაკის მაგრად ჰკიდია ვინ რას სჭამს.

      უბრალოდ ფაქტია, რომ მარხვაში გემოთმოყვარეობის ცოდვის ასე მკვეთრი “პედალირება” ნამეტანია :)))

      ცვეტში არანაირი აზრი არ აქვს ადამიანი მწვადნაჭამი ჩაუღრმავდება თავს თუ სამარხვოტორტნაჭამი :)

      • მარტი 17, 2011, 9:02 PM

        და რა განსხვავებაა გეტყვი… ადამიანი მარხვის დროს სწავლობს თუნდაც საკვების რაღაც ნაწილზე უარის თქმას და ის 40 დღე ნახევრად მშიერად (არ უნდა ,,გამოსკდე” მარხვისას) ყოფნით საკუთარ თავს განაძლიერებს. ამ დროს საერთოდ არ უნდა აღნიშნო და არც უნდა ისაუბრო საჭმელზე (თუმცა შეგნებელიც და გაურკვეველიც ყველგანაა).

        აკაკი იცი როგორი ტიპია? ათეისტი თინეიჯერები რომ არიან, რელიგიურ თემატიკაზე სხვებს გამოიკიდებენ და მერე უხარიათ:))

        • მარტი 17, 2011, 9:06 PM

          არაა ეგეტი ტიპი :დ

          და აქ აქცენტი კაკრაზ გამოსკდომაზეა და მწვადის და “გემრიელობების” არა ცხოველური “გემრიელობებით” ჩანაცვლებაზე.

          პაქტობრივად მარხვა კი არა დიეტაა რასაც ეს ხალხი იცავს.

          • მარტი 18, 2011, 12:25 AM

            მარტივად რომ ვთქვათ – ,,კარგი” და ,,ცუდი” ყველგანაა. ასეთებიც არიან, მაგრამ საკმაოდ დიდი რაოდენობითაა ვისაც გააზრებული აქვთ. ისე კი, ათეიზმსა და ქრისტიანობას შორის განსხვავება დებილმაც იცის :დ ბიბლიაზე მცირე ცნობებიც. ნუ იაღოველებზე რა მოგახსენო, ეგენი სულს საერთოდ არ აღიარებენ :დ

  5. NM
    მარტი 17, 2011, 1:30 PM

    ბანძი პოსტია!

  6. მარტი 19, 2011, 1:35 AM

    like, zedmeti ganxilvebis gareshe.

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: