მთავარი > მარაზმები, Front > კაცი, რომელსაც ასექსუალური ხალხი ძლიერ არ უყვარდა (ვარიაცია გურამ დოჩანაშვილის ნოველაზე)

კაცი, რომელსაც ასექსუალური ხალხი ძლიერ არ უყვარდა (ვარიაცია გურამ დოჩანაშვილის ნოველაზე)

მე და ჩემი შეყვარებული ფოტო სტუდიაში შევედით. ჩემმა სატრფომ ამოიჩემა, ”ჩვენი შეყვარებულობის 3 წლისთავიაო და სურათები გადავიღოთო.” მის ერთ-ერთ დაქალს გაუდუღია ამ სტუდიაში სურათები, ამას მოეწონა და ჩვენც წამოვედით. სხვა რა გზა მქონდა, დავყევი ჩემი მომავალი მეუღლის ნებას. კომპრომისი კომპრომისის წილ – აბა ის რომ ბოზებში მიშვებდა ხოლმე?! – აი სწორედ ასე წამომაძახა როცა წუწუნი მოვრთე მის ახალ აკვიატებაზე.

სტუდიის შესასვლელთან ვიღაც ლიბერალური გარეგნობის ბიჭი იდგა. ლიბერალური გარეგნობა დაახლოებით ასეთია – ოდნავ გრძელი თმები, 3-4 დღის გაუპარსავი წვერი, კისერზე კაშნი – ტექსასელი შარახვეტიასავით შემოხვეული, სიგარეტი პირში და ინტელექტუალური გამოხედვა.
– აქეთ მობრძანდით, თქვენ სურათის გადაღება გინდათ? რისთვის? მოდელი ხართ, პორტფოლიო გინდათ თუ შეყვარებულს გინდათ მისცეთ? – ბოლო სიტყვაზე ჩემი სატრფო ოდნავ შეკრთა.
– არა, ჩვენ უბრალოდ გვინდა კარგი სურათების გადაღება, საოჯახო ალბომისთვის.
– ახალდაქორინებულები ხართ?
– არა, მაგრამ ვაპირებთ, ჯერ მხოლოდ შეყვარებულები გვქვია.
– ძალიან კარგი, ბატონი უოლეს კემბრიჯი მალე გათავისულდება.
– ინგლისელია?
– არა, ქართველია. უბრალოდ ”მამაცი გული” უყვარს ძალიან და მთელი ცხოვრება კემბრიჯში სწავლაზე ოცნებობდა, ჰოდა, ფსევდონიმად ამ ორის კომბინაცია აიღო. ხომ იცით в наши дни без псевдонима некуда, განსაკუთრებით ფოტოგრაფიაში. მოკლედ, მობრძანდით აქეთ და დაელოდეთ. ყავა მიირთვით.

***

რამდენიმე წუთში ბატონი უოლესი გათავისუფლდა.
– აი ეს ჩემი მეილის მისამართია, ამაზე გამომიგზავნე ცარიელი წერილი, რომ შენი მეილი დაფიქსირდეს და 3-4 დღეში გადმოგიზავნი ამ სურათებს უკან. ამოარჩიე და მერე დავბეჭდოთ. კარგი აბა. ნახვამდის. კლინტ! ჰეი კლინტ სად ხარ? – ალბათ თავის ლიბერალ ასისტენტს დაუძახა. კლინტიც მალევე გამოეხმაურა მის ძახილს და მიუახლოვდა.
– აბა რა ხდება ჩემო ბიჭო, არის კიდე ვინმე?
– კი, აგერ გველოდება წყვილი. მოვალი მეუღლეები არიან და მომავალი საოჯახო ალბომისთვის უნდათ სურათის გადაღება.
– ძალიან კარგი, დაუძახე.

***

– მობრძანდით. თქვენ როგორ გნებავთ? თემატური ფოტოები – ვთქვათ კინოფილმების, ლიტერატურული და ა.შ. გმირების როლში, თუ ჩვეულებრივი ან იქნება ცოტა ეროტიულიც? – ცბიერად ჩაიღიმა კემბრიჯმა. – ვგიჟდები წყვილების გადაღებაზე! ისინი ისეთი ფანტასტიური მასალები არიან. ისეთი თამამები. თქვენც თამამები ხართ ალბათ არა? კამერის ხომ არ გეშინიათ?
– არა იცით ჩვენ კლასიკური პორტრეტები გვინდა, მე და ჩემს შეყვარებულს ერტოიული და რაღაც არაქართული სურათები არ გვინდა. კარგი იქნება თუ ქართული ფილმებიდან ავიღებთ.
– და ეროტიული რატომ არ გინდათ? რა არის ამაში ცუდი. თუკი ორ ადამიანს ერთმანეთ უყვარს. არა?
– ჯერ მაგის დრო არ მოსულა იცით… – დაიმორცხვა ჩემმა შეყვარებულმა.
– ანუ თქვენ ქალიშვილი ხართ?
– დიახ!
– მომილოცავს! – გულწრფელი ღიმილით მიიჭრა კემბრიჯი ჩემს საცოლესთან და ხელზე ნაზად ეამბორა.
– რას მილოცავთ?
– თქვენ წინ პირველი სექსის სიამოვნება გელით! დამერწმუნეთ ამას არაფერი სჯობს. აი, თქვენ ახალგაზრდავ? – მე მომიბრუნდა – თქვენთან როგორ არის საქმე?
– რა ვიცი, ხანდახან მიშვებს ხოლმე ბოზებში. – ჩუმად ჩავილაპარაკე!
– თქვენთვისაც მომილოცავს! – მარდად და ძლიერად ჩამომართვა ხელი.
– რას მილოცავთ?
– თქვენ წინ გელით ქალთან სექსის სიამოვნება, აბა ბოზთან სექსი ისეთივეა როგორიც ვთქვათ დაკლული ძროხის ბეჭთან ან ბარკალთან. აჰა, მოკლედ ქართული ფილმები თუ გვინდა, გოგია კენკიშვილის და ეთერის როლი უნდა გამოვრიცხოთ, არც ბეჩუნი პერტია და დათა თუთაშხია გამოგვადგებიან. ”ჭრიჭინაზე” რას იტყვით? ხომ კარგია? ”თოჯინები იცინიანზე?” ოღონდ ამ შემთხვევაში თქვენ ქალიშვილო, ცოტა ულვაშის მიწეპება დაგჭირდებათ. დანარჩენს მერე მოვიფიქრებთ აბა დავიწყეთ.  თამამად! თამამად! აი თქვენ ახალგაზრდავ დაჯექით მაგ მართკუთხედზე, თქვენ გოგონა ჩაუჯექით მას კალთაში. წარმოიდგინეთ, რომ ალექსანდროვის ბაღში სხედხართ და საზასაოდ ემზადებით, უკან გადავარდით… არა! არა! აზრობრივად! ბანალურია! უფრო ცეცხლოვანი გვინდა. აი, მარჯვენა ხელი მკერდზე დაადეთ თქვენს სატრფოს.
– რას კადრულობთ ბატონო უოლეს?
– რაშია საქმე? ნუთუ თქვენ ძუძუზეც არ მოგიკიდათ ხელი მისთვის – ბრაზით შემომხედა.
– არა! იცით არ მაკიდინებს!
– დალახვროს ეშმაკმა! რა არის ეს? გოგონა! მე გულწრფელად გილოცავთ! თქვენ წინ ძუძუზე ხელის პირველად დადების სიამოვნება გელით! მერედა როგორ აგიჩქროლდებათ გული, კერტები აგეწეწებათ! სხეულში სითბო ჩაგეღვრებათ. კარგით, კარგით გავაგრძელოთ! აი თქვენ, მაშინ კაბის ქვეშ შეუცურეთ ხელი და თეძოებზე მოეფერეთ. როგორ?! არც ეს გაგიკეთებიათ ოდესმე? გადასარევია პირდაპირ! ასეთ ხალხს თუკი შევხვდებოდი აღარც მეგონა. კლინტ, ბევრია ასეთი ხალხი.
– სავსეა ბატონო კემბრიჯ.
– რა საოცარია! კარგით! მაშინ რა ვქნათ… ქორწილის მერე რომ მოხვიდეთ? თუმცა ეგ როდის იქნება თქვენც არ იცით. კარგი… მაშინ პლატონური სურათები რომ გადავიღოთ? აი სკაიპში ისაუბრეთ და სკრინშოტებს გადავიღებ, მერე დავამუშავებ – არა? ცალ-ცალკე რომ გადავიღოთ და მერე ფოტოშოპში შეგაერთოთ – ცხადია უმწიკვლოდ?  არა! ეს საოცრებაა კლინტ!
– ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს საოცრება კი არა ეს გარყვნილებაა! თქვენი ვნებები და ფანტაზიები თქვენთვის შეინახეთ ბატონო კემბრიჯ. ეს ამაზრზენია! – გაცხარდა ჩემი საცოლე.
– კლინტ ეს რა მისალოცი ყოფილა კაცო, გადავირიე პირდაპირ. აი, ჩემი ნება რომ იყოს ყველა თქვენნაირ წყვილს მოვათავსებდი სექს-კარცერებში. დავავლებდი ხელს სხვადასხვა ბაღებსა და სკვერებში მოსაზავე წყვილებს და შევყრიდი სულ ყველას იქ. კარცერში იდგებოდა დიდი და ლამაზი ტახტი, დიდი პლაზმური ტელევიზორი, თაროებზე პორნოგრაფიული ფილმების დისკები. თუ თვითონ არ ჩართავდნენ, ძალით ჩავურთავდით იმ ტელევიზორს დისტანციური მართვით და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით სხვადასხვა პონრო ფილმებს გავუშვებდით. ჭერზე კამასუტრას პოზები იქნებოდა მიხატული. სანამ ალერსს და ნორმალურ სექსს არ ისწავლიდნენ მანამდე არ გამოვუშვებდი! დიახ!
– რა ალერსი, რის ალერსი! სქესობრივი აქტი მხოლოდ გამრავლებისთვისაა საჭირო! სხვა დანარჩენი უკვე გარყვნილებაა. – განრისხებულმა მიუგო ჩემმა მომავალმა მეუღლემ.
– ეს რა თქვა ღმერთო! ეს რა საშინელება თქვა! თქვენ ცხოველი ხართ! დიახ! თქვენ იმის ღირსი ხართ ვეგეტატიურად გამრავლდეთ როგორც საზამთრო ან სოკო! ან დამტვერვით – როგორც ყვავილები! წადით! ძალინ გთხოვთ დატოვეთ აქაურობა, აღარ მინდა თქვენი ცქერა! კლინტ, დღევანდელი ფოტო სესიები გააუქმე, შოკირებული ვარ და ვერაფერს გადავიღებ ჩემი ამბავი რომ ვიცი! ჰო და იქნება იზრუნო, რომ ჩვენს სტუდიაში ამიერიდან ”აპკ-კონტროლი” დაწესდეს – არავითარი ქალიშვილები ჩემი კამერის ობიექტივში, გაითვალიწინე იცოდე! დღეიდან ასე იქნება!

Advertisements
  1. მარტი 27, 2010, 1:38 AM

    საღოლ საბა!

    “გამარჯობა ვაჟას” მერე საუკეთესო ნამუშევარია :D

  2. მარტი 27, 2010, 8:42 AM

    Zalian kargia :) agar vici,vitiro,tu vicino :)

  3. მარტი 27, 2010, 9:53 AM

    გრეიტ, როგორც ყოველთვის :*

  4. მარტი 27, 2010, 11:26 PM

    ხა-ხა-ხა! ჯუზეპპე, ძალიან საკაიფოა! ლიბერალების სახელებზე ვიხარხარე მართლა: კემბრიჯი და კლინტი – წარმოვიდგინე თბილისური ფოტოატელიე და ეს სახელები… :D :D :lol:

  5. nattia
    მარტი 28, 2010, 10:57 AM

    – ეს რა თქვა ღმერთო! ეს რა საშინელება თქვა! თქვენ ცხოველი ხართ! დიახ! თქვენ იმის ღირსი ხართ ვეგეტატიურად გამრავლდეთ როგორც საზამთრო ან სოკო! ან დამტვერვით – როგორც ყვავილები! :D :D :D :D da ramdens moeconeba es idea………. :D

  6. აპრილი 17, 2010, 12:31 PM

    :D:D:D:D ironiaaa !!!

  7. აპრილი 21, 2010, 4:26 PM

    ძალიან ძალიან კარგია … შემთხვევით მოვხვდი შენს ბლოგზე.. .არ მეგონა ესეთი ორიგინალური ბლოგებიც თუ არსებობდნენ : ))

  8. ნათია
    ივნისი 11, 2011, 4:11 AM

    მმმმმაგარაია! რა კარგია რომ აღმოვაჩინე ეს ბლოგი, ძალიან ვიხალისეე :D :D

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: