მთავარი > ვცდილობ, Front > რამდენიმე ლექსი

რამდენიმე ლექსი

არტ-იდეაზე წავეპოტინე პოეზიას – ნუ თუ ამას პოეზია ჰქვია საერთოდ.

ჰოდა გადმომაქვს აქეთ და  შემიფასეთ :)

***

მეშინია ახლოს მოსული მთვარის,

ალბათ შეგვეჯახება ოდესმე და ყველას მოგვკლავს.

მე უარი ვთქვი ღმერთზე და სამუდამოდ გავწირე თავი.

გამოვიკეტე სამოთხის კარი და ზურგი გაქციეთ ყველას.

მე ჩემს თავს ვუყურებ როგორც უჯრეთა გროვას, თქვენ კი სული წმინდის ტაძრები გქვიათ.

მე ნეშომპალად ვიქცევი მალე, რადგან მიყვარს დედამიწა და მიჭირს მასთან განშორება,

თქვენ ამაღლდებით სასუფეველში და  იცხოვრებთ მარად.

მე შევერევი მიწას და ტალახს, ვიქცევი მტვრად;

ასე ძვირია თავისუფლება,

თქვენ კი ვერ იხდით ამ საფასურს – მას განვადებით არ იძლევიან.

***
მას მერე როცა, შემხვდი და ვისეირნეთ მოსკოვის ქუჩებში,
როცა, დავლიეთ ჩაი ჩემ მიერ გურიიდან ჩამოტანილი,
როცა, ვჭამეთ ხაჭაპური და ვსვით ღვინო,
როცა, ვუსმინეთ სულიკოს და მერე სოსოს,
როცა, ვილაპარაკეთ კულტურაზე და ჩვენ ძმობაზე,
როცა, ვილოცეთ ერთად და დავანთეთ სანთელი ხატთან,
როცა, ფილმებს ვუყურეთ და ვიცინეთ მოგონებებზე,
შენმა ძმისშვილმა, მომიკლა მამა! ცხინვალში,
გორში, სოხუმში, გალში, ახალგორში, ხაშურში,
თბილისში, ონში, ფოთში, კოდორში,
ტანკით გაჭყლიტა, დაბობმა და ტყვიით დაცხრილა.
ჩვენ კი კვლავ ვსხედვართ და მე მჯერა რომ ძმები ვართ!
***
ჩემს ჯამაიკელ ძმაკაცს მიქაელს :)

შენ გიკვირს როცა გეუბნები, რომ იტალიელებთან უფრო გემრიელი პატი ვჭამე
გიყურებ და არ გიმხელ, რომ ვაგზლის ჩიბურეკი ორივეს სჯობს!
შენ მაინც მადიანად ილუკმები და სულ გკიდია ჩემი გემოვნება.
მე მიხარია რომ ჩვენ ძმები ვართ და ნიუ-იორკულად ვამბობთ სალამს,
მუშტების მირტყმით.

ფეისბუქზე რომ დაგიმატე, შენი ალბომიც ვნახე,
სადღაც ხიდზე ხარ, კინგსტონის გეტოში და ფეხშვიველი დატანტალებ,
ვერ დავინახე შენში ბობ მარლის სული, რადგან შენ მარლიც ყლეზე გკიდია.
ჩვენს დანახვაზე შანიკვა ტირის და ფიქრობს რომ მეგობრობა უძლეველია.

ჩვენ გამოვრბოდით სახლებიდან და სამუდამოდ ვტოვებდით კერას,
მაგრამ შენც გინდა მარქსიზმის თესვა, როგორც მე ლიბერალიზმის.
შენ გიყვარს როცა რუსებს ვაგინებ დედას.
”საყვარლობაა” ხვნეშის ტანიკვა, როცა ხედავს რომ ჩიზბურგერი ორად გავჭერით.

ჩვენს ძმაკაცობას ბევრი ვერ იგებს, მაგრამ ჩვენ ესეც ყლეზე გვკიდია!
შენ მპირდები რომ კინგსტონში არ გამძარცვავენ, მე კი გიამბობ როგორ ცალყბად გაგიღიმებს ბებიაჩემი.
მე მიხარია რომ ჩვენ ძმები ვართ და ნიუ-იორკულად ვამბობთ სალამს,
მუშტების მირტყმით.

Advertisements
კატეგორიები:ვცდილობ, Front ტეგები:
  1. მარტი 25, 2010, 9:59 AM

    გაცოცხლდა ჯუზე

  2. მარტი 26, 2010, 1:51 AM

    ჰაჰაა, მაგარია.

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: