მთავარი > ფუტურისტული მარაზმები > საქართველოს ქრისტიანული რესპუბლიკის ქონიკები (ნაწ. IV)

საქართველოს ქრისტიანული რესპუბლიკის ქონიკები (ნაწ. IV)

თავი III

დილეგი

საქართველოს პარლამენტის შენობა ციხედ იყო გადაკეთებული. იქ სადაც ადრე სხდომათა დარბაზი იყო, ახლა სასამართლო დარბაზად გადაექციათ. წმინდა ინკვიციზია სწორედ აქ ასამართლებდა რევოლუციის მიერ დაპატიმრებულ მოქალაქეებს; კითხავდნენ მოწმეებს, სწავლობდნენ დამამტკიცებელ საბუთებს, მსჯელობდნენ – ყველაფერი ნამდვილ სასამართლოს გავდა, ერთი განსხვავებით – ბრალდებულს არ ჰყავდა დამცველი, არ ჰქონდა სიტყვის უფლება. მსჯვარდებულს მხოლოდ განაჩენის გამოტანის შემდეგ აძლევდნენ მონანიების და პატიებს თხოვნის საშუალებას, ისიც იმ შემთხვევაში თუ დანაშაული მძიმე არ იყო. ყოველდღიურად ასობით სასამართლო იმართებოდა. პროცესებს წმინდა ინკვიზიციის თავმჯდომარე, აფთონ უნგიაძე, ხელმძღვანელობდა. სიკვდილმისჯილებს ჯერ ორი კვირით აგზავნიდნენ სპეციალურ დეპარტამენტში, სადაც წმენდნენ ცოდვებისგან – აწამებდნენ. განწმენდის შემდეგ სახალხოდ წვავდნენ ცეცხლზე და უფალთან შესახვედრად უშვებდნენ. ინკვიზიციის მიერ დამნაშავედ ცნობილი ადამიანები შენდობას და პატიებას ითხოვნდნე, ღმრთის სახელით ემუდარებოდნენ ინკვიზიტორებს მათთვის კიდევ ერთი შანსი მიეცათ და არ დაეწვათ, მაგრამ წმინდა ინკვიზიცია თავის გადაწყვეტილებებს არ ცვლიდა და ამ გადაწყვეტილებებს ღმრთისავე სახელით ამართლებდა.

კამერაში, რომელშიც მე შემიყვანეს, სულ ახალგაზრდები ჰყავდათ დამწყვდეულები. ბევრ მათგანს ვიცნობდი, ზოგს ახლოს, ზოგსაც შორიდან. ჩვენს კამერას ”ლიფსიტების კამერას” ეძახდნენ მცველები. როგორც მერე გავარკვიე კამერათა მთელი კლასიფიკაცია არსებობდა, ”გველის წიწილების კამერა,” ”გველების კამერა” და ბოლოს ”ეშმაკის მაშხალების კამერა.” ეს კლასიფიკაცია, ქართული რელიგიურ-პროლეტარული იუმორის გამოხატულება იყო. ყველა კამერის წინ, უმანკო სახის, ახალგაზრდა მუხლმოდრეკილი იდგა და ლოცვებს კითხულობდა დაკავებულთა მოსაბრუნებლად. ყველა პატიმარი მძიმე მარხვაზე ჰყავდათ – მხოლოდ წყალი და პური. ვინც კარგად მოიქცეოდა და დილას საღამოს ლოცვებს წაიკითხავდა თევზით უხსნილებდნენ. ცალკე გაყავდათ და ისე აჭმევდნენ, რომ სხვებისთვის არ გაეყო. საკნებში საწოლები არ იდგა, არც ნარები იყო – ძირს ქვიშა ეყარა და იმაზე ვიწექით. კარგად ვინც იქცეოდა იმას ცოტა თივას აძლევდნენ, ბალიშად რომ გამოეყენებინა. კამერებიდან ხშირად გაჰყავდათ ხალხი, დასმენას არ თხოვნდნენ, ”ეჭვები გამოთქვიო” ეუბნებოდნენ, ”დანარჩენს ჩვენ მივხედავთო.” სამაგიეროდ სასჯელის შემსუბუქებას პირდებოდნენ. ვინც არაფერი იცოდა, მომავალში თანამშრომლობის მემორანდუმზე აწერინებდნენ ხელს – სისხლით. ბევრი გატყდა! კონფორმიზმი ზეიმობდა ჩვენს რიგებში. აქამდეც ასე იყო, სწორედ ამიტომ მოახერხეს ფუნდამენტალისტებმა რევოლუციის მოწყობა. მთელი ჩვენი ”პროგრესული” საზოგადოება გულგრილად უყურებდა ამ ყველაფერს. ზოგი ადრევე გაიქცა ქვეყნიდან, აქ არაფერი გამომდისო. წავიდნენ უცხოეთში და თეფშების რეცხვა დაიწყეს პიცერიებში. ზოგი კი ვიწრო-შინაურულ საღამოებზე კითხულობდა თავის ლექსებს. მასაში გასვლა არავის შეეძლო. მთელი ჩემი ლიბერალური ცხოვრება ვოცნებობდი ანგაჟირებული მასებისთვის თავზე დამეფსა პარლამენტის შენობიდან, მაგრამ არ მქონდა ამის შნო. ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი ხოლმე, ”წარმოიდგინე, ამ ქვეყანაში რომ ჯიმ მორისონი, ჯონ ლენონი და სხვა ასეთი ბუმბერაზები ცხოვრობდნენ საზოგადოებას რა დედას მოუტყნავდნენ მეთქი.” ჩვენ? ჩვენ იდეების ქარში მოფრიალე ალმები ვიყავით, ჰოდა რევოლუციამ ტარიც გაგვიკეთა. იდეის გულისთვის არავის უნდოდა თავის გაწირვა. დასავლური ცივილიზაციის განვითარებულობა ხელს გვიშლიდა. ვხედავდით იქ რა ბედნიერი იყო ხალხი, რომელიც ნიღბების გარეშე ცხოვრობდა, რომელთაც თავისი ელემენტარული სურვილების ასრულება სულ ადვილად შეეძლოთ. ჩვენც გვინდოდა ეს, მაგრამ თავგანწირვას ვერ ვახერხებდით. გულის სიღრმეში ყველა ჩვენგანი ფიქრობდა, ”მე რომ მოვკვდე ამ იდეისთვის, როცა ქვეყანა აშენდება მიწაში ვიდები და რა აზრი აქვსო.” შედეგიც მივიღეთ. ჩვენ! ლიბერალები, თავისუფალი ხალხი, ნაწილი კაპიტალიზმის მონები გავხდით და მონებად დავდექით უცხოეთში, ნაწილმა კი ციხეში ამოვყავით თავი. ასე იყო თუ ისე მაინც დაგვენძრა.

საკნის შემოსასვლელთან რიყის ქვები ეყარა, რომლებსაც მკვეთრად ეტყობოდა შავი ლაქები. მივაშტერდი, ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო, მაინტეესებდა რა უნდოდა საკანში ქვებს და რატომ იყო ეს ქვები დალაქული. ხელში რამდენჯერმე დავატრიალე, სითხე ჯერ კიდევ ბლანტი იყო, ბოლომდე არ გამხმარიყო. დავსუნე.
– სისხლია!
– ვისი?
– ერთი მეამბოხის.
– თავი მოიკლა?
– ჩაქოლეს.
– რატომ?
– რო შემოიყვანეს, მიაძახა ”ვინც უცოდველი ხართ პირველებმა იმათმა მესროლეთ ქვაო.”
– მოკვდა?
– არ ვიცი. გაიყვანეს.
– თქვენ რა ქენით?
– არაფერი. რა უნდა გვექნა? ვისხედით და ვუყურებდით.
– შენ რაზე ზიხარ?
– პოეტი ვარ.
– რაზე წერ?
– რევოლუციაზე და ანარქიაზე.
– შენი დედას შევეცი!

ჩვენი საკნიდან იშვიათად გაჰყავდათ ხალხი. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვინმე ეჭვს გამოთქვამდა მათ შესახებ. ჯერ დიდ თევზებს ფატრავნდნენ. ჩვენთვის ალბათ ბოლოსკენ მოიცლიდნენ, როგორც ყველაზე უმნიშვნელო ნაწილაკებისთვის. ჩემს თანასაკნელებსაც ამის იმედი ჰქონდათ, გადარჩენის მეტი შანსები გვაქვსო ამბობდნენ – აუტკივარი თავი რად ავიტკიოთო, იდეების გამო ისედაც ბევრ გადავიტანეთ და წავაგეთო. კონფორმიზმი კონფორმიზმს შობს – ამათ გულისთვის უნდა მოკვდეს კაცი? ამათ უნდა დარჩეთ იდეა თავგანწირვის მერე? ამ ყლეებს?

საკნის კარი გაიღო. ორნი შემოვიდნენ. თვალი გადაგვავლეს და დავთარში რაღაც აღნიშნეს.
– ეი შენ!
– მე?
– ჰო შენ. წამოდი.
ეტყობა ჩემზეც გამოთქვეს ეჭვი. დაკითხვაზე გამიყვანეს.

Advertisements
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: