ადამიანი

ჩემს უბანში ერთი ბიჭი ცხოვრობდა, სახელი არ ვიცი – ალბათ გიორგი ერქმეოდა როგორც ყველა ორიგინალურ ადამიანს. როგორც ორიგინალური სახელის მქონე ადამიანს, თვითონ გიორგიც ორიგინალური იყო. ძალიან განსხვავდებოდა თავისი თანატოლებისგან. გიორგი ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო, დადიოდა ეკლესიაში – ოღონდ ეს მთელი რიტუალი იყო. დილას უთენია დგებოდა, ლოცვას წაიკითხავდა, მსუბუქად ისაუზმებდა და შემდეგ ქალაქის მეორე ბოლოს არსებულ ტაძარში მიდიოდა. იგი ფიქრობდა, რომ სულაც არ იყო საჭირო ვინმეს ცოდნოდა რომ ის ეკლესიაში დადიოდა, არ უყვარდა ამის აფიშირება – “თავმდაბლობა და შინაგანი რწმენა ყველაზე მთავარია” იტყოდა ხოლმე ის. მარხულობდა, ოღონდ ნამდვილი მარხვით. სამარხვო ქაბაბებს და ტორტებს არ ეკარებოდა “მთავარია სულიერ მარხვა, მუცელს რით ამოიყორავ რა მნიშვნელობა აქვს?” იტყოდა ხოლმე. ეკლესიიდან გამოსული მათხოვრებს ბოლო კაპიკებს უყრიდა ხოლმე ხელში, თვითონ კი სახლში ფეხით მოდიოდა. პერიოდულად, თავის დამდაბლების მიზნით თვითონაც დგებოდა ხოლმე მათხოვრად, ეკლესიისგან შორიახლოს ერთი ხალხმრავალი ადგილი ჰქონდა მოგულებული და იქ ითხოვდა წყალობას. რასაც შეაგროვებდა მათხოვრებს ურიგებდა ბოლო კაპიკამდე.

უბანში გამარჯობას არ დაგზარდებოდათ. გამოვიდოდა ხოლმე ჩვენთან ბირჟაზე, გაგვესაუბრებოდა, თუ ვინმე რამე სისულელეს იტყოდა, გულში ლოცულობდა მისთვის. მიაყრიდნენ ხოლმე ბიჭები ათას კითხვას, ჭორად დადიოდა მისი ღვთისმოსავობის ამბავი, მაგრამ დანამდვილებით არავინ იცოდა. დადგებოდნენ მის წინ და იწყებდნენ “ტრიპაჩს” – “აუ დღეს მამაო ვნახე და მაგარი მომსახა იმინა, ღმერთო მაპატიე ეს რას ვამბობს, მარა სახელდობრ (იმინნა* ავტ. შენ.) ეგრე იყო რა,” “ბიჭო ის სოიოს კატლეტები და სასიკები გასინჯე? სამარხვოდ რა მაგარია იცი, ნაღდისგან ვერ გაარჩევ რა” და ა.შ.  ერთხელ, როცა ასეთი საუბარი მოისმინა გიორგის ანაზდად ღიმილმა გადაურბინა, მაგრამ უმალვე მოიღუშა, შეკრთა და ჩუმად წავიდა. ამპარტავნების ცოდვაში ჩავარდა ალბათ როცა ამათი მორწმუნეობა შეაფასა – თუნდაც წამიერად. ერთი თვე არ გამოჩენილა, ვერც კი გავიგე სად იყო, სად იმდაბლებდა თავს და სად ინანიებდა ამ უმძიმეს ცოდვას. მისი ამბავი რომ ვიცი, სადმე რაიონში გადაიხვეწებოდა, რომელიმე ოჯახს დაუდგებოდა მსახურად და ფეხებს დაბანდა ოჯახის უფროსს, და ალბათ სხვა ყველა წევრსაც, ყოველ საღამოს. ხანდახან ვფიქრობდი, რატომ არ მიდის ეს ბიჭი ბერად მონასტერში, განა მისნაირების ადგილი იქ არაა? რომ მთელი თავისი არსება უფალს მიუძღვნან? ალაბთ ოჯახს ვერ ტოვებდა, მათაც ეხმარებოდა, უვლიდა და ემსახურებოდა.
კარგი ადამიანი იყო გიორგი, მისაბაძი; თუმცა ყველა ვინც კი მის გარშემო ტრიალებდა: მეზობელი, უბნის ბიჭი, ნაცნობი თუ უცნობი, ფიქრობდა რომ ის უბრალოდ ყლე იყო.

Advertisements
  1. aziza
    აპრილი 9, 2010, 7:54 AM

    shenze ras fiqroben neta ubnis bichebi she martla ……..

    • juzeppe
      აპრილი 9, 2010, 10:01 AM

      რაშია საქმე ამხანაგო? :) თქვენი თავი ხომ არ ამოიცანით არაორიგინალურ ხალხში? :)

  2. აპრილი 9, 2010, 11:49 AM

    მმმ :უსერ:
    ჩაჭკალი

  3. Intrigan
    აგვისტო 2, 2010, 8:48 AM

    THE END: გიორგის კი ესეც ეკიდა: ამ ყლეთა ბელადების სტანდარტული მოსაზრებები, კითხვები, სხვებისთვის შეკერილი და შემდეგ სიფათზე საგულდაგულოდ აწებებული ნიღბები, სხვებისთვის მიღებული პოზები, ელვისებურად ათვისებული ახალი ტერმინები, გინებაში გამოხატული საკუთარი დედის მიმართ სიყვარული, შიშები – რამე ისე არ თქვან ან მოიმოქმედონ, რომ მერე ისინიც ყლედ მონათლოს ვიღაცა მათივე მსგავსმა… ეკიდა მთელი ეს ორიგინალობას ამაოდ მოწყურებული სირთა ჯოგი და ისე ცხოვრობდა, როგორც თავად სურდა.

    P.S. ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა პოსტში უზრდელობის დაწერის სურვილი, მაგრამ შენ ეს ნამდვილად დაიმსახურე. შემეცოდე, მთელ ამ სირობას ლაიტმოტივად ეკლესიურობა რომ გააყოლე და ბოლოს ასე ყლეურად დაამთავრე. დიაგნოზი – დეისაძიზმი. მომილოცავს ”ორიგინალო”! :)))

  4. აგვისტო 3, 2010, 11:36 AM

    კი ეკიდა გიორგის ნამდვილად :)))))

    მარა რეალურად ეს ყველაფერი გიორგიზე არაა :)

    ჯერ აღქმის უნარი განივითარე და მერე დასვი დიაგნოზები :დ

    *ავტ. შენიშვნა :)

    მარა ნუ კაი რადგან ზოგიერთ იმბეცილს ყველაფერი უნდა დაუღეჭო და ისე ჩაუდო, ავხსნი ბარემ.

    გიორგი დადებითი პერსონაჟია, ხოლო ეს “მინიატურა” გამიზნულად აჯვამს რელიგიას ამოფარებულ ყლეებს :)
    დიდი მადლობა ყურადღებისათვის :)

  5. Intrigan
    აგვისტო 5, 2010, 10:03 AM

    ვახ, რას გვიშვრება ეს აგრესია?! :)

    გიორგიზეა თუ პეტრეზე, რა მნიშვნელობა აქვს? ან რა შენი განსასჯელია, ვინ ამოფარებულია ეკლესიას და ვინ მართლა მორწმუნეა, საკუთარ სულზე იზრუნე შენ, განკითხვა ვისი პრეროგატივაცაა, არ შეეშლება. კომენტარებიდან ჩანს, როგორ გასაგებად გადმოეცი დადებითი პერსონაჟი.

    ”ორიგინალთან” ერთად ფსიქიატრიის ”პრაფესორიც” ყოფილხარ ;)

    ცნობისათვის: ვინმეს რამე რომ დაუღეჭო, ჯერ თავად უნდა ჩაიდო :)

    • juzeppe
      აგვისტო 5, 2010, 10:41 PM

      სიმართლე გითხრა არც არავინ მეკითხება და პო ბალშომუ მკიდია კიდეც :) მაგრამ მაინც ვიჯმევინები :)
      ჰო :დ ნამდვილად ჩანს კი :დ ერთი შენ გაიჩითე და მეორე ის :დ მარტო არ ხარ გილოცავ :)))

      ”პროფესორი” შეიძლება ვარ :) მთავარია პროფესირი არ ვარ :)

      ცნობისათვის: არაუშავს, თავგანწირვა ჩემი ფიშკაა :)

  6. Intrigan
    აგვისტო 6, 2010, 9:03 AM

    ხო და მაშინ ღეჭე მობეზრებამდე :D იქნებ ამაოდ არ ჩაიაროს მაგ თავგანწირვამ, საკუთარ ორიგინალურ ტექნიკასაც მიაგნო და ”პროფესირობამდეც” მიაღწიო ოდესმე :) წარმატებები! :D :D

    • აგვისტო 6, 2010, 11:56 AM

      არა, მე უკვე ჩადების ფაზაში ვარ გადასული, ასე რომ ხშირად შემოიარე ხოლმე :)

  7. Margot Lescaut
    თებერვალი 17, 2012, 7:12 PM

    loooooooool აი პროსტა ელემენტარული ტვინი განძრევა არ უნდათ რომ წაკითხულიდან შინაარში გამოიტანონ ამ მართლა სლეებმა.

    საბ<3 ძაან მაგარია როგორც ყოველთვის:)

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: