ნაძირლები

წინა პოსტი დავწერე, იმაზე რომ გოგონებს “ცუდი ბიჭები” მოსწონთ.

აგერ ანინამაც იგივე დაწერა 

და მეც ასეთი შეკითხვა გამიჩნდა, იქნება მიპასუხოს ვინმემ? :)

მე რაზე ვყლევდები იცით? :დ

გოგოები ამბობენ რომ ნაძირებლთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა და კაი ტიპები ძალიან ერთფეროვნები არიან და ა.შ.

ეს დედამოტყნული, ამ ნაძირლებთან ყოველთვის ერთი და იგივე მეორედება და რაღანაირად არიან მრავალფეროვნები, შეგიძლიათ გამაგებინოთ?

Categories: Front

მოკლე პოსტი გზაჯვარედინზე

- რატომ აქვს “იმას” ამდენი ფლირტი და ამდენი სექსი?
- რატომ არ გვაქვს ჩვენ ნორმალური რილეიშენშიპები?
- იმიტომ რომ თქვენ მიუწვდომლები ხართ – ვპასუხობ. – ხართ ჭკვიანი, წარმატებული, ლამაზი მდედრები. მამრების უმრავლესობას, ნორმალური და კარგი მამრები იგულისხმება, თქვენთან ფლირტი და “დაჩალიჩება” უაზრობად მიაჩნიათ ალბათ. მოკლედ, იმაზე მაღლა დგახართ ვიდრე მათი თვითშეფასება.
- რა ვქნათ?
- შენ – ყველას უნდა მისცე, რო გაგიბაზრდეს რომ არც ისე მიუწვდომელი ხარ, შენ კიდე სქამბეგებს უნდა დაანებო თავი.
- ყველას ვერ მივცემ.
- ვერ დავანებებ ამ “სქამბეგებს” თავს. არ მაინტერესებს ისეთი ბიჭები ვისაც იმაზე მეტად ვევასები, ვიდრე მე – ისინი. აი, მაგალითად შენნაირი რბილი ხასიათის ბიჭები არ მევასებიან. ერთ კვირაში მოგაჯდები თავზე და მერე ყლეზე დაგიკიდებ.
და მე ვფიქრობ, რა პერსპექტივა შეიძლება ქონდეს ჩემნაირ ბიჭს ასეთ გოგონებთან. მე სწორება მათზე მაქვს აღებული და ვთვლი, რო თუ აი, ამ ორი მდედრისთვის ვიქნები სასურველი, მაშინ ყველასთვის ასე იქნება. ნუ, ასეთ მდედრებზე მაქვს საუბარი – ჭკვიანებზე, ლამაზებზე, წარმატებულებზე, საინტერესოებზე და ა.შ.
მე ვთვლი რომ კარგი ტიპი ვარ. მაქვს რბილი ხასიათი და მზად ვარ, ადამიანს, რომელიც მიყვარს, ფიანდაზად გავეგო ფეხქვეშ. მაგრამ ეს არავის მოსწონს, ვისაც ეს მოსწონს მე ის არ მომწონს.
და ვხვდები, რომ ჩვენ ყველას გვევასება “ცუდი ტიპები” და იმისთვის რომ ყველას ერთმანეთი გვევასებოდეს, ყველა ცუდი ტიპი უნდა გავხდეთ. რომ მაგალითად, ქალებს უნდა ვუყურო, როგორც მხოლოდ “დირკას” და თავი დავანებო იმას, რომ ემოციის გარეშე სექსი არ შემიძლია.
it worth to try :)

Codename: Obi-1

ჩემი ახალი აბსრუდ-მინიატურა :) ვუძღვნი მანქის, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს. I love you baby <3.

სკვერში, სკამზე მჯდარ ახალგაზრდას ორი ტიპი მიუახლოვდა, ჯერ მის შორიახლოს იტრიალეს, შემდეგ კი ყოყმან-ყოყმანით მიუახლოვდნენ: “შენ ხარ ობივანი?” კითხა ერთ-ერთმა და მის სახესთან დაიხარა. ობივანი არადამიანური სისწრაფით წამოიჭრა და ცნობისმოყვარე ახალგაზრდას ძლიერად ჰკრა ხელი.
“სახეზე არ შემომხედო, თორე აქვე აგკუწავ შე კრეტინო!”
“ბოდიში ბატონო ობივან. ჩვენ იმ საქმეზე ვართ თქვენ რომ დაგვირეკეთ.”
“სურათი გაქვთ?”
“აგერ.” მიწიდან ახლადწამომდგარმა ახალგაზრდამ ჯიბიდან ფოტო ამოიღო და მიაწოდა. “მე ჯორჯო ვარ.”
“არ მაინტერესებს!” მკაცრად მიუგო ობივანმა და ჯორჯოს გამოწვდილ ხელს ზედაც არ შეხედა.
“სად ცხოვრობს, რას საქმიანობს?”
“მუხიანელია, რეპერია. ნუ რეპერი რა ახლა, ჩვენს პონტში ვერ ქაჩავს, მარა თავისი ფანბეიზი ყავს. ჰოდა, უნდა დააგდო მოკლედ და ისტორიაში შეხვალ, როგორც პირველი რეპ განგსტერული გარჩევის მონაწილე” თვითკმაყოფილებით აღნიშნა მეორე ახალგაზრდამ, რომელიც ჯორჯო არ იყო.
“Yo! ეს არის ჯორჯო,
მე არ მინდა შენი მოჯო,
არ გიშველის აღარც ვუდუ,
არც ალაჰი და არც ბუდა,
შენს წასაყვანად,
ობივანი მოვიდა,
ჩვენი ძმა!”
“საღოლ ჩემი დედას შევეცი.” – აღფრთოვანდა არაჯორჯო და მეგობარს მუშტი გაუწოდა მისარტყმელად.
“და ის თქვენზე უფრო ყლე რეპერია?”
“კაროჩე, რო დააგდებ, ზედ აი ეს ტექსტი უნდა დაადო რა. მაილი ან ადნაკლასნიკი თუ გაქვს მომეცი და ტექსტს იქ გამოგიგზავნი, ამობეჭდე და დაადე რა.”
“are you fucking kidding me, right now?” – ობივანს ასეთი ჩვევა ქონდა, დრამატიზმის გამოსახატად ხშირად ხმარობდა ინგლისურ ფრაზებს, ეს ძირითადად ამერიკული TV შოუების გავლენა იყო, ემოციების გამოხატვა ავთენტურად მხოლოდ ასეთი გზით შეეძლო.
“ბოდიში, მაგრამ ინგლისური არ ვიცით ჩვენ.”
“კაი… დაიკიდე. თანხა?”
“რაც შეეხება თანხას… იცით, ჩვენ ბევრის საშუალება არ გვაქვს და იქნება მოვილაპარაკოთ რამენაირად. ტარიფები არ გაქვთ?”
აუტანელი სურვილი, რომელიც ამ ორი სირის ადგილზე მოკვლას გულისხმობდა, 10-მდე დათვლით გადალახა და დამშვიდებულმა მიუგო.
“რამდენი გიღირთ მაგ ადამიანის სიკვდილი, 20? 15? ნუ მინიმუმ 10.”
“ლარი?”
“ნუ იყოს ლარი.”
გახარებულმა არაჯორჯომ 10 ლარიანი ამოიღო ჯიბიდან და ობივანს გაბადრული სახით მიაწოდა.
“ბიჭო! მეკაიფებით თუ შიგ გაქვთ?”
შემცბარმა რეპერებმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეს.
“შიგ გაქვთ! Fuck… 10 ათასი მინდა.”
“მაგდენი არ გვაქვს.”
“რამდენი გაქვთ?”
“250 ლარი შეგვიძლია ახლა მოგცეთ დანარჩენი ნაწილ-ნაწილ.”
“განვადებით მოვკლა ანუ?”
“პლიუს სიმღერას ჩავწერთ თქვენზე, ჩვენს ახალ ალბომში.”
განრისხებულმა ობივანმა, რომელსაც საკუთარი პროფესიონალიზმი არ აძლევდა უფლებას ემოციები ხმამაღლა გამოეხატა, უკანა ჯიბისკენ წაიღო ხელი და ნელი, ნარნარი მოძრაობით იარაღი ამოიღო.
“ახლა აქედან გააჯვით, დროზე!” მსწრაფლ შემოტრიალდა და სკვერის შუაგულისკენ დაიწყო სვლა.
“შენთვითონ არ დაგვირეკე ბიჭო?” მოაძახა ჯორჯომ. “შენ არ იცი ვის გადაეკიდე, ვიპოვით ვინმე პროფესიონალს და შენც ზედ დაგაკლავს იმას.”
ობივანმა ღრმად ჩაისუნთქა, ჰოლივუდური ბრუნვით შემოტრიალდა რეპერებისკენ, იარაღი გადატენა და დაუმიზნა. განგსტერებმა ანაზდად მოკურცხლეს.

Read more…

ბედნიერება

ამბობენ, ყველა ადამიანის აქვს რაღაც მისია. რა უნდა ქნა როდესაც არ გაქვს? უნდა იპოვო, შეიქმნა და შეუდგე შესრულებას. სათქმელად ადვილია, პრინციპში გასაკეთებლადაც. პირველი დავალება, რომელიც ადამიანს ეძლევა არის, მიხვდეს რომ დამოუკიდებელია და მხოლოდ მას შეუძლია საკუთარი მისიის და მიზნების განსაზღვრა და ასრულებისკენ სწრაფვა. მაგრამ რა უნდა ქნას ადამიანმა თუ ის თავის თავს ვერ პოულობს, ხოლო ძიებამ კი ძალიან დაღალა?

ჩემი პაციენტი ახაგაზრდა მამაკაცია, უკვე მეხუთე თვეა ჩემთან დადის. თავისი ყოფილი მეგობრების დაჟინებული მოთხოვნის გამო მოვიდა. ჩემს კარიერაში ყველაზე საინტერესო საქმეა და უნდა გამოვტყდე ყველაზე წარუმატებელიც. ის თვლის რომ თავის ადგილს და მისიას ვერ მიაგნო. როგორც თვითონ ამბობს, ბედნიერი არასოდეს ყოფილა, ბევრჯერ ჩაუქნევია ხელი და ბევრჯერაც უცდია ბრძოლის განახლება. რამდენიმე თვის წინ თვითმკვლელობაც სცადა. რაღაც საოცარი მეთოდი მოიგონა. შემთხვევამდე 3 დღით ადრე იყო ჩემთან, ზუსტად 3 დღის გავდივარ ქალაქიდანო, კარგი-მეთქი. მესამე დღეს დამირეკა.
“შეგიძლია ჩემთან ამოხვიდე?”
“ჰო იცი რომ არ შეიძლება?”
“თავის მოკვლა ვცადე!”
სახლში რომ შევედი სამზარეულოს იატაკზე იჯდა, დაზიანებული არაფერი ქონდა, არც სისხლის კვალი იყო, არც იარაღი ეგდო სადმე და არც თოკი შემიმჩნევია, არც წამლის ფლაკონი და ტაბლეტები ეყარა.
“რა მოხდა?”
“დეჰიდრაცია”

Read more…

ორიოდ სიტყვა მამაზე

რაც თავი მახსოვს, მამაჩემს სულ მოვალეები ჰყავს. ყველა ვალი რომ ერთად აიღოს ალბათ მილიონერები ვიქნებით. ბოლოს და ბოლოს მასაც აუსრულდება ოცნება და დაიწყებს რამე კორპორატიულ ბიზნესს. აგერ უკვე 51 წლისაა და დღემდე ოცნებაში ატარებს დროს. ნუ ოცნებაში რა, პირდაპირ მილიონის შოვნა უნდა. ჩალიჩობს შაქარს ბრაზილიიდან, ცემენტს ესპანეთიდან, გააქვს სპირტი, შემოაქვს ფქვილი, მორგან ჩეიზის აქტივების დათრევაზე ფიქრობს და მერე 250 მილიონიანი მორგიჯების და საბანკო კრედიტების ამოღებაზე იწყებს ოცნებას. ერთი ჩვევა აქვს, დაჯდება სამხზარეულოში, მოუკიდებს სიგარეტს, ფეხს ფეხზე გადაიდებს და თვალებს ჭერისა და კედლის შეერთების კუთხეს მიაბჯენს – ძირითადად თვალების დახრილობის კუთხრ 70 გრადუსია ხოლმე. ხშირად ვეუბნებით, რომ არ არის ბიზნესი მისი საქმე. ზედმეტად ალალია ამ საქმისთვის.
- აი შენ გაწეწავ ვინმეს?
- არა. რატომ უნდა გავწეწო?
- აი, მე ვწეწავ. პროდუქტის გაკეთება 400 ლარი მიჯდება და შემკვეთს 30 000-ს ვახდევინებ. შენ გააკეთებ მაგას?
- ვერა.
ჰოდა, რა გინდა ბიზნესში? შენ ვერც ვალს ამოიღებ. არ სჯერა.
არადა პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ ეგრეა.
გაწეწავს კი არა იქით ატანდა ფულს.
მე რომ ასე 3-4 წლის ვიყავი, თავისი ძმაკაცი დასდგომია, თავანი მაქვს 80 000 მანეთი და რამე მიშველეო. მამაჩემიც კაცურად მოიქცა და “ბენზინკალონკაზე” თავისი წილი გაყიდა 80 000 მანეთად, ჩანთით მოუტანა ფული ძმაკაცს და ჩააბარა.
3-4 თვის მერე სადღაც სუფრაზე გაჩითულან, მამაჩემის გათავნული ძმაკაცის ძმაკაცი წამომდგარა ფეხზე და ასეთი სადღეგრძელო უთქვამს: “მე ყველაზე მაგარი ძმაკაცი მყავსო. კაცი რომელმაც 80 000 ჩამიბარა თავანიო.”
კი წაუხდა მამაჩემს ნირი და ფერი, მარა გვიანღა იყო.
მეორე ძმაკაცითვის 25 მანეთიანების “პაჩკები” უჩუქნია ქორწილში.
ის მოსულა და ასე უთქვამს, ერთ-ერთ პაჩკას 2 ცალი 25 მანეთიანი აკლიაო.
ამოიღო და დაუმატა.
რა ქნას? ალალია, სხვანაირად არ შეუძლია.
90-იანებში ერთ პარტიაში იყო. დედაქალაქის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს.
მის უფროსს, ანუ თავმჯდომარეს, დიდი მაყუთი ქონდა. მის შვილს მობილური ეჭირა და ზედ ბეთჰოვენის Fur Elise-ს აწყობდა ხოლმე ღილაკების წკაპუნით.
მეც მომინდა. ჰოდა, მამაჩემს მოვთხოვე გახდი კორუმპირებული და შენც მოტეხე ფულები “ივენთების” ბიუჯეტიდან-მეთქი. რა ქნა იცით? მეორე დღეს სამსახურიდან წამოვიდა, “ბავშვი მიფუჭდებაო.”
რა ქნას? ალალია და სხვანაირად არ შეუძლია.
პირველი მოგონება, რომელიც მოვალესთან ურთიერთობაზე მომდის, მუხიანში ვითარდება. უკან ვზივარ მანქანაში, მამაჩემი და მისი ძმაკაცი წინ სხედან. მოვალესთან იყვნენ, იმან იწუწუნა, იტირა, ახალი დაპირებებით გამოუშვა და “ფულზე ჩალიჩს შეუდგა.” ჯემალი ერქვა მემგონი იმ კაცს.
ერთ დღეს ბიძაჩემი მოიწვია, ის ცოტა ისეთი ტიპია, დაუნდობელი.
კარის ჭუჭრუტანადან ვუყურებ პროცესს.
მოვალე ზის ჩვენს ბუხართან, სკამზე. წინ მამაჩემი და ბიძაჩემი უსხედან. საუბრობენ.
ბიძაჩემი დგება, სკამს ძლიერად ურტყავს ფეხს და მოვალე ძირს ეცემა. სახეში წიხლსაც აყოლებს. რაღაც მილიონიან საქმეზეა მამაჩემი გადაგდებული. ლაშა ერქვა იმ კაცს. მას შემდეგ არ მინახავს, ალბათ არც მამაჩემს.
მოკლედ, მამაჩემი არ არის ბიზნესმენი, არ არის მევახშე და არც ამომღები. მას არ შეუძლია ბინა აახიოს ვინმეს, ცემოს, ან თუნდაც სასამართლოში უჩივლოს.
მე, ისევე როგორც მამაჩემს, არ მესმის როგორ უნდა მოატანინო ადამიანს ფული თუ მას ფიზიკურად არ აქვს ამის საშუალება. არ აქვს და მორჩა. რატომ ისესხა? რაღაცის იმედი ქონდა და ისიც ისევე დააღალეტეს, როგორც მამაჩემი დააღალატა მან. სახლი გაყიდოს? მერე ბავშვები სად წაიყვანოს? სად იცხოვროს?

Read more…

ქართველი ნონკონფორმისტების საგა

ზუსტად რა დღე და რიცხვი იყო არ მახსოვს, საერთოდ, ქართველი ნონკონფორმისტის პირველი წესია თარიღი არ უნდა გახსოვდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტექსტზე მუშაობ. აქ ფანტაზია უნდა მოიშველიო და თარიღი მოარგო ამბავს და არა პირიქით. შენ მოირგო თარიღი და არა პირიქით. მოკლედ, ზაფხულია, ასე ორი-სამი კვირის წინ, ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოვების მერე, იმედგაცრუებული გამოვდივარ მარჯანიშვილზე. ჩემს ძმაკაცს, პაატა შამუგიას, “საბა” არ გადასცეს, გივის მისცეს ალხაზიშვილს. არ ვიცი ახლა გივი რამდენად იმსახურებდა მაგას, ის კრებული არ მაქვს წაკითხული, მარა რამდენიმე ლექსი, რაც ვიცი დიდად არ დამევასა. კაროჩე, მოვდივარ და ვურეკავ სანდრიკას, ნავერიანს, ეგეც ნონკონფორმისტია, წიგნი გამოსცა ცოტა ხნის წინ და მწერლის სტატუსიც გაირტყა. მე, ნაფტა და ზომბი ვართ ბროსეში და მოდიო.
ბროსეს ბაღი რაღაც აღთქმული ქვეყანასავითაა მგონი, მე პირველად ვარ იქ. მთელი ცხოვრებაა ამ ქალაქში ვცხვრობ და მხოლოდ მარშუტკიდან მაქვს ამ ბაღის ვიზუალი შეცნობილი, იქაური ბოჰემური და ხორციელი ცხოვრება ჩემთვის უცხოა. პირველი ნაბიჯი ბროსეში და იქ დანახული და გაგონილი უკვე მაძლევს იმის საშუალებას, რომ საკრალურობა დავინახო. გვერდი-გვერდ მდგარ სკამზე სვამენ “რელიგიის დასაცავად” გამოსული სასტავი და ქართული ნონკონფორმიზმის სამი იმედი: ნაფტა, ზომბი და ნავარა. ერთმანეთს არ ეხებიან, თავისთვის ატრაკებს ყველა. ჰაერში საკმეველის და თანამედროვე ქართული ბოჰემის – აცეტონის არყის სუნის ნარევი ტრალებს და სალბუნად ედება მომავლის და დალაგებული საზოგადოების პირობებში ცხვორების იმედებს. ჩემს დანახვაზე ისინი სხვა სკამისკენ ინაცვლებენ, ალბათ სივრცე არ გვეყოფა. ამ სამს თან ახლავთ ვიღაც გოგო, ჩემთვის უცნობი, რომელიც როგორც აღმოჩნდა აბიტურიენტია და გამოცდების მერე განტვირთვის მიზნით დაეხეტება პარკებსა და ბაღებში, პერსპექტიული ახალგაზრდების გაცნობის იმედად. ზომბი ჩალიჩობს ეს აბიტურიენტი ნაშა ნაფტას დააჯახოს, ნაფტა ძალიან ზარმაცი და წუწუნაა. ყველაფერი ეზარება ტიპს, სექსიც და სიყვარულიც. იმდენად ეზარება, რომ შეყვარებული სადღაც გალაპაგოსის კუნძულებზე თუ ეგეთ ეგზოტიკურ ადგილას გაიჩინა, ვიღაც ქართველი გოგო გააძრო და ტელეფონით ჩხუბობენ ხოლმე, მერე ერთმანეთს ურიგდებიან და ორივე ბედნიერად ცხოვრობს. გოგოს ეფსია, ზომბი ნაფტას ავალებს ესკორტს და ჩვენ ორივე ვბალელშიკობთ, მაგრამ ისედაც ცხადია, რომ იმ გოგოს მხოლოდ ტვინს მოტყნავს და სხვას არაფერს გაეკარება.
- მე მოვედი შენთან, ყვავილებით ხელში და ვივიწყებ წაგებულ ომს. – წაუმღერა ზომბიმ უკან დაბრუნებულ ნაფტას. რა საინტერესოა, არასოდეს მიფიქრია ამ სიმღერაზე ამ კუთხით. ანუ ირაკლის ერთ დღეს არ აუდგა და ქეთათოს ეს ლექსი დაუწერა. კიდევ ერთხელ მოვყავარ აღფრთოვანებაში მის გენიოსობას და ქიმიური ნარევით – მირინდა+აცეტონის არაყი, ვიჭყიპები. სანამ ჩვენ ნაფტას ვატერლოოზე ვსაუბრობთ, პაატა შამუგია მოგვადგა და საგზლად წამოღებული შუტკა მოიტანა, რომელიც იორიკის გონებამ შვა: “არა უშავს პაატ, ჩვენც დავბერდებით.” და აქვე საზეიმოდ, ყველაზე თესლი და ყველაზე ავთენტური საბა გადაეცემა პაატა შამუგიას. საზეიმოდ დავდე ფიცი, რომ ცხოვრების ბოლომდე მისი ვარ. შეიძლება 2011 წლის არ ვარ, არც ბრინჯაოსი ვარ და არც რატი ამაღლობელი მომფერებია, მაგრამ 1984 წლის მოსავლის საუკეთესო ნაჟური ვარ. ზუსტად ისეთი იდუმალი და ღვთაებრივი, ისეთი წვნიანი და ტკბილი, ისეთივე ბრძენი და დამდგარი, როგორც ათასრვაას რომელიღაც წელს ჩამოსხმული წითელი ღვინო. ჩავეხუტე და ვუთხარი, “მე შენი ვარ! მიმიღე! მაინც ყველანი პიდარასტები ვართ!” ვიცინით, ხუმრობა “უდაჩნად” დაჯდა.
ნელ-ნელა ალკოჰოლი გვიტევს, ახალ-ახალი პოეტები და მწერლები მოდიან, გაქაფულები ვართ. ვსაუბრობთ, კულტურული რევოლუციის ნამდვილი კოცონი გვაქვს დანთებული და ივლისის იშვიათი სიო წინაპარი “პიდარასტების” შვების ამოსუნთქვად გვეჩვენება. ჩვენი ღრეობა 90-იანი წლების თაობის ოცნებების სასაფლაოზე გამართულ სატანისტთა ზეიმს გავს, სადაცაა ნაფტას დავკლავთ და მსხვერპლად შევწირავთ უდროოდ დაღვრილ ქართულ მუზას.
ნაფტა წუწუნებს.
გონების სიღრმიდან წამოსული რევოლუციური სიო მის გამყინავ პროტესტში ჰოპვებს გამოძახილს.
დავცინით დეფის, დავცინით რა – ვფიქრობთ რომ მაგარი ყლეა. კიდე ვიღაც ახალგაზრდა პოეტებს, სიყვარულის ხონჩებზე, ტრფიალის ალმურებზე, ალანძულ კდემაზე, ჯოკონდასებრ ღიმილზე და ყანწებზე რომ წერენ. ნიკოფსია რომ ენატრებათ და დარუბანდი ტკივათ, ტაო რომ გულს უჩქროლებთ და საინგილო თვალებს უცრემლებთ. თბილისური გაზაფხული რომ უყვართ და მყინვარის გოროზი რომ ამშვიდებთ. მაგათი დედა მოვტყანთ სულ ყველასი! ჩვენ ქართველმა ნონკონფორმისტებმა. და აქვე ვდებ ძალიან სერიოზულ ფილოსოფიურ აზრს, ჩემი დინჯი, მაგრამ მაინც გულმხურვალე აზრით, ტერენტი გრანელობა და გალაკტიონობა ისეთივე ყლეობაა ჩვენს ეპოქაში, როგორიც ბითლსის და პინკ ფლოიდის სტილში სიმღერა რადიოჰედის და დაფტ პანკის დროში. ვთანხმდებით. რაღაც ისეთია, კულტურული რევოლუციის მანიფესტში რომ უნდა ჩაიწეროს. ახალგაზრდა, წვიმის, შემოდგომის, სიღრმის, კავკასიონის, ბერმუხის, ტოროლის და სხვა ასეთი დედამოტყნულობების პოეტებს ხელები უნდა დავაჭრათ, მათი ფანი გოგოშკები სამუდამოდ გადავხვეწოთ უკაცრიელ კუნძულებზე და აქ დაწყევლილი და უარყოფილი, არნაკურთხი და არალეგალიზებული არყიანი ყლეები სანატრელი გავუხადოთ მთელი თავიანთი ცხოვრება.
დეფიზე ამბობენ, სამუშაო მაგიდაზე, აი იქ სადაც ლექსებს წერს, მიკარება არ შეიძლებაო. სხვა არავინ უნდა შეეხოსო. მუზა თუ მისი მადლი მიდის, არ ვიცი. მოკლედ საკრალური მაგიდა აქვს.
რა დიდი სიამოვნებით მოვუჯვამდი მაგ მაგიდაზე, ნეტა იცოდეს!
მერე ვასკვნით, რომ მაგარ ყლე საზოგადოებაში ვცხოვრობთ, კი არადა ქვეყანაში – ან ორივეში. მოკლედ, გინდა არ გინდა, ადამიანი შეიძლება ხელისუფლების მხარეს აღმოჩნდე. და მე კიდევ ერთ ფილოსოფიურ აზრს ვაგდებ გონებრივი საშოდან, “ამ ყლეებმა იმდენი ქნეს, ალტერნატივა მეინსტრიმად აქციეს.” რო ვუფიქრდები, ცოტა ყლეობაა, მარა იდეა გასაგებია. მოგვწონს! განვიხილავთ, ვსაუბრობთ, ბოჰემა ხარობს.
უკვე დავთვერით. და მე მეხსნება მუზა, მახსენდება, რომ ოდესღაც ფოქს მალდერობა მინდოდა, მერე ინდიანა ჯონსობა და ახლა პედრო ალმადოვარი მინდა ვიყო. არა, დაჟე უფრო თესლი როჟა. და ვდებ ჩემს სცენარს, რომელიც ასე გამოიყურება:

Read more…

აგვისტო

ნიუ-იორკული აგვისტო საშინელებაა, ალბათ ისეთივე, როგორიც სხვა დანარჩენული აგვისტოებიც. საშინელი სიცხეა, გვალვა, ნესტიანი ჰაერი – ისეთი არა, როგორიც ურეკში, მაგრამ შეგიძლია ივარაუდო, რომ ტუბერკულიოზიანიები სწორედ ასე სუნთქვენ.
აივანზე ვისხედით, მე, ბიძაჩემი და მისი მეგობარი. მოცხარის წვენის და არყის კოქტეილს ვსმვამდით და სხვადასხვა თემებზე ვლაპარაკობდით. ზვიადიზე საუბარით დავიწყეთ და ბოლო საქართველოს ნატოში შესვლამდეც მივედით. ბიძაჩემის მეგობარი ბრაზობდა, ჯერ იმაზე მეჩხუბა მხედრიონმა რომ სამეგრელო დააწიოკა და არ სჯეროდა, რომ მეც იგივე აზრზე ვიყავი და არც მე მევასებოდა მხედრიონი და შევარდნაძე. მერე საქართველოს მომავალზე და გეოპოლიტიკაზე დამიწყო ჩხუბი.
- რატომაა კარგი? რა გვინდა ავღანეთში ან ერაყში და საერთოდ რატომ ვაძლევთ ამათ ტრაკს?
ამ პატრიოტული პათეთიკის მოსმენისას სახეზე ცინიკური ღიმილი მქონდა მიკრული, აი, ანგლოფონები რომ smirk-ს იტყვიან და ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა ის რასაც ვფიქრობდი. რომ ჩვენნაირ ერებს და ქვეყნებს, თუ გადარჩენა უნდათ ტრაკიც უნდა მისცენ და პირშიც აიღონ, თუ არა და სომალის დაემსგავსონ. რომ ყველთვის ასე იყო, ვინც ტრაკს არ იძლეოდა და პირში არ იღებდა, ისინი ვერ განვითარდნენ, განადგურდნენ და ახლა მათი ენის, კულტურის და სულიერების გადასარჩენად ორი ანთროპოლოგი, ლინგვისტი და ისტორიკოსი იბრძვის ჰარვარდის უნივერსიტეტში. ჩვენნაირი ერების და ქვეყნების ერთად ერთი საფიქალი და ამოცანა ისაა, რომ ზუსტად და კარგად შეარჩიონ პატრონი. რომ უკვე წავიდა ის დრო, და პრინციპში არც არასოდეს ყოფილა, როცა ვინმე თავისუფლებისთვის ბრძოლას და ვაჟკაცობას აფასებდა.
ჩუმად ვარ, იმიტომ რომ ვიცი, ვერაფერს გავხდები არყით შემთვრალ პატრიოტთან, რომელსაც თავისუფლება უნდა, სამშობლო უყვარს, ისარიც უსროლია და მკვდარსაც კი გააცინებს თუ საჭირო გახდა, მაგრამ ნიუ-იორკში ცხოვრობს და ტაქსისტად მუშაობს. ხანდახან თბილისში აგზავნის ერთ-ორ მანქანას, რო გაასაღოს და “ორიოდ ცენტი დარჩეს.” ვიცი, რომ ვერასდროს გაიგებს რატომ არ მიყვარს საქართველო, რატომ მირჩევნია აქ ყოფნა და მხოლოდ იმაზე ფიქრი რატომ არ დამპატიჟა ჩემმა ინდოელმა მეგობარმა თავის დაბადების დღის აღსანიშნავ ფართიზე. ან რატომ მინდა, რომ მთელი ჩემი ოჯახი აქ ჩამოვიდეს, ჩემი ძმაკაცები აქ იყვნენ, ერთად ვიბოდიალოთ მანჰეტენზე, იამაიკური პლანი ვქაჩოთ, “კიშკა” გახსნილზე “საბვეიში” ან KFC-ში შევიდეთ, გამოვძღეთ და ყლეზე გვეკიდოს, რომ საქართველო “სხვებს დავუტოვეთ.” არ აქვს აზრი ეკამათო ადამიანს, რომელსაც 37 მანეთი და 5 კაპიკიანი “სპიჩკა” მეგობრობა ჰგონია და ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობა – მიცემა.
- რა ხდება ვაბშე იქით?
- რა ვიცი, დაძაბულობა რაღაც. იმ დედამოტყნულმა კოკოითმა დღეს ევაკუაცია გამოაცხადა, ომი იწყება და ხალხი გამყავსო.
- მერე ჩვენები?
- რავი ჩვენები ამბობენ გიჟია ეგ კაცი, რაღაცამ მოუარა თავშიო.
- ისე არ მოუვლიდა არაფერი.
- რასღაც სროლები იყო, ქართული სოფლები დაბომბეს და ჩვენებსაც უპასუხიათ სროლით. ჰოდა, ეტყობა კიდე რაღაც პროვოკაციას ამზადებენ. – მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყლეზე მეკიდა, მაინც ყოვედღე ვეცნობოდი იქაურ ამბებს, ვუყურებდი საინფორმაციოებს, ვიჯექი ფორუმებსა და სოციაულურ ქსელებში – ვიღებდი და ვისრუტავდი ინფორმაციას. დედაჩემსაც ველაპარაკებოდი სკაიპით, ის იქაურ ამბებს მიყვებოდა – მე იმაზე ვებაზრებოდი, როგორი ბედნიერი ვარ აქ.
- არ დამთავდება ეს ამბავი კარგად.
- ჩვეულებრივი ამბავია. ბოლო 20 წელია მასეთი სროლები მიდის სულ და ჯერ არაფერი მომხდარა.

Read more…

სავსე მაცივრებზე მეოცნებე კაი ტიპები

საკუთარ თავს რომ ვუკვირდები ვხვდები რომ ჩემთვის პრიორიტეტი ჭამაა, გაძღომა. პრინციპში არამარტო ჩემთვის, ყველასთვის. ვმუშაობთ, ვფიქრობთ, ვწერთ, ვხატავთ და ათას ყლეობებს ვაკეთებთ იმის გამო რომ ვჭამოთ, ან რამე ახალი ნივთი ვიყიდოთ. ნუ ჩემს შემთხვევაში მტკივნეული იმიტომაა ეს ყველაფერი, რომ ჭამას ქალებზე წინ ვაყენებ. ჰო, აი, მაგალითად, მალე (იმედია) გადავალ ჩემს ახალ სახლში, რომელსაც რემონტიღა დარჩა და ეგაა. და პირველი რასაც ვფიქრობ და მახსენდება, ეს არის სავსე მაცივარი – რომელიც ყოველთვის სავსე იქნება, იმიტომ რომ ჩემთან ერთად არ იცხოვრებენ ჩემი 3 ძმა და დედ-მამა. შესაბამისად, აღარ მომიწევს ხოლმე საღამოს წუწუნი, რომ ჩემთვის საჭმელი არ დატოვეს. ან ვფიქრობ იმაზე, როგორ გადმოვწერ ათას ყლეობა კულინარიულ წიგნებს ტორენტებიდან და როგორ ჩავატარებ ექპერიმენტებს. ამ ოცნებებში გართულს მავიწყდება, რომ ცარიელ ბაითში ნაშასაც ავიყვან, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ვის უნდა ნაშა მშიერზე, ან კიდევ ნაშა რომელიც საჭმელს შეუჭამს. მოკლედ, “ჭამე იმიტომ რომ იცხოვრო და არ იცხოვრო იმიტომ რომ ჭამო” – ჩემზე არ ვრცელდება და საერთოდ მაგარი ხალტურა გამონათქვამია მე თუ მკითხავთ. ვისია არ მახსოვს. მგონი ვოლტერის ან მოლიერის, არ ვიცი. ისე, როცა ჭკვიანად გინდა თავის გასაღება და რამე ფრაზას წამოისვრი, რომლის ავტორიც არ იცი თავისულად შეგიძლია დაასკვნა, რომ ეს ფრაზა “მგონი, ვოლტერისაა.” ჯერ ერთი ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ვოლტერი გაგიგია; მეორეც დიდი შანსია რომ ვოლტერს სხვა ჭკვიანურ ყლეობებთან ერთად ეგეც ეთქვა; მერე იქ კარგი სიტუაციის აწყობა შეიძლება, ვინმეს აუცილებლად ეცოდინება ამ ფრაზის ავტორი და ის კრძალვით შემოგბედავს, რომ შეცდი, ავტორს გეტყვის და იქ ნამდვილი ინტელექტის ზეიმი გაიმართება. იმის ნუ შეგეშინდება, რომ ვოლტერზე დაგიწყებენ საუბარს, როგორც წესი ვოლტერი არავის აქვს წაკითხული. ხოლო ვისაც წაკითხული აქვს ისინი, როგორც წესი, მაგარი ყლეები არიან და ადვილად დაჩაგრავთ საუბარში. საერთოდ ვოლტერის ცოდნა ერთ-ერთი ფილტრი უნდა იყოს ჩემი აზრით. აი, მაგალითად: გვყავს 10 ადამიანი და გვინდა ყლეები გავცხრილოთ.
ვიწყებთ მარტივი შეკითხვით: ჰომოფობი ხართ? (ჩემთვის ეს არის პრიორიტეტი), ვინც ამბობს კის ის ვარდება – ანუ პირველი ხარისხის ყლეა.
მეორე შეკითხვა: თქვენს შორის რომელია ქსენოფობი? – გაგიკვირდებათ და არაჰომოფობი ქსენოფობებიც არსებობენ. ასეთები კი, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ეტაპი გადალახეს, მაინც იმ პირველი ხარისხის ყლეებზე უფრო ყლეები არიან. დაახლოებით ისეთი ამაზრზენნი, როგორებიც ჰომოფობი ქალები არიან. თქვენი არ ვიცი და მე ვერ ვიტან ჰომოფობ და ზოგადად სიძულვილით სავსე ქალებს. სექსისტი ვარ? შეიძლება.
შემდეგ მოდის მსგავსი ტიპის ზოგადსაკაცობრიო კითხვები და როდესაც ვრჩებით 2 კაცის ამარა, ვსვამთ სასიცოცხლო შეკითხვას: ვოლტერი წაკითხული გაქვთ? და ის ვინც ამბობს, რომ კი, ავტომატურად ენიჭება ყლის სტატუსი. დამერწმუნეთ, დამსახურებულად.
აი აქ, გახარებულები, ბედნიერები და აღტყინებულები ვუყურებთ იმ ერთად ერთს რომელმაც ყველა დაბრკოლება გადალახა. მაგრამ მოგეხსენებათ სამყარო იდეალური არ არის… ბოლო მომენტში ირკვევა, რომ 14 წლის ასაკში, ამ ჩვენს გმირს, მაშინ როდესაც ნძრევა უნდა აღმოეჩინა და იმდენჯერ დაენძრია, რომ რაღაც მომენტში შეშინებოდა – სპერმა არ გამომელიოს და უშვილოდ არ დავრჩეო, სწორედ მაშინ, მარსელ პრუსტის მთელი შემოქმედება გადაიკითხა. არც ტომ სოიერი, არც უთავო მხედარი (რომელიც ჩემი აზრით ყველაზე ყლე მწერლის ყველაზე ყლე ნაწარმოებია) და არც კაპიტან გრანტის შვილები – არამედ მარსელ პრუსტის რაღაც ყლეობა. ამ იმედგაცრუებაზე საშინელი და ამაზრზენი, მხოლოდ ის ორი გოგოა, რომელიც მარშუტკაში სემიჩკის კნატუნით ამოდის, ყარს მოხალული მზესუმზირის სუნად და დაჯდომისასაც არ ეშვება ჭამას, ხოლო ნაჭუჭებს ისევ “კულიოკში” ყრის.
აი, სწორედ ამ მომენტში ხვდები, რომ ყველაზე კაი ტიპები ცარიელ ბაითში მდგარ სავსე მაცივარზე მეოცნებეები ვართ.
და საერთოდ ყველას დედა მოვტყან!

დრაკონები და მძინარე მზეთუნახავები

ეს გოგო არასოდეს მევასებოდა, არც იმას ვიტყვი, რომ არ მევასებოდა – უბრალოდ ინდეფერენტული დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ. თუმცა… რიგ შემთხვევებში ნეგატიური შეფასებები მქონდა ხოლმე.

დღეს იყო “ჩვენთან” ამოსული. მასთან ერთად, საერთო ჯამში, რამდენიმე საათი მაქვს გატარებული – დროის ეს მონაკვეთი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მის მიმართ უნდობლობა გამჩენოდა. ყოველთვის ვთვლიდი, რომ აგრესიული და intimidating პერსონა იყო. რომელსაც დაუმსახურებლად შეეძლო ადამიანისთვის რაღაც ძალიან მწარე ფრაზის სროლა, რომელიც გულს ძალიან ცუდად ხვდება.  ამას ყოველთვის იმას ვაწერდი, რომ დაბალი თვითშეფასება და კომპლექსები ჰქონდა. ამაში უცნაური არაფერია, ნებისმიერ ჩვენგანი ირგებს რაღაც ნიღაბს, რომელიც მისთვის კომფორტულია და რომელიც თავდაცვის მექანიზმად არის ქცეული.

ჩვენი პირველი შეხებაც სწორედ ასე მოხდა. ერთად ვმუშაობდით. ახალი დაწყებული გვოქნდა სამსახური – ყველა თანამშრომელს, და ყველა ერთმანეთის გაცნობაზე ვიყავით ორიენტირებული. რო დავინახე ეგრევე დამევასა, გარეგნობით სწორედ ისეთი გოგო იყო, როგორებიც მე მომწონს, cute. ჰოდა, გადავწყვიტე მასთან კონტაქტის შანსი არ გამემაზა და ყოველთვის როცა მოსაწევად ან ლანჩის ოთახში გადიოდა მეც მივბოდიალდებოდი ხოლმე და ერთ-ორ სიტყვას ვაგდებდი. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას ლანჩრუმში ღვინოს ვწუპავდით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა ღვინო დააქცია და “სამზარეულოში შემოსაშვები არ ვარო” მხიარულად თქვა. რამდენიმე წამის შემდეგ მეც იგივე “ინციდენტი” შემემთხვა და მეც იგივე ვთქვი. ამანც არ დააყოვნა და ეგრევე მომაძახა: “შენ სამზარეულოში კი არა ლოგინში შემოსაშვები არ ხარო.” ე.ი. შეუძლებელია სიტყვებით გადმოცემა იმ “დარტყმისა” რაც მე მაშინ მომხვდა. ცხადია, ზრდილობიანად ჩავიღიმე, არ შევიმჩნიე, მაგრამ იმ მომენტში ჩემი ოდნავ წამოწეული თვითშეფასება მომენტალურად გადავიდა მინუსებში.

დღეს ვსაუბრობდით ძალიან მეგობრულად, დაძაბულობის გარეშე და გადავწყვიტე “ტკიბილი მოგონებების” პონტში შემეხსენებინა, როგორ მომარტყა მაშინ სუსტ წერტილში, მარა ბოლოს გადავიფიქრე, პრინციპში კი არ გადავიფიქრე მომენტი გაიქცა და ამ თემაზე საუბარი აღარ იყო აქტუალური. მე დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ არ ეხსომება. ვინ იცის რამდენი ბიჭი გაუმწარებია ასე. მე კიდე ხშირად ვერ ვხვდები, რას მერჩიან ადამიანები, რომლესაც ზოგადად არაფერს ვუშავებ. აი, მესმის რომ ვიღაც გაბღენძილ ტიპს შეიძლება ასე შეუტიო და მიაჩმორო, მაგრამ ჩემნაირებს? რომლებიც არავის არაფერს უშავებენ?

იმ საღამოს სამსახურიდან რომ მოვედი Facebook-ზე დავასტატუსე, საშინელ ხასიათზე ვარ, საშინელი რაღაც მითხრეს დღეს და განადგურებული ვარ-მეთქი. ჩემი უახლოესი მდედრი მეგობარი შემოვიდა სკაიპში და მომიყევიო. მოვუყევი და ძალიან გაეცინა. ყოველთვის მინდოდა რომ მეც ეგეთი ენამოსწრებული ვიყოფილიყავიო. მერე დამამშვიდა, დებილი ხარო, მაგარი ანკესი გადმოუგდია და შენ კიდე მიჩმორდიო.

მერე ვფიქრობდი, რატომ არის “შეტევა” ანკესი და რატომ ითვლება ეს ბიჭის “შებმის” ხერხად. ჰოდა, დღეს ქალურ საუბრებს რომ დავესწარი თითქოს მივხვდი.

მათ უნდათ, რომ ჩვენ ძლიერები ვიყოთ. გავუძლოთ მათ შემოტევებს და მათი დემონები და დრაკონები დავამარცხოთ, შევიჭრათ კოშკებში და მიძინებული მზეთუნახავები გამოვაღვიძოთ.

მათ უნდათ, რომ ჩვენ მამაცები ვიყოთ და ბოლოს და ბოლოს დავრწმუნდეთ საკუთარ თავში, რომ ჩვენ მათ ღირსები ვართ და ის რომ მათ ჩვენ აგვირჩიეს ამისი არ უნდა გვეშინოდეს. არ უყვართ ისეთი მამაკაცები, რომლებსაც მათი დაკარგვის ეშინიათ – მათ ის მამაკაცები უყვართ, რომლებსაც ბოლომდე ეყოლებათ გვერდით და იამაყებენ მათი სილამაზით, სიძლიერით, განსაკუთრებულობით, ნიჭიერებით, ჭკუით და ყველა იმ სიკეთით რაც მათ აქვთ.

არ უყვართ პრინცესებს ბაყაყად ქცეული პრინცები, რომლებსაც გასათავისუფლებლად დაყვავება, მოფერება და კოცნა სჭირდებათ.

ისინი სწორედ ასეთ პრინცებს ელოდებიან და არა ვიღაც ოქროსფერთმიან ყლეებს, რომლებმაც ცხენზე ჯდომა მამიკოს ტრაკით ისწავლეს.

საბოტაჟი

ამერიკულ ტელევიზიებში ანტიდეპრესანტის რეკლამა როდესაც გადის, ვოის ოვერით გაფრთხილებენ “თუ თვითმკველობაზე ფიქრობთ დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.” სუიციდზე მგონი 14 წლის ასაკის შემდეგ ვფიქრობ. მაგრამ სულ მაწუხებს შეკითხვა: “თუ ადამიანს იმის ძალა აქვს, რომ თავი მოიკლას, რაღატომ აკეთებს ამას?” მე რომ სუიციდის ძალა მქონოდა, გაცილებით ადრე შევცვლიდი ყველაფერს ჩემს ცხოვრებაში.

 

დღეს ჩემმა უახლოესმა მამრმა მეგობარმა დაასკვნა, რომ მე მაქვს მოთხოვნილება რომ არავის ვუყვარდე.  პრინციპში ასეც არის :)  ზოგადად სიბოროტეს არ ჩავდივარ, მაგრამ საკუთარი თავის მიმართ საბოტაჟს ხშირად მივმართავ ხოლმე. შეიძლება ეს რაღაც თავდაცვითი მექანიზმია, დაახლოებით ისეთი – ცუდ ანეკდოტს რომ მოყვები ან ცუდად იხუმრებ და მაშინვე აჯვამ საკუთარ თავს სანამ ვინმე სხვა იზამს ამას.  ზოგადად ვერ ვიტან როცა ჩემზე ვინმე ცუდს ფიქრობს უმიზეზოდ – ჰოდა, სწორედ ამიტომ, მიზეზს ვაძლევ, ასე მაინც ვიცი რა “დავაშავე” და რისთვის ვერ მიტანენ.

 

და ჰო, ვიცი რომ ესეც დაბალი თვითშეფასების ბრალია :)

ან ჩემს ბუნებრივ ნაკლებს გავურბივარ და ხელოვნურად ვქმნი სხვა ნაკლებს, რომელიც ჩემი აზრით უფრო უმნიშვნელო და მისაღებია საზოგადოებითვის.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.