მთავარი > მარაზმები, Front > გრძნობათა იმპერია – იაპონური სექსები

გრძნობათა იმპერია – იაპონური სექსები

მე მინდა ვიდგე კვარცხლბეკზე და იქიდან გიყურებდეთ. მე მინდა ვიყო გამარჯვებული თქვენთან ბრძოლაში.

მე მინდა ვიყო შემოქმედი რომელის შემოქმედებას თქვენ ვერ გაიგებთ, მაგრამ თავს მოიკატუნებთ ერთმანეთის მოსატყუებლად, დაწერთ რეცენზიებს, მისცემთ ინტერვიუებს და წაიკითხავთ ლექცეიებს ჩემი შემოქმედების შესახებ, გამოიყენებთ ყველა სიტყვას რაც იცით ან არ იცით, გაიღიმებთ ნიშნის მოგებით “ მივხვდი.“

მე მინდა მოგცეთ საბაბი თქვენი ინტელექტის გამომჟღავნებისა, მე მინდა ვიყო ცრუ წინასწარმეტყველი რომელიც თქვენ მოგცემთ თაფლს და თქვენ ბუზებივით დაეხვევით მას! თქვენ ჩემი მოცემული თაფლი უფრო ტკბილი მოგეჩვენებათ, ვიდრე ის რაც ჩემამდე მოგცათ ღმერთმა! მე მინდა იყოთ მადლიერი ჩემს მიმართ – რადგან კიდევ ერთხელ დავინახო თუ რა უმადურები ხართ. მე მინდა რომ თქვენ განმიხილოთ და საქებარი სიტყვები არ დაიშუროთ ჩემს მიმართ – რადგან უბრალოდ დავდგე ჩრდილში და დაგცინოთ.

და ბოლოს როდესაც ერთად შეიკრიბებით, მეც მომიწვევთ რადგან პასუხებს ვერ იპოვით, თქვენ დასმულ შეკითხვას ერთი აბსურდული ფრაზით გავცემ პასუხს: „ნუ შემეცით თქვენი ინტელექტით“ – და უბრალოდ გამოვტრიალდები და წამოვალ.

მე მინდა რომ ამ ფრაზის გაგონების შემდეგაც განაგრძოთ ბჭობა და ამ სიტყვებში ფილოსოფია ეძებოთ – მაჩუქეთ კიდევ ერთი მხიარული საღამო

Advertisements
  1. იანვარი 29, 2009, 6:20 AM

    არ ვიცი, ესე წერა ვინ გასწავლა… აი, ვკითხულობ შენს ბლოგს და მგონია, რომ ოცდამეერთე საუკუნის_ინტერნეტის, სექსის, გლობალური დაუნიზმის, ეპატაჟის, მულტიკულტურალიზმის, მასტურბაციის, პორნოინდუსტრიის, ნიჰილიზმის…. და სხვა ყველა უბედურების აღმწერ ბორხესს ვკითხულობ, ნაღდ ბორხესს.

    გააგრძელე საბა წერა!

    მაგარია!

    • Margot Lescaut
      თებერვალი 21, 2012, 3:47 PM

      +1

    • ოქტომბერი 15, 2012, 9:19 PM

      es temebii ubedurebaa? :\ asakobrivia yvela asaks moaqvs tavisebureba… shenc gqonia eg momenti… piriqit (saba gqvia rogorc gavige) were da kide ufro metad were vidre wer… fiqrtan ertad iswavle kidec… shen gabede da am temebze sajarod laprakob jigari xar :*

  2. juzeppe
    იანვარი 29, 2009, 11:53 PM

    shut up, modus :D

  3. ქეთი
    მაისი 29, 2010, 10:37 PM

    ელექტრონული ფოსტის მისამართი იცი და მაინტერესებს ვინ ხარ :)

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: