მთავარი > ფუტურისტული მარაზმები > საქართველოს ქრისტიანული რესპუბლიკის ქრონიკები (ნაწ. III)

საქართველოს ქრისტიანული რესპუბლიკის ქრონიკები (ნაწ. III)

თავი II

რევოლუციური ზიგოტა

1. თავდაპირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იყო რევოლუციასთან და რევოლუცია იყო სიტყვა.
2. ის იყო დასაბამიდან რევოლუციასთან.
3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნება და არაფერი იქნება უმისოდ.

რევოლუციამდე რამდენიმე თვით ადრე, 23 ნოემბერს, თბილისის ერთ-ერთი ტაძრის საიდუმლო ოთახში, რომელიც გუმბათში განეთავსებინათ და ხარაჩოებით შეენიღბათ, ფუნდამენტალისტი ქრისტიანების რამდენიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელები შეიკრიბნენ. განმკითხველნი, ამპარტავანნი, მკვლელნი და ქრისტეს ჯვარზე გამკვრელნი, მოძალადენი, ღმერთისათვის სამსახურის ამხევნნი, უფლის სახელით ცოდვის ჩამდენნი, სულით ბნელნი, ეგოისტნი, ნერვიულნი, სექსუალურად დაუკმაყოფილენნი, მეტნალურად ონანისტნი, შურიანნი, ხიბლში ჩავარდნილნი, ბოროტნი, თავის საქმენით ძე კაცისას მგმობნი, ფარისეველნი და ბარაბას გზის მიმდევარნი – ისხდნენ და ჩვენს ბედზე ბჭობდნენ. არ მოსწონდათ ჩვენი ცხოვრების სტილი, ჩვენი აზროვნება, ჩვენი არჩევანი – რომელიც სხვათაშორის თვით ღმერთმა მოგვცა, ნუ მერე რა რომ მისი არ გვწამს – ესეც ხო მისგან მოცემული უფლებაა?

***
კინო-ფილმი ”დოგმა” ხომ გახსოვთ? ვისაც არ გახსოვთ ან არ გინახავთ ერთ პერსონაჟს აგიღწერთ. ორი ანგელოზი, რომელიც ღმერთმა სამოთხიდან დედამიწაზე გამოაგდო უკან დაბრუნებას ცდილობს. გაუდგებიან გზას და სჩადაიან საგმირო საქმეებს. ერთხელაც მიადგებიან რაღაც კორპორაციას და მთელი ბორდის წევრებს ამოხოცავენ ცოდვების გამო. ანგელოზების როლში ბენ აბფლეკი და მეთ დეიმონი არიან – ბენ აბფლეკი უფრო სასტიკია სწორედ ის ხოცავს ცოდვილთ. ჰოდა წამრმოიდგინეთ, რომ ბენ აბფლეკის სახის მქონე ანგელოსი შემოვიდეს ამ კრებაზე. ჯერ გულითადად მიესალმება დამსწრე საზოგადოებას. მიულოცავს ზნეობის ზეიმის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს. მერე Magnum-ის რევლოვერ დააძრობს და განკითვის ჟამიც დადგება.

აქვე წარმოგიდგენთ მინი პიესას: ”ერთი დღე ბენ აბფლეკის სახის მქონე ანგელოსის ცხოვრებიდამ:”

(ფარდა. ტაში)
(ტაძრის გუმბათში განთავსებულ ფარისეველთა ბუდეში შედის ანგელოსი)
ბენ აბფლეკი: გამარჯვება მითქვამს ამ ქვეყნის ზნეობირვი ელიტისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ.
წმინდა ინკვიზიციის მომავალი თავმჯდომარე (შემდეგში წიმთ): გამარჯვება მოგცეს ღმერთმა, ვინ ხარ და აქ საიდან მოთრეულხარ?
ბენ აბფლეკი: ღვთის გამოგზავნილი ვარ! მისი ნების აღმსრულებელი (ცბიერად იღიმის)
წიმთ: ღმერთს ნუ სცოდავ მტარვალო! განეთრიე ჩვენი სამყოფელიდან და როცა ღმერთის სახელს ახსენებ პირი გამოირეცხე (გმინავს)
ბენ აბფლეკი (ცინიკურად იცინის და მაგნუმს აძრობს ფრთიდან, მაგრამ ამ ფრთას წიმთი ვერ ხედავს): აი აქ დაგენძრა! მაშასადამე, ჩვენ ჩავატარებთ მინი სასამართლოს. თქვენი ცოდვების გასამართლდებით და მერე ტვინებს გაგასხმევინებთ, აპელაცია საიქიოში შეიტანეთ (იცინის. დარბაზში მხურვალე ტაში). პირველი იქნები შენ. (გამჭოლი მზერით მის გონებაში იქექება) აჰა! ახალგაზდების დარბევის, ღვთის სახელის ამაოდ და სრულიად უაზროდ და მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოყენების, შენი შვილის ბოზებში წაყვანისა და ძალადობრივი გზით მენტალიტეტის შეცვლის მცდელობის გამო მოგესჯება სიკვდილი. (უტრიალდება დარბაზს) პატივცემულო დამსწრე საზოგადოება, დანარჩენი ცოდვების ჩამოთვლა უბრალოდ მეზარება, გამადლობთ. (ჩახმახს ჩამოჰკრავს, ისვრის და იცინის)
(წიმთის უსულო სხეული ძირს ეცემა).
წიმთ: ხროტ! ხროტ!
ბენ აბფლეკი: შემდეგი ვინ არის? ჰო! აი შენ ახალგაზრდავ! მგალობელთა გუნდში რომ მღერი და ყოველ კვირას ბოზებში რომ დადიხარ, ამავე დროს კიდე ცოლთან არ წვები ცოდვააო რომ გაჰკივი. (ისმის გასროლის ხმა).
ბენ აბლეკი (ყოვლისმომცველი მზერით აკვირდება დამსწრე საზოგადოებას): შენ! კათოლიკეების პედოფილია რომ გაკერია პირზე 24 საათი! შენი მრევლის ბავშვებს რომ აცდენ და ეთომარები, ეგრე სადაა. (ისმის გასროლის ხმა).
მართლმადიდებლური პოლიციის კოორდინატორი რწმენის საკითხებში: (ხვნეშის).
ბენ აბფლეკი: ის როგორ იყო, ინდონეზიაში 280 ათასი კაცი რომ დაიხრჩო ღირსები იყვნენო? იმიტომ რომ გარყვნილების ბუდე იყოო? ღვთის წყალობისა და მისი სამართლიანობის დაგმობის გამო განიგმირები 9 მილიმეტრიანით! (ისმის სროლის ხმა).
ბენ აფლეკი:(ბოლო რევოლუციონერს უტრიალდება) შენ ის არ ხარ ყოველ კვირას რომ ქადაგებ ”როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემის ყუთში ისე ვერ შევა მდიდარი ღვთის სასუფეველშიო?” წირვის მერე ჯიპში რომ ჯდები, 3000 ლარიანი მობილურით რომ ბაზრობ და გუდვილში რომ ყიდულობ რძეს? ჰოდა მოკვდი! (ისმის სროლის ხმა).
(ფარდა)
(მხურვალე ტაში. ოვაციები)
(შემდეგ სპეკტაკლებზე ანშლაგი)
(კრიტიკოსების მოწონება).

***
ქართული და ზოგადად ადამიანური ზნეობის 4 ეტალონი, ახალ გაგაჯულ გუმბათში ისხდა და თაფლის სანთლის შუქზე საქართველოს გადარჩენის გზებზე მსჯელობდა.

1. და შექმნა რევოლციამ რევოლუციური სინათლის კომიტეტი.
2. და თქუა რევულუციურმა კომიტეტმა სია – განაყო ბნელნი და ნათელნი ერთურთისგან.
3. და უწოდა სახელი რევოლუციამ ნათელთა მართლმადიდებელნი და ბნელთა ლიბერალნი.
4. და შექმნა რევოლუციურმა კომიტეტმა ადამიანი – ხატად თავისა, მამად თავისა, წინამძღოლად თავისა და შეუთქვა მას მორჩილება.
5. და ჰქონდა სახელი აფთონი კაცსა ამასა. ულვაშიანსა და ჭაღარა თმიანსა, მშობელსა და თან მართლმადიდებელსა. პატივოსანსა და შარავნდმოსილსა.
7. და შექმნა აფთონმა გეგმა იგი რევოლუციისა.
8. ბჭენი პარლამენტისაი აღიღოს მამა გიზოს მრევლმა, ვინაიდან არა არს წინაღობა იგი დეპუტატთა შორის, ვინაიდან არიან ისინი მონანი ღმრთისა და კაცისა მისსა აფთონისა.
9. ბჭენი კანცელარიისა აღიღოს მამა ამბროსიმ, ვინაიდან არა არს წინაღობა იგი შენობასა ამასა და მკვიდრნი მისნი არიან მონანი ღმრთისა და მხევალნნი კაცისა ამისა აფთონისა.
10. ქუჩანი და სახლნი, მოედანნი და სკვერნი, მაღაზიანი და სუპერმარკეტნი, ესტაკადანი და ავტობანნი, დაბლოკოს და აღიღოს თავის ხელში მამა ჯუმბერის მრევლმა და დაჰმორჩილდეს მრევლსა ამასა და მწყემსსა მისსა სხვა მონანი დედა ეკლესიისა.
11. დანარჩენი მერეო!
12. და დაისვენა რევოლუციურმა კომიტეტმა 7 იანვრამდე.

***
ფუნდამენტალისტემა კარგად იცდონენ, რომ ხელისუფლებისგან არანაირი წინაღმდეგობა არ იქნებოდა. მთავრობა და მისი ოპოზიცია ხშირად მოქმედებდა ეკლესიასთან ერთად. კარგად მართავდნენ ხალხის მასებს. მმართველი გუნდი ხელისუფლებას ინარჩუნებდა, ოპოზიცია და ეკლესია ბიუჯეტიდან კუთვნილ ფულს იღებდნენ და სხვა არაფერი ადარდებდათ. ითესებოდა ფსევდო ლიბერალურ დემოკრატიული ფასეულობები ლიბერალთა გამოსაკვებად, ფსევდო რელიგიური სწავლებანი მორმუწნეთა გასაძღომად, ფსევდო ოპოზიციური მუხტი კი მთელი საზოგადოების გასართობად. ყველაფერი ასე ჩვეულ რიტმში გაგრძელდებოდა, მაგრამ ახალგაზრდული მოთხოვნილებები უკვე იზრდებოდა. იმ ეპოქაში აღარ არსებობდა საზღვრები, ყველას შეეძლო მიეღო ინფორმაცია და დაეკმაყოფილებინა ცნობისმოყვარეობა. ბოლოს და ბოლოს ახალგაზრდა თაობასაც გაუჩნდა შეკითხვა: ”რატომ ვართ ასეთ მძღნერში?” ახალი თაობა ნელ-ნელა იკვლევდა პასუხს ამ კითხვაზე გასაცემად და როდესაც მოახლოვდა დრო ახსნისა, სწორედ მაშინ შეიქმნა რევ.კომი. სანამ ძირითადი ბირთვი სამოქმედო გეგმას ამუშავებდა, მათი ქვეშევრდომები ლიბერალურ და ზოგადად ახალგაზრდულ წრეებში დაძვრებოდნენ და შუღლს და ღვარძლს თესავდნენ. ბოლოს ისე დაასუსტეს ახალი თაობის წარმომადგენლები, რომ მათში საერთოდ გაქრა სიყვარული და მათი გულები სიძულვილით აღივსო. ვერ იტანდნენ ერთმანეთს, ზოგიერთმა პოზიორობა დაიწყო – მე რადიკალ ლიბერალებს არ ვემყრობიო, თქვენ ამათზე უარესები ხართო და ა.შ. მოკლედ როგორც იტყვიან აირია მონასტერი. ამასობაშ რევოლუციური მოძრაობა გაიზარდა, გააბა და განამტკიცა კავშირები სახელისუფლებო წრეებთან, პოლიტიკოსებთან, პოლიციასთან, ჯართან. პოლიცია თუ ვინმეს დაიჭერდა დაკითხვაზე პირველი კითხვას უსვამდენენ – იყო თუ არა დაკავებული მართლმადიდებელი, დადიოდა თუ არა წირვაზე, იცავდა თუ არა მარხვას და ა.შ. თუ ამ ყველაფერზე დადებით ხმას მიიღებდნენ მაშინ ციხის მაგივრად ერთ-ერთ მონასტერში აგზავნიდნენ სადაც რევოლუციურ ჯარისკაცებად ამზადებდნენ. ამ პერიოდის მანძილზე არ წყდებოდა ლიბერალთა თავყირლობები, ტარდებოდა კონცერტები, პოეზიის საღამოები, მათ ეგონათ რომ ტაატით მიდიოდა ჩვენი ქვეყანა პროგრესისკენ და კულტურული რევოლუციაც ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს საზოგადოებაში, რაც საბოლოოდ ბალასტის ჩამოშორებას და ქვეყნის გადარჩენა-გალიბერალება-გატოლერანტებას გამოიწვევდა. ორი წლის წინ, 6 იანვარს, ჩატარდა ბოლო როკ კონცერტი საქართველოში. მეორე დღეს კი აფთონის თესლზე აღმოცენებულმა რევოლუციამ თავი გამოყო აფთონისვე საშოდან.

Advertisements
  1. juzeppe
    თებერვალი 12, 2010, 6:28 PM

    ჩვენში დარჩეს და ეს თავი ცოტა სირობა გამომივიდა :) მაგრამ ნუ ტემპის ამბავში დავწერე მაინც, მერე შეიძლება საერთოდ ამოვაგდო დასრულებული ვარიანტიდან.

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: