Archive

Archive for სექტემბერი, 2010

მშობლებო

სექტემბერი 5, 2010 3 comments

დღეს, ავტობუსში მგზავრობისას ჩამეძინა და დამესიზმრა პალესტინელი ბავშვი, რომელსაც ეზოში ჩასვლა და  თამაში უნდოდა, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ვერ ჩადიოდა.

გავბრაზდი წინა თაობებზე და ყველა მშობელზე ვისაც კი კაცობრიობის ისტორიაში მშობელი რქმევია ოდესმე, იმიტომ რომ ეს მათი შექმნილი სამყაროა სადაც ჩვენ ვცხოვრობთ!

დღეს, ბევრი ჩვენგანი ვერ თამაშობს ბურთს ეზოში.

აღარ აგყავართ ხელში და არ გვიხუტებთ,

აღარც გვიმღერით და არც ზღაპრებს გვიყვებით ღამით,

აღარც გიყვარვართ, აღარც გვნატრობთ, აღარც გვაცხოვრებთ,

აღარც შეცდომებს გვაშვებინებთ და არც გვათავისუფლებთ.

თქვენი კლონები, თქვენი მონები – თქვენი ვერახდენილი ოცნებების სამჭედლოდ გვაქციეთ.

თქვენი ბრძოლებიც ჩვენ უნდა მოვიგოთ, თქვენი ომიც ჩვენ უნდა ვიომოთ.

თქვენი სისხლიც ჩვენ უნდა ჩვრეცხოთ, ახალი სისხლით.

თქვენ დაგებულ გზებს ჩვენ უნდა გავუყვეთ უკანმოუხედავად.

ვეღარც თქვენს გათხრილ საფლავებს ვახტებით, შიგ რომ მძორებად ყრიხართ.

ვერც მიწას გაყრით, ხელებს რომ გვიგრეხთ.

თქვენი სიმყრალის ჭაობში გვითრევთ, თქვენი სიძულვილით გვიწამლავთ სულებს.

თქვენ გამოჭედილ მახვილს გვაწვდით, თქვენს ჩაგროვებულ ღვარძლს გვატანთ საგზლად,

თქვენ გამოგონილ ღმერთებს გვიდგავთ ხატებად.

აღარც გიყვარვართ, აღარც გახსოვთ ის დრო როცა ჩვენ გვგავდით.

თქვენი მშობლები მოვტყან მშობლებო, აწ და მარადის, ზეზვა და მზიამდის, ადამ და ევამდის!

Advertisements
%d bloggers like this: