ლუარსაბი

Facebook-ზე, ჩვენს დახურულ ჯგუფში, ერთმანეთს კაცების სურათებს ვუზიარებთ. ვათვალიერებთ, განვიხილავთ და ვაფასებთ. მე ცოტა სხვანაირი გემოვნება მაქვს, ამიტომ ჩემი თანაჯგუფელი ცდილობს ერთ-ერთ ქართულ სოციალურ ქსელზე ჩემი გემოვნების შესაბამისი მამაკაცი იპოვოს.
“ეს როგორია?” – და დებს სურათს, რომელზეც გამოსახულია ტიპური ქართველი ბიძა, 40+ ასაკი, ცოტა ღიპი ადევს, სმისგან თვალები აქვს ჩავარდნილი. მომწონს.
“მაგარი უცნაური გემოვნება გაქვს!”
“ვიცი ჰო. ჰო იცი, მარშუტკის მძღოლების ტიპაჟის კაცები მიტაცებენ.” – love.rambler.ru-ზე პროფილიც მაქვს შექმნილი, სადაც მიწერია: “გამომეხმაუროს, 40+ მამაკაცი, ჩადგმული/მსუქანი/ღიპიანი აღნაგობის ‘ბიძა’.”
“მოიცა, ახლა ვნახოთ აბა თუ გამოდგება შენს საკბილოდ.” – ჩემი თანაჯგუფელი რამდენიმე წუთით იკარგება.
“ფუ ამის დედას შევეცი! მაგარი ყლეა!”
“რატომ?”
“კაროჩე, ვიღაცის პროფილი გავტეხე, პატარა გოგო იყო, 17-ის თუ 18-ის. ჰოდა, შევედი ამ ყლის პროფილში, ცოტახანში (ეტყობა რო ნახა რო “დავეგოსტე”) მომდის მესიჯი: ‘პატარა, გინდა გავერთოთ და მსგავსი ყლეობები.’ მე ვითომ შევები და სკაიპი მივეცი. კაროჩე რაღაცეები მებაზრა, უნიჭო, ქართული შებმის ხერხები გადმოალაგა. ბოლოს ამოაგდო და კამერაში ნძრევა დაიწყო ამ ყლემ ამან!”

ჩემი თხოვნის შემდეგ თანაჯგუფელი სკაიპის მეშვეობით გადაღებულ სურათებს მიგზავნის. მომწონს! ზუსტად მის ნაირი მამკაცები აღმაგზნებენ. სხვადასხვა პორნო საიტებზეც სწორედ ასეთი მამაკაცების მონაწილეობით გადაღებულ ვიდეოებს ვუყურებ.

“გეია!” – ვასკვნი.
“საიდან ასკვნი?” – მეკითხება თანაჯგუფელი.
“კაროჩე, ერთ მომენტში ჩახდილი როცაა ტრაკს იშვერს კამერისკენ.”
“და რა მერე?”
“რა და… ადრე HTB-ზე მაქვს ნანახი გადაცემა, რუსეთის ჯარში არსებულ გეი-პროსტიტუციაზე. ჰოდა, იქ თქვეს, რომ როცა ჯარისკაცებს სურათებს უღებენ ვინც ტრაკით დგება ის პასივია, აქტივები კი ჩვეულებრივად დგანან და აქანავებენ.”
“ეგ არაფერს ნიშნავს. მაგ ლოგიკით, ტრაკით რო არ მობრუნებულიყო მაშინ აქტივი გეიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. ხო?”
“ნუ… ხო. არის მაგაში ლოგიკა, მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ რომ ეს სიგნალია.”

სკაიპის ID-ს ვართმევ.
შევდივარ იუზერით, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რამბლერ.რუ-ზე “აგდებულ” ბიძებთან საჩეთაოდ გავხსენი. ვამატებ.
დილის 4 საათამდე ველი. შემოდის.
ლურსაბი: “ვინ ხარ?”
მე: “თქვენ მე არ მიცნობთ! მაგრამ ამის გამოსწორება შეიძლება!”
ლუარსაბი: “და რატომ?”
მე: “რა ვიცი, მომეწონეთ.”
ლუარსაბი: “სად მნახე, ან საიდან გაიგე ჩემი სკაიპი?”
მთელი ორი საათი ვარწმუნებ, რომ რაღაც მანქანებით მივაკვლიე მის სკაიპს და “ინტერნეტში ვიპოვე სურათი.” არ მინდა მოვუყვე ნამდვილი ამბავი, მეშინია არ დაფრთხეს.
ორი საათის მერე, ლუარსაბი: “რომელი ყლე მეკაიფები ახლა გამოტყდი :D”
დილამდე ვუმტკიცებ, რომ არც ერთი მისი ძმაკაცი არ ვარ და არ ვეკაიფები.
ვშორდებით ერთმანეთს იმ შეთანხმებით, რომ ხვალ კამერას ჩავურთავ და დარწმუნდება რომ “ვიღაც” ვარ.

***
“ჯერ შენ!
არა ჯერ შენ!” პროცესის გავლის მერე ვნებდები და ვრთავ კამერას, ოღონდ სახეს არ ვანახებ. ობიექტივი დახრილია და ჩემი მაუსი და ხელი ჩანს.
ლუარსაბი: “ხელს მანახებ?”
მე: “აბა სახე ჯერ შენ დამანახე და მერე მე.”
ლუარსაბი: “სახეები არ გვინდა!”
მე: “კარგი. აბა რა გინდა.”
ლუარსაბი: “რამე უფრო საინტერესო…”
მე: “ჯერ შენ.”
ლუარსაბი: “ამ საუბრის ინიციატორი შენ ხარ, ასე რომ შენ უნდა დაიწყო! გპირდები მერე მეც…”
ვთანხმდები.
ლუარსაბი: “დიდხანს გელოდო?”
მე: “მოიცა, ჩავრთავ რამეს და…”
ლუარსაბი: “ადგომას თუ ელოდები არ არის საჭირო.”
ვრთავ პორნოს, რომელშიც ზუსტად მისნაირი მამაკაცები მონაწილეობენ.
მე: “მოგეწონა?”
ლუარსაბი: “კი!”
მე: “ახლა შენი ჯერია.”
ლუარსაბი: “მოიცა, დაიძინებენ ჩემები და მერე.”

***
“რაო, რა ხდება თქვენთან?” – მეკითხება თანაჯგუფელი.
“ჰო გითხარი. დავანახე და მომეწონაო.”
“შიგ ხო არ გაქვს?”
“არა! :D ახლა თავისიანების დაძინებას ელოდება და მერე თვითონაც გაიხდის.”
“გამოვყლევდი ბოზისშვილი ვიყო…”
“ვიცი ჰო! მეც :D “

***
ლუარსაბი: “აჰა! დაიძინეს.”
იხდის.
ლუარსაბი: “ძალიან დაბნეული ვარ…”
მე: “რატომ?”
ლუარსაბი: “შენ გეი ხარ?”
მე: “არა. მარა მგონი ბი ვარ.”
ლუარსაბი: “ჰო… როგორც ჩანს მეც. ისე… ჩემს ასაკში თუ ვინმეს მოვეწონებოდი არ მეგონა.”
მე: “რატო? მე სულ ჩემზე უფროსი მამაკაცები მომწონდა.”
ლუარსაბი: “გქონია სექსი მამაკაცთან?”
მე: “არა.”
ლუარსაბი: “აბა რა იცი რო ბი ხარ?”
მე: “რავი… გეი პორნოზე მიდგება.”
შემდეგი ორი საათი ვსაუბრობთ ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, ის მიყვება, რომ თავის თავში ამჩნდევდა ამას, მაგრამ ყოველთვის ებრძოდა. “ბოლო გაფართხალება” ჩემს ასაკში ჰქონია. ერთი მეგობარი მოსწონდა, რომელსაც არ შორდებოდა, სულ სადღაც პატიჟებდა სულ მასთან მოძრაობდა, ბოლოს ვეღარ გაუძლო და დაშორდა. “ასე უკეთესი იყო…”
ლუარსაბი: “და ახლა, გამოჩნდი შენ, რომელმაც თავიდან გამიხსნა ეს სამყარო…”
მე: “შემდეგი ნაბიჯი როდის გადავგდათ?”
ლუარსაბი: “ჯერ არა… ძალიან დაბნეული ვარ… ამ ეტაპზე სჯობს ასე ვიურთიერთოთ.”
მე: “მართალი ხარ. როცა მზად იქნები… მარა სად შეიძლება შევხვდეთ?”
ლუარსაბი: “მაგაზე არ ინერვიულო, მეორე ბინა მაქვს… დაკეტილი.”

***
“მეორე ბინა აქვს დაკეტილი?”
“ჰო :D”
“ვახ! შენი კეთილები მოვტყან!”
“:D”

***
რამდენიმე დღე აღარ შევდივარ.
უკვე მომბეზრდა.
მარშუტკაში ვზივარ და ვფიქრობ… ვინ ვარ:
ა) როგორც მეგობრები მახასიათებენ: საკუთარ თავში გაურკვეველი ტესტოსტერონის გროვა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემების გამო ჩემზე უფროს მამაკაცებთან ასეთი უაზრო და არაფრის მომცემი თამაშები ევასება.
თუ
ბ) ბოროტი ადამიანი, რომელიც 40+ ასაკის ღიპიან ბიძებს უხსნის ახალ სამყაროს და ანახებს, რომ თვითონაც ისეთები არიან, როგორი ადამიანებიც ეზიზღებათ და დიდ გემზე შეყრას უპირებენ.
საღამოს შევდივარ, ლუარსაბს ვბლოკავ.
ახლა ახალი საკბილო მყავს – ვიღც აზერბაიჯანელი, 49 წლის მასწავლებელი.

Advertisements
კატეგორიები:ეროვნული სექსები ტეგები:,
  1. იანვარი 3, 2011, 5:08 PM

    მომეწონა. როგორც ზოგიერთები იტყოდნენ, გაფართოება მტკივნეული პროცესია. ცნობიერების ;)

  2. იანვარი 3, 2011, 5:30 PM

    ვაიმე! ))

  3. Naino
    იანვარი 16, 2011, 2:29 AM

    :up:

  4. თებერვალი 25, 2011, 4:19 AM

    lol. რამდენი ვიცინე. ისე, კი შემეცოდა “ლუარსაბი” :(

  5. ივნისი 10, 2011, 11:20 AM

    :))

    შენი მუსიკალური გემოვნება მომწონს )

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: