მთავარი > ფუტურისტული მარაზმები > საქართველო ქრისტიანული რესპუბლიკის ქრონიკები (ნაწ VI)

საქართველო ქრისტიანული რესპუბლიკის ქრონიკები (ნაწ VI)

ნაწ. VI
თავი V

ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე წლის (რევოლუციის შემდეგ წელთაღრიცხვა ახლიდა დაიწყო საქართველოში) შემოდგომა იყო. ცხოვრება მდორედ მიედინებოდა. არანარი სიხალე არ იყო ჩვენც ქვეყანაში. ინკვიზიციები დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედოდ იყვნენ, რადგან ყველა განწმინდეს ვინც კი ამას იმსახურებდა და ვინც არა ის შემოირიგეს. ბოლო 1 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი სკანდალი მოხდა, როცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაბედა და ინკვიზიციის უფუნქციობაზე დაწერა. მისი თქმით ქვეყანას ამ სტრუქტურის არსებობა აღარ ესაჭიროებოდა და შესაბამისად მისი თანამშრომლები სულ ტყუილად იღებდნენ ხელფასს. ყველაზე დიდი ჯამაგირი წმინდა ინკვიზიციის თავმჯდომარე აფთონ უნგიაძეს ჰქონდა, 5000 მანანა. რევოლუციის შემდეგ ეკონომიკური რეფორმაც გატარდა და ქართულ ფულის ერთეულად ”მანანა” დაწესდა.  გამოიცა 9 ნომინალის მქონე ბანკნოტი, 1 მანანიანი – რომელზეც რევულუცის ამსახველი გრავიურა იყო გამოსახული, 3 მანანიანი – სამების პატივსაცემად, შესაბამისად მასზე სამების ხატი დაიტანეს, 5 მანანიანი – აფთონ უნგიაძის პორტრეტით, 7 მანანიანი – შობის საპატივცემულოდ და შესაბამისად ზედ მაცხოვრის შობის სცენა დაეხატათ, 12 მანანიანი – თორმეტი მოციქულით, 20 მანანიანი – რეგენტის გამოსახულებით, 33 მანანინი – ქრისტეს ასაკის აღსანიშნავად, 50 მანანიანი – საქართველოს წმინდანების პორტრეტებით და სიმბოლური 100 000 მანანიანი კუპურა რომელზეც 100 000 მოწამის ხატი იყო დახატული. 1 დოლარი 2 მანანას უდრიდა, ასე რომ უნგიაძეს საკმაოდ დიდი ხელფასი ერიცხებოდა წმინდა ხაზინიდან. სტატიას მინი სკანდალი მოჰყვა, ჟურნალისტს ერთბაშად დაუწუნეს წერის სტილი, აზროვნება და ქრისტესმიერი პატრიოტიზმი, თუმცა მან შეძლო თავის დაცვა და სავალალო შედეგებს გადაურჩა. თუმცა ამის შემდეგ ამ ჟურნალისტს მსგავსი სტატიები აღარ დაუწერია, როგორც ნაცნობებისგან გავიგე მას 150 მანანით მოუმატეს ხელფასი; ამას წახალისება დაარქვეს და რეგენტმა ბრძანა, რომ ძალიან კარგია ინიციატივების გამოჩენა და ჩვენ უნდა ვისწავლოთ სხვების აზრების პატივისცემა… ეს ყველაფერი სისხლიანი რევოლუციიდან 1.5 წლის შემდეგ ხდებოდა, ხოლო ეგზეკუციებიდან სულ რაღაც 6 თვე იყო გასული.

ვითარება იმდენად მშვიდი და წყნარი იყო, რომ ხალხს ნელ-ნელა უბრუნდებოდა ბედნიერად გრძნობის შეგრძნება. ბევრი მათგანი მიჩვეული იყო ასეთ სახელმწიფოში ცხოვრებას. საბჭოური თაობა ჯერ კიდე უმრავლესობაში იყო ჩვენს ქვეყანაში. ეს ხალხი ადვილად ეგუებოდა ასეტ ყოფას, მართალია ბევრს ჰქონდა გარკვეული შინაგანი პროტესტი, მაგრამ სად კომუნიზმი – რომელიც თავზე მოგახვიეს და რომელსაც ვალდებულების გამო იზიარებ და სად ქრისტიანობა – რომელიც შენი ეროვნული თვითინდიფიკატორია და რომელიც გენეტიკურ კოდში გიდევს როგორც ქართველს. შესაბამისად საკუთარ სისხლთან და წარსულთან ბრძოლა არავის უნდოდა. ყველაზე საუკეთესო იყო გამოღვიძების ზარის შემოკვრისათვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ჩვენი საქციელი დიდ პროგრესს არ მოგვიტადა – პირიქით ვითარებას გარკვეულწილად დაამძიმებდა, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმა უკვე საჭირო იყო. თუ რეაქციული ძალების გააქტიურებას წლებით გადავდებდით, მიზნის მიღწევა უფრო რთული იქნებოდა. როგორ უკვე გითხარით, ხალხი უკვე ეგუებოდა სიტუაციას, რაც უფრო მეტი დრო გავიდოდა მით უფრო გაჯდებოდათ ეს ყველაფერი სისხლში და საბოლოოდ კვლავ მრავაწლიან მონობას მივიღებდით.

შეთქმულთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ფრთზილად და მალულად შევიკრიბეთ ლოგინოზ მცხეთელის ქუჩის კუთხეში. ეს ქუჩა თბილისის ცენტრში მდებარეობდა და რეგენტის რეზიდენციასთან გადიოდა. სულ 4 კაცი ვიყავით, საჭირო ნივთები გვქონდა წამოღებული და ახლა ძალებს ვიკრებდით. ძალიან მნიშვნელოვანი და თავხედური ნაბიჯის გადასადგმელად ვემზადებოდით. ჩვენს ამ ქმედებას აუცილებლად მოჰყვებოდა საღვთო კოდექსით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი – კუპრში მოხარშვა. შეიძლება ითქვას ეს ერთგვარი პატივიც იქნებოდა, ჩვენ ვიქნებოდით პირველები ვინც ამ სასჯელით დაისჯებოდნენ – ჰეროსტრატეს კომპლექსი იყო თითქოს, თუმცა ამ შემთხვევაში პოზიტიური ასპეკტები უფრო სჭარბობდა. გეგმა ასეთი იყო: გვქონდა სამი ცალი შავი პულივიზატორი, ერთი კაცი უნდა დამდგარიყო სადარაჯოზე, დანარჩენები უცებ მივვარდებოდით კედელის იმ ნაწილთან, რომელიც ყველაზე კარგად ჩანდა ქუჩის ყველა კუთხიდან და სათითაოდ დაგვეწერა ასოები – ერთი ყ-ს, მეორე ლ-ს მესამე ე-ს.

ღრმად ჩავისუნთქე და მეგობრებს ვანიშე ოპერაციის დაწყება. ჯგუფ ერთ-ერთი გამოეყო და ფრთხილად გაიარა რეზიდენციის წინ. ჩვენმა ყარაულმა შედარებით ყველაზე ბნელი ადგილი ამოირჩია და იქ შეიმალა. რამდენიმე წუთში ხელით გვანიშნა, რომ პერიმეტრი თავისუფალი იყო და გამოსვლა შეგვეძლო. გეგმა ზუსტად შევასრულეთ. გალავანთან მივვარდით, სწრაფად – თუმცა გამოყვანილად და მკვეთრად დავწერეთ ის ასოები რომელის დაწერაც გვევალებოდა და უმალ დავიშალეთ სხვადასხვა მიმართულებით. გეგმის მეორე ეტაპი, რომელიც გაქცევას ეხებოდა, შემდეგსი მგომარეობდა – ოპერაციის ძირითადი ნაწილის შესრულების მერე ოთხივე სხვადასხვა მიმართულებით მივრბოდით და მას შემდეგ რაც დავრწმუნდებოდით, რომ არავინ მოგვსდევდა წინასწარ დათქმულ ადგილას უნდა მივსულიყავით – ჩვენი კაფის უკანა შესასვლელთან.

დაახლოებით ნახევარ საათში მე ადგილზე ვიყავი, გაბრიელი და მიხეილიც უკვე იქ იყვნენ მისულები. იქვე ჩუმად დავდექით ჩვენი მეოთხე მეგობრის, ნიკოლოზის მოსაცდელად.
ნიკოლოზი საეჭვოდ იგვიანებდა, ჩემი მოსვლიდან დაახლოებით 25 წუთი იყო გასული, ის კი არ ჩანდა. ყველანი დავიზაფრეთ. ”ალბათ დააკავეს” – ამოილუღლუღა გაბრიელმა. თუ კი ის დააკავეს მაშინ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მთავარი ის იყო თუ სად დაიჭირეს ნიკოლოზი. თუ ის რეზიდენციის ახლოს აიყვანეს, ვთქვათ რამდენიმე კვარტალის ან ქუჩის იქით, მაშინ მომხდარში მას დაადანაშაულებდნენ და ყველანაირი საშუალებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული; ხოლო თუ მოშორებით დააკავეს მაშინ, ჩვენი ხრიკი იმუავებდა. თითოეულ ჩვენგან ჯიბეში მათარით ედო კონიაკი, რომელიც მაშინვე დავლიეთ როცა რეზიდენციის ტერიტორიიდან გამოვიქეცით. დაკავების შემთხვევაში ვიტყოდით, რომ მთვრალები დავბანცალებდით აქეთ-იქით. სიმთვრალე გაცილებით მსუბუქ დანაშაულად ითვლებოდა, ხშირად მის გამო არც სჯიდნენ, რადგან მემთვრალეობა და ქართული სუფრა რევოლუციის მიუხედავად ისევ ერთ ცნებად რჩებოდა. უარეს შემთხვევაში 3 დღით განგვაწესებდნენ ქუჩების დასაწმენდათ და ჩვენს პორტრეტებს სადმე გამოსაჩენ ადგილა გამოაკრავდნენ. ისევე როგორც კომუნისტების დროს, ახლაც იყო დაფები სხვადასხვა ”დამნაშავეთა” სურათებით – თუ ადრე იყო ”ვინ გვარცხვენს, ახლა დაფებს ”ვინ სცოდავს!” ეწერა.

ნიკოლოზს დილამდე ველოდეთ ჩვენი კაფის სარდაფში, ის არ გამოჩენილა. ამ დროს მასთან სახლში მისვლა ან დარეკვა არ გვინდოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ცოტაც მოგვეცადა და დილის წირვაზე იმ ეკლესიაში წავსულიყავით სადაც ის და მისი ოჯახი დადიოდნენ.

წირვაზე არც ნიკა და არც მისი ოჯახი გამოჩენილა. ის დააკავეს. პანიკაში ჩავვარდით, მაგრამ არც ოპტიმიზმი დაგვვიწყებია – სადღაც გულის სიღრმესი გვჯეროდა რომ ის მემთვრალეობისთვის დააკავეს; მაგრამ სამივე ვგრზნობდით, რომ ეს ასე არ იყო და რომ განსაცდელი ძალიან ახლოს იყო.

Advertisements
  1. მაისი 10, 2010, 12:46 PM

    ბიჯოს :)

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: