მთავარი > ფუტურისტული მარაზმები, Front > პლანეტა ”ირლანდია”

პლანეტა ”ირლანდია”

დედამიწის განადგურებამდე რამდენიმე კვირით ადრე, უცხოპლანეტელებმა პლანეტაზე არსებული ყველა ბიოლოგიური სახეობა შეადგინეს და თავიანთ კოსმიურ ხომალდში შეიტანეს. ბოლოს ადამიანთა დროც დადგა. 6 მილიარდი ადამიანიდან ამოარჩიეს მხოლოდ ორი. ახალი ადამი და ევა. ისინი 15 წლისები იყვნენ. ადამიც და ევაც ხომალდზე აიყვანეს და გაფრინდნენ. დედამიწის მსგავსი უახლოესი პლანეტა რამდენიმე მილიონი სინათლის წელიწადის დაშორებით იყო. ვიდრე პლანეტას მიაღწევდნენ, კოსმიური ხომალდის უნკერმა ”ბაღათურიამ” (მისმა თანაეკიპაჟელებმა დაარქვეს ეს მეტსახელი პრე-აპოკალისტური საქართველოს პრეზიდენტთან მსგავსების გამო) გადაწყვიტა ბავშვებისთვის ხომალდზე არსებული ტვირთი ეჩვენებინა. ადამი და ევა დიდი ინტერესით უცქედნენ ბორტზე მყოფ ცხოველებსა და მცენარეებს. მათ ძალიან უხაროდათ, რომ ახალ პლანეტაზე მათთან ერთად ყველა ცხოველი იცხოვრებდა. სინათლის იმ ღამეს ადამს არ დასძინებია. მას მეტად მნიშვნელოვანი საკითხი ჰქონდა გადასაწყვეტი. საქმე ისაა, რომ ადამს სიკვდილზე უფრო მეტად ეშინოდა გველების, შესაბამისად ამ არსებებთან ერთად ახალ პლანეტაზე ცხოვრება საერთოდ წარმოუდგენლად მიაჩნდა. დიდი ფიქრისა და ორჭოფობის შემდეგ ადამმა გადაწყვეტილება მიიღო. ის უხმაუროდ ადგა თავისი საწოლიდან და რკინის დერეფანში გატანტალდა, ხომალდის ქვედა დონეზე ჩავიდა.

***

რამდენიმე სინათლის დღის შემდეგ უცხოპლანეტელთა საფრენი აპარატი ახალ პლანეტაზე დაჯდა. ბავშვები და ცხოველები გამოტვირთეს, დატოვეს და წავიდნენ. ვინ იცის ადამი ამ მომენტს როგორ აღწერს თავის მოგონებეში, ხოლო ათასობით წლის მერე მასზე რას იფიქრებენ კაცმა არ იცის. ბავშვები ადვილად შეეგუენ ახალ გარემოს და წყნარად ცხოვრობდნენ. ერთხელაც ევამ მეტად საჭირბოროტო საკითხი წამოჭრა:
– ადამ! რა დავარქვათ ჩვენს პლანეტას?
ადამმა დაუფიქრებლად უპასუხა:
– რა თქმა უნდა ირლანდია!
– რატომ ირლანდია? – გაიკვირვა ევამ.
– იმიტომ რომ ირნალდიაში გველები არ არიან ევა!

Advertisements
  1. მარტი 22, 2010, 10:37 PM

    შემეცოდა 19 წლის ბიჭი. :((
    ხოო, ნამდვილად ყველაზე ცუდი ნუგეშია.
    და საერთოდ რამდენი დაფიქრებელი რამ ხდება ამ ქვეყანაში.
    ძალიან გულდასაწყვეტია.

    ის პოსტი არ არის და აქ დაგიკომენტე.

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: