მთავარი > საუბრები, Front > ევთანაზია

ევთანაზია

დედა,
გთხოვ არ ილოცო ჩემთვის, შენ იცი რომ მე არ მწამდა ღმერთის, მაგრამ თუ ის არსებობს მაინც არ მიშველის შენი ნათევი ღამეები და ჩემს სულზე საზურნავად დახარჯული ენერგია. ყველა წესითა და რიგით მე უკვე ჯოჯოხეთში ვარ. საუკეთესო შემთხვევაში, რომლითაც უკუნითი უკუნისამდე ბედნიერი ვიქნები, რომელიმე ქვაბში მხარშავენ ან ნაწილებად მკუწავენ და ისე მაწამებენ ადამიანის ფანტაზია რომ ვერ გასწვდება ამის წარმოდგენას. მოკლედ, დამიჯერე, იმაზე უფრო ბედნიერი ვარ ვიდრე ვიყავი.
ყველაფერი ისე გავაკეთე, რომ თქვენ არ შეწუხდეთ. დაბანა, გაპარსვა და ტანსაცმლის გამოცვლა საჭირო არ იქნება. პირდაპირ კრემატორიუმში გამაქანეთ. ისე, უკან დასახევი გზის დატოვებაზეც ვფიქრობდი. ვინ იცის დადგეს მართლა დრო და მოვიდეს ის, თქვენი ნანატრი, მეორედ მოსვლა, წამოაყენოს ღმერთმა ყველა გვამი და კიდე რამდენიმე დღე აბოდიალოს აქეთ-იქეთ. მაგრამ… ეგ თუ ნამდვილი ღმერთია ფერფლიდანაც აღმადგენს, არ გაუჭირდება.

***
რატომ?
იმიტომ რომ ერთი ჩვეულებრივი ხელმოცარული ტიპი ვარ, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე ატყუებდა საკუთარ თავს, რომ ის არაჩვეულებრივად მაგარი ვინმეა, გამორჩეული, ნიჭიერი – ბანალურად ზარმაციც. რომელსაც ქონდა ბევრი აზრი, იდეა და სურვილი, მაგრამ ვერაფრის ასრულებას ვერ ახერხებდა.
იმიტომ რომ მე არ შემიძლია ვიყო გახსნილი და ვიმეგობრო ადამიანებთან, შემოვუშვა ისინი ჩემს სამყაროში.
იმიტომ რომ მე მომწონს გოგონები რომლებიც ოდრი ჰეფბერნს გვანან (თუ არ სჯობიან კიდეც) და რომლებიც მე არასოდეს შემომხედავენ. და თუ შემომხედავენ მე მათი შემეშინდება, იმიტომ რომ ვერასოდეს შევძლებ ვაიძულო საკუთარი თავი მათი შენარჩუნებისათვის ვიბრძოლო.
ხედავ? რა ჩვეულებრივი პრობლემები მაქვს?
მე არ შემიძლია მათი გამოსწორება, ან იქნებ სულაც არ მინდა და მომწონს საკუთარი თავის ტყვეობაში ყოფნა?
მე არ ვნებდები, იმიტომ რომ არც არასოდეს მიბრძოლია.
მოკლედ, ეს არ არის თვითმკველობა, ეს ევთანაზიაა – ჩემში არსებულ ძლიერ ეგოს, მხოლოდ ის ძალუძს რომ უზურპატორი მოკლას.

Advertisements
კატეგორიები:საუბრები, Front ტეგები:,
  1. თებერვალი 23, 2011, 7:32 PM

    ზარმაცი ხარ, წუწუნა ხარ, ზიხარ თითებს წუწკნი და არაფერს აკეთებ და საერთოდ ნერვებს მიშლი ძალიან :@ :@ :@ :@

  2. თებერვალი 23, 2011, 8:15 PM

    დაეწყო.

  3. თებერვალი 23, 2011, 9:10 PM

    Kevorkians daureke, dagexmareba :) (xumrobit ratkmaunda)

  4. თებერვალი 25, 2011, 1:02 AM

    ვაბშეტა, ჩაკის გამო შემოვედი აქ, მარა შენ დამხვდი. ისე შენც არაგიშავს. ნუუ, ჩაკს დაევასებოდი. ტაკ ძერჟაც

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: